Category: Uncategorized

  • უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი შეიცვლება – რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

    უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი შეიცვლება – რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

    საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, დასავლეთში კი შედარებით გრილი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

    თბილისში ჰაერი დაახლოებით +33°C-მდე გათბება.

    25 აგვისტოს ტემპერატურა კვლავ +33°C-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 26 აგვისტოდან კლება დაიწყება დღისით დაახლოებით +31 გრადუსი იქნება.  27-28 აგვისტოს კი +27°C-მდე.

  • 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი 
    დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.

    კურო 
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და სპონტანურ შენაძენებს მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ამბავი ან საინტერესო შეთავაზება შეიძლება მიიღოთ. საღამო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელია.

    ტყუპები 
    აქტიური კომუნიკაციის დღეა. ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი შეხვედრა შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. საქმეში ყურადღება დეტალებზე გაამახვილეთ – მცირე შეცდომამ შეიძლება დამატებითი საქმე შეგიქმნათ.

    კირჩხიბი 
    დღეს საკუთარ ინტუიციას ენდეთ. შესაძლოა, პასუხი იმ საკითხზე იპოვოთ, რომელიც ბოლო პერიოდში გაწუხებდათ. ოჯახთან დაკავშირებული საქმეები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. საღამოს დასვენება და ძალების აღდგენა დაგეხმარებათ.

    ლომი 
    თქვენი თავდაჯერებულობა და ენერგია გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევს. კარგი დღეა ახალი იდეების წარსადგენად და მნიშვნელოვანი საუბრის დასაწყებად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზიც არ არის გამორიცხული.

    ქალწული 
    დღეს ორგანიზებულობა განსაკუთრებით გამოგადგებათ. დაგროვილი საქმეების დასრულებას შეძლებთ, თუმცა ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდეთ. ფინანსურ საკითხში შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს.

    სასწორი 
    ჰარმონიის შენარჩუნება დღეს თქვენი მთავარი ამოცანა იქნება. უთანხმოების შემთხვევაში მშვიდი საუბარი საუკეთესო გამოსავალია. დღის მეორე ნახევარი შეხვედრებისთვის, ახალი გეგმებისა და პირადი ურთიერთობების გასაძლიერებლად ხელსაყრელია.

    მორიელი 
    შესაძლოა, დღის განმავლობაში ისეთი ინფორმაცია გაიგოთ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. პროფესიულ სფეროში მოთმინება შედეგს მოგიტანთ, პირად ცხოვრებაში კი გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    მშვილდოსანი 
    ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების დღეა. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი პროექტის დასაწყებად. მოულოდნელმა შეთავაზებამ შესაძლოა საინტერესო მიმართულება გაჩვენოთ.

    თხის რქა 
    დღეს მთავარი ყურადღება სამუშაოსა და ფინანსებზე გადაიტანეთ. თქვენი შრომა შეიძლება სათანადოდ შეფასდეს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ. საღამოს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიმშვიდე გელოდებათ.

    მერწყული 
    ახალი იდეები და განსხვავებული მიდგომები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა ადამიანებთან თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესადგენად. შესაძლოა, ძველი ნაცნობისგან მოულოდნელი შეტყობინება მიიღოთ.

    თევზები ემოციურად დატვირთული, თუმცა საინტერესო დღეა. ინტუიცია სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. ნუ მისცემთ სხვების განწყობას თქვენი გადაწყვეტილებების მართვის საშუალებას. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან კარგი ამბავი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

  • მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი

    მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი

    საქართველოში აგვისტოს ბოლო დღეებში ამინდი შედარებით არამდგრადი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ცალკეულ ადგილებში სეტყვაც არის შესაძლებელი.

    25 აგვისტო – ტემპერატურა კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი.

    26 აგვისტო – უმეტესად თბილი, თუმცა ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

    27 აგვისტო – ტემპერატურა დაიკლებს და წვიმისა და ელჭექის ალბათობა კვლავ შენარჩუნდება.

    28 აგვისტო – შედარებით გრილი ამინდი, ცალკეულ ადგილებში ნალექის შესაძლებლობით.

    29 აგვისტო – ტემპერატურის უფრო მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი; თბილისში დღისით დაახლოებით 24 გრადუსი იქნება.

