Category: Uncategorized

  • 5 წუთის წინ!! საშინელი ავარია ცნობილი ხდება გარდაცვლილის ვინაობა!!

    5 წუთის წინ!! საშინელი ავარია ცნობილი ხდება გარდაცვლილის ვინაობა!!

    მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    შემთხვევა დღეს, 6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

    ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 52 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

  • ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა.
    ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამირან ბუტურიშვილი ავრცელებს.
    პოსტს გთავაზობთ უცვლელად :
    გარდაიცვალა
    თემურ მაისურაძე
    (1959-2026)
    თემურ მაისურაძე დაიბადა 1959 წლის 24 ივლისს, ასპინძაში.
    1987 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით.
    1990 წელს დაამთავრა ქალაქ როსტოვის საკავშირო კვალიფიკაციის ინსტიტუტი. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტურა. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „უპირატესობის მენეჯმენტი“. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი.
    2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული კომიტეტის წევრი, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი.
    თემურ მაისურაძე იყო 167 ნოვაციის და გამოგონების ავტორი (ნოვაციების და გამოგონებების 80 % დანერგილია. მათი უმრავლესობა გამოყენებულია სამხედრო ავიაციაში. ამით ის მსოფლიოს ერთეულ მეცნიერთა შორის შედის). თემურ მაისურაძის გამოგონებები დაპატენტებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში.1998-2000 წლებში მიწვეული იყო იორდანიაში, ერაყში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში.
    1990-იან წლებში თანამშრომლობდა NASA-ს სამეცნიერო ჯგუფთან. იყო ასოციაციის „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ ექსპერტი. ამჟამად, თემურ მაისურაძის უახლესი გამოგონებები რკინიგზის, მშენებლობის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებით, განიხილება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში.
    1980-90-იან წლებში თემურ მაისურაძე იყო მსხვილი მეწარმე და მეცენატი. მის სახელს უკავშირდება ბევრი სასიკეთო ქველმოქმედება საქართველოში: პირველი ეროვნული გვარდიის დაფინანსება სოლიდური თანხით; ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლების დაფინანსება; ამავე წლებში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაცია; სხვადასხვა კვლევითი ლაბორატორიის ტექნიკით აღჭურვა; საუკეთესო სტუდენტების წახალისება და ა.შ.
    თემურ მაისურაძე იყო ქართული ინჟინერიის აკადემიის აკადემიკოსი, ავიაციის ინჟინერი, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრისა და “Fab Lab” -ის ხელმძღვანელი.
    თემურ მაისურაძის ღვაწლი ძალიან დიდია საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე.
    ___________
    პანაშვიდები: ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ოჯახში.
    მისამართი: მუხიანი, იოსებ ნონეშვილის ქუჩა 10, მერვე სადარბაზო, პირველი სართული.
    დაკრძალვა შაბათს, 9 მაისს 14:00 სთ. სიონის საკათედრო ტაძრიდან.
    თემურ მაისურაძე დაიკრძალება მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  • მისამართის შეცვლა გარდაუვალია: 6 ნიშანი, რომ დაწყევლილ სახლში ცხოვრობთ

    მისამართის შეცვლა გარდაუვალია: 6 ნიშანი, რომ დაწყევლილ სახლში ცხოვრობთ

    მძაფრი ინტუიციის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ აუხსნელი დისკომფორტის შეგრძნება გარკვეულ ოთახებში. უცნაური გრძნობა, რომ რაღაც არასწორად არის, შეიძლება იყოს პირველი სიგნალი, რომ ბინა დაწყევლილია ან გარშემორტყმულია უარყოფითი ენერგიით.

    ყველგან არის ძაფები

    იშვიათი არაა წინა მცხოვრებლების მიერ დატოვებული უცნაური ატრიბუტების პოვნა, როგორიცაა სარკეებზე ან ფანჯრის ჩარჩოებს შორის ჩამოკიდებული ძაფები. ეს ძაფები შეიძლება იყოს რიტუალების ან შელოცვების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ბოროტი სულებისგან დასაცავად. ასეთი არტეფაქტების აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ წარსულში ამ ბინაში რაღაც უჩვეულო მოხდა და შესაძლოა ყურადღების ღირსი იყოს.

