ეზოტერიკოსი გოგა მანია ივლისის ფინანსურად წარმატებულ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს.
ესენია: მშვილდოსანი, ვერძი, ლომი და კირჩხიბი.
ვრცლად ↓

ეზოტერიკოსი გოგა მანია ივლისის ფინანსურად წარმატებულ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს.
ესენია: მშვილდოსანი, ვერძი, ლომი და კირჩხიბი.
ვრცლად ↓

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„30 ივნისის მარწყვის მთვარეა
სახელწოდება „მარწყვის მთვარე“ მომდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხებისგან (ინდიელებისგან). ეს სახელი აღნიშნავდა დროს, როდესაც ზაფხულის დასაწყისში ველური მარწყვი მწიფდებოდა. ეს არის ხვავის, მადლიერებისა და ბუნების ტკბილი საჩუქრების სიხარულის მთვარე.
მარწყვის მთვარე სინამდვილეში არ არის წითელი ან ვარდისფერი ფერის. სახელი მოდის ველური მარწყვის დამწიფებიდან და არა მთვარის შეფერილობიდან.
მარწყვის მთვარე არის მიკრომთვარე (Micromoon). ეს ნიშნავს, რომ ის დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფ წერტილში (აპოგეაში) იმყოფება. ამის გამო, ის ჩვეულებრივ სავსე მთვარეზე ოდნავ პატარა და ნაკლებად კაშკაშა გამოჩნდება.
სავსემთვარეობის რიტუალი
თუ ფიქრობდით, რომ (სან-ხუანის) ენერგეტიკული პორტალი უკვე დაიხურა, ბევრი ეზოთერული ტრადიციის მიხედვით, ეს ასე არ არის.
ითვლება, რომ ცეცხლი განწმენდს, ხოლო სავსე მთვარე ახალ ენერგიას, კურთხევასა და განახლებას ატარებს. სწორედ ამიტომ, ეს სავსემთვარეობა ბევრისთვის მადლიერების, ძველის დასრულებისა და ახალი სურვილების ჩაფიქრების განსაკუთრებულ დროდ მიიჩნევა.
საქართველოში მარწყვის სავსემთვარეობის პიკური მომენტი 2026 წლის 30 ივნისს, 03:57 საათზე (თბილისის დროით) დადგება. სწორედ ამ დროს, ან მის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში, რიტუალის შესრულება ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევა.
რიტუალი
აანთეთ სანთელი (ან თუ შესაძლებელია, იყავით ცეცხლთან), რამდენიმე წამით შეხედეთ მთვარეს, გაშალეთ ორივე ხელისგული, თითქოს მის სინათლეს იღებთ და სამჯერ წარმოთქვით:
„განწმენდის წმინდა ცეცხლო,
კურთხევის მანათობელო მთვარევ,
რაც ძველია, სიყვარულით დასრულდეს,
რაც ახალია, სიხარულით შემოვიდეს.
დაე, ჩემი გზა გაიხსნას
იღბლის, სიუხვის, სიმშვიდისა და კეთილდღეობისკენ.
ასე იყოს. ასე იყოს. ასე იყოს.“
შელოცვის წარმოთქმისას წარმოიდგინეთ, როგორ ტოვებს თქვენს ცხოვრებას ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ და როგორ ივსებით ახალი შესაძლებლობებით, სიუხვით, იღბლითა და ბედნიერებით.
დაე, ეს სავსემთვარეობა გახდეს თქვენი ცხოვრების ახალი, ნათელი და წარმატებული ეტაპის დასაწყისი.
ისევე, როგორც მარწყვი მწიფდება, ასევე მწიფდება ჩვენი ოცნებები, მიზნები და გულები”,- წერს იოსელიანი.

