Category: Uncategorized

  • “კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ! ახლოს არ მიიკაროთ!” – კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებს აფრთხილებს

    “კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ! ახლოს არ მიიკაროთ!” – კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებს აფრთხილებს

    “კატეგორიულად გაფრთხილებთ, ახლოს არ მიიკაროთ რეტინოლი ორსულობის და ლაქტაციის დროს” – ამის შესახებ კოსმეტოლოგმა ნინო ხაინდრავა “კოტკასტში” განაცხადა

  • გველები თბილისში – ნახეთ სად არის მითი გავრცელების არეალი

    გველები თბილისში – ნახეთ სად არის მითი გავრცელების არეალი

    თბილისის რომელ უბნებში შეიძლება შეხვდეთ შხამიან გველებს,- ამ თემაზე ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი “დილის LIVE” საუბრობს.

    „საქართველოში შხამიანი გველები, რა თქმა უნდა, გავრცელებულები არიან. ესენი გველგესლას წარმომადგენლები, მათ შორის გიურზა გახლავთ. გველგესლებს – კავკასიურ გველგესლას, ცხვირრქოსანსა და სხვებს – ძირითადად მთის ზონებში ვხვდებით. ისინი დაბლობიდან დაწყებული დაახლოებით 3000 მეტრამდე სიმაღლეზე ბევრგან შეგვხვდება. თბილისთან ყველაზე ახლოს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გიურზაა. ​თბილისის მუნიციპალიტეტში, კოჯრის, მსხალდიდისა და წყულეთის მიმართულებით, ცხვირრქოსან გველგესლას ვხვდებით. თუმცა, ის ზონა უფრო ბუნებრივი არეალი და ველური ბუნებაა, რის გამოც იქაური ხალხი გველის არსებობას მიჩვეულია. აი, რაც შეეხება გიურზას, ეს გველი საქართველოში თავისთავად ყველაზე საშიშია. ის უფრო ჟღერადია და ყველამ იცის, რომ თუ გიურზაა, რაღაც საშიშია, ხალხს მისი ეშინია. მაგრამ, ეს მაინც ასე არ არის. გიურზა კი, შხამიანია, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს მასიური გველია, რომლის ნაკბენიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს”,- ამბობს ზანდუკელი.

  • გია ჯაჯანიძე დუმილს არღვევს – რას ამბობს ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძის შესახებ ?

    გია ჯაჯანიძე დუმილს არღვევს – რას ამბობს ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძის შესახებ ?

    ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე „ამბებთან“ ინტერვიუში ნანიკო ხაზარაძესთან მომხდარ ინციდენტს და მის გადაცემიდან წასვლას ეხმიანება. ჯაჯანიძის განცხადებით, მათ შორის ამჟამად კარგი ურთიერთობაა და მომხდარი უნებლიე შეცდომით იყო გამოწვეული. როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, ნანიკო ხაზარაძე პროექტიდან არავის გაუშვია და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო:

    „წუხელ ჩამოვფრინდი საქართველოში, არცერთი კომენტარი არ მინახავს. მე და ნანიკო ვმეგობრობთ, ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნანიკო არ გაუშვიათ, ის ვიდეოშიც ამბობს, რომ თავად წავიდა. რაც თქვენ ნახეთ, ის ვნახე მეც. არავინ არ იცის, რა მდგომარეობაში სად რას გააკეთებს ადამიანი. მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო. ვუთხარი, რომ ხუმრობის დრო არ იყო და დამთავრდა. შეიძლება იმ წუთს ორნელა რომ იყო მომერიდა, შეიძლება ავყოლოდი კიდეც, მაგრამ მეც ხომ არ გავარტყამდი?“, – აცხადებს ჯაჯანიძე.

    ცნობისთვის, ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ 24 მაისს დატოვა, ინფორმაცია ამის შესახებ მან, ვიდეომიმართვაში გააჟღერა, რომელიც თავადვე გაავრცელა.

  • კადრები ახალციხიდან, სადაც სოფლები დაისეტყვა

    კადრები ახალციხიდან, სადაც სოფლები დაისეტყვა

    ახალციხის სოფლები, ვალე, საყუნეთი, კლდე, ურავლის ხეობა და მიმდებარე სოფლები დაისეტყვა.

  • 36 ადამიანი მოიწამლა… საკვებში გამოვლინდა რიგი შეუსაბამობა

    36 ადამიანი მოიწამლა… საკვებში გამოვლინდა რიგი შეუსაბამობა

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერიდან“ აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო.

    ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    აღსანიშნავია, რომ სააგენტომ “ფუდ გალერიში” მოკვლევა ქუთაისში, 36 ადამიანის ინტოქსიკაციის შემდეგ დაიწყო.

    „დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში; გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

    S.aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელია ჯანმრთელი ადამიანების 20-25%, ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას მიკრობი მრავლდება, გამოიმუშავებს ტოქსინს (ენტეროტოქსინი) და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება). მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს: სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება; ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება, მაგ: ახალი ხორცის დამუშავების შემდგომ იგივე დასაჭრელი დაფის გამოყენება სხვა სახის სურსათის დასამუშავებლად); სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა (მაგ: კვერცხის და სალათის ერთ სივრცეში განთავსება); პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • რა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო თქვენი იპოთეკური სესხის ნაწილს ყოველთვიურად?

    რა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო თქვენი იპოთეკური სესხის ნაწილს ყოველთვიურად?

    🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

    რა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო თქვენი იპოთეკური სესხის ნაწილს ყოველთვიურად?

  • “ზოგიერთს ჰგონია, რომ ენა დამრჩა სახლში… წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი” – ვის მიმართა თეა წულუკიანმა პარლამენტში?

    “ზოგიერთს ჰგონია, რომ ენა დამრჩა სახლში… წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი” – ვის მიმართა თეა წულუკიანმა პარლამენტში?

    🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

    “წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი“ – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გუშინ, პარლამენტში გიორგი გახარიას პარტიის წევრებს მიმართა.

  • +30 გრადუსი დაფიქსირდება – ამინდის უახლესი პროგნოზი

    +30 გრადუსი დაფიქსირდება – ამინდის უახლესი პროგნოზი

    საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის უმეტეს რეგიონში პერიოდულად იწვიმებს, ზოგან მოსალოდნელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

    თბილისში მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა დღისით დაახლოებით +21-დან +23 გრადუსამდე იქნება. პარასკევს მოსალოდნელია შედარებით ინტენსიური წვიმა და ქარი, შაბათიდან კი ამინდი ნაწილობრივ გამოიდარებს და ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მაღალმთიან ზონებში შესაძლოა გრილი ამინდი შენარჩუნდეს.

    სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ივნისის პირველ დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უფრო სტაბილური ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი ზოგ რეგიონში +25/+27+30 გრადუსამდე მოიმატებს.

  • 29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    დღე, შეიძლება, დაძაბული ნოტით დაიწყოს. დიდი ალბათობით, ბევრი ვერძი გადაჭარბებულად შეაფასებს საფრთხის დონეს. ყველაფერი მალე მოწესრიგდება, მთავარია, სწორად შეაფასოთ არსებული ვითარება.

    კურო

    დღეს, კურო არ დარჩება ნათელი შთაბეჭდილებების გარეშე. ბევრი კუროსთვის სასარგებლო იქნება, აქტიური რეჟიმით მოქმედება. გააფართოეთ კონტაქტები, ახლა ეს ძალიან სასარგებლოა თქვენთვის.

    ტყუპები

    დღეს დადებულმა გარიგებებმა შეიძლება, ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. ამიტომ, ერიდეთ ახალ პროექტებსა და ხელშეკრულებების გაფორმებას. ამასთან, ნუ მოიხიბლებით სარეკლამო წინადადებებით.

    კირჩხიბი

    კირჩხიბებს უნდა ახსოვდეთ, რომ დღეს მათი იმპულსურობა შესაძლოა, გასცდეს გონივრულს და  მიიღონ არასასურველი შედეგი. დღეს, გაქვთ შანსი, ტრიუმფს მიაღწიოთ, ოღონდ, დიდი ძალისხმევა უნდა გასწიოთ. ეცადეთ, ძალიან არ გადაიღალოთ.

