Category: Uncategorized

  • 🔻 რას წერს ბაბუა 8 წლის შვილიშვილის გარდაცვალებაზე? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 რას წერს ბაბუა 8 წლის შვილიშვილის გარდაცვალებაზე? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    ბაბუა შვილიშვილზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

    “ტელეფონმა დარეკა. მეუღლე იყო.ავთუკა სკოლაში ცუდად გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთო.რომ მოხვალ მაშინ გეტყვიო. საავადმყოფოში რომ მივედი კატეს ოთახში ჰყავდათ.

    მითხრეს; მუსიკის მასწავლებელი ღონისძიებისთვის ამღერებდა. ჩვენც იქ ვიყავით.ქეთი ვიდეოს უღებდა სიმღერის დასრულებისთანავე ბავშვი გარბის დედასთან და ეუბნება დედა ჰაერს ვერ ვსუნთქავ და თავში ხელები მოიჭირაო.

    ქეთიმ სასწრაფოდ ხელში აყვანილი მიიყვანა მანქანასთან.მე კალთაში ჩავისვი.5 წუთში აქ ვიყავითო.გათიშვის წინ დედა დაიძახაო. ამასობაში კატეს ოთახიდან გამოიყვანეს.ექიმს ვკითხე; მე ბავშვის ბაბუა ვარ მითხარით რა სჭირს ბავშვს მეთქი.

    კატემ აჩვენა რომ თავში 70 მლ სისხლჩაქცევა აქვსო.სასწრაფოდ გადასაყვანი და საოპერაციო არისო.წარმოუდგენელი რამ მითხრა.8 წლის ბავშვის თავში სისხლის ჩაქცევა გაგონილიც არ მქონდა.გავშტერდი.გავშეშდი.ჭკუა და გონება ამერია.ვერაფერს ვფიქრობდი.ის ვთქვი თბილისში წამაყვანინეთ ხარჯებს მე დავფარავ მეთქი.მითხრეს; უკვე კატასტროფის ცენტრმა ყველაფერი იცის და ისინი იღებენ მისი გადაყვანის გადაწყვეტილებასო.

    სანამ რეანიმობილი მოვიდოდა, სანამ გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სანამ ოპერაციის გაკეთებაზე 0%-იანი გარანტიით ხელს მოვაწერდით, სავარაუდოდ 6 საათამდე დროც გავიდა.ოპერაციის დაწყებამდე ქირურგიული მა გვითხრა;იმდენად მძიმე შემთხვევაა რომ ცენტრიდან მითხრეს უფლება გაქვს უარი თქვა ოპერაციის გაკეთებაზეო. მეც მყავს შვილები. კარგად მესმის თქვენი. თუ ოპერაცია არ გაკეთდება ერთ ან საათ ნახევარში გული გაუჩერდებაო.

    ძალიან ჩქარობდა.ოპერაციის დასრულების შემდეგ გვითხრეს მდგომარეობის სიმძიმეზე და არანაირ იმედზე.მიუხედავად ექიმების უიმედო პასუხების, ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავდით.თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჟანგბადის მიწოდება,ტემპერატურა,გულისცემა,სატურაცია, მოგვიანებით საკვებთან იღებდა. მაგრამ 82 დღის შემდეგ უცებ სატურაცია დაეცა და გულიც გაჩერდა.