    ჩამოკიდებული ხატები ან ჯვრები

    მრავალი რელიგიური სიმბოლოს არსებობა, როგორიცაა ხატები ან ჯვრები, შეიძლება მიუთითებდეს წინა მცხოვრებლების მცდელობაზე, დაიცვან თავი უარყოფითი ენერგიისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პრაქტიკა მორწმუნე ადამიანებისთვის, ასეთი სიმბოლოების სიჭარბე იმის ნიშანია, რომ რაღაც უჩვეულო ხდება სახლში.

    ხშირი ძილიანობა და თავის ტკივილი
    თილისმების აღმოჩენამ, როგორიცაა სიზმრის დამჭერი, შეიძლება მიუთითებდეს მცხოვრებლების მცდელობაზე, დაიცვან თავი ბოროტი სულებისგან და დაავადებებისგან. თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავის ტკივილს და უძილობას, ეს შეიძლება იყოს ბინაში უარყოფითი ენერგიის ნიშანი.

    ჩხუბი

    თუ ახალ ბინაში გადასვლამდე თქვენს ოჯახში სიმშვიდე და წესრიგი იყო და გადასვლის შემდეგ თქვენ შეამჩნიეთ ხშირი ჩხუბი ყველაზე ამქვეყნიურ თემებზეც კი, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ბინაში რაღაც არასწორია.

    მუდმივი მტვრევა

    თუ მოწყობილობა და კომუნიკაციები ხშირად იშლება ბინაში, ეს შეიძლება იყოს უარყოფითი ენერგიის შედეგი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მიმდებარე სივრცეზე.

    მწერები

    მწერების მუდმივი გამოჩენა, როგორიცაა ტარაკნები ან ჭიანჭველები, შეიძლება იყოს ბინაში ჯადოს ან უარყოფითი ენერგიის ნიშანი. მოუსმინეთ მეზობლებს, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ გამოცდილება მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.

  • “კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ი­წყო” – რას ჰყვებიან ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე, რატომ გაიმეტეს ორი შვილის მამა?

    “კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ი­წყო” – რას ჰყვებიან ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე, რატომ გაიმეტეს ორი შვილის მამა?

    მკვლე­ლო­ბა მოხ­და გურ­ჯა­ა­ნის, სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში. 36 წლის არ­სენ მარ­ტაშ­ვილს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს.

    ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვეა დაბ­რუნ­და. მისი ცხე­და­რი დღეს სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ვე­ნახ­ში იპო­ვეს. მას პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ჭრი­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

    ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მომ­ხდა­რი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

    ერთ-ერთ ვერ­სი­ით, არ­სენ მარ­ტაშ­ვილ­სა და სხვა სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი მან­ქა­ნის სიჩ­ქა­რე­სა და გა­დას­წრე­ბა­ზე და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად შეხ­ვდნენ. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს კი არ­სენ მარ­ტაშ­ვილს გუ­ლის არე­ში ეს­რო­ლეს. ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ მოკ­ლუ­ლი არ­სენს მარ­ტაშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მო­ბილ­ში, რა დრო­საც სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და სხვა მან­ქა­ნა და მარ­ტაშ­ვილ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა.

    “კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 36 წლის მა­მა­კა­ცი სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს საქ­მის გარ­ჩე­ვა გაგ­რძელ­და.და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მარ­ტაშ­ვილს ჭრი­ლო­ბა გუ­ლის არე­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ ის 5 მა­ისს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო და მის ცხე­და­რი 6-ში იპო­ვეს სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ. 

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში

    როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში

    7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.

    ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

    ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც წვიმიანი დღეა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

    ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +17, ღამით +3 დაფიქსირდება.

    ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

    წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა, დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

    წვიმა იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

  • “მოვიგეთ, მაგრამ ეს უნდა ვაღიარო…” – კვარას პირველი განცხადება ბაიერნის დამარცხების შემდეგ

    “მოვიგეთ, მაგრამ ეს უნდა ვაღიარო…” – კვარას პირველი განცხადება ბაიერნის დამარცხების შემდეგ

    ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ბაიერნის დამარცხებისა და ფინალში გასვლის შემდეგ:

    “ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით. ეს მეტად მნიშვნელოვანი მატჩია და მასზე ვართ ფოკუსირებულნი. „არსენალის“ წინააღმდეგ რთული თამაში გველის. მიუნხენის „ბაიერნი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათთან ძალიან მძიმე, შესაძლოა, ამ სეზონში ყველაზე რთული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთ გუნდებთან კონკურენცია შეგვიძლია.“

  • იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ქალი დაიკარგა და ოჯახი ახლა ყველგან ეძებს – ვინ არის დაკარგული და რას წერს ოჯახი მასზე? ნახეთ პირველ კომენტარში 👇🏻👇🏻🥹

    იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ქალი დაიკარგა და ოჯახი ახლა ყველგან ეძებს – ვინ არის დაკარგული და რას წერს ოჯახი მასზე? ნახეთ პირველ კომენტარში 👇🏻👇🏻🥹

    ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და წერს:

    “ყურადღება! ეს ქალბატონი არის ჩემი უსაყვარლესი მამიდა – მზია ლომაია, იგი ცხოვრობდა მრავალი წელი იტალიაში ემიგრაციაში და 27 აპრილს დაბრუნდა საქართველოში.

    მამიდა ცხოვრობს ქუთაისში, ფოთის ქუჩა N38-ში.

    დღეს, გამთენიისას დაახლოებით 06:00 საათზე, სახლიდან გავიდა და ამ დრომდე აღარ დაბრუნებულა.

    გთხოვთ, განსაკუთრებით ქუთაისში მცხოვრებლებო, ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოს და მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პოსტი. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, უმორჩილესად გთხოვთ დამიკავშირდეთ.

    მივმართავთ თხოვნით ქუთაისის ადგილობრივ პოლიციას – უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ მის პოვნაში.

    მზია ლომაია, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ მის ძებნას. ჩვენ ვიტოვებთ იმედს რომ ის ცოცხალია.

    უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვეხმარება და გულთან მიაქვს ჩვენი ტკივილი. აუცილებლად ვიპოვი ჩემს ძირფას მამიდას”, – დაწერა ირაკლი ლომაიამ.

  • 15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია ოჩამჩირეში

    15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია ოჩამჩირეში

    ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადმოვარდა.

    „ბავშვთა უფლებების“ დამცველის, მაკტინა ჯინჯოლიას ინფორმაციით, „რაიონის პროკურატურამ“ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო და მიმდინარეობს გარემოებების დადგენა.

    მისივე თქმით, გარდაცვლილი სკოლა-ინტერნატის მოსწავლე იყო და მანამდე სუიციდური ქცევის ნიშნები არ დაფიქსირებულა.

    „გოგონა იყო მოწესრიგებული და წარმატებული, კარგად სწავლობდა, იყო კალათბურთელი და შეჯიბრებისთვის ემზადებოდა. ის იზრდებოდა მოსიყვარულე ოჯახში, სადაც ორი შვილი ჰყავთ“, – აღნიშნა ჯინჯოლიამ.

    მისივე ცნობით, შემთხვევის დღეს მოზარდი სკოლაში იმყოფებოდა, გაკვეთილების შემდეგ დაესწრო კონცერტს და შემდეგ სახლში უნდა დაბრუნებულიყო.

  • კარგი სიახლე მერიისგან, რომელიც კახა კალაძემ გააჟღერა

    კარგი სიახლე მერიისგან, რომელიც კახა კალაძემ გააჟღერა

    რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს.

    „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რიცხვები, არამედ თითოეული ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, მოქალაქე, საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს.

    „თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამა 2025 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.

  • ვერ წარმოიდგენთ რა უთხრა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს – შეხვედრა თეთრ სახლში

    ვერ წარმოიდგენთ რა უთხრა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს – შეხვედრა თეთრ სახლში

    ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.

    აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.

    ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.

    „მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის… და არასდროს მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით”, – მიმართა თოფურიამ ტრამპს.

    „უბრალოდ, ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ შექმნილი“, – თქვა ტრამპმა ილიას საპასუხოდ.