Category: Uncategorized

  • „ამ პრეპარატების სხვისი რეკომენდაციით მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“ – ზაზა თელია

    „ამ პრეპარატების სხვისი რეკომენდაციით მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“ – ზაზა თელია

    დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს იმ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, წნევის წამლების მიღებამ გამოიწვიოს:

    წნევის წამლების სხვისი რეკომენდაციით მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

    ძალიან ცნობილი და ხშირი შემთხვევაა – “მეზობელმა მირჩია, წნევა გაქვს და კაპტოპრილი მიიღეო”. აი, კაპტოპრილი, “პრილი”, ზუსტად ამ აგე-ინჰიბიტორების, ამ კლასის ერთ-ერთი წამალია და მისი თვითნებურად მიღება არ შეიძლება. აუცილებელია, რომ ექიმმა დანიშნოს.

    ხშირი გვერდითი ეფექტები ვთქვათ, რაც ამ წამალს ახასიათებს:

    მშრალი, შემაწუხებელი ხველა. რატომ ხველა – იმიტომ, რომ ეს ენზიმი, როგორც ვთქვით, რეალურად ფილტვებშია და, შესაბამისად, ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება ეს იყოს. განსაკუთრებით ეს აგე-ინჰიბიტორებს ახასიათებს. ხველა არ არის დაკავშირებული ვირუსთან, ინფექციასთან ან გაციებასთან და ხველის საწინააღმდეგო სიროფებით ადამიანი ამ ხველას ვერაფერს ვერ უზამს. ანუ, რისი თქმა მინდა: თუ ადამიანი წნევის წამალს იღებს, იმ წამალში არის “პრილი” და პაციენტს ქრონიკული ხველა დაეწყო,ნორმალური არ არის, გვერდითი ეფექტია და ეს წამალი ექიმმა აუცილებლად უნდა შეცვალოს.

    თუ წამალი არ შეიცვლება, ხველა არ გაივლის.

    წნევის წამალი სიმპტომური პრეპარატია. ამიტომ, მიდგომა – წნევა გვაქვს და დავლიოთ, ხოლო როცა არ გვაქვს, არ დავლიოთ – არასწორია. წნევის მედიკამენტი ისეთი საშუალებაა, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში, მუდმივად უნდა მიიღოს.

    მეორე ჯგუფის, მეორე კლასის წამლებზე გადავიდეთ, რომლებსაც კალციუმის არხის ბლოკატორები ეწოდება.

    მათი დასახელება, როგორც წესი, “დიპინით” მთავრდება, მაგალითად: ამლოდიპინი… ანუ, ყველაფერი, რაც “დიპინზე” მთავრდება, კალციუმის არხის ბლოკერია. პაციენტმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ გაიგოს, თუ რა შედის შემადგენლობაში. რაც შეეხება ხშირ გვერდით ეფექტებს, ეს სიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატია. მას ქვედა კიდურების, კოჭებისა და წვივების უპირატესად შეშუპება ახასიათებს. ანუ, თუ პაციენტმა წამლის მიღება დაიწყო და ფეხების შეშუპება დაეწყო, ეს სწორედ “დიპინის”, ანუ კალციბლოკატორის ბრალია.

    ძირითადად, გვერდითი ეფექტი დღეების ან კვირების განმავლობაში ვლინდება.

    აქ რეალურად სითხის გადანაწილების პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამასთანავე, გულისა და თირკმლის უკმარისობა ამ შეშუპების მიზეზს არ წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ გულისა და თირკმლის უკმარისობამ იცის ფეხების შეშუპება, მაგრამ აქ ეს სხვა მექანიზმით ხდება. ასევე, ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება წამოწითლება იყოს, როდესაც სახეზე ან გულმკერდის არეში კანის წითლდება.

    როგორც წესი, თუ ეს გვერდითი ეფექტი შეშუპების სახით განვითარდა, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი შეიცვალოს, ანუ კალციბლოკატორი სხვა წამლით ჩანაცვლდეს. ბევრი ალტერნატიული წამალი არსებობს და შეიძლება ისეთი პრეპარატი დაინიშნოს, რომელიც ამ გვერდითი ეფექტისგან თავისუფალი იქნება.

