Category: Uncategorized

  • რა მაგარია გილოცავთ ! ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

    რა მაგარია გილოცავთ ! ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

    მომღერალი ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელშ პოსტს აქვეყნებს, რითი ირკვევა რომ Youtube-მა მას საჩუქარი გაუკეთა და 100 000 გამომწერის დაგროვებისათვის ვერცხლის ღილაკი გამოუგზავნა.

    YouTube-სგან ვერცხლის ღილაკი

    100 000 გამომწერი

    100 000 მადლობა თქვენ !!! – წერს ანრი და ფოტოს აქვეყნებს.

  • ‼️‼️ გიორგი გახარიას შოკისმომგვრელი განცხადება იხილეთ კომენტარში 👇👇👇

    ‼️‼️ გიორგი გახარიას შოკისმომგვრელი განცხადება იხილეთ კომენტარში 👇👇👇

    „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი.

    “რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება”- წერს ექს-პრემიერი.

    მისი თქმით, ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

    “რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და სწრაფი ტემპით ხორციელდება 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება”.

    ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

    ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს და კვლავ უარს ამბობს ჩვენს მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს”, – წერს გახარია X-ზე.

  • 🔻 თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა

    🔻 თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა

    🔻 თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა | ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
    🔴 მათი ცნობით, 43 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში მისვლამდე გარდაიცვალა.
  • 🔻 “დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი…” – მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოს, რომელიც დღემდე განხილვის თემაა ეხმაურება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 “დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი…” – მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოს, რომელიც დღემდე განხილვის თემაა ეხმაურება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელმაც 2022 წელს ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მის მიერ გა­კე­თე­ბულმა კომენტარმა აჟიოტაჟი გამოიწვია, ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის ფეისბუქ-პოსტზე გამოეხმაურა, რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი მიიჩნია ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების ფაქტორად: “პუტინს რომ ის საზარელი ომი არ დაეწყო, კაცმა არ იცის კიდევ რამდენი წელი ჩარჩებოდა ხვიჩა რუსეთში, … იმ ომის გარეშე ჯერ სავარაუდოდ ევროპული ტიტული არც ექნებოდა, ორ ჩემპიონთა ლიგაზე ზედმეტია ლაპარაკი.”

    აღნიშნული თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იუთუბერმა გიორგი კალატოზმა, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მაგდა კლდიაშვილის ნათქვამი გაიხსენა და კომენტარი გააკეთა.

    “დათო, ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს არავინ შეწუხებულა ჩემი ბულინგით, იმით, რაც ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა. სხვების “უფლებადამცველებიც” მაგ ნაკადში იყვნენ სხვათა შორის, ღირსი რომ ვიყავი, რაც ხდებოდა. დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი. ეს, თუ ვინმემ არ იცის, ხვიჩა კვარაცხელიას სახეზე ვერ ცნობდნენ და მამუკა ჯუღელისგან ვერ განარჩევდნენ, იმ დროს, როცა ეგ გადაცემა ჩაიწერა. ეს ბატონი ვინაა, ვისაც ჰგონია, რომ მე მენტალური პრობლემები მაქვს, გონში არ ვარ და არც მაინტერესებს. შენ რატომ მოგაბრალა ეგ ნარატივი, რომ მე მენტალურად პრობლემური გგონივარ, მე არ ამომიკითხავს. დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ მენტალურად არამდგრადს რომ არ მიცნობ, კი იცი. ისე, ძაან კაი გოგო ვარ, ამ ხალხმა კი არ იცის, მარა შენ კი იცი და რასაც ვლაპარაკობ, ზუსტად ვიცი, რასაც,” – წერს მაგდა კლდიაშვილი.

    აღნიშნული თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იუთუბერმა გიორგი კალატოზმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მაგდა კლდიაშვილის ნათქვამში, “რაღაცები მართალი იყო.”

  • “ამ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

    “ამ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

    “ამ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

  • “ზღვის დონე აიწევს… მოქალაქეებს ვურჩევ, რომ ნახონ ეს საიტი და ის, თუ როგორი დრამატული სურათია მოსალოდნელი” – გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტი

    “ზღვის დონე აიწევს… მოქალაქეებს ვურჩევ, რომ ნახონ ეს საიტი და ის, თუ როგორი დრამატული სურათია მოსალოდნელი” – გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტი

    „წყალდიდობები მომრავლდა, მაგრამ სანაპიროს ინტეგრირებული მართვა არ გვაქვს“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.

    მისი თქმით, მომავალ წლებში ზღვის დონე აიწევა, რისთვის საჭიროა მზაობა. ამ ნაწილში საუბრისას რესპონდენტი აღნიშნავს, რომ რიგ ქვეყნებს შემუშავებული აქვს სანაპიროს ინტეგრირებული მართვის მექანიზმები, რისი შემოღებაც საქართველოშიც მნიშვნელოვანია.

  • სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რამდენ ხანს შენარჩუნდება ცვლილება? – “ზაფხულის რეჟიმზე გადავედით, რაც იმას გულისხმობს, რომ…”

    სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რამდენ ხანს შენარჩუნდება ცვლილება? – “ზაფხულის რეჟიმზე გადავედით, რაც იმას გულისხმობს, რომ…”

    დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 21 ივნისიდან, ზაფხულის რეჟიმით გადაადგილდება, რაც იმას გულისხმობს, რომ გაზრდილია მოცდის დრო და შემცირებულია ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა. საზაფხულო რეჟიმი 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ზაფხულის რეჟიმზე გადასვლა სტანდარული პროცედურაა, რაც ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირებას უკავშირდება.

  • მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა – ვერ წარმოიდგენთ  რა დაარქვეს ახალშობილს?

    მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა – ვერ წარმოიდგენთ რა დაარქვეს ახალშობილს?

    ტელეწამყვანი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა. ახალშობილს ლუკა დაარქვეს.

  • წვიმა ელჭექით და სეტყვა – ქვეყნის ნაწილში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

    წვიმა ელჭექით და სეტყვა – ქვეყნის ნაწილში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში,24- 25 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

    თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “ეს ეხება 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს… რეგისტრაცია დაიწყება 6 ივლისს” – კახა კალაძე

    “ეს ეხება 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს… რეგისტრაცია დაიწყება 6 ივლისს” – კახა კალაძე

    თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.

    როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge.