Category: Uncategorized

  • „თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა

    „თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა

    რა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ვერაგი სიმსივნე,- ამ თემაზე ვიდეომიმართვას ექიმი, მარინე ძაგნიძე ავრცელებს.

    „რა უნდა გავაკეთოთ რომ არასდროს დაგვემართოს სიმსივნე – ამაზე უნდა გელაპარაკოთ ახლა. პირველ რიგში, რა არის მიტოქონდრია. მიტოქონდრია ეს არის ჩვენი უჯრედის გული. ყველა საკითხი, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება ან უნდა მოხდეს, ყველაფერი ხდება მიტოქონდრიაში. ამიტომ, მისი სიჯანსაღე აუცილებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯანსაღი მიტოქონდრია შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა, ვიტამინ D-ს დონე შევინარჩუნოთ უმაღლეს საფეხურზე 70-80 ნანომეტრი მილიმეტრის ფარგლებში. მეორე – აუცილებელია ინტერვალური კვება. სასურველია თუ შევძლებთ 18 საათიანს ან 16, 14 საათიანს. ასევე, თუ შეძლებთ კარგი იქნება, თვეში 2 დღე სრული შიმშილი, მხოლოდ წყალზე. აუცილებლად უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით ნიორი, ხახვი და ისეთი ბოსტნეული როგორიცაა ისპანახი, ბროკოლი. შევზღუდოთ ჩვენს რაციონში კარბოქსიდები – ფქვილი, შაქარი არის ის, რაც აზიანებს ჩვენს მიტოქონდრიებს. არ შეიძლება ჩვენს გემოზე რკინის დანამატის დალევა. ასევე, თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ”,- ამბობს ძაგნიძე.

     

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს კარმული ვალების დასრულების პერიოდი დგება

    ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს კარმული ვალების დასრულების პერიოდი დგება

    გიგრძნიათ ოდესმე, რომ ზურგზე უხილავი ზურგჩანთა გაწევთ? თითქოს, ყველაფერი რიგზეა, თუმცა შინაგან სიმძიმეს მაინც გრძნობთ. ეს არის საკუთარი თავისთვის მიცემული და შეუსრულებელი პირობები, მცდარი არჩევანი, ადამიანები, რომელთაც სითბო ან გულწრფელობა დააკელით. 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ზოდიაქოს სამ ნიშანს ამ ტვირთის მოხსნისა და ზედმეტი სიმძიმისგან გათავისუფლების იშვიათი შესაძლებლობა მიეცემა.

    11-დან 31 მაისამდე პერიოდს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. სწორედ ამ დღეებში კუროს, მერწყულისა და მშვილდოსნისთვის საჭირო გასაღები იმალება. ცვლილებებს სხვა ნიშნებიც იგრძნობენ, თუმცა ეს სამეული სამყაროსთან “ძველ საუბარს” საბოლოოდ დაასრულებს. ყოველგვარი პათოსისა და ხმამაღალი სიტყვების გარეშე, ისინი უბრალოდ ამოისუნთქებენ და შვებას იგრძნობენ.

    კურო: აპატიეთ საკუთარ თავს წარსულის შეცდომები
    თქვენ, კუროები, დაგროვებას ხართ ჩვეულნი. ეს არა მხოლოდ ფულს, არამედ წყენას, დანაშაულის გრძნობასა და ფიქრებს – “სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი” ეხება. 2026 წლის მაისი ამ ჩვევას დაგარღვევინებთ. 16 მაისს, კუროს ნიშანში ახალმთვარეობაა, რაც მომდევნო ექვსი თვისთვის ახალ პროგრამას აყალიბებს. თუმცა, ახლის ასაშენებლად ადგილის გათავისუფლებაა საჭირო.

    იქამდე, 14 მაისს, მზე და მერკური კუროს ნიშანში ხვდებიან. ეს საკუთარ თავთან გულწრფელი საუბრის ტოლფასია. თქვენ მოულოდნელად გააცნობიერებთ: ვალს, რომელსაც ატარებდით, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავისგან ითხოვდით. ძველი ვალები ხშირად სწორედ ასე – დაუსრულებელ შინაგან პროცესებად გვევლინება.