    ახლა მესამე ჯგუფზე გადავიდეთ. ესენია ეგრეთ წოდებული შარდმდენები, ანუ დიურეტიკები, რომლებიც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი პრეპარატებია. ხშირი გვერდითი ეფექტი, რა თქმა უნდა, გახშირებული შარდვა შეიძლება იყოს. ორი ტიპის შარდმდენი არსებობს: კალიუმის შემნახველი და ისეთი, რომელსაც ორგანიზმიდან მისი გამოდევნა ახასიათებს. თუ პაციენტს ისეთი შარდმდენი აქვს დანიშნული, რომელიც კალიუმს დევნის, მასთან შეიძლება ჰიპოკალემია, ანუ კალიუმის დონის შემცირება განვითარდეს. ამიტომ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიექცეს. მაგრამ თვითნებურად ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. მე მყოლია პაციენტი, რომელსაც, სამწუხაროდ, ფარმაცევტმა მისცა ასეთი რჩევა, რადგან თავად არ იცოდა ეს საკითხი: პაციენტი კალიუმშემნახველ შარდმდენს იღებდა და მან კალიუმის დამატება ურჩია…

    ყიდვის დროს, როდესაც ეს პაციენტი კალიუმის შემნახველ შარდმდენ პრეპარატს ყიდულობდა, ფარმაცევტმა უთხრა – ეს შარდმდენია, კალიუმი დაგივარდებათ და თავად კალიუმიც მიიღეთო. ამ დროს კი, პირიქით, მაღალი რისკია, რომ ჰიპერკალემია, ანუ ორგანიზმში კალიუმის ჭარბი დაგროვება მოხდეს, რამაც შეიძლება ადამიანს გულიც კი გაუჩეროს. ამიტომ ისეთი რჩევის მიცემა, რომელიც რეალურად არ იციან, არ შეიძლება.

    ნახეთ, ვიდეო:

  • მეცნიერების თქმით, 2026-2027 წლების ამინდის პროგნოზი თავდაყირა დგება – რა ვიცით ელ-ნინიოს შესახებ

    მეცნიერების თქმით, 2026-2027 წლების ამინდის პროგნოზი თავდაყირა დგება – რა ვიცით ელ-ნინიოს შესახებ

    გლობალური ამინდის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი კლიმატური ფენომენის — ელ-ნინიოს — ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის მკვეთრ ცვლილებებს გამოიწვევს.

    იაპონიის მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, 70%-იანი ალბათობა არსებობს, რომ ელ-ნინიო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონზე გამოვლინდება. ჩინეთის შესაბამისი უწყებების პროგნოზით კი, ამ ფენომენის ეფექტები ქვეყანაში წლის ბოლოსთვის გახდება შესამჩნევი, თავად პროცესი კი შესაძლოა მაისიდან დაიწყოს. ამასთან, აშშ-ის კლიმატის პროგნოზის ცენტრი 61%-იან შანსს ასახელებს, რომ ელ-ნინიო მაისიდან ივლისის პერიოდში ჩამოყალიბდება.

    ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიურო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მაისიდან აგვისტომდე ხანგრძლივ ნალექებს პროგნოზირებს.

    ელ-ნინიო და ლა-ნინია წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის ერთიანი კლიმატური სისტემის საპირისპირო ფაზებია. ელ-ნინიო ხასიათდება ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილის ზედაპირული წყლების არაბუნებრივი გათბობით, რაც ატმოსფერული წნევის ცვლილებებისა და პასატური ქარების შესუსტების შედეგად ხდება. ამის გამო თბილი წყლები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება და გლობალური ამინდის სურათი მნიშვნელოვნად იცვლება.

    ლა-ნინია კი საპირისპირო პროცესია — ამ დროს პასატური ქარები ძლიერდება, თბილი წყლები დასავლეთისკენ გადაადგილდება, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ტემპერატურა ნორმაზე დაბლა ეცემა.

    მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წლის ელ-ნინიოსგან მოსალოდნელია გლობალური ტემპერატურის ზრდა და ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირება, მათ შორის ძლიერი სიცხეები და ინტენსიური ნალექები. ნალექების მატება პროგნოზირებულია სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აშშ-ის სამხრეთში, აფრიკის რქასა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო შედარებით მშრალი ამინდია მოსალოდნელი ავსტრალიაში, ინდონეზიასა და სამხრეთ აზიის რიგ ქვეყნებში.

    ასევე ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულში ქარიშხლების რაოდენობა გაიზრდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, თუმცა შემცირდება ატლანტის ოკეანის აუზში.

    წარსულში ელ-ნინიოს მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონია. მაგალითად, 2015-2016 წლების ძლიერმა ელ-ნინიომ გვალვები გამოიწვია ავსტრალიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შეასუსტა ინდური მუსონი და მნიშვნელოვნად შეამცირა სასოფლო-სამეურნეო მოსავლიანობა. 1997-1998 წლების ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა შემთხვევამ აზიაში გვალვა და ამერიკის კონტინენტზე მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია.

    სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი კლიმატური პროცესები გლობალურ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რის გამოც მიმდინარე წლის პროგნოზს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

    წყარო

  • მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს

    მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს

    ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლასთან ერთად, გველების გამოჩენის შემთხვევებიც იმატებს. ქვეწარმავლებს, განსაკუთრებით სოფლისა და ტყიანი ზონების მახლობლად შეხვდებით.

    არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს. ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს, აქვთ ძლიერი სუნი, რომელიც გველებს ეს არ უყვართ.

    1. მარიგოლდი (Marigold) – მას მძაფრი სურნელი აქვს, რაც გველებს არ მოსწონთ. ეს მცენარე მწერებსაც აფრთხობს.  და ყველაფერთან ერთად,  მისი ოქროსფერი ყვავილები ეზოს განსაკუთრებულ სილამაზესაც მატებს.

    2.ხახვი და ნიორი (Onion & Garlic) – ორივე მცენარე  გოგირდის ნაერთებს შეიცავს, რის გამოც საკმაოდ გამოკვეთილი სურნელი აქვთ.  თუ ბაღის კიდეებზე დარგავთ, ბუნებრივ დამცავ ზოლს შექმნის. თან სამზარეულოშიც გამოგადგებათ.

    3.კაქტუსი (Cactus) – მისი ეკლები ბუნებრივ ბარიერს ქმნის და გველებს გადაადგილებას ურთულებს. კაქტუსი გვალვაგამძლეა და მშრალ კლიმატშიც ადვილად იზრდება. რეკომენდებულია კედლებთან ან შესასვლელებთან განთავსება.

    4.აბზინდა (Mugwort) – აბზინდას ძლიერი და გამორჩეული სურნელი აქვს, რის გამოც ისტორიულად მას გველების საწინააღმდეგო მცენარედ იყენებდნენ. გამძლე მცენარეა და ბაღის ირგვლივ ბუნებრივ დამცავ ზოლს ქმნის.

    5. ლავანდა – გველებს ამ მცენარის ეშინიათ. არ უყვართ მისი სუნი და ამის გამო, მას შორდებიან.

  • დედამიწას მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეკორდული სიცხე ელოდება – გაერო

    დედამიწას მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეკორდული სიცხე ელოდება – გაერო

    2026-2030 წლებში საშუალო წლიური ტემპერატურა 1850-1900 წლების საშუალო მაჩვენებელზე, შესაძლოა, 1,3 – 1,9 გრადუსით მაღლა ავიდეს. ამის შესახებ საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

    ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით დედამიწის საშუალო ტემპერატურის 1,5 გრადუსით მაღლა აწევა არის პარიზის კლიმატური სამიტის მიერ 2015 წელს დაწესებული ზღვარი.

    მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის ახალი რეკორდი 2027 წელს დაფიქსირდება. ეს ელ-ნინიოს ეფექტს უკავშირდება. ელ-ნინიო არის კლიმატური მოვლენა, რომელიც წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ტემპერატურის მკვეთრ მატებას იწვევს. ამ რეგიონში ტემპერატურის ზრდა მთელ მსოფლიოში კლიმატის სერიოზულ ცვლილებას იწვევს.

  • წვიმა, ელჭექი, თოვლჭყაპი! – საქართველოში ამინდი უარესდება

    წვიმა, ელჭექი, თოვლჭყაპი! – საქართველოში ამინდი უარესდება

    30 მაისს – შაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +5, +10°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, ღამით დროგამოშვებით 30მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20° მთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°;  მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +5,+10°;

    31მაისს – კვირას

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +3 +8°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +7, +12°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23° მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°;  მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +8,+13°;

  • “შოკში ვარ, ხალხო! მსგავსს არ შევსწრებივარ ” – კახეთიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება

    “შოკში ვარ, ხალხო! მსგავსს არ შევსწრებივარ ” – კახეთიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება

    სიღნაღის მუნიციპალიტეტეტში, სოფელ ძველი ანაგაში ძლიერი სეტყვა მოვიდა. კადრებს სოციალურ ქსელში ეკა გეგეშიძე ავრცელებს.

    “რამდენს იკლებს გლეხი მთელი წლის მანძილზე და 5 წუთში ნადგურდება… შოკში ვარ ხალხო. მართლა მსგავსს არ შევსწრებივარ”.

  • ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    საქართველოს  ტერიტორიაზე

    კლიმატური მონაცემებით საქართველოში  ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ 3-5°C-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +20, +23°C, მთიან რაიონებში +16, +21°C, მაღალმთიან ზონაში  +10, +15°C-ის ფარგლებშია.

    ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და საქართველოს მთიან ზოლში +24, +29°C–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +20, +23°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +16, +21°C-ს შეადგენს.

    მეტეოროლოგიური დაკვირვებით ივნისში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +37, +41°C-ს, მთიან რაიონებში+32, +39°C, მაღალმთიან ზონაში +27, +33°C-ს აღწევს.

    ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე, აღმოსავლეთის ბარში +14, +18°C, ქვეყნის მთიან რაიონებში +11, +16°C-ის, ხოლო მაღალმთიან ზონაში +7, +11°C-ის ფარგლებში მერყეობს.

    ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +7, + 11°C, შიდა ქართლში +1, +3°C, ქვემო ქართლსადა კახეთში +6, +9°C,  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +2, +7°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 0, +4°C-ს შეადგენს. მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა 0°C,  -6°C-მდე იკლებს.

    ქვეყნის დაბლობში, ბარსა და მთიან რაიონებში ყინვა არ აღინიშნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში წაყინვები საშუალოდ 1-2 დღეს აღინიშნება.

    ივნისის თვეში შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 100-200 მმ-ს, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 60-160 მმ-ს შეადგენს.

    საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-16 დღეს შეადგენს.

    ივნისში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 150-190 მმ-ს აღწევს, ხოლო სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე 30-50 მმ-ს არ აღემატება.

    ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 200-500 მმ-ს, აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებშიდასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში 10-50 მმ-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 2-15 მმ-ს არ აღემატებოდეს.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21 +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C- მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

    კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +22, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +31, +34°C- მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთიან რაიონებში +19, +20°C, მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 10C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +11, +8°C-მდე, მაღალმთაში +6, +3°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +26, +29°C-მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32 ,+35°C-მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

    კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +30, +33°C- მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +18, +19°C , მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +6, +3°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +4, +1°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C-მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

  • დედამიწის ბირთვმა წყნარი ოკეანის ქვეშ მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა – რას ნიშნავს ეს ჩვენთვის

    დედამიწის ბირთვმა წყნარი ოკეანის ქვეშ მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა – რას ნიშნავს ეს ჩვენთვის

    მეცნიერებმა დედამიწის გარე ბირთვში უჩვეულო ფენომენი აღმოაჩინეს – თხევადი ლითონის უზარმაზარმა ნაკადმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა. კვლევის მიხედვით, რომელიც Earth.com-მა გაავრცელა, ეკვატორული წყნარი ოკეანის ქვეშ გამდნარი რკინის მასა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ სწრაფად გადაადგილდა.

    დედამიწის გარე ბირთვი დაახლოებით 2,200 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ძირითადად გამდნარი რკინისა და ნიკელისგან შედგება. სწორედ ამ ლითონების მოძრაობა ქმნის პლანეტის მაგნიტურ ველს, რომელიც დედამიწას მზის მავნე გამოსხივებისგან იცავს.

    მკვლევრებმა 1997-2025 წლების თანამგზავრული მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ცვლილებები განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ გახდა შესამჩნევი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა დროებითი რყევა იყოს ან დედამიწის ბირთვში მიმდინარე უფრო დიდი პროცესების ნაწილი.

    სპეციალისტების თქმით, ეს მოვლენა ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და არც მიწისძვრებთან ან კლიმატის ცვლილებასთან არ არის პირდაპირ კავშირში. თუმცა, მაგნიტურ ველში ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატელიტურ კავშირზე, ავიაციის ნავიგაციასა და კოსმოსური ამინდის პროგნოზირებაზე.

  • „ქორწინების დრო გაქვთ!“ – ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

    „ქორწინების დრო გაქვთ!“ – ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

    21 ივნისამდე მზე ტყუპების ზოდიაქოშია, ამიტომ ამ პერიოდში შინაგანი მერყეობა, სულსწრაფობა, ჩვეულებრივი ამბავი იქნება 21-ის შემდეგ მზე გადავა კირჩხიბში და ეს რიცხვი არის განსაკუთრებული, საკრალურია, რადგან მზე აღწევს ზენიტს და პორტალი იხსნება.

