სენკში სტიქიას ებრძვიან, ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილიდან ადგილობრივები ავცადებენ დაიტბორა საცხვრებელი სახლებიც.
სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქის ზონაში პურვილივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამხაურები. მათივე ცნობით ქალაქში რთული მდგომარეობაა
“ეძებენ…” – პოეტ გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“მთავარია, ომი არ არის და ქექონ რა პრობლემაა… ნემსებიც ეყაროს ქუჩაში და გინების კორიანტელიც ისმოდეს სკოლის ეზოდან პატარა ბავშვების, სიგარეტის სუნით გაჟღენთილები რომ დადიან 4-5 კლასელი გოგო-ბიჭები ეგეც არაუშავს, მთავარია მშვიდობა! ასეთ მშვიდობას რა ვუთხარი…
სადაა პოლიცია? რუსთაველზე ტროტიარზე კი არ უნდა დასდევდნენ ხალხს და ამას თვალს არიდებდნენ…
მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან – სადარბაზოები, სკვერები, სკოლის და საბავშვო ბაღების წინ, ყველგან ეს ხდება… თბილისის კედლები აჭრელებულია მათი ინტერნეტ საიტის წარწერებით, სადაც შეგიძლიათ ნარკოტიკი გამოიწეროთ და კურიერს მიაქვს პირდაპირ სახლში ხაჭაპურის ან პიცის მაგივრად, ყუთში შეფუთული. ყოველ მეტრში კამერებია და გგონიათ პოლიციამ არ იცის რაც ხდება? ასეთ ჭაობში საქართველო 90-იან წლებში არ ყოფილა. პატარა ბიჭებით დაწყებული და მოხუცებით დამთავრებული ყველა ამ საქმეშია ჩართული. ესენი ყველა ნარკომანი კი არ არის, ზოგი კურიერია და საკმაოდ დიდ თანხას უხდიან… ხალხი დაასაქმა ამ მთავრობამ, სამუშაო ადგილები შექმნა…
ახლა ამას რომ უყურებ, ერთი ფრაზა მოგდის სამწუხაროდ ადამაინს თავში – ერი რომელსაც მომავალი არ აქვს…
ვინც იღებს, ის უნდა მისულიყო და შეეჩერებინა. ასე შორიდან სეირის ყურების მოთხოვნილებაა, ჩვენი ტრაგედია.
უკვე დღისით, მზისით, ბავშვები თამაშობენ, ისინი იქ რა დღეში არიან…
საშინელი სანახავია ამდენი გაუბედურებული, დეგრადირებული და განადგურებული ახალგაზრდა… ამათ შემყურე, მომავლის იმედი მიკვდება მე პირადად…
უნდა დავწერო ჩემი სათქმელი და არ გაბედოს დამიწეროს არავინ რამე უარყოფითი! ბოროტი, დასაჭერი და არა ადამიანები არიან, ვინც ნარკოტიკს ასე მალავს იქეთ, აქეთ… ახალგაზრდებს წამლავენ, სიცოცხლეს უსპობენ! მაგრამ თვითონ ახალგაზრდას რატომ არ ყოფნის გონება, ჭკუა, ნებისყოფა რომ არ გაეკაროს არანაირ ნარკოტიკს, წამალს, ტაბლეტებს? ახალგაზრდებო არ გაეკაროთ არანაირ საწამლავ ნარკოტიკებს! ნუ იღუპავთ თავს! იცხოვრეთ ჯანსაღად ღირსეულად! ბედნიერება და წინსვლა თქვენს ხელშია!
ზომბებად გადაიქცა ეს ხალხი. ასე როგოე წაიწყმიდეთ სული… ამდენი ნარკომანი, ამდენი მკვლელი დღეს ჩვენს ქვეყანაში… მკვლელობა უფრო ხშირია, ვიდრე ქურდობა. მოეგეთ გონს ხალხო, რატომ ღუპავთ თქვენ თავს და სხვასაც აუბედურებთ. ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო და ქართველი ერი” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III, ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რვა წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.
„ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.
პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად.
ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად.
უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა”, – წერია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ საქართველო „ინარჩუნებს სტაბილურობასა და პირველ პოზიციას“, მაშინ როცა მსოფლიოს სხვა რეგიონებში სხვადასხვა ტიპის კრიზისები, კატასტროფები და არეულობები გაგრძელდება.
