Category: Uncategorized

  • „გარეთ არ გამომყვა…“ – რას ამბობს კაცი, რომლის დაც ხანძარს ემსხვერპლა

    „გარეთ არ გამომყვა…“ – რას ამბობს კაცი, რომლის დაც ხანძარს ემსხვერპლა

    ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლო, თუმცა მისი დის გამოყვანა ვერ მოახერხა – ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეეძლო.

    „ქარის ბრალია. ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა… ჩემი და სამზარეულოში შევიდა და გარეთ არ გამომყვა“, – ამბობს კაცი.

  • ‼️7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მზობლად

    ‼️7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მზობლად

    რუსეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

    ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 125 კმ-ში დაფიქსირდა.

    რუსული მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგების შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

    აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. მას ოთხი შემდგომი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5.1-დან 5.8 მაგნიტუდამდე იყო.

    ცნობისთვის, კამჩატკა მაღალსეისმურ ზონაში მდებარეობს, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში, სულ მცირე, ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

  • ივლისის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – ვინ იქნება თვის მთავარი ფავორიტი

    ივლისის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – ვინ იქნება თვის მთავარი ფავორიტი

    ვერძი

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. დიდი ხარჯებისგან თავის შეკავება და ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა სასარგებლო იქნება.

    კურო

    შემოსავლის გაზრდის კარგი შესაძლებლობები გამოჩნდება. ხელსაყრელი დროა ახალი პროექტებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროებისთვის.

    ტყუპები

    მოულოდნელმა ხარჯებმა შესაძლოა გეგმები შეცვალოს. მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ.

    კირჩხიბი

    სტაბილური ფინანსური პერიოდი გელით. შესაძლებელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო დამატებითი შემოსავალი.

    ლომი

    კარიერული წინსვლა ფინანსურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების გამოსაჩენად.

    ქალწული

    ფულის მართვაში თქვენი პრაქტიკულობა შედეგს გამოიღებს. წარმატებული იქნება დანაზოგისა და გონივრული ინვესტიციების დაგეგმვა.

    სასწორი

    ფრთხილად მოეკიდეთ სპონტანურ შესყიდვებს. თვის ბოლოს ფინანსური მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდება.

    მორიელი

    შესაძლოა ახალი საქმიანი შეთავაზება ან დამატებითი შემოსავლის წყარო გამოჩნდეს. მნიშვნელოვანია შანსების დროულად გამოყენება.

    მშვილდოსანი

    ხარჯების კონტროლი მთავარი გამოწვევა იქნება. დიდი ფინანსური რისკებისგან თავის შეკავება რეკომენდებულია.

    თხის რქა 

    შრომა დაფასდება და შესაძლოა შემოსავალიც გაიზარდოს. ხელსაყრელი პერიოდია გრძელვადიანი ფინანსური გეგმებისთვის.

    მერწყული

    ახალი იდეები მოგების მიღების შესაძლებლობას შექმნის, თუმცა გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ მიიღოთ.

    თევზები 

    ფინანსურ საკითხებში ინტუიცია დაგეხმარებათ. მოსალოდნელია მცირე, მაგრამ სასარგებლო ფინანსური წარმატება.

    თვის მთავარი ფინანსური ფავორიტი: კურო. ივლისი ამ ნიშნისთვის შემოსავლის ზრდის, წარმატებული გარიგებებისა და ფინანსური შესაძლებლობების თვე იქნება. კარგი შანსია, ძალისხმევამ კონკრეტული მატერიალური შედეგი მოიტანოს.

  • ვინ იყავით წინა ცხოვრებაში – რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

    ვინ იყავით წინა ცხოვრებაში – რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

    კარმული გაწმენდა – ეს ისაა, რასაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად გაივლის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში საბედისწერო მომენტები. ეცადეთ, ყველაფერში არა პრობლემები, არამედ შესაძლებლობები დაინახოთ. ყველაზე ცუდი კარმაც კი არ ნიშნავს, რომ სატანჯველად ხართ განწირული. ბედნიერების მიღწევა ყველას შეუძლია.

    თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის რთული მომენტები, არცთუ წარმატებული პერიოდები. ხანდახან უსიამოვნებები ქვასავით აგორდება და უცებ, მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, ბედნიერება მოდის.

    უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა სამყაროს კანონებით ცხოვრება. ეს კანონები კი ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იციან. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ბედმა დაგვიწერა, არამედ ისე, როგორც თავად გვსურს.

    ვერძი

    თუ ვერძის ნიშნით ხართ დაბადებული, წინა ცხოვრებებში, ან თუნდაც ბოლო ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, მარტოხელა ადამიანი იყავით, ასევე, საშინლად ზარმაცი, უპრინციპო და ხარბი. შესაძლოა, ვინმე ახლობელს უღალატეთ.

    კურო

    კუროს კარმა, პრაქტიკულად, სუფთაა. წარსულ ცხოვრებებში საშინლად არ გიმართლებდათ. ძირითადად, გასცემდით, მაგრამ არ იღებდით. ამიტომ ამ ცხოვრებაში ბევრ თქვენგანს აქვს უზარმაზარი სურვილი, იყოს ცნობილი, მდიდარი, ძალაუფლების მქონე ადამიანი.

    ტყუპი

    ტყუპები წარსულ ცხოვრებაში ძალზე ძალაუფლების მოყვარენი იყვნენ, რომლებმაც ვერ გაამართლეს მათზე დამოკიდებული ადამიანების იმედი. ასევე, შეიძლება საშინლად ჭორიკნები და მატყუარები იყვნენ.

    კირჩხიბი

    წარსულ ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, მარტოხელა იყავით. თქვენი კარმა, პრაქტიკულად, გაწმენდილია წინა ცხოვრებაში. შესაძლოა, ასევე იყავით ღარიბი და გქონდათ ძალზე სუსტი ჯანმრთელობა.

    ლომი

    ლომები კარმული მოვალეები არიან. თქვენ წინა ცხოვრებაში პირფერები იყავით და დახვეწილი მეთოდებით მუდამ ცდილობდით იმის მიღებას, რაც გინდოდათ. მაგრამ სიმდიდრისა და ძალაუფლების მიღების თითქმის ყველა მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.

    ქალწული

    საკმარისი კარმული ვალი გაქვთ, რადგან წინა ცხოვრებაში, შესაძლოა, ძალზე სასტიკი იყავით. შეგეძლოთ ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენება ადამიანებისთვის…

  • 🔻ამ წუთებში თბილისში, სანზონის სასაფლაოებთან ახლოს ძლიერი ხანძარია – კადრები ადგილიდან – კადრები ადგილიდან ⤵️

    🔻ამ წუთებში თბილისში, სანზონის სასაფლაოებთან ახლოს ძლიერი ხანძარია – კადრები ადგილიდან – კადრები ადგილიდან ⤵️

    თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხმელი ბალახი იწვის.

    მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.

    დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  • ვრცელდება ვიდეო წვეულებიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა

    ვრცელდება ვიდეო წვეულებიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო ერთ-ერთი დაბადების დღის წვეულებიდან, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

  • როგორ შევინახოთ პური სწორად

    როგორ შევინახოთ პური სწორად

    ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მაცივარი საუკეთესო ადგილია პურის შესანახად, თუმცა სპეციალისტები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, მაცივარი ნამდვილად ანელებს ობის წარმოქმნას, მაგრამ ამავდროულად პური ბევრად უფრო სწრაფად შრება, კარგავს გემოს და მალე ძველდება.

    როგორ შევინახოთ პური სწორად?

    პურის შენახვის საუკეთესო მეთოდი დამოკიდებულია მის ტიპზე და იმაზე, თუ როდის აპირებთ მის მოხმარებას.

    ხრაშუნა

    ასეთი პური უმჯობესია ქაღალდის ჩანთაში, ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ. ქაღალდი ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და ქერქის სასიამოვნო სიხრაშუნეს ინარჩუნებს.

    სპეციალისტები პლასტმასის პარკების გამოყენებას არ გვირჩევენ, რადგან ისინი ტენიანობას აკავებს და ხრაშუნა ქერქს არბილებს.

    მოკლევადიანი შენახვა

    თუ პურის რამდენიმე დღეში შეჭმას აპირებთ, დატოვეთ იგი სამზარეულოში, ოთახის ტემპერატურაზე. დაჭრილი პურის შემთხვევაში, მოათავსეთ იგი მოჭრილი მხარით ქვემოთ, პირდაპირ საჭრელ დაფაზე. ეს ბუნებრივი ბარიერი ხელს უშლის პურის გამოშრობას. დამატებით შეგიძლიათ ზემოდან ქაღალდის ჩანთა გადააფაროთ.

    გრძელვადიანი შენახვის საუკეთესო გზა

    თუ პურის რამდენიმე დღეში გამოყენებას არ აპირებთ, საუკეთესო გამოსავალი მისი გაყინვაა. სპეციალისტების თქმით, გაყინვა პრაქტიკულად აჩერებს პურის დაძველების პროცესს. ეს მეთოდი ეფექტურია როგორც მთლიანი, ისე დაჭრილი პურისთვის.

    გაყინვამდე პური ჰერმეტულ პარკში მოათავსეთ და შეძლებისდაგვარად გამოუშვით ზედმეტი ჰაერი.

    როგორ გავალღოთ გაყინული პური?

    გალღობის დროს პური ჯერ ამოიღეთ პარკიდან, რადგან შეფუთვაში დაგროვილმა კონდენსატმა შესაძლოა ის დაანესტიანოს. შემდეგ დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე სრულ გალღობამდე.

    თუ გსურთ, რომ პურმა ახლად გამომცხვარი პროდუქტის გემო და ტექსტურა დაიბრუნოს, გალღობის შემდეგ რამდენიმე წუთით გაათბეთ ღუმელში. ეს მეთოდი ქერქის სიხრაშუნესა და შიგთავსის რბილობს აღადგენს.

  • ელექტრო სკუტერით ავარიაში მოყოლილი 12 წლის ბიჭი, საავადმყოფოში გარდაიცვალა

    ელექტრო სკუტერით ავარიაში მოყოლილი 12 წლის ბიჭი, საავადმყოფოში გარდაიცვალა

    დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდგომ  იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი მცირეწლოვანი საბა ჯაგოდნიშვილი გარდაიცვალა.

    ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა.

    საბა  წინ იდგა და უფრო მძიმედ დაშავდა, ვიდრე მისი მეგობარი.

  • (ვიდეო) ღმერთო რა საშინელებაა, ვაიმე, ვაიმე, ყველაფერი 10 წუთში დაიწვა” – ვრცელდება უმძიმესი კადრები.

    (ვიდეო) ღმერთო რა საშინელებაა, ვაიმე, ვაიმე, ყველაფერი 10 წუთში დაიწვა” – ვრცელდება უმძიმესი კადრები.

    ვაიმე, ვაიმე, ყველაფერი 10 წუთში დაიწვა” – ვრცელდება უმძიმესი კადრები გორიდან.

    პ/ნ 59501134390 გიორგი ტერტერაშვილისაქ ბანკი/TBS