    18 მაისს კუროს ნიშანში მარსი შედის და იქ დიდხანს რჩება, რაც თქვენ შეუპოვარ ძალას შეგმატებთ. თუმცა, 26 მაისს მარსისა და პლუტონის კვადრატურის გამო სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა, ვინმემ კონფლიქტში ჩათრევა, წარსული შეცდომების შეხსენება ან დანაშაულის გრძნობით მანიპულირება სცადოს. პროვოკაციას ნუ აჰყვებით. თქვენი ამოცანა სხვებთან ბრძოლა კი არა, საკუთარ წარსულთან შეთანხმებაა.

    გაზაფხულის ბოლომდე ვალის გასტუმრება კუროსთვის საკუთარი თავის დასჯის შეწყვეტას ნიშნავს. 16 მაისის ახალმთვარეობა მადლიერების რიტუალისთვის საუკეთესო დროა: ფურცელზე ის სამი შეცდომა დაწერეთ, რომელთა გამოც თავს დღემდე სჯით, და დაწვით. სამყარო თქვენს ხმას აუცილებლად გაიგონებს.

    მერწყული: დაიბრუნეთ თავისუფლება
    თქვენ იმდენად დიდხანს ამტკიცებდით დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სურვილს, რომ ხშირად მართლაც ახლობელ ადამიანებს კარგავდით. 2026 წლის გაზაფხულის მიწურული ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

    19 მაისს მერკურისა და პლუტონის ტრინი იმ საუბრის საშუალებას მოგცემთ, რომელსაც წლებია, აჭიანურებთ. პლუტონი ახლა მერწყულის ნიშანში იმყოფება და ეს პროცესი ქირურგიულ ჩარევას ჰგავს.

    26 მაისს ორმაგი გავლენა გელოდებათ. ერთი მხრივ, მარსისა და პლუტონის კვადრატურაა, რა დროსაც შესაძლოა ვინმემ თქვენი რესურსის – დროის, ფულის ან თავისუფლების მითვისება სცადოს. მეორე მხრივ, მზისა და პლუტონის ტრინი განახლების მძლავრ ნაკადს წარმოშობს. თქვენ მიხვდებით, რომ ბედის ძველი ვალი, რომელსაც წლების განმავლობაში იხდიდით, მხოლოდ გაუგებრობის ჩვევა იყო.

    31 მაისის სავსემთვარეობა მშვილდოსანში თქვენს წარმოდგენებს რადიკალურად შეცვლის. აღმოჩნდება, რომ თქვენ უკვე ყველაფერი გაეცით. როგორ უნდა გაისტუმროთ ვალი მაისის ბოლომდე? შეწყვიტეთ იმათი გადარჩენა, ვისაც ეს არ უთხოვია. თქვენი ნამდვილი თავისუფლება იქაა, სადაც “არას” თქმას ახსნა-განმარტების გარეშე შეძლებთ…ვრცლად

  • თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

    თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

    2026 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები 4.7%-ით გაძვირდა, – ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვიდან ირკვევა .

    უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქში 1 კვ.მ ბინის ფასი საშუალოდ 1 244 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის მარტში 1 კვ.მ-ის ფასი 1 188 დოლარს შეადგენდა.

    „2026 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.4%-ით – ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია ქალაქის ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით.

    ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 4.2% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 3.9%-ით გაიზარდა”, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

  • დერმატოლოგი 14 წლის გოგონას ისტორიას გვიზიარებს

    დერმატოლოგი 14 წლის გოგონას ისტორიას გვიზიარებს

    დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში მშობლების თანხმობით, 14 წლის გოგონას ისტორიას გვიზიარებს, სადაც მოზარდი გვიამბობს, თუ რა პრობლემები შეუქმნა მის ჯანმრთელობას ე.წ. შილაკის გამოყენებამ.

    „მქონდა ტკივილები, სამწუხაროდ ერთი „შილაკის“ გამო მომიწევს, რომ რენტგენებზე ვიარო და ვიმკურნალო თითებზე…“ – ამბობს 14 წლის გოგონა.

