“რა დავივიწყეთ ახლა შევახსენებ თბილისის მცხოვრებლებს, ძალიან ბევრ ქუჩაზე იყო ნასვრეტებიანი თუჯის სანიაღვრე ჭები, ფილებით გაკეთებული, არცერთ რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასეთი ნაგებობები აღარ დარჩა“, – ამის შესახებ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში სანიაღვრე სისტემები ბევრ ადგილას გადაკეტილია, რადგან კორპუსები და შენობები ჩადგეს.
“პრობლემა ის არის, რომ ქალაქის ქუჩები არ უნდა იტბორებოდეს, იმიტომ არის საინჟინრო გადაწყვეტები და როცა ვამბობთ, რომ კლიმატი იცვლება, ესე იგი ჩვენ უნდა ველოდოთ…
რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, ისეთი რაოდენობის ნალექი, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს. ჩვენ თვითონ ვნახეთ რა გამოიწვია ამ კატასტროფამ.
დღეს არანაკლებ პრობლემურია. შეიძლება იმ სიმძლავრის არ ყოფილა, როგორც ვაკეში იყო მაშინ, მაგრამ არანაკლებ დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა ერთბაშად…განაგრძეთ კითხვა
Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. იანვარში კიგანს კიბოს მეოთხე სტადია დაუდგინეს.
„სრული მწუხარებით გაცნობებთ, რომ კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი კიბოს ებრძოდა და სიცოცხლის ბოლო წუთები ცოლისა და ქალიშვილების გარემოცვაში გაატარა. ოჯახს სურს მადლობა გადაუხადოს კევინის შესანიშნავ სამედიცინო პერსონალს გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან რთული დროა და ოჯახი პირად სივრცესა და სიმშვიდეს ითხოვს“, – ნათქვამია კიგანების ოჯახის განცხადებაში.
კიგანმა „ოქროს ბურთი“ 1978 და 1979 წლებში მოიპოვა. „ნიუკასლის“ გარდა, ის თამაშობდა ისეთ ინგლისურ კლუბებში, როგორიცაა „ლივერპული“, „სკანტორპ იუნაიტედი“ და „საუთჰემპტონი“, ასევე გერმანულ „ჰამბურგსა“ და ავსტრალიურ „ბლექთაუნ სიტიში“.
„ლივერპულთან“ ერთად კიგანი ინგლისის სამგზის ჩემპიონი, ინგლისის სუპერთასისა და უეფას თასის ორგზის მფლობელი, ქვეყნის თასისა და ევროპული ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. „ჰამბურგის“ შემადგენლობაში ინგლისელი გერმანიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კიგანი სათავეში ედგა „ნიუკასლს“, „ფულჰემს“, „მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც.
უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქე ქალი, უკრაინაში ძებნილთა სიაში შეიყვანეს. მისი თქმით, ის რუსეთ ინფორმაციას აწვდიდა.
“რუსი ქალი, რომელმაც საქართველოში პროვოკაცია მოაწყო, უკრაინაში ძებნილად გამოცხადდა…არსებული ინფორმაციით, მან ინფორმაცია მტერს გადასცა და უკრაინაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.სწორედ ამიტომ იმალებოდა ის მოსკოვში.ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მალე გამოაქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს ადამიანი.,” – წერს მამუკა მამულაშვილი.
ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.
შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.
გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
“კვირის პალიტრა” ანა ბერიანიძის ბიძაშვილს, ირმა ამბარდნიშვილის ესაუბრა.
“როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაასამართლო ადამიანების სიცოცხლის მომსპობი? ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა. მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, მკვლელი ხარ, რად უნდა ამას ლაპარაკი?! სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა გამოუტანონ. ორი ადამიანი შეიწირა და დანარჩენებიც დაგვხოცა. მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა. ანა იქვე გარდაიცვალა, იმიტომ რომ მანქანამ დაარტყა და მერე ზედ გადაუარა. მთლად დაჩეჩქვილია, ხელ-ფეხი აღარ აქვს, ყველაფერი დაკეპილი აქვს… მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო. მართას ტვინი ჰქონდა გასხმული, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არისო, თქვეს, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს… შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს…
არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზა ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება” – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. განაგრძეთ კითხვა>>>
“ეს არის ისტორია, რომელიც უნდა იცოდეთ.ეს არ არის ადამიანი, რომელიც ქალებს შეუვარდა ოთახში. ეს არის სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს მის გარშემო.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, რა არის აფექტური მდგომარეობა და რა შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ადამიანმა გააკეთოს” – წერს სოფი ახმეტელი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამათლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.
შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებოთ მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.
გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
“კვირის პალიტრა” ანა ბერიანიძის ბიძაშვილს, ირმა ამბარდნიშვილის ესაუბრა.
“როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაასამართლო ადამიანების სიცოცხლის მომსპობი? ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა. მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, მკვლელი ხარ, რად უნდა ამას ლაპარაკი?! სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა გამოუტანონ. ორი ადამიანი შეიწირა და დანარჩენებიც დაგვხოცა. მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა. ანა იქვე გარდაიცვალა, იმიტომ რომ მანქანამ დაარტყა და მერე ზედ გადაუარა. მთლად დაჩეჩქვილია, ხელ-ფეხი აღარ აქვს, ყველაფერი დაკეპილი აქვს… მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო. მართას ტვინი ჰქონდა გასხმული, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არისო, თქვეს, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს… შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს…
არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზა ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება” – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. განაგრძეთ კითხვა>>>
“საქართველოში დაახლოებით მერვედ ვარ. ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. აქამდეც ვყოფილვარ და 5 წლის წინაც. მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია. ზოგადად, არც ვარ პრობლემური ადამიანი. სიტუაცია, რაც შეიქმნა, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა.
არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყეთ. ის, რასაც ინტერნეტში წერენ, არ გაგვიკეთებია – ვენ იქ არაფერი გადაგვისხამს, ვედროთი წყალი არ დაგვიღვრია და ა.შ ჩვენ მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედით, 5 გოგო ვიყავით. მხოლოდ გოგოები, კაცები არ ყოფილან. ამავდროულად, მეორე მხარე დღესასწაულს, ქორწილს აღნიშნავდა.
ნომერში დაახლოებით, 20:11 ან 20:15 საათზე შევედით. გვქონდა შამპანურის ბოთლი, გავხსენით, შესაბამისად, შესაძლოა წვეთები მოხვდა, როგორც ისინი ამბობენ. პრინციპში, იქ სახურავიც გვქონდა და ჩვენი ადგილია აივანი. ჩვენ არსად გავდიოდით. ანუ, ჩვენ მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით. და ამიტომ, შეიძლება ორ მხარეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა.
შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მაგრამ ცალსახად, 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ მოქცეულან. ისინი არ იგინებოდნენ და არ ჩხუბობდნენ. პირველად ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო. ეს მათ ვიდეოზეც კი ჩანს.
მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როცა ეს სიტუაცია მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი, რადგან ის ოთახში შემოიჭრა… გოგოებმ
კარი გააღეს და არც კი შეუხედავთ, ვინ მოდიოდა. ეგონათ, რომ მენეჯერი იყო, რადგან მენეჯერი მანამდე უკვე იყო ჩვენთან შემოსული ერთხელ. სხვათა შორის, ჩვენ ვთხოვეთ მას კონფლიქტის მოგვარება. ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. დახმარება ვითხოვეთ, რადგან შექმნილი ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც სრული პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, თანაც არა პირველად, და ვიცით აქ როგორ უნდა მოვიქცეთ.
მეორე მხარე ძალიან აგრესიული იყო. როცა ის ადამიანი ოთახში შემოიჭრა, ვიდეოც არსებობს, ჩვენც გვაქვს სრული ვიდეომასალა, არაადეკვატური იყო და დიახ, ყველას შეგვეშინდა.
არ ვფიქრობ, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუწყო. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, გვეუბნებოდნენ: “ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ”, “პირდაპირ ქუჩაში არ გამოხვიდეთ”. ყვიროდნენ: “ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ, შებრუნდით უკან ოთახში.
რაც ჩვენ მიმართაც არასწორია, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ისეთივე თანაბარუფლებიანი ვართ, როგორც ისინი, ვინც ქორწილს აღნიშნავდა. სასტუმრომ საერთოდ არ დაგვიცვა ამ თავდასხმისგან. ბოდიშიც კი არ მოუხდია და არ გაუკეთებია ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ჩემი გამოკითხვა რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს ადვოკატს ველოდებოდი. პოლიციამ მხოლოდ 24 საათის შემდეგ, მეორე დღეს დამკითხა.
პოლიციის მხრიდან ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. პირიქით, შეეცადნენ, რომ ნორმალურად და მშვიდად აეხსნათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მოხდებოდა შემდეგ. მთხოვეს ვყოფილიყავი აბსოლუტურად გულწრფელი” – ამბობს ვიდეოში ალიონა ნესტერიუკი.