სიღნაღში მცხოვრები კიდევ ერთი ფერმერი, გიორგი ქერელაშვილი ამბობს, რომ ხორბლის ყანა დაუწვეს.
📽️ მთავარი ამბები კახეთიდან

სიღნაღში მცხოვრები კიდევ ერთი ფერმერი, გიორგი ქერელაშვილი ამბობს, რომ ხორბლის ყანა დაუწვეს.
📽️ მთავარი ამბები კახეთიდან

სოჭში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი ემსხვერპლა. 26 ივლისს, გვიან საღამოს, ავტომობილ Toyota Land Cruiser-ის მძღოლი დიდი სიჩქარით გვირაბის კედელს შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში რვა ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად დაიღუპნენ მძღოლი და ოთხი მგზავრი, მათ შორის 5, 10 და 13 წლის ბავშვები.
კიდევ სამი ბავშვის გადარჩენა „როსგვარდიის“ თანამშრომლებმა შეძლეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.
შემთხვევა დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები, მეხანძრეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, „როსგვარდიის“ თანამშრომლები და გვირაბების ექსპლუატაციის სამსახურის წარმომადგენლები.
ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს სამართალდამცველები ადგენენ.

ვერძი
დღე აქტიური და ენერგიული იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმების შეცვლაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
კურო
დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.
ტყუპები
სამუშაო და ყოველდღიური საქმეები წარმატებით წარიმართება. თქვენი კომუნიკაციის უნარი ბევრ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. კარგი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად.
კირჩხიბი
მზე თქვენს ნიშანშია და ეს დამატებით ენერგიასა და თავდაჯერებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
ლომი
შესაძლოა, ცოტა დასვენება და ძალების აღდგენა დაგჭირდეთ. ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი ვალდებულებებით. საღამოს მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება.
ქალწული
მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაგიხსნით.
სასწორი
დღეს კარიერულ საკითხებში მეტი ყურადღება დაგჭირდებათ. ხელმძღვანელობის ან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. თავდაჯერებულად იმოქმედეთ.
მორიელი
ახალი იდეები და გეგმები დღის მთავარი თემა იქნება. კარგი დროა სწავლის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. პოზიტიური სიახლეები შორიდანაც არის მოსალოდნელი.
მშვილდოსანი
ფინანსური საკითხები წინა პლანზე გადმოინაცვლებს. ყურადღებით შეაფასეთ ნებისმიერი შეთავაზება. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ.
თხის რქა
ურთიერთობები და პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. კომპრომისი და დიპლომატია სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტებია მოსალოდნელი.
მერწყული
დღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევთ. ორგანიზებულობა და დისციპლინა დაგეხმარებათ დაგეგმილი საქმეების წარმატებით დასრულებაში. ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ.
თევზებიშემოქმედებითი ენერგია და შთაგონება მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. კარგი დროა სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზიც არის მოსალოდნელი.

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.
ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მოგვიანებით ის გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს.
ექიმებმა საბოლოოდ ნაწლავის პრობლემის დიაგნოზი დასვეს, თუმცა ამ დროისათვის ნაყოფი უკვე დაღუპული აღმოჩნდა. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ქალს სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამოღებულია სამედიცინო დოკუმენტაცია და კომპიუტერული მასალა. საქმეს ასევე სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო.
თამარ ურჩუხიშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაცვლილს სოფელ ნასამხრალში დაკრძალავენ.

თელავში 6 თვის ორსულს თამარ ურჩუხიშვილს გლოვობენ. ქალის გარდაცვალებას ახლობლები ექიმების დაუდევრობასა და გულგრილობას უკავშირებენ.
“მოკლეს, დაუდევრობით… 6 თვის ორსული იყო. მუცლის ტკივილით შეიყვანეს კლინიკაში და ორი კვირა ვერ გაიგეს, რა ჭირდა. ექიმთან რომ მივიდა, უთხრეს, მოჩვენებითი ტკივილი გაქვსო. წამოვიდა უკან, რის შემდეგაც ნაწლავი გაუსკდა და სეფსისი დაემართა…” – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
კიდევ ერთი ახლობლის თქმით, ექიმებმა პაციენტის ჩივილები სერიოზულად არ მიიღეს და პაციენტს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს:
“2 წელი არ ჰყავდა შვილი, ახლა დაორსულდა, ისეთი ბედნიერი იყო და რა დამართეს. როგორც ვიცით, 1 კვირა მკვდარი ბავშვი უტარებია მუცლით, ექიმებს უთქვამთ შარდის ბუშტის ანთებააო და ამ დროს მთელი ორგანიზმი მოეწამლა” – გვიყვება კიდევ ერთი ახლობელი.
უმძიმესი აღმოჩნდა ეს დღეები იტალიაში მყოფი დედისთვისაც. ოჯახმა თავდაპირველად არ გაუმხილა შვილის გარდაცვალების ამბავი და უთხრეს, რომ თამარი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. დედა იმავე ღამეს ჩამოფრინდა საქართველოში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული ქალი 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია.
როგორც გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს, ის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ავარიის შემდეგ ის გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ ყვარელში, ალაზნის ხიდთან მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ქალი, რომელიც კლინიკაში დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან

მედიუმი ხოსე დეივ კორტეზი საკუთარი ხილვის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, იქნება დიდი მიწისძვრა და ასევე, საქართველოში არსებული ერთ-ერთი კაშხლის ნგრევა.
„საქართველოში კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. დიდი მიწისძვრა იქნება.
კაშხალი, რომელზეც ვსაუბრობ და მთხოვთ, კონკრეტულად ვთქვა, რომელია, ხალხო, მე მქონდა ხილვა… კაშხლის სახელი რომ დამენახა, ვიტყოდი. მე დავინახე ძალიან დიდი კაშხალი, რომელიც ორად გაიყო, ჩამოიშალა და ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა. დავინახე, ადამიანების გვამები, რომელიც ზღვაში ჩადიოდა. დავინახე ადამიანები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ და წონასწორობას ვერ იკავებდნენ, რადგან იყო მიწისძვრა და დიდი წყლის ტალღა მოდიოდა. კარგად შეამოწმეთ.
რომ მოხდეს ეს ყველაფერი, ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება. დროულად იმოქმედეთ, შეამოწმეთ აბსოლუტურად ყველა კაშხალი, რაც კი საქართველოშია,“

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა – ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი” ავრცელება.
ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
რაც შეეხება ავარიის შედეგად დაშავებულ სხვა პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
პრაიმტაიმი