    30 აგვისტო – კვირის ბოლოს ამინდი კიდევ უფრო გრილი გახდება და თბილისში დღის ტემპერატურა დაახლოებით 22 გრადუსამდე დაეცემა.

  • ცნობილია თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი 15 წლის ბიჭის ვინაობა

    ცნობილია თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი 15 წლის ბიჭის ვინაობა

    თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა.

    MarneuliNews.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი უმუდ სოფიევია. ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.

    თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.

    საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

    თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

    თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, მოზარდი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო, უმუდ სოფიევია.

    ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო.

    თანასოფლელების ინფორმაციით, ბიჭი თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა. საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

  • რატომ უნდა დაყაროთ მარილი კარებთან! მიზეზი გაგაოცებთ! ეს უნდა იცოდეთ!

    რატომ უნდა დაყაროთ მარილი კარებთან! მიზეზი გაგაოცებთ! ეს უნდა იცოდეთ!

    თქვენ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მარილი უძველი დროიდან გამოიყენება, როგორც დეზინფექციისა და გამწმენდი საშუალება. მისი საშუალებით, სხვადასხვა ნივთების გაწმენდასა და დეზინტოქსიკაციას შეძლებთ. გარდა ამისა, იგი საკამოდ იაფია. ბევრ მაღაზიაში იყიდება საწმენდი საშუალებები, მაგრამ ისინი ქიმიკატებს შეიცავენ, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
    უფრო დეტალურად რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი:
    1. მწერებისაგან დაცვა- თუ გსურთ, რომ ფანჯრებს, კარებებსა და გარდერობს მწერები აღარ მიეკარონ, ამ ადგილებში მარილი დაყარეთ. იგი ასევე შეამცირებს სინესტეს თქვენს სახლში;
    2. ვერცხლის, თითბერის (ლატუნის) და სპილენძის ნივთების გასაწმენდად- ეს მეტალები ბუნებრივ შეფერილობას კარგავენ, თუ მათ პერიოდულად არ წმენდთ. შეურიეთ ერთმენეთს ვაშლის ძმარი და მარილი, ეს საშუალენა ნებისმიერ ლაქასა და ჭუჭს ამოიყვან მეტალიდან;

    3. კანალიზაციის გაწენდა- ცოტაოდენი მარილი გახსენით ადუღებულ წყალში, ჩაასხით აბაზანისა და სამზარეულოს ნიჟარებში. მარილი გაიტანს დაგროვილ ცხიმსა და ჭუჭყს, რაც მილების გაჭედვას თავიდან აგაცილებთ;

    4. გაწმინდეთ ავტომობილისა და სახლის მინები- 2 სუფრის კოვზი მარილი გახსენით 3, 5 ლიტრ თბილ წყალში. იგი ეფექტურად მოაშორებს ლაქებს თქვენს მინებს და დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს სისუფთავეს;
    5.კანის გაახალგაზრდავება- შეურიეთ მარილი ლავანდის ან ზეითუნის ზეთს. წაისვით ეს ნარევი სხეულზე. რამდენიმე წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ. მარილი თქვენს კანს ახალგაზრდა და ჯანმრთელ იერს შესძენს;

    6. აუმჯობესებს რეცხვის ხარისხს- სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს ცოტაოდენი მარილი დაამატეთ, იგი უნარჩუნებს სამოსს პირვანდელ სახეს და ადეზინფიცირებს მას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ სარეცხს მზეზე აშრობთ;
    7. ფარდებისა და ხალიჩების ფერების აღსადგენად- თუ გსურთ რომ თქვენს ფარდებსა და ხალიჩებს ბუნებრივი ფერი დაუბრუნოთ, მარილიან წყალში ჩაალბეთ ნაჭერი, შემდეგ კი მისი საშუალებით გაწმინდეთ ისინი. ბევრად უფრო ეფექტურია მარილიან წყალში ოდნავ დაალბოთ ჩოთქი და ხალიჩები ისე გაწმინდოთ. ამ საშუალებით მას დაგროვილ ჭუჭყსაც მოაშორებთ და პირვანდელ ფერსაც დაუბრუნებთ.

    გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!

