Category: Uncategorized

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში

    როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში

    11 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

    ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

    სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს წვიმას ელოდებიან. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

    ახალციხეშიც წვიმააა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 იქნება. წვიმა იქნება ახალქალაქშიც, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

    ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +29 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

    ომალოშიც წვიმიანი დღეა. დღისით +23 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

    თელავში წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    სიღნაღში მზე იქნება. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავშიც მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

  • 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე ენერგიულად დაიწყება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და ახალი იდეების განსახორციელებლად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან სასიხარულო ამბავი გელით.

    ტყუპები
    კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. წარმატებას მიაღწევთ მოლაპარაკებებსა და საქმიან შეხვედრებზე. სიყვარულში გულწრფელობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.

    კირჩხიბი
    დღე ოჯახურ საკითხებსა და ახლობლებთან ურთიერთობას დაეთმობა. კარგი დროა დაგეგმილი საქმეების მშვიდად დასასრულებლად. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება მიაქციეთ.

    ლომი
    თქვენი თავდაჯერებულობა ბევრ კარს გაგიღებთ. შესაძლებელია საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ეცადეთ, ემოციებმა გადაწყვეტილებების მიღებაზე არ იმოქმედოს.

    ქალწული
    პროდუქტიული დღეა სამუშაოსა და სწავლისთვის. დეტალებზე ყურადღება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. საღამოს დასვენებისთვის დრო აუცილებლად გამონახეთ.

    სასწორი
    პირად ურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის კარგი შესაძლებლობა გექნებათ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვან კავშირად გადაიქცეს.

    მორიელი
    ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

    მშვილდოსანი
    აქტიური და დატვირთული დღე იქნება. მოგზაურობის, სწავლის ან ახალი გამოცდილების მიღების სურვილი გაგიძლიერდებათ. ოპტიმიზმი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

    თხის რქა
    კარიერულ საკითხებში წინსვლის შანსი გამოჩნდება. მოთმინება და დისციპლინა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. მოერიდეთ გადაღლას.

    მერწყული
    კრეატიული იდეები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად ან გეგმების გადახედვისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

    თევზებიემოციური, მაგრამ საინტერესო დღე გელით. ინტუიციას ენდეთ და არ შეგეშინდეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის. საღამოს დასვენება და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ენერგიას შეგმატებთ.

  • „მოუშუშებელია ეს ტკივილი…“ – თბილისის N89 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    „მოუშუშებელია ეს ტკივილი…“ – თბილისის N89 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    თბილისის 89-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო.

    მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. მან ჩვენს გულებში წარუშლელი კვალი, სითბო და სიყვარული დატოვა.

    თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს.
    უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!“, – წერს სკოლა სოციალურ ქსელში.

  • ხვალ შაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი – ნახეთ, რომელ ნიშნებზე საუბარი

    ხვალ შაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი – ნახეთ, რომელ ნიშნებზე საუბარი

    ვერ­ძი

    დი­ლი­დან­ვე მო­ი­ცი­ლეთ ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბი და შე­უ­დე­ქით რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. თუნ­დაც პი­რა­დი ნივ­თე­ბის, სახ­ლის და­ლა­გე­ბას, რო­მე­ლიც დღეს არა მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლოა, არა­მედ აქ­ტუ­ა­ლუ­რიც.

    კურო

    შე­ამ­ცი­რეთ კო­მუ­ნი­კა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით ონ­ლა­ინ: მი­მო­წე­რი­სას, შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვათ შეც­დო­მა, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს დაბ­ნე­უ­ლო­ბას და, შე­დე­გად, კონ­ფლიქტს, რო­მე­ლიც მალე არ მოგ­ვარ­დე­ბა.

    ტყუ­პი

    დღეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია შე­ი­კა­ვოთ ემო­ცი­ე­ბი, თუ ნე­გა­ტივს გა­აღ­ვი­ვებთ, ხვალ ინა­ნებთ თქვე­ნი სი­ტყვე­ბი­სა და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქმე­დე­ბე­ბის გამო; არ უნდა მი­იყ­ვა­ნოთ საქ­მე ღია და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე.

