Category: Uncategorized

  • სიახლე, რომელიც სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან იქნება

    სიახლე, რომელიც სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან იქნება

    2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივიბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა.

    დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8 კლასისა, ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.

    ამასთან, დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება.

    კიდევ ერთი სიახლე შეეხება მე-10 კლასში ისტორიის სწავლებას, დაგეგმილი ცვლილებით, მსოფლიო ისტორიის სწავლება ამოღებულია ისტორიის საგნიდან და მე- 10 კლასიდან შეისწავლება მხოლოდ საქართველოს ისტორია.

  • პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    აქტიური და პროდუქტიული დღეა. შესაძლოა, სამსახურში ან პირად საქმეში საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებ.

    კურო
    დღე ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და სამომავლო გეგმების გადასახედად.

    ტყუპები
    კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარე იქნება. ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი საუბარი სასარგებლო შედეგს მოგიტანს.

    კირჩხიბი
    საკუთარ ემოციებს მოუსმინე და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღო. დასვენება და ენერგიის აღდგენა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ლომი
    შენი სეზონია და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად და საკუთარი იდეების წარმოსაჩენად.

    ქალწული
    შესაძლოა, განმარტოების სურვილი გაგიჩნდეს. კარგი დროა დაგეგმვისა და დიდი ხნის გადადებული საქმეების დასასრულებლად.

    სასწორი
    მეგობრებთან ან კოლეგებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება. გუნდური მუშაობა საუკეთესო შედეგს მოგიტანს.

    მორიელი
    კარიერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლე არ არის გამორიცხული. თავდაჯერებულობა და მოთმინება სასურველ შედეგამდე მიგიყვანს.

    მშვილდოსანი
    კარგი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი გამოცდილების მისაღებად. იყავი გახსნილი ახალი შესაძლებლობების მიმართ.

    თხის რქა
    ფინანსურ და პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხს მოაგვარებს. მოერიდე ზედმეტ რისკს.

    მერწყული
    ურთიერთობები დღის მთავარი თემა იქნება. პარტნიორთან ან ახლობელ ადამიანთან გულწრფელი დიალოგი დადებით შედეგს მოგიტანს.

    თევზებიყურადღება მიაქციე ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ რუტინას. მცირე ცვლილებებიც კი დადებითად აისახება შენს განწყობასა და ენერგიაზე.

  • ვერ წარმოიდგენთ რას ამბობს მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანზე?

    ვერ წარმოიდგენთ რას ამბობს მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანზე?

    „მე გამოვიკვლიე და დავადგინე, რომ ნატა ვიბლიანმა იმშობიარა მაშინ, როდესაც ის უკვე იყო სრულწლოვანი და არა 14 წლის…“ – ამის შესახებ ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გადაცემაში „VERSUS“ ირინა ტორონჯაძესთან ერთად ისაუბრა.

  • “ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე… შვი­ლი აღარ მყავს” – უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლი ქარ­თველი სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო

    “ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე… შვი­ლი აღარ მყავს” – უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლი ქარ­თველი სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო

    “ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე… შვი­ლი აღარ მყავს” -ეს სი­ტყვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თველ სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო.

    სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვე­ტე­რანს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში თით­ქმის ყვე­ლა ომის მო­ნა­წი­ლეს, 26 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლანა ლა­ტა­რია, გარ­და­ეც­ვა­ლა.უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლანა ლა­ტა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ის სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალი ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. ლანა ლა­ტა­რი­ას ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

    რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ზაალ ლა­ტა­რია ტრა­გე­დი­ის დროს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დი­ო­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მან ნა­თე­სა­ვე­ბის­გან შე­ი­ტყო.

    უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და ზაალ ლა­ტა­რი­ას თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დე­ბენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, სამ­ხედ­რო შვი­ლის და­საკ­რძა­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა და იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ მას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თი­სას არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ შე­ექ­მნე­ბა. განაგრძეთ კითხვა

  • 🛑😱😱 სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა: 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს დახმარებას

    🛑😱😱 სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა: 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს დახმარებას

    თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს .

    პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

    ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:

    ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
    ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
    გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
    როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

    თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

    კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

    რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?
    მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი Пожалуйста, обратите внимание:

    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)
    ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი
    როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველ-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ოჯახმა, თუ არ აქვს, “თიბისი ბანკის” ბარათი, დაამზადოს, რომ კუთვნილი თანხა ჩაერიცხოს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ.

    დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას, ცხელ ხაზზე: 032 272 22 22

  • ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია – რას ამბობს მოძღვარი

    ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია – რას ამბობს მოძღვარი

    ნათლობასთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა ჩნდება – ვის შეუძლია და ვის არა ბავშვის მონათვლა. მაგალითად, შესაძლებელია, რომ ბავშვის ნათლია დეიდა, მამიდა, ანდაც ბიცოლა იყოს.

    აი, რას ამბობს მოძღვარი:

    „ერთადერთი, ვისაც არ შეუძლია, ეს არიან მშობლები. დანარჩენი, ხორციელი ნათესავიც რომ იყოს, შეუძლია ბავშვის მონათვლა.“

  • ⭕ არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა

    ⭕ არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • შენი უკანასკნელი ცეკვაა.. ვრცელდება ქართველი მებრძოლის გარდაცვლილი შვილის უკანასკნელი ცეკვის ვიდეო.

    შენი უკანასკნელი ცეკვაა.. ვრცელდება ქართველი მებრძოლის გარდაცვლილი შვილის უკანასკნელი ცეკვის ვიდეო.

    ზუგდიდი 26 წლის ლანა ლატარიას გლოვობს.

    სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ახალგაზრდა ქალს ორი შვილი დარჩა.

    „ჩემო სიყვარულო, ეს შენი უკანასკნელი ცეკვაა, გული გამიგლიჯე…“.

    „ჩემო ლამაზო და უსაყვარლესო გოგო, რანაირად უნდა შევეგუო უშენობას?“, – წერენ ახლობლები მის მიერ გამოქვეყნებულ ცეკვის ვიდეოზე.

  • აგვისტოს 5 ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი და ფერი, რომელიც წარმატებას მოიზიდავს – გოგა მანიას პროგნოზი

    აგვისტოს 5 ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი და ფერი, რომელიც წარმატებას მოიზიდავს – გოგა მანიას პროგნოზი

    ეზოთერიკოსი გოგა მანია აგვისტოს თვის 5 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს.

    მისი თქმით, ამ ნიშნების წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ფინანსური წინსვლა და პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ელოდებათ.

    გოგა მანიას პროგნოზით, აგვისტოში განსაკუთრებული იღბალი ექნებათ:

    1. ლომი
    2. კირჩხიბი
    3. მორიელი
    4. მშვილდოსანი
    5. სასწორი

    ეზოთერიკოსის რეკომენდაციით, აგვისტოს განმავლობაში სასურველია თეთრი ფერის სამოსის ან აქსესუარის ტარება, რადგან, მისი თქმით, სწორედ თეთრი ფერი იზიდავს წარმატებასა და დადებით ენერგიას.

  • ქრისტინე იმედაძე გათხოვდა – ვინ არის მომღერლის რჩეული

    ქრისტინე იმედაძე გათხოვდა – ვინ არის მომღერლის რჩეული

    ქრისტინე იმედაძის ცხოვრებაში სიახლეა. „ზმნის“ ინფორმაციით, 42 წლის მომღერალი ცოლად გაჰყვა ნიკუშა დავითაიას.

    ნიკუშა ჟურნალისტ ნინო თოლორდავას გერია.

    ახლად დაქორწინებული წყვილი, ოჯახებთან ერთად, საფრანგეთში, სენ-ტროპეში ისვენებს.