  • 🔻 “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს!

    🔻 “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს!

    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

    კომპანიის თანახმად, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალში, ეთვალისში, ბოდავსა და მიმდებარე სოფლებში;

    12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აჩხოტი, არშა, კარკუჩა და მიმდებარე სოფლებში;

    13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში- დავათი, ჭოპორტი, წითურები და მიმდებარე სოფლებში;

    14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭოპორტი, ახატანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;

    15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძალისი, ვაზიანი, ძველი ქანდა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

    “ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

  • 🔻 ანონიმური ჯგუფი “ნასვამი ჩოჩორი” 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის საქმის შესახებ ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ანონიმური ჯგუფი “ნასვამი ჩოჩორი” 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის საქმის შესახებ ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    “ეს არის ნოდარ კიკნაძე, ერთ-ერთი მათგანი, ვინც გურამ დადიანაძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. ჩვენ თითოეულ მათგანზე ინფორმაციებს დეტალურად ვიკვლევთ და ამ პროცესის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ 2014 წლის 11 ივნისის თარიღით დარეგისტრირდა და გაიცა რუსული პასპორტი ნოდარ კიკნაძის სახელზე. ეს ის დღეა, როდესაც გურამ დადიანაძე ქრება. თავად ნოდარ კიკნაძე ვერ დარეგისტრირებდა პასპორტს, რადგან ამ დროს ის დანარჩენ ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა მლეთაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პასპორტი კანონდარღვევით არის გაცემული” – ნათქვამია ანონიმური ჯგუფის “ნასვამი ჩოჩორის” ახალ ვიდეომიმართვაში.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    დღეს, თბილისის დროით 18:04 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 19კმ-ში, სოფელ მამიშლარიდან 4კმ-ში იყო.

    ბიძგების სიმძლავრემ 3,0 მაგნიტუდა შეადგინა.

    დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  • ვრცელდება უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები – დედა, მამა და შვილი ხევში ერთად გადაცვივდნენ

    ვრცელდება უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები – დედა, მამა და შვილი ხევში ერთად გადაცვივდნენ

    ინ­დო­ე­თის მა­ჰა­რაშ­ტრას შტატ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. 19 წლის კუ­ნალ ჩან­დგუ­დემ iPhone გან­ვა­დე­ბით შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა მისი ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­ფარ­ვა გა­უ­ჭირ­და. მო­რი­გი შე­ნა­ტა­ნის­თვის ბიჭ­მა მშობ­ლებს ფული სთხო­ვა, რა­საც ოჯახ­ში მწვა­ვე კა­მა­თი მოჰ­ყვა.

    კა­მა­თის შემ­დეგ კუ­ნა­ლი სახ­ლი­დან წა­ვი­და და ტის­გა­ო­ნის რა­ი­ონ­ში, ხავ­დია დუნ­გა­რის გო­რაკ­ზე ავი­და, სა­ი­და­ნაც თვით­მკვლე­ლო­ბით იმუქ­რე­ბო­და. მისი მშობ­ლე­ბი შვილს უკან გაჰ­ყვნენ და და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ მის გა­დარ­წმუ­ნე­ბას. ად­გილ­ზე პო­ლი­ცია, მე­ხან­ძრე­ე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც მი­ვიდ­ნენ. სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი ბიჭს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თუ ტე­ლე­ფო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნ­დო­და, ამ საქ­მეს მო­უგ­ვა­რებ­დნენ. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ის­მის კი­დეც შე­თა­ვა­ზე­ბა: “თუ iPhone გინ­და, აიღე“, რის შემ­დე­გაც მას iPhone 15 Pro-საც ჰპირ­დე­ბი­ან. თუმ­ცა კუ­ნა­ლი მა­ინც უარ­ზე იყო და ამ­ბობ­და, რომ სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ხე­დავ­და.

    და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის შემ­დეგ, რო­დე­საც ბიჭი გო­რა­კის კი­დეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, მამა მას­თან მი­ვი­და და შე­კა­ვე­ბა სცა­და. რა დრო­საც ორი­ვემ წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და ხევ­ში გა­და­ვარ­და. დედა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს შე­ეს­წრო, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ასე­ვე გა­და­ვარ­და. სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა.