Category: Uncategorized

  • ბრძანება რამდენიმე წუთის წინ შს მინისტმა გამოსცა

    ბრძანება რამდენიმე წუთის წინ შს მინისტმა გამოსცა

    1-ლი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურს ადგილზე შეამოწმებენ. ამის შეასხებ ინფორამციას შსს ავრცელებს.

    უფრო კონკრეტულად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შემოწმების წესი და პირობები განისაზღვრა.

    უწყების ცნობით, ახალი წესით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ.

    როგორც სამინისტრო განმარტავს, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული. კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

    შსს ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.

    დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია იზრდება – მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 30 ქულის შემცირება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.

  • “ბავშის სხეულით ვაჭრობდნენ თურქეთში” – რა ახალ დეტალებზე საუბრობს 7 თვის გაბრიელის მამიდა?

    “ბავშის სხეულით ვაჭრობდნენ თურქეთში” – რა ახალ დეტალებზე საუბრობს 7 თვის გაბრიელის მამიდა?

    7 თვის გაბრიელს, რომელსაც დაბადების ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მკურნალობას გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს.

    ბავშვის მამიდა ამბობს, რომ ბოლო ორ კვირაში გაბრიელმა ერთი კილოგრამი მოიმატა და მდომარეობა საიმედოა.

  • მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – სინოპტიკოსების საგანგებო გაფრთხილება

    მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – სინოპტიკოსების საგანგებო გაფრთხილება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში – მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო)”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

  • ბათუმში კაცი ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა – რა დაინახეს თვითმხილველებმა?

    ბათუმში კაცი ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა – რა დაინახეს თვითმხილველებმა?

    ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცი ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მათი თქმით, დიდი ალბათობით, ის დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

  • შინდისის გზაზე მიკროავტობუსი დაიწვა – რა ვითარებაა ადგილზე

    შინდისის გზაზე მიკროავტობუსი დაიწვა – რა ვითარებაა ადგილზე

    შინდისის გზაზე მიკროავტობუსი დაიწვა – ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    “დღეს შინდისის გზაზე მანქანა დაიწვა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
    ავტომობილში სასურველია გქონდეთ ცეცხლმაქრი” – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს”.

  • 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი – ენერგიული დღეა. მნიშვნელოვანი საქმეები დილით დაგეგმეთ, საღამოს კი დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ.

    კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ახლობლებთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობებს გააძლიერებს.

    ტყუპები – კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ახალი შესაძლებლობა შესაძლოა მოულოდნელად გამოჩნდეს.

    კირჩხიბი – ემოციებს ნუ აჰყვებით. მოთმინება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

    ლომი – საკუთარი იდეების წარმოსაჩენად კარგი დღეა. თავდაჯერებულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

    ქალწული – დეტალებზე ყურადღება წარმატების გასაღებია. გადადებული საქმეების დასრულებასაც შეძლებთ.

    სასწორი – ურთიერთობებში ჰარმონია და კომპრომისი საუკეთესო არჩევანი იქნება. სასიამოვნო სიახლეც არის მოსალოდნელი.

    მორიელი – ინტუიციას ენდეთ, მაგრამ ფაქტებიც გადაამოწმეთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

    მშვილდოსანი – აქტიური და პროდუქტიული დღე გელით. ახალი ნაცნობობა საინტერესო პერსპექტივებს გაგიხსნით.

    თხის რქა – პასუხისმგებლობა შედეგს გამოიღებს. საღამოს ოჯახთან ან მეგობრებთან გატარებული დრო ენერგიას შეგმატებთ.

    მერწყული – კრეატიული იდეები წარმატებას მოგიტანთ. არ შეგეშინდეთ განსხვავებული გზის არჩევის.

    თევზები – შინაგან ხმას მოუსმინეთ. სიმშვიდე და ზომიერი ტემპი დღის ყველაზე სწორი სტრატეგია იქნება.

  • მეტეოროლოგის უახლესი პროგნოზი

    მეტეოროლოგის უახლესი პროგნოზი

    მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ახალ პროგნოზს ავრცელებს.

    მისი ინფორმაციით, საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უმეტესად უნალექო იქნება, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე, საღამოსა და ღამის საათებში, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

    მეტეოროლოგის განმარტებით, გამონაკლისი იქნება აჭარის სანაპირო ზოლი, სადაც მზიანი და მშვიდი ამინდი შენარჩუნდება. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს როგორც დამსვენებლებს, ისე ტურისტულ აქტივობებს.

    „მზის სხივებმა თქვენი დღეები ოქროსფრად გაანათოს“, – წერს კობა ფარტენაძე.

  • ქუთაისში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

    ქუთაისში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

    ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს.

    ,,ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, “ჯიპი”_ს მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა_

    არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს,_

    უკვე ცნობილია რომ, მცირეწლოვანი თავს კარგად გრძნობს და იგი ნიკეას ქუჩის მცხოვრებია_

    ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია” – წერს დავით ცხვარაძე .

  • 🔻 მოქალქე, რომელსაც ბინა გაქირავებული ჰქონდა შოკისმომგვრელ კადრებს აქვეყნებს – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 მოქალქე, რომელსაც ბინა გაქირავებული ჰქონდა შოკისმომგვრელ კადრებს აქვეყნებს – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    “ცუდად ვარ ამის შემსწრე, ინდოელების ნაცხოვრები, ხალხო გჯერათ?” – მოქალქე, რომელსაც ბინა გაქირავებული ქონდა შოკისმომგვრელ კადრებს აქვეყნებს .

  • „შეიძლება ინსულტამდეც მიგიყვანოთ… ” – გიორგი ღოღობერიძე ცნობილ მედიკამენტზე საუბრობს

    „შეიძლება ინსულტამდეც მიგიყვანოთ… ” – გიორგი ღოღობერიძე ცნობილ მედიკამენტზე საუბრობს

    გიორგი ღოღობერიძე  იმ ფარული საფრთხეებზე  საუბრობს, რასაც ციტრამონის თვითნებური მიღება იწვევს.

    „საქართველოში ციტრამონი არის ძალიან პოპულარული. სანამ მას მიიღებ, ეს ოთხი მარტივი რჩევა გაითვალისწინეთ.

    პირველი – როცა თქვენ გაქვთ თავის ტკივილი, ფიქრობთ, რომ ხომ არ არის ეს თავის ტკივილი გამოწვეული დაღლილობით, უძილობით, გამოშრობით და მოდი, დავლევ რაიმე ტკივილგამაყუჩებელს, მაგალითად ციტრამონს. მაგრამ, სანამ ციტრამონს მიიღებ, კარგად დაფიქრდი, ხომ არ გაქვს მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული თავის ტკივილი, იმიტომ, რომ ზოგჯერ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ ამის შესახებ არ იცის და უბრალოდ ფიქრობს გამაყუჩებელზე. აი ამ დროს, როცა წნევა მაღალია, თქვენ რომ დალიოთ ციტრამონი, მასში არსებული კოფეინი, რომელიც დაახლოებით არის 30 მილიგრამის ტოლი, არტერიულ წნევას კიდევ უფრო გაგიზრდით და ასე თავის ტვინის სისხლძარღვებს ბოლოს მოუღებს, შეიძლება მიგიყვანოთ ინსულტამდეც კი. ამიტომ, არასდროს არ დალიოთ ციტრამონი ასე ბრმად, ჯერ შეამოწმე, ხომ არ გაქვს მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული თავის ტკივილი.

    მეორე – ციტრამონი არასდროს მისცეთ ბავშვებს, განსაკუთრებით 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ვირუსული დაავადებების დროს, იმიტომ, რომ ციტრამონში არის ასპირინიც და ასპირინის მიცემა ბავშვებში ვირუსული დაავადებების ფონზე ნიშნავს, რომ ღვიძლის დაზიანების ძალიან მაღალი რისკია, მათ შორის ღვიძლის მწვავე უკმარისობისა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ციტრამონის მიღება ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლთან კომბინაციაში, იმიტომ, რომ ციტრამონში არის პარაცეტამოლიც, პარაცეტამოლი და ალკოჰოლი ორივე რას შვრება, პარაცეტამოლიც, ალკოჰოლიც ორივე იწვევს ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარებას, ამიტომ ეს ორი ერთად ასევე არ შეიძლება.

    მესამე – არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ციტრამონი შეიცავს, როგორც უკვე ვთქვი, ასპირინს, ამიტომ, თუ თქვენ სვამთ, ვთქვათ, გამათხელებელს, ვთქვათ, კარდიომაგნილს, კარდიომაგნილის და ციტრამონის კომბინაციაშიც ძალიან ცუდია, ასე შეიძლება გაიზარდოს სისხლდენების რისკი.

    და აქვე ბოლოს, კიდევ ერთი ბონუს რჩევა – არასდროს მიიღოთ ციტრამონი მშიერზე, იმიტომ, რომ ციტრამონი კუჭის ლორწოვანი გარსის შეთხელებას იწვევს, ამიტომ ის ყოველთვის უნდა მიიღოთ საკვების მიღების შემდეგ.“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.