    ამის შემდეგ იწყება ძალიან ემოციური, მგრძნობიარე, პერიოდი. 21 ივნისის შემდეგ მნიშვნელოვანი გახდება ოჯახი, სამშობლო, ტრადიციული ელემენტები წამოვა წინ, გაიზრდება ინტუიცია. დავიმახსოვროთ 2 მნიშვნელოვანი პერიოდი:

    4 რიცხვიდან 10 ივნისამდე და 17-იდან 24 ივნისამდე. ეს ორი მონაკვეთი არის ყველაზე კარგი, გექნებათ საშუალება დაიწყოთ ახალი საქმე, პროექტი, ხელშეკრულებების დადება. გამართლების და წარმატების ალბათობა იქნება მაღალი.

    ვენერა ჯერ იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, რის გამოც სიყვარულის ელემენტები არის მგრძნობიარე, რომანტიკული, თბილი, მაგრამ 13 რიცხვის შემდეგ ეს უფრო პომპეზური გახდება, როგორც კი ის ლომში გადავა. გალანტურობა მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობებში.

    მთლიანობაში ივნისი სიყვარულისთვის კარგი პერიოდია. მარსი მთელი თვე კუროში იქნება, რის გამოც მოქმედება იქნება პრინციპით: 7-ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.

    გვაქვს 2 მნიშვნელოვანი თარიღი: 15 და 30 ივნისი. 15-ში ახალმთვარეობა, 30-ში სავსემთვარეობა. იქნება მაცდუნებელი ენერგიები, ცდუნებები.

  • ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

    ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

    ვერძი
    ივნისი აქტიური და დატვირთული იქნება. თვის პირველ ნახევარში კომუნიკაცია და ახალი კონტაქტები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა ახალი პროექტების დაწყებისთვის. თვის ბოლოს ფინანსურ საკითხებზე მეტი ყურადღება დაგჭირდებათ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა გადამწყვეტი იქნება.

    კურო
    ფინანსური სტაბილურობისკენ სწრაფვა ივნისში მთავარი თემა იქნება. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებული შეთავაზება. თვის შუა პერიოდში ემოციური დაძაბულობაა მოსალოდნელი, ამიტომ დასვენება და ენერგიის სწორად გადანაწილება მნიშვნელოვანია.

    ტყუპები
    ეს თქვენი პერიოდია – ენერგია, მოტივაცია და ახალი შესაძლებლობები გაძლიერდება. ივნისი ხელს უწყობს თვითგანვითარებას, სწავლებას და სოციალური წრის გაფართოებას. პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლეებია მოსალოდნელი.

    კირჩხიბი
    თვე უფრო შინაგან პროცესებზე იქნება ორიენტირებული. შესაძლოა იგრძნოთ წარსულის გადახედვის სურვილი. თვის მეორე ნახევრიდან ენერგია მატულობს და ახალი გეგმების განხორციელების დრო დგება. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ ჯანმრთელობას.

    ლომი
    ივნისი სოციალური აქტივობებით დატვირთული იქნება. მეგობრები, ახალი ნაცნობობები და გუნდური საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. კარიერულ სფეროში შესაძლოა მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდეს. ნუ გადადებთ იდეების განხორციელებას.

    ქალწული
    კარიერა და პროფესიული განვითარება მთავარი თემა ხდება. შესაძლებელია ახალი პასუხისმგებლობების აღება ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თვის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და პირად სივრცეს.

    სასწორი
    ივნისი მოგზაურობის, სწავლისა და ახალი გამოცდილებების თვეა. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად და სამომავლო გეგმების დასაწყებად. პირად ურთიერთობებში მეტი სიცხადე და ჰარმონია შემოვა.

    მორიელი
    თვე ემოციურად ინტენსიური იქნება. ფინანსური და პარტნიორული საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა ძველი საკითხების დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება მოგიწიოთ.

    მშვილდოსანი
    ურთიერთობები ივნისის მთავარი თემა იქნება. შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. თვის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ახალი თანამშრომლობებისა და პარტნიორობებისთვის.

    თხის რქა
    ივნისი პროდუქტიული და შრომატევადი იქნება. დაგეგმილი საქმეების დასრულებას წარმატებით შეძლებთ. ჯანმრთელობასა და ენერგიის მართვას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

    მერწყული
    შემოქმედებითი და შთამაგონებელი თვე გელით. კარგი დროა ახალი იდეების, პროექტებისა და პირადი ინტერესების განვითარებისთვის. სიყვარულის თემაც აქტიურდება.

    თევზები
    ოჯახი, სახლი და ემოციური კომფორტი ივნისში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს პირად სივრცეში. თვის ბოლოს მეტი მოტივაცია და ენერგია იგრძნობა.

    ივნისი ბევრისთვის ახალი მიმართულებების, ურთიერთობების გადაფასებისა და განვითარების თვე იქნება. მთავარია, მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და არ შეგეშინდეთ ცვლილებების.