    ასე დასრულდა ჩემი ოჯახის დიდი სიხარულის, მომავლის იმედის,ძალიან სხარტის, უჭკვიანესი და უსაყვარლესი ათუკას სიცოცხლე.ის წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან. ეს ამბავი ქვემეხივით გავარდა.ვინ არ მოდიოდა,ყველა წუხდა, ყველას ეცოდებოდა და ენანებოდა ჩემი ანგელოზი ბაბუკი. ყველას უნდოდა გვერდით დგომა და დახმარება რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველას.მადლობა იმ ბიჭებს ვინც სისხლი გაიღო და სისხლის ბანკს ჩააბარა.მადლობა იმათ ვინც მეხმარებოდა გადასასხმელი სითხის ჰემოსოლის ძიებაში, რომელიც საქართველოს აფთიაქებში არ არის და სასომხეთიდან გვიწევდა რამდენიმე ცალობით შემოტანა.მადლობა ტრეილერის მძღოლებს რომლებიც სასომხეთში აფთიაქებში ეძებდნენ ამ სითხეს და მაწვდენდნენ.მადლობა ექიმებს ქირურგ რეზოს და მკურნალ ექიმ ანას რომლებიც იბრძოდნენ ჩემ ბაბუკას გადასარჩენად.მადლობა ექთნებს ზრუნვისა და მოვლა პატრონობისათვის.მადლობა ყველას და ყველას წუხილისათვის, თანაგრძნობისათვის, ჩემი ანგელოზი ბაბუკას უკანასკნელ გზაზე გაცილებისათვის.” – წერს ბაბუა და ვიდეოს ავრცელებს.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    „უახლოეს დღეებში საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უნალექო ამინდი იქნება, თუმცა სიცხის ფონზე საღამოსა და ღამის საათებში ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
    გამონაკლისად იქნება აჭარის სანაპირო ზოლი, სადაც მზიანი და მშვიდი დღეები გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც დასვენებას, ისე ტურისტულ აქტივობებს.
    მზის სხივებმა თქვენი დღეები ოქროსფრად გაანათოს”,- წერს ფარტენაძე.

     

  • რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს – სპეციალისტების პროგნოზი

    რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს – სპეციალისტების პროგნოზი

    გლობალური კლიმატის ცვლილების ეპოქაში, მსოფლიო სულ უფრო ხშირად საუბრობს ფენომენზე, რომელიც წყნარ ოკეანეში იბადება, თუმცა მისი „ექო“ მთელ პლანეტაზე, მათ შორის საქართველოშიც ისმის. ეს არის ელ-ნინიო – ბუნებრივი მოვლენა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ამინდის მკვეთრ ანომალიებს იწვევს.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ოკეანეებისგან შორს, კავკასიის რეგიონში მდებარეობს, გლობალური კლიმატური სისტემები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორ აისახება წყნარი ოკეანის გათბობა ჩვენს რეალობაზე?

    მარტივად რომ ვთქვათ, ელ-ნინიო არის ოკეანისა და ატმოსფეროს ურთიერთქმედების ციკლი. ამ დროს წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის ზედაპირის ტემპერატურა ჩვეულებრივზე მეტად თბება. ეს „ზედმეტი სითბო“ ატმოსფეროში გამოიყოფა, ცვლის ჰაერის მასების მოძრაობას და მთელ მსოფლიოში იწვევს: ზოგან უპრეცედენტო გვალვებსა და ხანძრებს, ზოგან კი — კატასტროფულ ნალექებსა და წყალდიდობებს.
    როგორ აღწევს ოკეანის სითბო საქართველომდე?
    საქართველოზე ელ-ნინიო პირდაპირ გავლენას არ ახდენს, თუმცა ის მოქმედებს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცირკულაციურ სისტემებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ჩვენი რეგიონის ამინდს განსაზღვრავენ.

    კლიმატოლოგების დაკვირვებით, ელ-ნინიოს აქტიურ ფაზაში საქართველოში რამდენიმე ძირითადი ტენდენცია იკვეთება:

    1. ანომალიურად ცხელი ზაფხული;
    ელ-ნინიო, როგორც წესი, ზრდის გლობალურ ტემპერატურას. საქართველოში ეს ვლინდება ხანგრძლივი, დამღლელი სიცხის ტალღებით. ზაფხულის თვეებში თერმომეტრის ნიშნული ხშირად აჭარბებს ნორმას, რაც ქალაქებში ცხოვრებას აუტანელს ხდის, ხოლო რეგიონებში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის.

