Category: Uncategorized

  • 🔻 კასპში ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი ემსხვერპლა – ცნობილია მისი ვინაობა

    კას­პში მომ­ხდარ ავა­რი­ას მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი, კა­ლათ­ბურ­თე­ლი შაკო კავ­თი­აშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მან­ქა­ნა ბოძს შე­ე­ჯა­ხა რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა და მისი მე­გო­ბა­რი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

    და­შა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი, ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

    რო­გორც შაკო კავ­თი­აშ­ვი­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი წერს, მან ბოლო გა­მოც­და ის­ტო­რი­ა­ში გუ­შინ ჩა­ა­ბა­რა.

    “ჩვე­ნო ოქ­როს ბიჭო მოს­წავ­ლის და­კარ­გვის ტკი­ვი­ლი, არც ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა არ უნდა გა­მო­ცა­დოს… გუ­შინ, ბოლო გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა ის­ტო­რი­ა­ში და გა­და­ვი­და მე­თორ­მე­ტე კლას­ში…ძა­ლი­ან მწა­რე, ტკი­ვი­ლი­ა­ნი სას­წავ­ლო წლის და­სას­რუ­ლი…სუ­ლის კი­ვი­ლი, ეს გვჭირს ახლა…“ -წერს ნინო ნი­პა­რიშ­ვი­ლი. განაგრძეთ კითხვა…

  •  ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა | ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი

     ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა | ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი

    🔻 კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა | ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი

    🔻 როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

  • მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

    მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

    საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

    2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

    2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.

  • რით არის საშიში 2026 წლის ივლისი? – ინდოელი წინასწარმეტყველი ბიჭის სკანდალური პროგნოზი

    რით არის საშიში 2026 წლის ივლისი? – ინდოელი წინასწარმეტყველი ბიჭის სკანდალური პროგნოზი

    ინ­დო­ე­ლი ნა­თელ­მხილ­ვე­ლი აბი­გია ანან­დი, რომ­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბიც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სი­ზუს­ტით სრულ­დე­ბა (მან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­აც კი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა), 2026 წლის­თვის ახალ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით, წინ გვე­ლო­დე­ბა “ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის” წელი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა.
    რა­ტომ არის 2026 წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, 2026 წელი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კარ­მუ­ლი ციკ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას მო­ას­წა­ვებს. ანან­დი გან­მარ­ტავს, რომ სამ­ყა­რო შე­ვი­და ფა­ზა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ ხდე­ბა. ეს გა­მო­იწ­ვევს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­წყო­ბას, მეც­ნი­ე­რულ გარ­ღვე­ვებ­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლას.
    პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, მარ­სის აქ­ტი­ვა­ცია და სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა გა­მო­იწ­ვევს ძვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სის რღვე­ვას, რაც შე­საძ­ლოა სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლის ზრდი­თა და იდე­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გამ­წვა­ვე­ბით გა­მო­ი­ხა­ტოს.
    კრი­ტი­კუ­ლი თა­რი­ღე­ბი: აპ­რი­ლი და ივ­ლი­სი
    აბი­გია ანან­დი ორ კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდს გა­მო­ყოფს, რო­დე­საც მსოფ­ლიო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გე­ბა:

    • 2026 წლის აპ­რი­ლი : მარ­სის აქ­ტი­ვა­ცი­ი­სა და პლა­ნე­ტა­რუ­ლი შე­ჯა­ხე­ბე­ბის გამო, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის პიკი და გლო­ბა­ლუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა. ანან­დი გვირ­ჩევს, ამ დროს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ.
    • 2026 წლის ივ­ლი­სის ბოლო: ამ პე­რი­ოდ­ში მარსს “რაჰუ” უერ­თდე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს ქცე­ვის მო­დე­ლებ­ში, გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბულ ქა­ოს­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას.

    საფრ­თხის ზო­ნე­ბი და პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი
    წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი რამ­დე­ნი­მე რისკ-ზო­ნას ასა­ხე­ლებს: ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი, კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი და ფი­ლი­პი­ნე­ბი. მისი თქმით, ამ რე­გი­ო­ნებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გლო­ბა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა.
    თუმ­ცა, 2026 წელი მხო­ლოდ საფრ­თხე­ებს არ მო­ი­ტანს. ანან­დი ხე­დავს დიდ პროგ­რესს:

    1. მე­დი­ცი­ნა : გარ­ღვე­ვა დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დახ­მა­რე­ბით.
    2. მეც­ნი­ე­რე­ბა: სე­რი­ო­ზუ­ლი წინსვლა მა­თე­მა­ტი­კა­ში, ფი­ზი­კა­სა და კოს­მო­სის კვლე­ვა­ში.
    3. პო­ლი­ტი­კა: ნო­ემ­ბერ­ში სა­ტურ­ნის დო­მი­ნი­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის ეს­კა­ლა­ცია შე­ა­ჩე­როს.