ვერძი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღე.
კურო
ყურადღება ფინანსებს და ყოველდღიურ საქმეებს მიაქციე. ზედმეტ ხარჯებს მოერიდე.
ტყუპები
კომუნიკაცია წარმატებას მოგიტანს. საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი.
კირჩხიბი
საკუთარ ემოციებს მეტი დრო დაუთმე. დასვენება ენერგიას შეგმატებს.
ლომი
იდეების წარმოსაჩენად ხელსაყრელი დღეა. თავდაჯერებულობა შედეგს მოგიტანს.
ქალწული
გეგმების დალაგება და მნიშვნელოვანი საკითხების დასრულება გაგიადვილდება.
სასწორი
ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.
მორიელი
მოთმინება საუკეთესო მოკავშირე იქნება. ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.
მშვილდოსანი
ახალი შესაძლებლობა შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს. იყავი გახსნილი ცვლილებების მიმართ.
თხის რქა
შრომა და პასუხისმგებლობა დაფასდება. საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახე.
მერწყული
შემოქმედებითი იდეები წარმატებას მოგიტანს. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება.
თევზები
ინტუიციას ენდე, მაგრამ გადაწყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით მიიღე. დღე მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი პატარა შვილიშვილი ილიკო სააკაშვილი ახსენა.
როგორც ირკვევა, შვილი მის ვაჟს ედუარდს რამდენიმე თვის წინ შეეძინა.
ედუარდ სააკაშვილი დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტია. იგი ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს და იქ აგრძელებს თავის წარმატებულ პროფესიულ მოღვაწეობას. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა – მადინა მელაა. წყვილი მედიისგან და საზოგადოებისგან დისტანციურად ცხოვრობს. ისინი თითქმის არ ჩნდებიან არსად, საიდანაც შეიძლება პრესის ფურცლებზე მოხვდნენ.
AMBEBI.GE მიხეილ სააკაშვილის მამას ნიკოლოზ სააკაშვილს ესაუბრა, ვისთვისაც ილიკო პირველი შვილთაშვილია:
„ძალიან გამახარა პატარას მოვლინებამ, ედუარდის შვილია ილიკო, ნეიტრალური სახელი ჰქვია, კონკრეტულად არავისი. დეტალებს მე ვერ გეტყვით, სანდრა იყო წასული მაგ დროს ჰოლანდიაში (იქ დაიბადა ილიკო) და მას შეეხმიანეთ. კი ველაპარაკები მათ ტელეფონით, მაგრამ ახლა სხვა რაღაცებზე ვარ გადართული, ვიავადმყოფე ძალიან, ახალი გამოსული ვარ საავადმყოფოდან, გუშინ კიდევ, 82 წლის გავხდი. პირველი შვილთაშვილია ჩემთვის და უდიდესი სიხარული და ბედნიერება“. – ამბობს ნიკოლოს სააკაშვილი.
სრულად იხილეთ AMBEBI.GE -ზე

ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, ილია თოფურიას 180-დღით (6-თვით) ეკრძალება ოქტაგონზე დაბრუნება, სანამ მას თვალის არეში დაზიანებების გამო ყბა-სახის ქირურგი , ოფიციალურად არ გასცემს ნებართვას.,
როგორც ადრე დავწერე სტატუსში, მას ორივე თვალის ორბიტალური ძვლის მცირე მოტეხილობა აქვს (უფრო მეტად მარჯვენა თვალზე) და გატეხილი აქვს ცხვირი.
საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა და იგი მკურნალობასა და რეაბილიტაციას სახლში გადის. სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
ექიმების გაცემული 180-დღიანი შეზღუდვის გამო, „ელ მატადორი“ ოქტაგონს 2026 წელს სავარაუდოდ ვეღარ დაუბრუნდება და სრულ გამოჯანმრთელებაზე იქნება ფოკუსირებული.
გარდა ამისა, თავად ჯასტინ გეიჯიმ დაადასტურა, რომ ის 2026 წელს ბრძოლას აღარ აპირებს.

საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელსაც პარაშუტისტები გადაჰყავდა, თერთმეტი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად პილოტი და 10 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ხუთი სტუდენტი და ხუთი ინსტრუქტორი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელსაც პარაშუტისტების სკოლა იყენებდა, ნენსი-ესის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კატასტროფის დროს აეროდრომზე დაღუპულთა ნათესავები იმყოფებოდნენ.

29 ივნისი – ორშაბათი
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +16, +21°.

მარო და მიხო შეთანხმდებიან, რომ როდესაც სექსი მოგვინდება ზრდილობიან ვუთხრათ ერთმანეთს ამის შესახებო და მოიგონეს კოდური სიტყვა “მანქაზე დაბეჭდვა”. მოკლედ, ერთ დილასაც გასძახა მიხომ მაროს:
-მარო მოდი ერთი საბეჭდ მანქანაზე დავბეჭდოთო.
მარომ:
– აი სარეცხს გავფენ და ამოვალო.
შუადღე მოვიდა და მარო არ ჩანს. გადასძახა მიხომ:
– მოდი ერთი დავბეჭდოთო.
-აი ბოსტანს გავთოხნი და მოვდივარო.
მოსაღამოვდა და მარო არ გამოჩნდა. გადასძახა ისევ მიხომ:
– აი სადილს გავამზადებ და ამოვალო უპასუხა მარომ.
დაღამდა და ავიდა მარო. მიხო წევს უკვე იძინებს და მარომ უთხრა:
-მოდი მიხო დავბეჭდოთ მანქანაზეო.
-აღარ მინდა უკვე, ხელით გადავწერეო – უპასუხა მიხომ : )


2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
„2026 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების – 2 836 ლარი იყო.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 234.7 ლარი (9.0%).
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2026 წლის 1-ელ კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით (7.7%) და 2 335.9 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 632.7 ლარი, გაიზარდა 6.8%-ით)
2026 წლის 1-ელ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით (11.2%) გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს,“ – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.