    2. არაპროგნოზირებადი ნალექები და ლოკალური შტორმები;
    ელ-ნინიოს პერიოდში ირღვევა ნალექების ბალანსი. მოსალოდნელია ხანგრძლივი გვალვები, რომლებსაც მოულოდნელად ცვლის უეცარი, კატასტროფული ხასიათის თავსხმა წვიმები. ასეთი ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი ნალექი ხშირად ხდება ნიაღვრების, მეწყერებისა და ღვარცოფების მიზეზი, რაც საქართველოს მთიანი რელიეფისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.

    3. თბილი ზამთარი;
    ელ-ნინიოს წლებში საქართველოში ზამთარი ხშირად ჩვეულებრივზე რბილი და თბილია. ბარში თოვლის საფარი მინიმალურია, თუმცა ეს სულაც არ არის კარგი ამბავი. თბილი ზამთარი ნიშნავს მთებში თოვლის ნაკლებობას, რაც გაზაფხულსა და ზაფხულში მდინარეების დაშრობას და წყლის დეფიციტს იწვევს.

    რა საფრთხეს უქმნის ეს ფენომენი ქვეყანას?
    მსგავსი გლობალური ძვრები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ყოველდღიურობაზე:

    სოფლის მეურნეობა: გაზაფხულის მოულოდნელი ყინვები ან ზაფხულის ხანგრძლივი გვალვები აზარალებს მოსავალს (განსაკუთრებით კახეთსა და შიდა ქართლში).

    წყლის რესურსები: სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი სერიოზულ გამოწვევად იქცევა ხოლმე.ტურიზმი: ზამთრის კურორტებზე თოვლის ნაკლებობა პირდაპირ დარტყმას აყენებს სამთო-სათხილამურო სეზონს.მნიშვნელოვანია: ელ-ნინიო არ არის კლიმატის ცვლილების ერთადერთი მიზეზი, თუმცა კლიმატის გლობალური თბობა მას კიდევ უფრო აგრესიულს და არაპროგნოზირებადს ხდის.ელ-ნინიო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედამიწა ერთიანი ორგანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტროპიკული ქარიშხლები არ ბობოქრობს, წყნარი ოკეანის „ცხელი სუნთქვა“ ჩვენს კლიმატზეც ტოვებს კვალს. ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ამინდის ამ სიურპრიზებთან ადაპტაცია, წყლის რესურსების სწორი მართვა და სოფლის მეურნეობის ახალ რეალობაზე მორგება.

  • ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია

    ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია

    აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

    ბანაობა აკრძალულია:

    სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ;

    სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში;

    ქვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები;

    ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში;

    მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ;

    მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან;

    სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ;

    ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან;

    მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან [მარჯვენა და მარცხენა მხარეს];

  • „15 წელი ემიგრანტი იყო… საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა….“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    „15 წელი ემიგრანტი იყო… საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა….“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    15 წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

    სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    „გარდაიცვალა მარიკა ხუხუა! 15 წელი ემიგრანტი იყო..მაგრამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. ეგონა დაამარცხა აქ გაიგო სიმსივნე ჰქონდა….მკურნალობდა… შემდეგ ეს უხსენებელი შემოუტრიალდა. ოჯახის წევრმა საქართველოში გადაიყვანა მარიკა მაგრამ ვეღარ უშველეს… ვუსამძიმრებ ოჯახს ემიგრანტებს ამ დიდ გასაცდელს…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიური და ენერგიული იქნება. კარგი დროა დაგეგმილი საქმეების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებად. პირად ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინეთ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ. საღამო ოჯახისთვის ხელსაყრელია.

    ტყუპები
    კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. შეხვედრები, მოლაპარაკებები და ახალი ნაცნობობა წარმატების შანსს გაზრდის. მოერიდეთ ზედმეტ დაპირებებს.

    კირჩხიბი
    დღე ემოციურად დატვირთული შეიძლება იყოს. საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმეთ და ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ჯანმრთელობასაც მიაქციეთ ყურადღება.

