Category: Uncategorized

  • 🔻ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    სოციალურ ქსელში ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც სასტიკი ძალადობის კადრებია ასახული.

    ვიდეოში ჩანს როგორ ძალადობს კაცი ქალბატონზე.

    როგორც გავრცელებული ჩანაწერიდან ირკვევა, შემთხვევა სავარაუდოდ, თურქეთში მოხდა.

    ვიდეოს “ფეისბუქზე” გვერდი “მარიტა” აზიარებს.

  • “ეს დღეს გავიგე” – რა ახალ დეტალზე საუბრობს გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ახლობელი?

    “ეს დღეს გავიგე” – რა ახალ დეტალზე საუბრობს გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ახლობელი?

    “დღეს გავიგე რევაზ ელიზბარაშვილი სამი თვის წინ ისეთი სისწრაფით გადაადგილდებოდა პატრული გამოეკიდა ,არ დაემორჩილა სანამ გზა არ გადაუკეტეს უგონო მთვრალი იყოო საბუთები რომ მოსთხოვეს მანქანის უკანა ფანჯრები ჩაიწია სუს- ის თანამშრომლები ისხდნენ და ვის უბედავ სამსახურიდან გაა*ვამო! აი, ასეა ! ქვეყანა, სადაც კანონი არ მოქმედებს ძალოვანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, პარტიულ აქტივზე!

    ვინც იმ მანქანაში ისხედით ყველა მკვლელები ხართ ჩემი ანის და მართასი! არ მაინტერესებს გამოიძიონ, ვინ ისხდნენ იმ მანქანაში და მინიმუმ სამსახური დაკარგონ კი არა ციხეში უნდა გაუშვან. სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის! სკოლის ოროსნებით და გონებაჩლუნგებით რომ გაავსეთ სამსახურები! აი რა ქნას პატრულის უბრალო ინსპექტორმა რა დღეში აგდებენ?” – წერს გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.

    გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი 13 ივლისს საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის დღესვე დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 15 ივლისს შეუფარდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს

    სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “დღეს უკვე პიკი იყო, კამერიდან დავუძახე, რას შვრები-მეთქი? კიდევ აქეთ შემომხედა გაბრაზებულმა”

    “დღეს უკვე პიკი იყო, კამერიდან დავუძახე, რას შვრები-მეთქი? კიდევ აქეთ შემომხედა გაბრაზებულმა”

    “აპრილის თვიდან სასაფლაოზე ვცხოვრობ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. ყოვლე დილით და საღამოს მანდ ვარ მანდ მითენდება მანდ მიღამდება. ყოვლედღე ვცდილობ რაღაც შევმატო გულს ვიმშვიდებ. სამსახურში რომ ვარ კამერით ვუყურებ და გულს ვიმშვიდებ თითქოს იქ

    ახლოს ვარ მამასთან. არასდროს ხმა არ ამომიღია ბევრ მავნებლობაზე, მაგრამ დღეს უკვე პიკი იყო. ჩემი ყვავილები მიწით და ქვით ჩამაგრებული ქოთნებიდან დაპუტა.

    მიჰქონდა და კამერიდან რომ დავუძახე რას შვრები, რატომ პუტავ დადე-თქო, კიდევ აქეთ შემომხედა გაბრაზებულმა და ერთიანად ჩაკუჭა ერთ ქოთანში და გავიდა. ნეტა, არ გრცხვენიათ? ისედაც გამწარებული ხალხი ვართ მანდ. ახლა შეგნებულად არ ვაჩენ სახეს, შემდეგში აუცილებლად ვიდეობსაც დავდებ, გრცხვენოდეთ”, – წერს მოქალაქე სოციაურ ქსელში.

  • შვილმა მამა მოკლა – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

    შვილმა მამა მოკლა – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

    მარნეულში შვილმა მამა მოკლა – ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წერს, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.

    ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.

  • ⭕ ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

    ⭕ ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

    მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

    Marneulinews.ge”-ის ინფორმაციით, ქალი სხეულის დაზიანებებით მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

    ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურის ბრიგადები იმყოფებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ვიდეო ძალიან მძიმე სანახავია ვრცელდება გორში მომხდარი ტრაგედიის ვიდეო, სადაც დედა-შვილის გზაზე გადასვლის და მანქანის დაჯახების მომენტია ასახული (ვიდეო)

    ვიდეო ძალიან მძიმე სანახავია ვრცელდება გორში მომხდარი ტრაგედიის ვიდეო, სადაც დედა-შვილის გზაზე გადასვლის და მანქანის დაჯახების მომენტია ასახული (ვიდეო)

    ვრცელდება გორში მომხდარი ტრაგედიის ვიდეო, სადაც დედა-შვილის გზაზე გადასვლის და დაჯახების მომენტია ასახული.

    ცნო­ბის­თვის, გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რო­მელ­საც დედა-შვი­ლი ემსხვერ­პლა, და­კა­ვე­ბულ რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით (ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

    ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს მოხ­და. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა.

    ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

  • საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

    საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

    საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

    საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა, დაშავდა ერთი მგზავრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

    დამატებით დეტალები უცნობია.

  • ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

    ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

    ოკუპირებულ გალში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ. 38 წლის ბაჩანა ბეკვერია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, ახლობლები მის ჰოსპიტალიზაციას ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა, გზაში გარდაიცვალა.

    ცნობილი ხდება, რომ წლების წინ, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა მისი ძმა.

    „ეს რა გავიგე, რომეო საკმარისი არ იყო ამ ოჯახისთვის? სიტყვებით აუხსნელი, უსამართლო და დაუნდობელი ტრაგედიაა. როგორ მტკივა გული, გამძლეობა მოგცეთ უფალმა“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

    ბაჩანა ბეკვერიას ცხედარს აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოასვენებენ.

  • სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე

    სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე

    დამამუნჯე სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული გივიკო გურეშიძის მეუღლე მაიკო ხაბეიშვილი.

    გუშინ ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხმამდნენ, როდესაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და, საუბედუროდ, ნანგრევებში მოჰყვა კომპანიის თანამშრომელი, 30 წლის გივიკო გურეშიძე. ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. გივიკო გურეშაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მშობლები ემიგრაციაში არიან და საბერძნეთიდან  დღეს ჩამოდიან.

    როგორც ცნობილი ხდება, ობიექტს, რომელიც დაინგრა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა. სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ახორციელებდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იყო თუ არა უსაფრთხოების წესები დარღვეული, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

    “მეგა ტვ” სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს.

  • როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – სინოპტიკოსების გაფრთხილება‼

    როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – სინოპტიკოსების გაფრთხილება‼

    სინოპტიკოსების წინასწარი მონაცემებით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება.

    დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +30…+35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +32…+38 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო ზოლში შედარებით ნოტიო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

    შუადღის და საღამოს საათებში, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ადგილობრივად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება. ბარში ნალექის ალბათობა მცირეა.

    კვირის განმავლობაში ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის მოსალოდნელი. მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსახლეობას რეკომენდებულია დღის ყველაზე ცხელ პერიოდში მზის პირდაპირ სხივებს მოერიდოს.