    კირჩხი­ბი

    ნე­ბის­მი­ე­რი პრე­ტენ­ზია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უსა­ფუძ­ვლო იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ეცა­დეთ, გულ­თან ახ­ლოს არ მი­ი­ტა­ნოთ – ხვალ ის ბო­დიშს მო­გიხ­დით.

    ლომი

    ფრთხი­ლად უნდა იყოთ სწრა­ფი და მარ­ტი­ვი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მათ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ი­ღებთ, თუმ­ცა, ახ­ლობ­ლის­გა­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე იყოს.

    ქალ­წუ­ლი

    ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცია, თუნ­დაც ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო, აკ­რძა­ლუ­ლია: თუნ­დაც მცი­რე თან­ხის და­კარ­გვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლის ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია – არ ღირს რის­კი.

    სას­წო­რი

    აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, ზედ­მეტ­მა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დი­ნოს არც თქვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

    მო­რი­ე­ლი

    პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბით კვე­ბავთ ბო­რო­ტე­ბის ძა­ლებს. უმ­ჯო­ბე­სია გა­მო­ი­ჩი­ნოთ თავ­შე­კა­ვე­ბა და არ უპა­სუ­ხოთ მათ.

    მშვილ­დო­სა­ნი

    არა­ვის გა­უ­ზი­ა­როთ ის პრო­ფე­სი­უ­ლი იდე­ე­ბი, რაც გაქვთ: დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ თქვენს ოც­ნე­ბებს სხვე­ბი მი­ი­სა­კუთ­რე­ბენ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წე­ვენ.

    თხის რქა

    ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. და ნუ გას­ცემთ და­პი­რე­ბებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვერ შეძ­ლებთ მათ შეს­რუ­ლე­ბას და მო­ი­პო­ვებთ არა­სან­დო პარტნი­ო­რის რე­პუ­ტა­ცი­ას.

    მერ­წყუ­ლი

    უმ­ჯო­ბე­სია უარი თქვათ წარ­სუ­ლის ადა­მი­ან­თან შე­საძ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე – დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ცუდი გან­ზრახ­ვე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა, არ მის­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა და­ან­გრი­ოს თქვე­ნი დღე და ამავდრო­უ­ლად თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა.

    თევ­ზე­ბი

    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხან­დაზ­მუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის დაც­ვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის­გან; მათ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

  • 26 წლის კაცი ხმაურმა შეაწუხა, დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ დაარტყა – თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა: ახალი დეტალები

    26 წლის კაცი ხმაურმა შეაწუხა, დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ დაარტყა – თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა: ახალი დეტალები

    თბი­ლის­ში მე­ზო­ბელ­მა 15 წლის მო­ზარ­დი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

    • შემ­თხვე­ვა ღა­მით ვაშ­ლი­ჯვარ­ში, კვან­ტა­ლი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად, არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

    დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

    TV პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 26 წლის მა­მა­კა­ცია. ის ქუ­ჩა­ში მყო­ფი მო­ზარ­დე­ბის ხმა­ურ­მა შე­ა­წუ­ხა, მათ ჯერ სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი სახ­ლი­დან დანა გა­მო­ი­ტა­ნა და სკო­ლის მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც იქ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხუთ­ჯერ და­არ­ტყა

    ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მო­ზარდს მთე­ლი სხე­უ­ლი ცივი ია­რა­ღით აქვს და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა და ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა

    ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

  • 🔴 ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ… – მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე

    🔴 ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ… – მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე

    გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მათივე ცნობით, შესაძლებელია, მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • 🔴 ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ… – მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე

    🔴 ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ… – მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე

    გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მათივე ცნობით, შესაძლებელია, მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • 🔻”ქალი და ბავშვი ალბათ უკან ისხდნენ და დარტყმისგან საბარგულში იყვნენ გადავარდნილები. მძღოლი მაშინვე დაიღუპა” –  რას ჰყვება რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი?

    🔻”ქალი და ბავშვი ალბათ უკან ისხდნენ და დარტყმისგან საბარგულში იყვნენ გადავარდნილები. მძღოლი მაშინვე დაიღუპა” – რას ჰყვება რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი?

    რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

    როგორც ფაქტის თვითმხილველი გვიამბობს, მანქანაში სულ 4 ადამიანი იყო.

    “ამ საშინელ ავარიას შევესწარით, რიკოთის “პერევალზე” ახალი მომხდარი იყო. “ფიტის” მარკის ავტომობილი ჯებირს იყო შეჯახებული, სამწუხაროდ მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, გვერდზე ვინც იჯდა ის მამაკაცი თავიდან გონზე იყო, მანქანიდან ის ფაქტის შემსწრე გამვლელმა ბიჭმა გადმოიყვანა, ნახევარი საათი ალბათ გონებაზე იყო, მერე გაითიშა და გარდაიცვალა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა, სამი სრულწლოვანი და პატარა ბავშვი, ქალი და ბავშვი გადარჩნენ. კლინიკაში არიან გადაყვანილები და ძალიან მაინტერესებს მათი მდგომარეობა. იმედია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მანქანა ქართული ნომრებით იყო, მაგრამ სავარაუდოდ ეროვნებით აზერბაიჯანელები იყვნენ. რა გახდა ავარიის მიზეზი, არ ვიცი, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, იქ ეს ვარაუდი გამოითქვა. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის ამ ფაქტის ნახვა, მე და ჩემი მეუღლე შევესწარით და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით დაშავებულებს. განაგრძეთ კითხვა>>>

  • “გავგზავნე მესიჯი, ჩემთან არის და არ ინერვიულოთთქო…” – 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება, რომელმაც საქართველო შეძრა

    “გავგზავნე მესიჯი, ჩემთან არის და არ ინერვიულოთთქო…” – 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება, რომელმაც საქართველო შეძრა

    2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა – შემზარავი ამბის მოწმე გახდა – 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს. როგორც გაირკვა, პოლიციელმა ბავშვი საკუთარი კორპუსის ეზოდან გაიტაცა და გადამალვის მიზნით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.

    დაკარგვიდან ერთ საათში გამტაცებელი ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გამოსასყიდი თანხა – 10.000 დოლარი მოითხოვა, თან გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებს ინფორმაციას თუ მიაწვდიდა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. მუქარის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, რის შემდეგაც გამტაცებელმა ბავშვი სასტიკად აწამა და მოკლა, გვამის მოშორება კი თავის 17 წლის ვაჟს, კახას დაავალა.

    ჯემალ სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს. სასამართლომ გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის ჩადენისთვის პოლიციელს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა,- არასრულწლოვან კახა სამადაშვილს კი მძევლად ხელში ჩაგდებისა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღშფოთებული მეზობლები და ახლობლები სამადაშვილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.

    ბიჭის მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს მათი ერთადერთი შვილი. ოფიციალური ვერსიით, ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, მაგრამ რეალურად მკვლელობის მოტივს პასუხი ვერ გაეცა.

    43 წლის ჯემალ სამადაშვილისა და მისი მსხვერპლის ოჯახი გვერდიგვერდ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში სამადაშვილი მეცნიერებათა აკადემიის დაცვის თანამშრომელი იყო. მკვლელობის მოტივად ანგარიშსწორება გამოირიცხა, ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცებაც თითქმის დაუჯერებელი ვერსია იყო, რადგან ბიჭის მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. გამოძიებამ სხვა ორ ვერსიაზეც იმუშავა, კერძოდ, სამადაშვილი მანიაკი იყო ან ბავშვის მკვლელობა რიტუალური მოტივით მოხდა.

    ჯემალ სამადაშვილი ყველა დაკითხვაზე მომხდარს სხვადასხვანაირად აღწერდა, დაკავებისას განაცხადა:

    “ჩავედი ეზოში, მანქანა გავაჩერე და ბავშვს ვუთხარი, გაგასეირნებ-მეთქი. წავედით სოფელში. იქ ვაპირებდი, რომ დამება და მერე ოჯახისთვის რაღაც მომეთხოვა. სოფელში არის დიდი მილი, მიწის ქვეშ, 20 მეტრია. ხელი ვკარი და დავარდა. შეიძლება რაღაც იტკინა. ჩავხტი მეც, ბავშვი თოკით შევბოჭე, რომელიც წინასწარ მქონდა მომარაგებული, პირი ნაჭრებით ავუკარი. მერე გავგზავნე მესიჯი – ჩემთან არის და არ ინერვიულოთ, პოლიციას არ შეატყობინოთ, დაგიკავშირდებით ერთ-ორ დღეში-მეთქი. ბავშვს თოკი რომ მოვხსენი, ძალიან აგრესიული იყო. შემეშინდა და მოვგუდე”.