    ლომი
    შესაძლოა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული
    პრაქტიკული მიდგომა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. სამუშაო საკითხებში წარმატება შესაძლებელია, თუ დეტალებს ყურადღებას მიაქცევთ. საღამოს დასვენება არ დაგავიწყდეთ.

    სასწორი
    შემოქმედებითი ენერგია გაიზრდება. კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად. პარტნიორთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააძლიერებს.

    მორიელი
    ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს, თუმცა ფაქტებიც გადაამოწმეთ. ფინანსურ საკითხებში ზომიერება მნიშვნელოვანია.

    მშვილდოსანი
    მოგზაურობასა და სწავლასთან დაკავშირებული საქმეები წარმატებით წარიმართება. ახალი შესაძლებლობა შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს.

    თხის რქა
    სამუშაოზე პასუხისმგებლობა დაფასდება. შესაძლოა დამატებითი ვალდებულებაც მიიღოთ, რომელიც მომავალში სარგებელს მოგიტანთ.

    მერწყული
    სიახლეებისადმი გახსნილობა წარმატებას მოგიტანთ. მეგობრებთან ან კოლეგებთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. საღამოს განტვირთვა სასარგებლოა.

    თევზებიინტუიცია და შემოქმედებითი ხედვა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ეცადეთ, ემოციებმა გადაწყვეტილებები მთლიანად არ განსაზღვროს.

  • სტიქია კახეთში – დატბორილია სახლები და სარდაფები

    სტიქია კახეთში – დატბორილია სახლები და სარდაფები

    ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დაიტბორა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ნალექმა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა.

    კახეთში უამინდობას სინოპტიკოსები ორი დღის განმავლობაში ვარაუდობენ.

  • რა ხდება ამ წუთებში კახეთში, კადრები ადგილიდან

    რა ხდება ამ წუთებში კახეთში, კადრები ადგილიდან

    კახეთში, სოფელ გამარჯვებაში ძლიერი წვიმა და სეტყვაა. კადრებს დედოფლისწყაროს ახალი ამბები ავრცელებს.

    “საშინელი ქარბორბალა და წვიმა სოფელ გამარჯვებაში, კაკლის ხეები დაგლიჯა, კლუბის ეზოში ნაძვები ძირიანად მოთხარა,საწყობებს და სახლებს სახურავები გადახადა.”

  • როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – წინასწარი პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – წინასწარი პროგნოზი

    კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C , მაღალმთიან ზონაში +17, +19°C -ის ფარგლებშია.

    ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე +42, +41, ქართლსა და კახეთში +37, +41°C, მთაში +36, +42°C, მაღალმთიან ზონაში +31, +38°C-ს აღწევს.

    ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +14°C-ს შეადგენს, ქართლსა და კახეთში +6, +13°C-ს, მთიან რაიონებში +5, +8°C-ს შეადგენს, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში კი +4°C-დან  -3°C-მდე იკლებს.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო ტემპერატურასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +19, +16° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +33, +36°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +25°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +18, +19°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება მთაში ღამით +17, +14°C -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +12, +9°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება მთაში დღისით +34, +37°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +30, +33°C -მდე.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24 +27°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +13°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +36, +39°C-მდე

    კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე, თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +14°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +38°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთაში მოსალოდნელია +21, +23°C, მაღალმთიან რაიონებში +17, +18°C,  რაც 10-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +9, +6°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +32°C-მდე.

  • ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა

    ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა

    ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმში, „მაიაკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის დავით გაბისონია დაიღუპა.

    სანაპიროზე ბავშვის პირადი ნივთები იპოვეს, თავად კი დაკარგულად ითვლებოდა.სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მყვინთავებმა არასრულწლოვნის ცხედარი სავარაუდო საბანაო ადგილზე, წყლის ქვეშ აღმოაჩინეს.მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებასა და გარემოებების დადგენას აგრძელებენ.