Category: Uncategorized

  • მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები

    მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები

    როდის გაქრება დედამიწაზე ბოლო მცენარე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პლანეტარული მეცნიერების სპეციალისტები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით შეეცადნენ. მათი გათვლებით  ჩვენს პლანეტაზე ბოლო მცენარე შეიძლება 1.87 მილიარდ წელში მოკვდეს. ამ დროისთვის მზის სიკაშკაშე დაახლოებით 20%-ით გაიზრდება, რაც, სავარაუდოდ, დედამიწის მწვანე საფარს სრულად გაანადგურებს.

    მცენარეები დედამიწის მთლიანი ბიომასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და დღეს მათ არსებობისთვის აუცილებელი პირობები – მზის სინათლე, წყალი და ნახშირორჟანგი – საკმარისი რაოდენობით აქვთ. თუმცა, მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს გარემო. სწორედ ამიტომ, მათ სამგანზომილებიანი კლიმატური მოდელი შექმნეს, რომელმაც მომდევნო 2 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის სავარაუდო პირობები შეაფასა. კვლევის მთავარი ყურადღება მზის სიკაშკაშის ზრდასა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ცვლილებაზე გამახვილდა.

    მოდელირებისას სპეციალისტებმა გაითვალისწინეს დედამიწის ბუნებრივი კარბონატ-სილიკატური ციკლიც. ამ პროცესის დროს ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი თანდათან ოკეანეებში გადადის, ფსკერზე ილექება და ქანებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ტექტონიკური მოძრაობებისა და ვულკანური ამოფრქვევების შედეგად ისევ ატმოსფეროში ბრუნდება.  უცნობია, რამდენადაა ეს ყველაფერი ხმელეთის ტემპერატურაზე დამოკიდებული, ამიტომ მეცნიერებმა სუსტი და ძლიერი ციკლის სიმულაციები შექმნეს.

    სიმულაციების ერთ-ერთ სცენარში დედამიწაზე ტემპერატურა თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ასეთ პირობებში მცენარეებს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნახშირორჟანგი აღარ ეყოფათ, რის გამოც, მეცნიერების შეფასებით, ისინი დაახლოებით 1.84 მილიარდ წელში სრულად გადაშენდებიან.

    მეორე, სუსტი კარბონატ-სილიკატური ციკლის მოდელში, პირიქით, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა, თუმცა დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 65°C-ს მიაღწია. ამ სცენარის მიხედვით, მცენარეული სიცოცხლე დაახლოებით 1.87 მილიარდ წელს გასტანს, რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდია, ვიდრე ამ თემაზე ჩატარებული სხვა კვლევების უმეტესობა ვარაუდობს.

    თუ ეს პროგნოზი გამართლდება, დედამიწაზე ფოტოსინთეზური ბიოსფერო იმ პერიოდამდე იარსებებს, სანამ პლანეტა წყლის დაკარგვას დაიწყებს. თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სიმულაციებში არც მცენარეების შესაძლო ევოლუცია და არც მომავალი ტექნოლოგიური განვითარების გავლენა არ გაუთვალისწინებიათ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, სწორედ ამ ფაქტორებმა მომავალში მცენარეთა ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

  • გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი

    გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი

    ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ტარიელ ჭანტურიას ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

    ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

    პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.

    მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

    ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

  • მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

    მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

    მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • SOS‼️‼️საგანგაშო ვითარება თბილისის საცხოვრებელ კორპუსში❌ ვაიმეე…🥹😢ეს რა ხდებაა…😱😱 (ვიდეო)

    SOS‼️‼️საგანგაშო ვითარება თბილისის საცხოვრებელ კორპუსში❌ ვაიმეე…🥹😢ეს რა ხდებაა…😱😱 (ვიდეო)

    SOS! “სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია” – “საგანგაშო ვითარება თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, რას ამბობენ ადგილობრივები?

     

  • “ჯანმრთელობისთვის საშიშია, შეიცავს კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას”

    “ჯანმრთელობისთვის საშიშია, შეიცავს კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას”

    “შეიცავს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას”- ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია სათამაშოზე, რომელიც ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  • “დავიჯერო ეს ნამდვილია?”

    “დავიჯერო ეს ნამდვილია?”

    ლიფტის რიგები ბათუმში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    55-1783508500.jpg

  • კახეთი ამ წუთებში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    კახეთი ამ წუთებში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი დაიტბორა.

    📽️ მთავარი ამბები კახეთიდან

  • 🔻 სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 3 დღეში ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

  • „ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ…“ – გუგა ქაშიბაშე

    „ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ…“ – გუგა ქაშიბაშე

    ზაფხულის სეზონზე მზით მიღებული დამწვრობის შემთხვევები იმატებს, თუმცა, როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, პაციენტების მომართვიანობა მხოლოდ სეზონურობაზე არ არის დამოკიდებული.