    სასამართლო პროცესზე კი სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა – თითქოს დედასთან უსიამოვნების გამო განერვიულებული იყო, დილით კი ავარია მოუხდა, მანქანა სწრაფად მიატრიალა და გიორგის დააჯახა. მისი თქმით, ვეღარ აზროვნებდა, ბავშვი ბინაში აიყვანა და ცდილობდა, წყლით მოესულიერებინა, მაგრამ უკვე მკვდარი იყო. ამის შემდეგ გადაწყვიტა, გადაემალა. შინ მისი გოგონა იყო და გააფრთხილა, ოთახიდან არ გამოსულიყო. ბავშვი კი ეზოში დიდი ჩემოდნით ჩაიტანა. საბარგულში ჩადო და შვილთან, კახასთან ერთად სოფელში წავიდა. ჩვენების თანახმად, სოფელში მისვლისას, ბავშვის გვამი სათავსოში შეიტანა ისე, რომ არ უწამებია. ამის შემდეგ მან ბავშვის მამას დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი მასთან იყო და ისევ დაუკავშირდებოდა.

    ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ჩიხლაძე იხსენებდა, როგორ გაიხსნა სასტიკი დანაშაული ერთ დღე-ღამეში:

    – 8 წელი არ ჰყავდა შვილი, გიორგი ერთადერთი შვილი იყო. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ალბათ, 10.000 დოლარი ერთად ცხოვრებაში არ ენახათ. მამა წისქვილკომბინატში, დედა კი მისივე სადარბაზოს პირველ სართულზე, პოლიკლინიკაში ექთანად მუშაობდა…

    თანხის გარდა, გამტაცებლის ერთ-ერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ოჯახს პოლიციაში არ უნდა განეცხადებინა. ასეთ დროს ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაო, რადგან მძევლის სიცოცხლეა მთავარი. სამწუხაროდ, გაჟონა ინფორმაციამ, რომ საქმეში სამართალდამცველები იყვნენ ჩართული… გამტაცებელი იმავე კორპუსში ცხოვრობდა, რომელშიც გატაცებული ბავშვის ოჯახი და ერთ-ერთი მეზობლისთვის სხვათა შორის უკითხავს, როგორ არის გატაცებული ბავშვის საქმეო? როცა შეიტყო, მშობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს, მოუკლავს…

    დავადგინეთ, რომ გამტაცებელი ორი ტელეფონით სარგებლობდა. ერთი მათგანით ბავშვის მამას მესიჯი მისწერა, მანამდე კი თავის უფროსს ინკოგნიტოდ უგზავნიდა სადისტურ მესიჯებს ცოლ-შვილზე. მოგვიანებით, ადრესატმა გვითხრა, ისეთი მესიჯები მომდიოდა, თავის მოკვლა მინდოდაო…

    ანძების შესწავლით დავადგინეთ, სად შეიძლებოდა ბავშვი ყოფილიყო, თუმცა არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი… დრო არ ითმენდა, გათენებას ვერ დაველოდებოდით, ბავშვის სიცოცხლეს ეხებოდა საქმე. მე და ჩემი თანამშრომელი ავედით სამადაშვილის აგარაკზე. დილის 5 საათია და ვხედავთ, მორბის გამტაცებლის 17 წლის ვაჟი, გაოფლიანებულია და ნერვიულად ლაპარაკობს ტელეფონზე. ბიჭს ვკითხე, რა გჭირს-მეთქი? მიპასუხა, შეყვარებულმა გამანერვიულაო. ავუხსენით, რომ პოლიციელები ვიყავით, თითქოს დამნაშავე გაგვექცა და ნებართვა ვთხოვეთ, მათი ეზოს გავლით სხვა მხარეს გადავსულიყავით. გავლისას მათ სახლშიც შევიხედეთ და თვალში მომხვდა, მოხუცი ქალი (გამტაცებლის დედა) სახეს იხოკავდა. წარმოიდგინეთ, დილის 5 საათია, ყველას ღვიძავს და ჩაცმულია. ამ გარემოებამ ეჭვი გაგვიძლიერა…

    შემდეგ ფონიჭალაში, სამადაშვილის ბინაში მივედით, სადაც ჩვენი ყურადღება მიიქცია ახალმოწმენდილმა იატაკმა. სველი ჩვარი ექსპერტიზაზე წავიღეთ და გავაგრძელეთ მუშაობა. მთავარი იყო იმ ტელეფონის პოვნა, რომლითაც დამნაშავე მესიჯებს გზავნიდა. დილისთვის დადგინდა ადგილსამყოფელი – ტელეფონს სამადაშვილის მეგობრის სახლში მივაკვლიეთ. სავარაუდოდ, წინასწარ გათვალა – ნივთმტკიცების აღმოჩენის შემთხვევაში დანაშაული მის თანამშრომელს უნდა დაჰბრალებოდა. ისიც დავაკავეთ, თუმცა საბოლოოდ მისი უდანაშაულობა დამტკიცდა და გავუშვით. როცა ვუთხარით, თავისუფალი ხარო, არ სჯეროდა, ბედნიერებისგან ლამის ხელში ჩაგვაკვდა.

    ამასობაში 17 წლის კახა სამადაშვილმაც აღიარა, ბავშვის გვამი მამაჩემის დავალებით გადავაგდე ხევშიო (აგარაკის მიდამოების დათვალიერების დროს ჩვენ რომ შეგვხვდა განერვიულებული, მაშინ). ხევში გვამის ძებნა დავიწყეთ. ერთმა თანამშრომელმა დაიძახა, აქ რაღაც ლურჯი პარკიაო,- არ დამავიწყდება ის მომენტი, როცა პარკი გავხსენით და…  კინაღამ გონება დავკარგე.

    აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იატაკის ჩვარზე – ამ ბავშვის გარდა, სამი სხვა ადამიანის სისხლიც აღმოჩნდა, რომლებიც ოჯახის არც ერთი წევრისას არ დაემთხვა. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სერიულ მკვლელთან გვქონდა საქმე. დავიწყეთ მოკვლევა, მაგრამ სისხლის პატრონები ვერ ვიპოვეთ…

    მკვლელმა დანაშაული კი აღიარა, მაგრამ მოტივი არ თქვა. ფაქტია, ანგარიშსწორება არ იყო, გამტაცებელს არც თანხის მიღების იმედი უნდა ჰქონოდა, ფული შირმა იყო. ბრალდებულს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მას ფსიქიკური პრობლემები არ აღმოაჩნდა. ერთადერთი მოტივი, რაც მეზობლებმა გაახმოვანეს, ის იყო, რომ თითქოს სამადაშვილი საეჭვო სექტის წევრი გახლდათ და არ გამორიცხავდნენ, რომ საქმე რიტუალურ მკვლელობას უკავშირდებოდა. სამადაშვილების ოჯახს მეზობლები კარჩაკეტილ, უცნაურ ადამიანებად ახასიათებდნენ. ამბობდნენ, რომ შვილებს მამის ძალიან ეშინოდათ. სამადაშვილის მამას კი (რომელიც მაღალი წოდების პოლიციელი ყოფილა) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. ვარაუდობდნენ, რომ პოლიციელმა მამამ ისეთი რამ შეიტყო შვილზე, თვითმკვლელობამდე მივიდაო.

  • საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა +40, +42 გრადუსამდე მოიმატოს

    საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა +40, +42 გრადუსამდე მოიმატოს

    საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აღნიშნავს. მისივე ინფორმაციით, ტემპერატურამ შესაძლოა +42 გრადუსამდეც მოიმატოს.

    “საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექი ნორმის ფარგლებში. ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, დაბლობსა და ბარში +39 +42 გრადუსამდე,  მთიან ზონაში +37 +40 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთიან ზონაში +33 +37 გრადუსამდე.

    ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის – გვალვა, თბური ტალღები და ასევე ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ძლიერი ნალექიც”, – აღნიშნავს ხათუნა ქოქოსაძე.