მისი შეფასებით, გლობალურად მოსალოდნელია ბუნებრივი სტიქიების, მათ შორის მიწისძვრებისა და წყალდიდობების გახშირება, ასევე პოლიტიკური დაძაბულობები სხვადასხვა ქვეყანაში.
„საქართველო ინარჩუნებს პირველ ადგილს და სტაბილურ ხაზს. ფარგლებს გარეთ კი ხდება კატასტროფები. ნგრევები, მიწისძვრები, არეულობები და წყალდიდობები გაგრძელდება. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ყველაზე წმინდა და დაცული მიწაა.
ერთადერთი რისიც მეშინია ეს არის უცხოპლანეტელების თავდასხმა ამერიკაში, ზოგს ეს სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება და გავიგებთ. რადგან არეულობას გამოიწვევს. (შეიძლება დადგმულიც იყოს)
უკრაინის ომს რაც შეეხება, უკრაინა უდიდეს დარტყმებს მიიღებს მომავალ პერიოდში. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. სამწუხაროა… ზელენსკის გადადგომაა მოახლოებული. მის შესახებ ცუდი ხილვა მქონდა… ზელენსკი დიდხანს ვერ იცოცხლებს.
ამას ექსკლუზიურად გეუბნებით – მომავალ პერიოდებში 2032 წლამდე ისრაელი აუცილებლად დაარტყამს თურქეთს – უდიდესი კონფლიქტი ექნებათ ერდოღანს და ისრაელს. უდიდესი კრიზისი იქნება. კარგი ისაა, რომ საქართველო ყველაზე დაცულია. რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან დაზიანდება (მსოფლიო თამაშზე) ვხედავ დიდ არეულობას და არ დამთავრდება კარგად“, – ამბობს გოგა მანია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„წყალდიდობები მომრავლდა, მაგრამ სანაპიროს ინტეგრირებული მართვა არ გვაქვს“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ წლებში ზღვის დონე აიწევა, რისთვის საჭიროა მზაობა. ამ ნაწილში საუბრისას რესპონდენტი აღნიშნავს, რომ რიგ ქვეყნებს შემუშავებული აქვს სანაპიროს ინტეგრირებული მართვის მექანიზმები, რისი შემოღებაც საქართველოშიც მნიშვნელოვანია.
დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.
“დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო… ან სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი რომ გენახა მოკვდა თუ მორჩა ადამიანი” – მიმართავს დაშავებულის ახლობელი სოციალურ ქსელში ძაღლის მეპატრონეს.
ცნობისთვის, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. კანონით გათვალისწინებული ნორმები ძალაში ეტაპობრივად შევა და საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედება 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი.
საქართველოში ივლისი, ტრადიციულად, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ პერიოდად ითვლება.
სინოპტიკოსების შეფასებით, ამ თვეში ქვეყნის უმეტეს ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, მზიანი დღეები და პერიოდულად ხანმოკლე არამდგრადობა.
პროგნოზის მიხედვით, ივლისის პირველივე კვირიდან სიცხე უკვე სრულად იკიდებს ფეხს. მოსალოდნელია თბილი და მზიანი ამინდი ქვეყნის უმეტეს ნაწილში.
ივლისის პირველ კვირაში ჰაერის ტემპერატურა დღისით საშუალოდ +29…+32°C-მდე აიწევს. მზის აქტივობა მაღალი იქნება, რაც გაზრდის ულტრაიისფერი გამოსხივების დონეს.
11–20 ივლისის პერიოდი, როგორც წესი, ყველაზე ცხელი მონაკვეთია. ამ დღეებში ტემპერატურა ხშირად +32…+35°C-ს მიაღწევს. შესაძლებელია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს სიცხის ტალღები. განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა სიცხე დედაქალაქში, სადაც ურბანული გარემო დამატებით აძლიერებს მაღალი ტემპერატურის ეფექტს.
სპეციალისტების ცნობით, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე ატმოსფერული არამდგრადობა – წვიმა და ელჭექი, თუმცა ეს დიდად არ შეცვლის ზოგად ცხელი ამინდის ფონს.
საერთო ჯამში, ივლისი საქართველოში მოსალოდნელია იყოს ცხელი, უმეტესად მზიანი და შედარებით მშრალი ამინდით, მაღალი ტემპერატურული ფონის ფონზე.