    “ჩემი პროგ­ნო­ზე­ბი ხალ­ხის და­სა­ში­ნებ­ლად კი არა, მათ მო­სამ­ზა­დებ­ლად არ­სე­ბობს. თუ წი­ნას­წარ გვე­ცო­დი­ნე­ბა საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შოკი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა და უფრო გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ვი­ღებთ,” – ამ­ბობს აბი­გია ანან­დი.

  • ვრცელდება სკანდალური ვიდეო – “-პატრულმა რომ გაგაჩეროს რას ეტყვი? – დედაჩემი მთვრალია და წინ და უკან დავატარებ-მეთქი”

    ვრცელდება სკანდალური ვიდეო – “-პატრულმა რომ გაგაჩეროს რას ეტყვი? – დედაჩემი მთვრალია და წინ და უკან დავატარებ-მეთქი”

    ვრცელდება სკანდალური ვიდეო – “-პატრულმა რომ გაგაჩეროს რას ეტყვი? – დედაჩემი მთვრალია და წინ და უკან დავატარებ-მეთქი”

  • ეკატერინე ივანიშვილი ეკა კუპატაძის მიმართვას პასუხობს

    ეკატერინე ივანიშვილი ეკა კუპატაძის მიმართვას პასუხობს

     

    „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს. „ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია. რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს,“ – ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის მიმართვაში.

    ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და მის მეუღლეს ეკატერინა ივანიშვილს მიმართა, მის გვერდით, როგორც შვილმკვდარი დედის გვერდით დამდგარიყო.

    „ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ, დღეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს.

    ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“, – მიმართა ეკა კუპატაძემ.

  • „ბავშვს არ ატანდნენ, ჩვენ დავასაფლავებთო…“ – „კაბუს“ ყოფილი მეუღლე ეჭვობს, რომ მათი შვილი, რომელიც სამშობიაროში გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალია

    „ბავშვს არ ატანდნენ, ჩვენ დავასაფლავებთო…“ – „კაბუს“ ყოფილი მეუღლე ეჭვობს, რომ მათი შვილი, რომელიც სამშობიაროში გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალია

    ჰიპ-ჰოპ არტისტისა და მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს ყოფილი მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს წლების წინ მომხდარ ინციდენტზე და გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა, მათი შვილი სამშობიაროდან გააშვილეს, მათ კი უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა.

    „ვიმშობიარე 1998 წელს 16 დეკემბერს, გაჩნდა მარიამი – გოგო. ორსულობაც იყო ჩვეულებრივად, ნორმალურად მიმდინარეობდა ყველაფერი. მშობიარობაც ნორმალურად. გაჩნდა, მომილოცეს, რომ გამიჩნდა უჯანმრთელესი შვილი. გადამიყვანეს პალატაში, ვაჭამე. ექვსი საათი მე მყავდა ბავშვი და პერიოდულად შემოდიოდა ექთანი. „გავიყვანთ, უნდა დაისვენო“. 17 წლის ვიყავი. გაიყვანეს ბავშვი, შენ დაისვენეო.

    წინათგრძნობა მქონდა სასწაული, ბოლო პერიოდი მქონდა საოცარი შიში, ოღონდ რის მეშინოდა, მე თვითონ არ ვიცოდი და რაღაცნაირად მინდოდა, რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო. გავედი, რომ შევხედე ოთახში, ბლოკში, სადაც ბავშვები იყვნენ, ვხედავ, რომ ჩემი შვილი აღარ არის იქ, სადაც აწერია გვარი, იქ აღარ წევს. დავიწყე კითხვა, რომ ბავშვი სად არის მეთქი. არავინ იყო. გამოვიდა პედიატრი და მეუბნება ტექსტს, რომ შენს შვილს გაუჭირდა მუცლიდან გამოსვლა და გადავიყვანეთ ბაროკამერაში, სადაც დედის ჟანგბადს ისუნთქებს რაღაც პერიოდი. იქ არ შემიშვეს.

    გამოვიდა პედიატრი, დამამშვიდა, არაფერიო სერიოზული პრობლემა არ არის, ნუ გეშინიაო და დამიწყო გამოკითხვა. მთელი გენეტიკა გამოიკითხა, ვის რა პრობლემა ჰქონდა. და არავის არაფერი პრობლემა არ გვქონია, ვიყავით ჯანმრთელები. ანუ გაიგეს ეს ყველაფერი და დააზუსტეს. კარგიო, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო და დამიდეს რაღაც ფურცლები, რაც დღემდე არ მასვენებს.

