Category: Uncategorized

  • ლიზა ჩიჩუას და ირაკლი მაქაცარიას მესამე შვილი შეეძინათ – რა დაარქვეს პატარას ?

    ლიზა ჩიჩუას და ირაკლი მაქაცარიას მესამე შვილი შეეძინათ – რა დაარქვეს პატარას ?

    ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შვილის, გოგონას მშობლები გახდნენ.

    პატარას ქეთო დაარქვეს.

    წყვილს შვილის შეძენას სოციალურ ქსელში გულთბილი და ემოციური სიტყვებით ულოცავენ.

    „კეთილი იყოს შენი მობრძანება, პატარა პრინცესავ! გილოცავთ ამ დიდ ბედნიერებას“…„გილოცააავთ,უბედნიერესი გოგო უნდა იყოს“…„ვგიჟდები, რა მაგარი გოგო ხარ ლიზა. გილოცავთ, ბედნიერი გაგეზარდოთ“.

    „ქეთო მაქაცარია. WELCOME!“,- წერს ლიზა ჩიჩუა.

  • აი თურმე ვინ ყოფილა ნოე სულაბერიძეს ყოფილი ცოლი – ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთქა

    აი თურმე ვინ ყოფილა ნოე სულაბერიძეს ყოფილი ცოლი – ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთქა

    ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლი ეკა სამხარაძეა, რომელთანაც ნოეს საერთო შვილი ლიზა ჰყავს.

    ეკა სამხარაძე პროფესიით ჟურნალისტია და ამჟამად ფორმულას ტელევიზიაში მუშაობს.

    ეს ულამაზესი გოგონა ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლია – ნახეთ მისმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთა ეს ულამაზესი გოგონა ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლია – ნახეთ მისმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთა

  • შემაძრწუნებელი ავარია მოხდა ,14 წლის გოგონამ დედას მანქანა მოპარა,არის მსხვერპლი .

    შემაძრწუნებელი ავარია მოხდა ,14 წლის გოგონამ დედას მანქანა მოპარა,არის მსხვერპლი .

    ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია არასრულწლოვანი, მე-10 კლასის მოსწავლე.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა გუშინ საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.

    “ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში, 14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარასთან მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარასთან და გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა, გადარჩენილიყო, იქვე დაიღუპა ბავშვი.

    სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით. როგორ უნდა გაუძლონ ამ ტკივილს, პატარა და ჰყავს გიოს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი. სხვებს არაფერი სჭირთ, ის მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში ყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა,” – განუცხადა “კვირის პალიტრას” ადგილობრივმა.

    წყარო: “კვირის პალიტრა”

  • რა ღირს ხვიჩა კვარაცხელიას მაჯაზე შემჩნეული ძვირადღირებული საათი?

    რა ღირს ხვიჩა კვარაცხელიას მაჯაზე შემჩნეული ძვირადღირებული საათი?

    ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია დღეს შენიშნეს, როდესაც ეკეთა @audemarspiguet-ის Royal Oak Selfwinding Chronograph „50th Anniversary“ Ref. 26240OR.

    ეს 41 მმ-იანი ქრონოგრაფი მთლიანად 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროსგანაა დამზადებული და გამოირჩევა შთამბეჭდავი ხაკისფერი მწვანე „Grande Tapisserie“ ციფერბლატით. მოდელი გამოშვებული იყო Audemars Piguet-ის მიერ Royal Oak-ის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

    • საცალო ფასი (Retail Price): 95,000 აშშ დოლარი

    • საბაზრო ფასი (Market Price): დაახლოებით 125,000 აშშ დოლარი

    ანუ, კვარაცხელიას საათის მიმდინარე საბაზრო ღირებულება დაახლოებით 125,000 დოლარს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 340,000 ლარზე მეტია.

  • დაკავებულია ბიზნესმენი, რომელსაც შვილის ცოლთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა და მისი დახრჩობა აუზში სცადა

    დაკავებულია ბიზნესმენი, რომელსაც შვილის ცოლთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა და მისი დახრჩობა აუზში სცადა

    ბრიტანელი ბიზნესმენი, რომელსაც ფლორიდის აუზში რძლის დახრჩობის მცდელობაში ადანაშაულებენ, მასთან რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა, – იტყობინება Daily Mail.

    62 წლის მარკ გიბონს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობაში, მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ანდერძის გამო კამათის დროს ჟასმინ უაილდის თავი წყლის ქვეშ ეჭირა.

    მისი ცხრა წლის შვილიშვილი, სავარაუდოდ, იძულებული გახდა, წინააღმდეგობა გაეწია, რათა დედამისი აუზში არ დაეხრჩო, როდესაც ისინი ამერიკულ არდადეგებზე დევენპორტში, სოლტერას კურორტზე, დისნეილენდთან ახლოს, ატარებდნენ.
    აშშ-ის პოლიციის ცნობით, გიბონისა და ჟასმინის კამათი „ანდერძის პირობებზე“ დაიწყო.

    დაკავების ოქმის თანახმად, მან ჟასმინის თავი „წყალში ჩააყოფინა და რამდენჯერმე იქ დააყოვნა“.

    ახლა უკვე შეგვიძლია გავამჟღავნოთ, რომ გიბონი და ქალბატონი უაილდი ბოლო ორი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იყვნენ, მას შემდეგ, რაც მათი წინა ურთიერთობა დაინგრა.

    გიბონი ცოლს დაშორდა და მარტო ცხოვრობს ბიკონსფილდში, მათ 800,000 ფუნტ სტერლინგად შეფასებულ ნახევრად იზოლირებულ სახლში.
    ამასობაში, ქალბატონი უაილდი 2021 წელს დაშორდა გიბონის შვილს, ალექსს, რომელთანაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

    ოჯახის წყარომ გვითხრა, რომ ალექსი და მისი მამა აღარ არიან კონტაქტზე, ალექსი გასულ წელს დააპატიმრეს მისი  მამის დაშინების მცდელობისთვის.

    მათ განაცხადეს: „მარკი და ჟასმინი რამდენიმე წელია ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამას არასდროს აღიარებენ“.

    „ალექსი და მისი მამა საერთოდ არ საუბრობენ. ოჯახში ბევრი პრობლემა იყო.

    „ის საშინლად ღალატობს იმით, თუ როგორ მოექცა მამამისი მისი ორი შვილის დედას.

    „მარკი და ჟასმინი დიდ დროს ატარებენ ერთად და წელიწადში რამდენჯერმე ბავშვებთან ერთად დადიან დასასვენებლად.

    „ის ყოველთვის ახლოსაა მასთან სახლში. მას აქვს საკუთარი სახლი, მაგრამ თითქმის ყოველთვის მარკთან ერთად ბიკონსფილდშია“.

    „ისინი ორი წლის წინ ფლორიდაში გაემგზავრნენ და ბუდაპეშტშიც იმყოფებოდნენ, სადაც მან წყვილის სახით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

    „ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა იმ დღესასწაულზე ან რატომ სცადა მარკმა მისი დახრჩობა.

    „მაგრამ მითხრეს, რომ ჟასმინი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობაში იყვნენ და ის ანდერძში არ იყო მოხსენიებული“.

    გიბონი წარმატებულ განათების ფირმას, MRG Lighting-ს, მართავს, რომელიც ედ შირანის, სემ სმიტის და პალომა ფეიტის სატელევიზიო და კინოგადაღებებზე და მუსიკალურ ვიდეოებზე მუშაობდა.

    ის ბიკონსფილდში მდიდრული, ნახევრად იზოლირებული სახლის მფლობელია, რომელიც 2023 წელს შეიძინა.

    MRG Lighting Limited-ს, რომელიც 2023 წელს დაარსდა, პირველივე წელს 122,600 ფუნტის რეზერვი ჰქონდა.
    თუმცა, მის მეორე კომპანიას, Ultralight UK Limited-ს, ბოლო დროს სირთულეები შეექმნა. ორი წლის წინ მისი ნაღდი ფულის რეზერვები 577,618 ფუნტს შეადგენდა. თუმცა, გასული წლის მარტისთვის მან 152,060 ფუნტი დაკარგა.

    გიბონი ასევე მართავს ახლად შექმნილ საპარიკმახერო ბიზნესს, Sage Hairdressing Limited-ს, რომელიც 2024 წლის ივლისში გაიხსნა.

    წყარო დასძენს: „მარკის ქონება დაახლოებით 800 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს და ყველაფერს შვილიშვილებს უტოვებს. ის წარმატებული ბიზნესმენია, მართავს საკუთარ კომპანიას და ფლობს საკუთარ სახლს. მისმა ანდერძმა ოჯახში გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია“.

    34 წლის ალექსი მამასთან ერთად მუშაობდა და 2019 წელს Ultralight UK Limited-ის დირექტორად დაინიშნა.

    რამდენიმე წლის წინ ის დედოფლის საშობაო სიტყვის მომზადებაში მონაწილეობდა.