    ლომი

    ამ დღის სტრესული სიტუაციები პირდაპირ არ იმოქმედებს თქვენზე, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ახლობელ ადამიანებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, სიფრთხილის ზომები დაიცავით და ერიდეთ ინტრიგებს.

    ქალწული

    დღეს, ქალწულებს შეუძლიათ, მოულოდნელი რისკები გასწიონ, რაც მიზანშეწონილი არაა. არ არის გამორიცხული, დაემორჩილოთ კოლექტიურ ემოციურ იმპულსს და არასასურველ ვითარებაში აღმოჩნდეთ. საბედნიეროდ, ამ დღეს თავგადასავლების დადებითი შედეგი მაინც უფრო სავარაუდოა, ვიდრე უარყოფითი.

    სასწორი

    დღეს, სასწორთა ნაწილისთვის, კონფლიქტების ალბათობა იზრდება. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც თანამდებობას იკავებს და ატარებს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ტვირთს. ის სასწორები, ვინც შორსაა საზოგადოებრივი საქმიანობისგან, დღეს მშვიდად გაატარებენ.

    მორიელი

    დღეს, მორიელებს თავგადასავლები ელით, მაგრამ აქვთ ყველა შანსი, რომ უსაფრთხოდ და ბონუსებითაც კი გამოვიდნენ სიტუაციიდან. თუ რამე ისე არ აეწყო, როგორც გეგმავდით, არ იჩქაროთ, შორს არ არის ის დრო, როდესაც თქვენი სურვილების და ოცნებების ახდენა დაიწყება.

    მშვილდოსანი

    დღეს, დამატებითი ძალისხმევა იქნება საჭირო ბიზნესსა თუ ოჯახში სიტუაციის დასალაგებლად. სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს მეტი გამბედაობა. მთავარია, ხელოვნურად არ შექმნათ პრობლემები.

    თხის რქა

    დღეს, თხის რქებს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის გაფუჭების რისკი ემუქრებათ. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – ახლა, თქვენ ვერ ხედავთ მთლიან სურათს და შეიძლება, დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.

    მერწყული

    დღეს, მერწყულებისთვის ადვილი არაფერი იქნება, ფრთხილად იყავით, სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც, შეიძლება, საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ამიტომ, დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით, ან გააკეთებთ.

    თევზები

    დღეს, თევზებმა არ უნდა მოინდომონ, საკუთარ თავს აჯობონ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ თქვენ ძალიან დიდ ენერგიას დახარჯავთ, რაც, ნამდვილად, არ ღირს.

  • 3 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ვის გაუღიმებს ბედი უახლოეს პერიოდში

    3 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ვის გაუღიმებს ბედი უახლოეს პერიოდში

    ასტროლოგები უახლოეს დღეებს განსაკუთრებით წარმატებულ პერიოდად ასახელებენ სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის. მათი თქმით, ენერგეტიკული ცვლილებები ფინანსურ, პირად და კარიერულ სფეროებზე დადებით გავლენას მოახდენს.

    ლომი

    ლომებისთვის იწყება პერიოდი, როცა დიდი ხნის ნაფიქრი გეგმები რეალურ შედეგებს მოიტანს. მოსალოდნელია წარმატება როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში. ასტროლოგები ამბობენ, რომ სწორედ ახლაა საუკეთესო დრო ახალი პროექტების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსნებს იღბალი ფინანსურ საკითხებში გაუღიმებთ. შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი, საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, არ თქვან უარი ახალ ნაცნობობასა და მოგზაურობებზე – ისინი წარმატებასთან იქნება დაკავშირებული.

    თევზები

    თევზებისთვის ეს პერიოდი ემოციური და სულიერი სიმშვიდის მომტანი იქნება. მათ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები განსაკუთრებით სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობების მიმართულებით იგრძნობა. ასტროლოგების თქმით, ინტუიცია თევზებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.