    ნახეთ  ვიდეო:

     

  • “დააობლეს შვილები… მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ – სრულწლოვანი” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

    “დააობლეს შვილები… მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ – სრულწლოვანი” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

    გუშინ გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, ლალი პაპიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    სამსახურიდან სახლში მიმავალ ახალგაზრდა ქალს მანქანა ტროტუარზე დაეჯახა. მისი გადარჩენა ფაქტის თვითმხილველებმა და ტრაგედიის ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანა ჯერ ავტომობილს დაეჯახა, მერე ტროტუარზე მყოფ ახალგაზრდა ქალს. ამ ფაქტს გარდაცვლილი ქალის თანამშრომლებიც შეესწრნენ, ისინი ერთად გამოვიდნენ სამსახურიდან და სახლებში მიდიოდნენ. ძალიან უჭირთ ფაქტის თვითმხილველებს მომხდარზე საუბარი.

    “მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. მძღოლი “ბასლაინზე” მოქროდა გიჟივით, ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე, საშინელება იყო ამ კადრების ნახვა. მთელი ღამე ამ გოგოს საცოდაობაზე და მის ოჯახზე მეფიქრებოდა. სამსახურიდან გამოვიდა, იქვე “კარფურში” მუშაობდა თურმე. 2 მეტრის მოშორებით მოდიოდა თანამშრომლებთან და ეს ტრაგედია დატრიალდა. მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ – სრულწლოვანი, მაგრამ რომ შეხედავდი, ძალიან ბავშვური. ცდილობდნენ გოგოს გადარჩენას. ხელოვნურ მასაჟს უტარებდნენ კარგა ხანს, რომ გული აემუშავებინათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. თქვეს რომ დაოჯახებულია, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდაო და ასე დააობლეს მისი შვილები. ვუსამძიმრებ ოჯახს. საუბარიც მიჭირს, მიკანკალებს ახლაც მთელი ორგანიზმი”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტის თვითმხილველი.

    ლალი პაპიაშვილი “კარფურში” მუშაობდა, მას ყველა დადებითად ახასიათებს. ამბობენ, რომ სიცოცხლით სავსე გოგო იყო.

    “სულ გაღიმებული სახით შეგხვდებოდა. ძალიან თბილი, კეთილი, მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული გოგო იყო. არაჩვეულებრივი ოჯახის დედა. არ ვიცი, მასზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკო. ეს რა გავიგე, ამის დაჯერება მიჭირს. სახლამდე ვერ მიაღწია. როგორ საშიშია ქუჩაში გადაადგილებაც კი. ტროტუარზე იდგა და იქ მოუსწრაფა სიცოცხლე”, – ამბობს ახლობელი.

    “გუშინ, ასე, 9 საათი იქნებოდა, სამსახურში შევუარე. კარგა ხანს ვსაუბრობდით, გავიხსენეთ ჩვენ შვილებთან ერთად განვლილი წლები. სულ კადრებად მიტრიალებს მისი თვალები, ახლა გული მიკვდება, სიტყვებს ვერ ვპოულობ. რატომ ღმერთო, რატომ?”, – წერს სოციალურ ქსელში მომხდარით შეძრული ახლობელი.

    “კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

    თეა ხურცილავა

    (სპეციალურად საიტისთვის)

  • ეს რა ვნახე ხალხოო, შოკში ვარ‼️⭕️❌ ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს 😱😱 რა მოხდა ნახეთ ვრცლად კომენტარში 👇👇👇

    ეს რა ვნახე ხალხოო, შოკში ვარ‼️⭕️❌ ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს 😱😱 რა მოხდა ნახეთ ვრცლად კომენტარში 👇👇👇

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, სამ მოქალაქეს ყურები და თითები დააჭრეს, რომ დიდი ფული გამოძალათ. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, დაზარალებულია, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დაუდგენელი მოტივით საქართველოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდა და ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში, მდებარე კორპუსში დასახლდა.

    „შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, 27 მარტს რუსეთიდან ჩამოსულებიდან ერთ-ერთს მობილურზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ბინაში გაზი ჟონავდა, ხელოსნები მივიდნენ და მესამე სართულიდან ეზოში უნდა ჩასულიყო. „შაბათის ეთერის” მოპოვებულ ვიდეო ფაილებში ჩანს, რომ რომან ბელოვი სადარბაზოდან ღამის პირველ საათზე კორპუსიდან ნამდვილად ჩადის, მაგრამ იქ არც ხელოსნები და არც ოპერატიული ჯგუფი არ არის. რამდენიმე ხანში კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის.

    ეზოდან, სახლში აბრუნებულ რომან ბელოვს ინკასატორების ნაცვლად, სახლში კრიმინალური ბანდა დახვდა, ის სახლში ძალით შეათრიეს, სადაც უკვე განეიტრალებულები იყვნენ მისი მეგობრები.

    ირკვევა, რომ შეირაღებული ბანდის წევრებმა დაზარალებულების ტელეფონები გახსნეს, თუმცა დიდი ფული, მათ კრიპტო საფულეზე ვერ იპოვეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა რუსეთის მოქალაქეებს ცულით დაზიანებები ჯერ ყურებზე მიაყენეს. საქმის მასალების თანახმად, რადგან წამების ამ ფორმით თაბვდამსხმელებმა შედეგი ვერ მიიღეს, მათი სამიზნე უკვე დანილ მიშაევიცგახდა, რომელსაც თითის მოჭრით ემუქრებოდნენ.

    თითქმის 12 საათიანი  წამების შემდეგ ადგილზე დანაშაულებრივი ბანდის წევრებმა რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აიტი სპეციალისტიმიიყვანეს. 25 წლის შოთა გაგლოშვილიპოლიციამ სამი დღის წინ დააკავა. რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გადამალულ ფულს რაც ადგილზე მიყვანილმა ტექმოლოგიებისსპეციალისტმაც ვერ მიაგნო. ამის შემდეგ გადაწყდა, პეტერბურგელების ჯგუფის სამივე წევრი გაეტაცებინათ.

    საბოლოოდ, ნაწამებ ახალგაზრდები მარნეულში გაიტაცეს, ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ თუ პოლიცია რამეს გაუგებდა, ამ კადრებს გაუვრცელებდნენ.

    მძიმე დანაშაულის ბრალდებით 7 პირია დაკავებული.

  • “საწყალი ქალი, სახლში მიდიხარ და უცებ ვიღაც გკლავს…საშინელება იყო შევესწარი” ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა .

    “საწყალი ქალი, სახლში მიდიხარ და უცებ ვიღაც გკლავს…საშინელება იყო შევესწარი” ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა .

    გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა | როგორც მთავარს შსს-ში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული.

    9-1778361442.png
  • 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    დღე აქტიური და პროდუქტიული იქნება. კარგი დროა ახალი იდეების გასაჟღერებლად და მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება დაგჭირდებათ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა. საღამოს დასვენება და სიმშვიდე თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

    ტყუპები
    კომუნიკაცია თქვენი მთავარი ძალა იქნება. სასარგებლო შეხვედრები და საინტერესო საუბრები წარმატებას მოგიტანთ. ნუ გადადებთ იმ საქმეს, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

    კირჩხიბი
    ემოციური დღეა, თუმცა ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მოერიდეთ ზედმეტ დრამატიზებას.

    ლომი
    დღე კარგია ლიდერული თვისებების გამოსავლენად. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. ფინანსურ საკითხებში ზომიერება მნიშვნელოვანია.

    ქალწული
    დეტალებზე კონცენტრაცია წარმატებას მოგიტანთ. სამსახურში ან სწავლაში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ.

    სასწორი
    ურთიერთობები დღეს მთავარი თემა იქნება. კარგი დროა შერიგებისთვის, გულწრფელი საუბრისთვის და ახალი ნაცნობობებისთვის. ეცადეთ, საკუთარ სურვილებსაც მოუსმინოთ.

    მორიელი
    ინტენსიური ენერგია გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს. ემოციების კონტროლი წარმატების გასაღებია.

    მშვილდოსანი
    მოგზაურობასთან, სწავლასთან ან ახალ გამოცდილებასთან დაკავშირებული საკითხები გააქტიურდება. ოპტიმიზმი დაგეხმარებათ რთული სიტუაციების გადალახვაში.

    თხის რქა
    პრაქტიკული გადაწყვეტილებების დღეა. კარიერულ საკითხებში პროგრესი შესაძლებელია, თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს არ შეიტანთ. საღამოს დასვენება აუცილებელია.

    მერწყული
    კრეატიული იდეები და მოულოდნელი შთაგონება წარმატებას მოგიტანთ. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს შეგიქმნით.

    თევზებიდღე ინტუიციური და შთამაგონებელი იქნება. კარგი დროა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ემოციური ბალანსის აღსადგენად.

  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

    გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

    გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი.

    ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

    ,,პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.