    თუმცა, 2023 წელს მან კომპანია დატოვა და ამბობენ, რომ ამის შემდეგ ქუჩაში მამასთან კამათი მოუვიდა.

    ოჯახის წყაროს ცნობით, მან მანქანიდან გაქცევა სცადა, მაგრამ მამამისი მის შესაჩერებლად გადმოხტა და მანქანა დაეჯახა.

    ალექსმა თავი დამნაშავედ ცნო სახიფათო მართვისა და ძალადობის გარეშე შევიწროების გზით მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენებაში.

    2024 წლის თებერვალში მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სამი წლით მანქანის მართვა აუკრძალეს, ასევე ხუთი წლით შემაკავებელი ორდერი.

    მისი მამა რეგულარულად ატარებს არდადეგებს ქალბატონ უაილდთან და ორ შვილიშვილთან ერთად.

    2023 წელს წყვილი შვილებთან ერთად ფლორიდაში გაემგზავრა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში ისინი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვივნენ.

    ქალბატონმა უაილდმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა აშშ-დან, გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, სადაც ის მამამთილთან ერთად საზღვარგარეთ მოგზაურობისას იყო გადაღებული.

    შერიფის ოფისის ცნობით, გასულ კვირას, ფლორიდის შტატის ქალაქ პოლკის ოლქში, კამათის შემდეგ, ბატონმა გიბონმა ქალბატონ უაილდის წყალში დახრჩობა სცადა. სავარაუდოდ, მან დახრჩობის მცდელობა მხოლოდ მაშინ შეაჩერა, როდესაც მეზობლებმა დაინახეს, რა ხდებოდა და დაიყვირეს, რომ შერიფს დაურეკეს.

    ის 3 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 5:19 საათზე დააკავეს. როგორც ამბობენ, მან პოლიციას განუცხადა, რომ ნასვამი იყო და აღიარა, რომ რძალი წყალში ჩააგდო, თუმცა უარყო მისი დახრჩობის მცდელობა.

    პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალბატონმა უაილდმა „განაცხადა, რომ სუნთქვა არ შეეძლო და ეგონა, რომ დაიხრჩობა. მსხვერპლმა აღიარა, რომ მარკთან ბრძოლა მოუწია, რათა მისგან თავი დაეღწია და წყლიდან ამოსულიყო, მაგრამ ის მას ისევ უკან აგდებდა“.

    ბატონ გიბონს ბრალი წაუყენეს მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.

  • ნანიკო ხაზარაძის პირველი კომენტარი “იმედიდან” წასვლაზე

    ნანიკო ხაზარაძის პირველი კომენტარი “იმედიდან” წასვლაზე

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ ორი სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა.

    მალე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და “იმე­დის“ გა­და­ცე­მი­დან ვი­დეო, სადაც ჩანს რომ ნანიკომ ჯაჯანიძეს თავში მსუბუქად დაარტყა.

    კომენტარებში წერენ, რომ რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა ხაზარაძის ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზი.

    “სარკასტიკადან” ნანიკო ხაზარაძემ ამ თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ “იმედის” დატოვების მიზეზი ეს ვიდეო არ გამხადარა.

  • დასახელდა ივნისის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

    დასახელდა ივნისის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

    ასტროლოგებმა ივნისის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელეს. ძირითადად მერწყული, ტყუპები და კირჩხიბი არიან.

    ტყუპები

    მზე მათი ნიშნის ზონაშია ივნისის პირველ ნახევარში, ენერგია მაღალი და კომუნიკაბელურობა განსაკუთრებულია.

    კირჩხიბი

    თვის მეორე ნახევარში მათი ემოციური და ინტუიციური მხარე გამოდის სათანადო სინქრონში გარემოსთან.

    მერწყული

    ახალი იდეებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ივნისი მათთვის ხელსაყრელი დროა პროექტებისა და კონტაქტების გასაძლიერებლად.

  • გარდაიცვალა ქართველი ფეხბურთელი

    გარდაიცვალა ქართველი ფეხბურთელი

    41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სპორტული სააგენტო „კრისტალსპორტი“ ავრცელებს. როგორც იწერება, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

    ჯაბა დვალს კარიერის დიდი ნაწილი „ზესტაფონში“ აქვს გატარებული. 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელი „დინამო თბილისისა“ და სხვა ქართული კლუბების ღირსებასაც იცავდა.

  • საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

    „განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

    ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

    კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

    რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

    აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.

    აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

    ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.