    რაღაცებზე მაქვს ხელი მოწერილი ისე, რომ არც წამიკითხავს, იმიტომ, რომ ვიჯექი ვტიროდი, რაღაც ბავშვურად ეს ჩემი ემოციები იყო და მომაწერინეს რაღაცაზე ხელი. ვერ ვისვენებდი, გამოვდიოდი, მივდიოდი, გამოვდიოდი, მივდიოდი და ამ ნერვიულობის ფონზე და რომ დაინახეს, რომ ძალიან ემოციებში ვიყავი, ერთ-ერთი ექიმი მოდის და მეუბნება ტექსტს, რომელიც ცხოვრებაში არ დამავიწყდება: „კაი, რა გატირებს, პატარა ხარ, კიდე მილიონ ბავშვს გააჩენო. ნუ, ეს ჩვეულებრივი ტექსტი, მათი სტანდარტული, დამამშვიდებელი. აი მანდ ჩავიკეცე, იმიტომ, რომ მივხვდი, რაღაც ხდებოდა. შემოდის ექთანი, მიკეთებს ნემსს, დამამშვიდებელს გაგიკეთებო, გავითიშე, მთელი ღამე მეძინა. დილით რომ გავიღვიძე, უკვე ამბები დამხვდა, მაგრამ მე მაინც არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილი იყო, ვითომ გარდაცვლილი.

    დილით დაურეკეს დედაჩემს და კახას. უკვე ემზადებოდნენ ისინიც ჩამოსასვლელად, პამპერსები, რაღაცები უნდა ჩამოეტანათ და ეუბნება ექიმი, რომ ბავშვი დამძიმდა, სასწრაფოდ ჩამოდითო. ოღონდ, რომ ჩავიდნენ, ათი წუთიც არ უნდოდა ჩემი სახლიდან ჩაჩავამდე ჩასვლას, ეუბნებიან, რომ დაგირეკეთ, უკვე ბავშვი გარდაცვლილი იყო და ვერ გითხარითო.

    სახელიც დავარქვი, მერე საბუთებში აღმოჩნდა რომ შეუცვალეს სახელი1, ჩემმა მეუღლემ გაიგიჟა თავი და გამოატანეს. მაგრამ როგორც ჩანს სხვა ბავშვი იყო. იმიტომ რომ ჩემი შვილი იყო შავგვრემანი და გარდაცვლილი ბავშვი იყო თეთრი და ქერა. ოღონდ ეს გაიგეთ მერე.

    დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე ნათესავებთან მოკითხვა ვინ ნახა ბავშვი მეთქი, ზუსტად ვიცოდი რომ ის ბავშვი არ არის ჩემი შვილი. პირველი დღიდან ვიცოდი, მერე გვეძახდნენ, რომ თქვენ ანუ ილუზიებში ხართო ორივე.

    ოთხი წელი არ იძებნებოდა დაბადების მოწმობა, შემდეგ გამოჩნდა ოღონდ მე დავარქვი მარიამი, იქ არის გატარებული ელენეთი. ჩაჩავაშიც ელენეთი არის გატარებული. თვითონ იყო შოკში ეს ბიჭი, ვაიმე ცოცხალიაო, იმიტომ რომ გარდაცვალება არ არისო და უცბად მიყურებს და არააო, ასე აწერია რომ მოკვდაო, კუთხეში ხელით მიჯღაბნილი მოკვდა.

    ჩაჩავაში ჯერ მითხრეს, რომ ყველანაირი საბუთი დამწვარიაო და მერე აღმოჩნდა რომ არ იყო დამწვარი. იქ წერია, რომ ფილტვი არ გაეხსნა და ტვინში გაჟონვა იყო გარდაცვალების მიზეზი. ფილტვი არ გაიხსნა ექვსი საათის მერე?!

    ბოლო წლები უკვე დავხურე ეგ თემა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი რაღაც პერიოდი და ვცდილობ, რომ აღარ ვილაპარაკო მაგ თემაზე. მოლოდინი გვაქვს, გვაქვს და იმედი არის მაინც ცოტა მაგრამ რა ვიცი. ყველაზე მეტად მაგის მეშინია, რომ იმ ჩემმა შვილმა სადღაც რომ გაიგოს, აყვანილია, იქ ჩემი ხელმოწერა არის, შეიძლება რომ მე გავაშვილო? შეიძლება არ დაიწყოს ძებნა ,ყველაზე მეტად რისიც მეშინია“,  – ამბობს ანუკა გიორგელაშვილი.

    ნახეთ სრული გადაცემა ↓

  • 10 წლის ბიჭმა იარაღით 7 თვის ბავშვი მოკლა

    10 წლის ბიჭმა იარაღით 7 თვის ბავშვი მოკლა

    აშშ-ში, მისურის შტატში, 10 წლის ბიჭს 7 თვის გოგონას მკვლელობისთვის პირველი ხარისხის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ People-ი სენტ-ლუისის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

    სასიკვდილო გასროლა 26 ივნისს, ნორთ ბროდვეიზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. გამოძიების თანახმად, ტრაგედია რამდენიმე წუთში განვითარდა: მოზარდმა იარაღი ლეიბის ქვეშ იპოვა. ბავშვის ხელით გასროლილი ტყვია ჩვილი ბავშვისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და პირდაპირ თავში მოხვდა.

    გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ბიჭის მამასაც მეორე ხარისხის მკვლელობასა და ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ბრალდებებში წაუყენეს ბრალი.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭმა მკვლელობის შტატის რეკორდი მოხსნა – მისი ასაკის ბავშვისთვის  არასდროს წაუყენებით ბრალი მკვლელობაში.

  • სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება 😱

    სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება 😱

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.