    მისივე განმარტებით, ზამთარში კლინიკას ძირითადად საწვავი აირისა და სხვადასხვა გამათბობლის აფეთქებით გამოწვეული მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტები მიმართავენ, ხოლო ზაფხულში ამ შემთხვევებს მზით დამწვრობაც ემატება.

    ქაშიბაძე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წელია, ლეღვის ნახარშით დამწვრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მზის არასწორი ზემოქმედებით მიღებული ტრავმები, მათ შორის მცირეწლოვნებში, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.

    – სტატისტიკა თუ არსებობს, ზაფხულში უფრო მეტია მომართვიანობა თუ ზამთარში?

    – სტატისტიკა არ არსებობს. პაციენტების მომართვიანობა ტალღებად არის ხოლმე და, ჩემი დაკვირვებით, ეს არც სეზონურობაზეა დამოკიდებული და არც სხვა ფაქტორზე. ამჟამად, ჩვენდა სამწუხაროდ, დამწვრობის ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა ყოველთვის ასეთი გადავსებულები არ ვართ.

    ზოგადად, გაცილებით უფრო სერიოზული დატვირთვა ზამთრის პერიოდში გვაქვს, როდესაც დამწვრობის ძირითადი მიზეზი საწვავი აირისა და სხვადასხვა გამათბობლის აფეთქებაა. ზაფხულში კი ამ შემთხვევებს მზით მიღებული დამწვრობაც ემატება, რაც ასევე ცენტრის გადატვირთვას იწვევს.

    – ზაფხული რუჯის სეზონია. წლების წინ ლეღვის ნახარში საკმაოდ აქტუალური იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა დავიწყებას მიეცა.

    – ჩვენდა სასიხარულოდ, უკვე მესამე წელია, ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მთელი დამწვრობის ცენტრი, მთელი კოლექტივი ველოდებოდით იმ წელს, როდესაც მსგავსი დაზიანებით არც ერთი პაციენტი აღარ გვეყოლებოდა.

    – წელს რა ვითარებაა, ბევრი მომართვიანობაა მზით დამწვრობაზე?

    – ასეთი პაციენტები ყოველთვის არიან. ზოგს მზეზე ჩაეძინება, ზოგს კი ერთ დღეში საუკეთესო რუჯის მიღება სურს. ძირითადად, ახალგაზრდები არიან, თუმცა გვყავს ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მზის გულზე დამცავი კრემის გარეშე ყოფნა მოუწიათ და შედეგად დამწვრობა მიიღეს.

    ასეთი შემთხვევები ყოველთვის გულდასაწყვეტია, რადგან ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილებაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა — მზისგან დამცავი კრემის სწორად შერჩევითა და გამოყენებით.

    განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც საქმე მცირეწლოვნებს ეხება. ძალიან სამწუხაროა, როცა პატარა ბავშვი მზეზე იწვება, იღებს გადახურებას და ე.წ. მზის დაკვრას.

  • „მშობლებო, შვილებს ლოცვა დღეში 2-ჯერ უკითხეთ, სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება“ – მამა ლევანი მიმართვას ავრცელებს

    „მშობლებო, შვილებს ლოცვა დღეში 2-ჯერ უკითხეთ, სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება“ – მამა ლევანი მიმართვას ავრცელებს

    კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან ფხალაძე, სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს, შვილებისთვის ყოველდღიურად, დილითა და საღამოს, ილოცონ. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შვილების უსაფრთხოებისთვის ღვთის შეწევნის თხოვნას.

    „მშობლებო, ვისთვისაც ჩემი კურთხევა ყურადსაღებია, შვილებს ლოცვა უკითხეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. აქ აღარ დავწერ, ყველა ლოცვის წიგნში წერია მამის წასაკითხი ლოცვა და დედის წასაკითხი ლოცვა. ღმერთს მეტად უნდა ვთხოვოთ, რომ დაიცვას ჩვენი შვილები. დარიგება, კოდექსები, პოლიცია, ჯარიმები, მეორე ხარისხოვანია, სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება. ასევე, ყველას გაძლევთ კურთხევას, მოერიდეთ საგზაო წესების დარღვევას, ერთმანეთში კონფლიქტებს, ექსტრემალურ სიტუაციებს, ნარკოტიკებს, სასმელს. სულ რამდენ წელსღა ცოცხლობს კაცი, იმასაც ნუ იმოკლებთ და ჩვენც ნუ გვიგლეჯავთ გულებს. ამ ორმოც წელში რა არ გადავიტანე, მაგრამ ანგელოზივით ბავშვისთვის პანაშვიდის გადახდა, წესის აგება, დაკრძალვა, ჩემთვის კატასტროფა იყო“, – წერს მამა ლევანი.