Category: Uncategorized

  • წარმოუდგენელია! რა ხდება ამ წუთებში ქობულეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე? – ვრცელდება ვიდეოკადრები

    წარმოუდგენელია! რა ხდება ამ წუთებში ქობულეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე? – ვრცელდება ვიდეოკადრები

    “ქობულეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე საცობია” – ვიდეოს სოციალურ ქსელში მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

    25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

  • არ გადაღვაროთ ყავის ნალექი – ჩვენ მისი გამოყენების 15 საოცარ ხერხს გასწავლით

    არ გადაღვაროთ ყავის ნალექი – ჩვენ მისი გამოყენების 15 საოცარ ხერხს გასწავლით

    როგორც კი ყავის სმას მოვრჩებით, ნალექს, ბუნებრივია, ვღვრით. არადა, ამის გაკეთება არ ღირს – ყავას საოცრებების მოხდენა შეუძლია. ყავის ნალექი ოჯახში ნამდვილი განძი ყოფილა. ეს ხერხები ამას ადასტურებს.

    1. ცხიმიანი თმის რეცეპტი

    თუ თქვენი თმა სწრაფად ხდება დასაბანი, თმაში ყავის ნალექი შეიზილეთ და დაიბანეთ. სიფაფუკეს და სისუფთავეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.

    2. ტანის სკრაბი

    ყავა ნებისმიერ ღრუბელზე უკეთ აცლის სხეულს კანის მკვდარ უჯრედებს.

    3. სახის სკრაბი

    ყავის სკრაბი სახეს კარგად წმენდს, თან შესანიშნავ გამაახალგაზრდავებელ მასაჟსაც აკეთებს.

    4. არავითარი მუქი წრეები

    თვალების გარშემო მუქი წრეები სწრაფად გაგიქრებათ, თუ ამ პრობლემურ უბანს ყავის ნალექით დაიზილავთ. კოფეინი დაღლილი კანის მატონიზირებელი საშუალებაა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

    5. ნიორი დამარცხებულია

    სადილის მომზადების შემდეგ ხელებზე ნივრისა და სხვა სანელებლების სუნი აღარ აგივათ, თუ მათზე ყავის ნალექს გადაივლებთ.

    6. აქრობს უსიამოვნო სუნს

    ფეხსაცმელებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად საკმარისია მათში ცოტა ხნით ყავის ნალექი მოათავსოთ, შემდეგ კი გადმოფერთხოთ.

    7. აქრობს ნაკაწრებს

    ყავით ამოავსეთ ავეჯზე ნაკაწრები. მათი კვალი შეუმჩნეველი გახდება.

    8. ჰაერის გამწმენდი

    ყავას ნებისმიერი უსიამოვნო სუნის შთანთქმა შეუძლია. გამოიყენეთ მისი ეს უნიკალური თვისება.

    9. ტაფებისა და ქვაბების სახეხი

    დაფქული ყავა გამოიყენეთ როგორც ჭურჭლის სახეხი
    საშუალება.

    10. ქსოვილების შესაღები

    თეთრი სამზარეულოს ტილოები, რომლებსაც რთულად ამოსაყვანი ლაქები აქვს, შეგიძლიათ მუქად – შეღებოთ ყავის ნალექში გამოხარშოთ.

    11. ძაღლებისთვის სასარგებლო

    თუ თქვენს ძაღლს რწყილები ჰყავს, შამპუნში ყავა გაურიეთ და ისე დაბანეთ.

    12. კატის საწინააღმდეგო

    თუ კატები თქვენს ეზოს თავდაყირა აყენებენ, მიწა ყავით მონამეთ – კატები ამ სუნს ვერ იტანენ.

    13. მცენარეებისთვის სასარგებლო

    ყავის ნალექი შესანიშნავი სასუქია ნებისმიერი მცენარისთვის.

    14. ბაღის ჯადოქარი

    არა მხოლოდ სასუქი – ნიადაგის ყავის ნალექის მორწყვით ყვავილის ფოთლებსაც შეეცვლებათ ფერი.

    15. ნატურალური პლასტილინი

    ყავით, ზღვის მარილით, ცხელი წყლით და ზეთით ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პლასტილინს დაამზადებთ ბავშვებისთვის.

  • სრული სიმართლე კარაქის შესახებ – საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!

    სრული სიმართლე კარაქის შესახებ – საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!

    გასული საუკუნის 2-იანი წლებიდან კარაქის პოპულარობამ საგრძნობლად იკლო. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნული პროდუქტი გულის არტერიების ათეროსკლეროზის გამომწვევად მიიჩნიეს.
    არადა, კარაქი უძველესი დროიდან ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროდუქტია ტიბეტის მაცხოვრებლებს შორის. მისი გამოყებების ყველაზე პოპულარული მეთოდია პროდუქტი, სახელწოდებით “tsocha”. მის შემადგენლობაში შედის იაკის რძისგან დამზადებული კარაქი, მწვანე ჩაი და მარილი. ამ სასმელს ტიბეტელები დღეში რამდენჯერმე სვამენ. რამდენადაც, ამ რეგიონის მაცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიოანობა მსოფლიოშია ცნობილი, კარაქის მიმართ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება მინიმუმ ეჭვქვეშ მაინც უნდა დადგეს.
    სინამდვილეში კარაქი ძალიან სასარგებლო და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტია.

    image

    1. იგი არის ვიტამინ А-ს ყველაზე ადვილად შთანთქმადი წყარო. ეს ვიტამინი ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლებისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
    2. კარაქის ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების – А, Е, Д, К-ს შეთვისებას. აქედან გამომდინარე, ბოსტნეული უფრო სასარგებლოა (და გემრიელიც!) თუ მათ კარაქთან ერთად მივირთმევთ.

    3. კარაქის გამოყენება არ იწვევს ჭარბწონიანობას. მისი ცხიმოვანი მჟავების შემადგენელი ქიმიური სტრუქტურა ისეთია, რომ შეწოვის შემდეგ ისინი გამოიყენება მხოლოდ ენერგიით უზრუნველყოფაზე, და არა ცხიმწარმოქმნაზე. კარაქის მიღების შემდეგ წარმოიქმნება დანაყრების შეგრძნება. აქედან გამომდინარე, მცირდება შიმშილის გრძნობა და, შესაბამისად, ზემეტი საკვების მიღება აღარ გვინდება.
    4. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რის გამოც აღნიშნული პროდუქტი კიბოსა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფს.
    5. არაპასტერიზებული ნაღების კარაქი შეიცავს ე.წ. შებოჭილობის საწინააღმდეგო ფაქტორს (Wulzen factor). ამ უკანასკნელს გააჩნია სამკურნალო მოქმედება ართრიტების, კატარაქტისა და არტერიის შემცირებული ელასტიურობის დროს.

    image

    6. კარაქი იოდის კარგი წყაროა. ამასთან, იოდი კარაქში არსებობს ყველაზე ადვილად შეთვისებადი ფორმით. სწორედ ის ფაქტი, რომ კარაქის პოპულარობა შემცირდა მარგარინის სასარგებლოდ, გახდა გასული საუკუნის დასაწყისში ჩიყვის ეპიდემიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
    7. კარაქი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას. ამცირებს დიარეისა და შებერილობის სიხშირეს.
    8. ვიტამინ К2-ის მაღალი შემცველობა ხელს უშლის კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითარებას.

    image

    9. კარაქის ცხიმოვანი მოლეკულები აგრილებს ქრონიკულ ანთებას და ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლის მეშვეობით ტოქსინების მოხვედრას.
    10. კარაქის საიდუმლო ინგრედიენტი – ეს არის ნივთიერება, სახელწოდებით ბიტურატი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდების) დონეს, ამაღლებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ საკმაოდ შთამბეჭდავი 300%-ით. კარაქის მოხმარება ამცირებს ინფარქტის შემთხვევებსაც.
    ცხადია, მომხმარებლის თვალში კარაქის რეპუტაციის შელახვა ხელსაყრელია იაფი მცენარეული ცხიმებისა და ტრანსცხიმების მწარმოებელთათვის, რომელთა მთავარი მიზანი საკუთარი პროდუქტის გაყიდვების გაზრდაა.

  • ეს პროდუქტები მეორე დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ!

    ეს პროდუქტები მეორე დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ!

    ბევრ თქვენგანს ალბათ არ უყვარს სამზარეულოში ტრიალი და მისგან თავის დასაღწევად დღეს იმდენ კერძს მოამზადებს, რომ ხვალაც დააპუროს ოჯახი. მსგავსი შემთხვევებია ასევე დღესასწაულების შემდეგ და ხდება ისე, რომ მეორე დღეს კიარა, რამოდენიმე დღე მივირთმევთ მორჩენილ სადილებს. ყველა სადილი, რომლებიც წინა დღეს მომზადდა, საშიში არაა, თუმცა განსაკუთრებით სამ პროდუქტს გამოარჩევენ, რომელთა მეორე დღეს მირთმევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

    image

    გთავაზობთ 3 პროდუქტს, რომელთა მეორე დღეს მირთმევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

    1. ბრინჯი. სურსათის სტანდარტების სააგენტოს თქმით უმი ბრინჯი საშიში ბაქტერიების სპორების მატარებელია და უმეტესი მათგანი ადუღების შედეგად იხოცება. მეორე დღის ბრინჯშიც ასევეა მავნე მიკრობები და სწორედ ისინი ხდება მიზეზი ღებინებისა და მუცლის ტკივილის- მისი მირთმევის შემთხვევაში. სპორების უმეტესი მათგანი 100 გრადუს ტემპერატურაზეც არ იხოცება. ასევე არასოდეს მიირთვათ ბრინჯის ფაფა მეორე დღეს, თუ ვეღარ ჭამთ შეინახეთ საყინულეში და გამოყენებამდე გაათბეთ.

    ასევე გახსოვდეთ, თუ მომზადებული ბრინჯი ოთახის ტემპერატურაზე 1 საათს მაინც თუ დააყოვნეთ, აღარ მიირთვათ.

    image

    2. მცენარეული ზეთი. ზეთი, რომელიც ერთხელ უკვე გამოიყენეთ და გადაღვრა დაგენანათ მორჩენის შემთხვევაში, თუ კი მეორედ გამოიყენებთ და მსგავსი შემთხვევა ხშირად მოხდება, გამოიწვევს გულ-სისიხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტსა და კიბოს.
    ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარეები (სიმინდი, მზესუმზირა, სოიო, ზეითუნი), რომლისგანაც ზეთი მზადდება, წარმოქმნიან ტოქსიკურ ნაერთებს- ცხიმოვან მჟავებს 4ჰიდროქსინ ტრანს და 2 ნონენალს.
    ამერიკის დიეტური ასოციაციის სპიკერმა Janie Maul-მა განგვიმარტა, რომ ერთზე მეტად გაცხელებული ზეთის ან მასში მომზადებული სადილის მირთმევა ნიშნავს, რომ ეწეოდეთ თამბაქოს.

    image

    3. ბოსტნეული. სურსათის უვნებლობის ცენტრის განცხადებით დაჭრილი ბოსტნეულის და სალათების მირთმევა უნდა მოხდეს მომზადებიდან 12 საათის მანძილზე თუ კი მას არაუმეტეს 4 გრადუს ტემპერატურაზე შეინახავთ. მეორე დღისთვის გამოყენება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, მას თუ საყინულეში იქონიებთ.
    ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ისპანახი, ჭარხალი და ნიახური დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს. ისინი უვნებელია, თუმცა ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს დაყოვნების შემთხვევაში ხდება ბაქტერიების კატალიზური ზრდა და წარმოიქმნება ნიტრატები, რომელთა მირთმევა იწვევს თავის ტკივილს, დაღლილობას, ქოშინს, კრუნჩხვებსა და სხვა დაავადებებს.

    image
  • 10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გემუქრებათ

    10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გემუქრებათ

    როგორც წესი კიბო (სიმსივნე) ადრეულ ეტაპზე სიმპტომებს არ ავლენს. სინამდვილეში, ყველა სახის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გვხვდება მხოლოდ განვითარების მოგვიანებით ეტაპზე, რაც ართულებს მკურნალობის ეფექტს და ზოგჯერ ფაქტობრივად შეუძლებელიც კია, რადგან კიბო სწორედ იმ ერთ–ერთ დაავადებათაგანია, რომელთა განკურნების გზები თუ წამალი დღემდე არ არსებობს მიუხედავად სწავლული ექიმების მრავალსაუკუნოვანი შრომისა და მცდელობისა.

    image

    საერთოდაც, რა არის სიმსივნე? (მათთვის, ვინც არ იცის)
    სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია) და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).

    კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების — მეტასტაზების გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი).
    სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად.

    სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გამცნოდ 10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება არსებობს, ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ მისგან გამოწვეულ ფატალურ შედეგს, რადგან პირველ და მე–2 სტადიას შველიან.

    1. კვანძები კანქვეშ. კიბოს განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი მიდამოებია ყელი, მკერდი, კუჭი, იღლია, საკვერცხე და სხვა რბილი ქსოვილები. ამ მიდამოებზე ხელით შეხების დროს თუ საეჭვო კვანძისმაგვარს ან სიმაგრეს შენიშნავთ, აუცილებლად უნდა მიმართოდ ექიმს. სანამ ის სიმსივნედ ფორმირდება, აბსოლიტური განკურნება შეგიძლიათ.

    image

    2. ნაწლავების მუშაობის ცვლილება. ნებისმიერი ცვლილება– სისხლის ფერი; ნაწლავების ტკივილი; განავალის მუქი ან ღია ფერი და ასევე დიარეა ან ყაბზობა “წითელ განგაშს” ნიშნავს, ამიტომ აუცილებლად მიმართედ ექიმს, რადგან მსგავსი ცვლილებები ხშირად მიზეზი ხდება კოლორექტალური კიბოსი.

    3. ყლაპვის პრობლემა ან მადის დაკარგვა. ჭამასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტის დროს აუცილებლად მიმართედ ექიმს, რადგან დარღვეული პროცესები ხელს უშლის თქვენს სხეულს ნუტრიენტების შეწოვაში.

    4. თეთრი ბუშტუკური ლაქები პირის ღრუში. თუ კი შეატყობთ ენაზე, ყელში და საერთოდ პირის ღრუში თეთრ ლაქებს ან ბუშტუკებს, სასწრაფოდ მიმართედ ექიმს, რადგან ის ერთ–ერთი სიმპტომია ყელის კიბოს განვითარების საკიხში.

    5. სისხლდენა. ნებისმიერი სისხლდენა (გარდა მენსტრუაციის) არის შეშფოთების მიზეზი. განსაკუთრებით საყურადღებოა საშვილოსნოდან ან მკერდის კერტიდან სისხლდენა.

    6. ხველა. თუ თქვენ არ გაქვთ სურდო, გრიპი და სხვა დაავადება, რასაც ხველა ახასიათებს, თუმცა გახველებთ, შეიძლება კიბოს საშიშროება იყოს, რომელიც ვითარდება ფილტვებში, საყლაპავ მილში, ყელში ან კუჭში.

    7. ჭრილობები, რომლებიც ვერ, ან ძნელად ხორცდება. თუ შეატყობთ თქვენს თავს მსგავს შემთხვევას, აუცილებლად მიმართედ ექიმს, რადგან კიბოს საშიშროების დროს დაქვეითებულია იმუნური სისტემა და ჭრილობების შეხორცების პროცესი შენელებულია.

    8. ხმის ცვლილება. ყელის ხორხის კიბო ხშირად ხდება მიზეზი ხმის ტემბრის ცვლილებისა.

    9. შარდვის ცვლილება. შარდვის პროცესის გაძნელება, ფერისა თუ სუნის ცვლილება აუცილებლად უნდა განიხილოდ ექიმთან.

    10. კანის ქავილი. როდესაც ორგანიზმი იწყებს კიბოს წინააღმდეგ შებრძოლებას, რეაგირებს სისხლის თეთრი უჯრედების საშუალებით, ამიტომ იმ ადგილებში, სადაც კიბო ვითარდება, სისხლის მიმოქცევა იზრდება, კანი კი თბება, მკვრივდება, წითლდება და ქავილს იწვევს.

    P.S. თუ რომელიმე სიმპტომი გახასიათებთ, ნუ მიეცემით პანიკას, უბრალოდ დროულად მიმართედ ექიმს. ჯანმრთელობას გისურვებთ.
    წყარო: intermedia. ge

  • დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

    დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

    დღეს ათასობით პროდუქტი არსებობს, რომლებიც ქიმიკატებით, კონსერვანტებით და საღებავებით არის დამუშავებული. ისინი ჩვენი ორგანიზმისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ასეთი რთული ნაერთების გადამუშავებას ვერ ვახერხებთ.ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ბევრი დრო, რომ გადაამუშაოს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა არაჯანსაღი საკვები, სოდიანი სასმელი და სასუსნავი.მაგ: როცა ჩვენ მივირთმევთ სალათას, ჩვენ მის გადამუშავებას მაქსიმუმ 2 საათში ვახერხებთ, მაშინ როცა ჰამბურგერი ჩვენს ორგანიზმში სამი დღე რჩება და ბოლოს და ბოლოს, რჩება ნარჩენები, რომელთაგან ბოლომდე გაწმენდა არ ხდება.
    ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა ყოველდღე არაჯანსაღ საკვებს მივირთმევთ, ან უფრო უარესი, დღეში რამდენჯერმე.დღეს რაღაც უფრო გავრცელებულ პროდუქტზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, არამედ სასიკვდილო უალკოჰოლო სასმელზე გიამბობთ.თქვენ მის მოხმარებას შეწყვეტთ, როცა ამ ინფორმაციას გაეცნობით.ყველამ იცის, რომ კოლა ძალიან მავნე პროდუქტია. ფართოდ ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში შაქარი 30 სუფრის კოვზის ექვივალენტია, რაც სერიოზული პრობლემაა მათთვის, ვინც ძალიან ბევრს სვამს. ორგანიზმში ძალიან ბევრი შაქარი და გლუკოზა შეიძლება ისეთი პრობლემების გამომწვევი იყოს, როგორიცაა: ჰიპერტენზია, სიმსუქნე, გულის უკმარისობა, ართრიტი, არტერიული ბლოკადა და მრავალი სხვა. რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა და მხედველობაში უნდა იქონიოთ.როცა ჩვენ კოლას ვსვამთ, შეიძლება განვიცადოთ შემდეგი ეფექტები:10 წუთის შემდეგ: თქვენ მთელი დღის აუცილებელ შაქრის დოზას მიიღებთ, რაც ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.20 წუთის შემდეგ: ღვიძლი შაქარს ცხიმად აქცევს.40 წუთის შემდეგ: გლუკოზა სისხლში ხვდება, რომელიც სისხლის არტერიულ წნევას ზრდის და თქვენი თვალის გუგა ფართოვდება.45 წუთის შემდეგ: თქვენ დოფამინის გამომუშავებას იწყებთ და თქვენი პულსი ჩქარდება.ამ ეფექტებზე ყურადღების გამახვილებით, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ამ სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარებით შეიძლება გულის უკმარისობა გამოვიწვიოთ, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი ნამდვილად არაა.სწორედ ამიტომ, ეს ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ, რომ ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს!

  • არასოდეს გადააგდოთ გაღვივებული ნიორი! – დაუჯერებელი თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის!

    არასოდეს გადააგდოთ გაღვივებული ნიორი! – დაუჯერებელი თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის!

    ბევრი ჩვენგანი გაღვივებულ ნიორს უბრალოდ აგდებს, რადგან თვლის, რომ ყველა სასარგებლო თვისება დაკარგული აქვს.

    მაგრამ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ნივრის ამონაყარი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და უფრო მეტად სასარგებლოც კი არის, ვიდრე ჩვეულებრივი.

    გაღვივებული ნივრის უპირატესობები

    ამაღლებს იმუნურ სისტემას

    იგი უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობას, ამაღლებს იმუნურ სისტემას, აფერხებს გაციებისა და ინფექციის განვითარების პროცესს.

    ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას

    ამოსული ნიორი ასევე შეიცავს ფიტოქიმიურ ნივთერებებს, რომლებიც ახდენს კანცეროგენების აქტივობის ინჰიბირებას. ასევე აძლიერებს ფერმეტების ფუნქციას და ხელს უშლის გულის შეტევასა და გულის დაავადებებს.

    ხელს უშლის ინსულტის ჩამოყალიბებას

    ნივრის გაჭრისას გამოიყოფა ალიცინი, რომელიც აფართოებს არტერიებს და აფერხებს სისხლის შედედებას. იგი მდიდარია ასევე ფიტოქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც აინჰიბირებს თრომბის წარმომქმნელი ქიმიური ნივთერებების აქტივობას და ამგვარად ახდებს ინსულტის პროფილაქტიკას.

    შველის საჭმლით მოწამვლის დროს

    გაღვივებულ ნოირში არსებული ანტიოქსიდანტები ებრძვის ვირუსებსა და სოკოვან დაავადებებს, შველის საჭმლით მოწამვლის დროს, ამშვიდებს კრუნჩხვებსა და დიარეას.

    ახდენს კიბოს პროფილაქტიკას

    აღნიშნული პროდუქტი მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და სხვა მკვებავი ნივთიერებებით, ამიტომ იგი ეფექტურად აფერხებს თავისუფალი რადიკალებისგან გამოწვეულ დაზიანებას.

    აღმოცენება ასტიმულირებს ფიტოქომიკატების წარმოქმნას, რომლებიც ორგანიზმს იცავს ავთვისებიანი უჯრედების განვითარებისგან და ხელს უშლის კანცეროგენების აქტივობას. ანტიოქსიდანტების მაღალი შეცველობაც ასევე ეხმარება აღნიშნული მომაკვდინებელი დაავადების პროფილქტიკას.
    ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას

    ნიორში არსებული ანტიოქსიდანტები ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს და ამით აფერხებს დაბერებისა და ნაოჭებბის წარმოქმნის პროცესს.

  • ექიმებმა გამოაქვეყნეს 10 პრეპარატის სახელი, რომელიც არაფერს არ კურნავს

    ექიმებმა გამოაქვეყნეს 10 პრეპარატის სახელი, რომელიც არაფერს არ კურნავს

    მოულოდნელი დაწყებული ტკივილები როცა გაუსაძლისი ხდება, ექიმთან წასვლისგან მაინც თავს ვიკავებთ და პირველი, რაც აზრად მოგვდის, ტელევიზორიდან რეკლამებში ნანახი პრეპარატებია. ვეგებით მარკეტინგულ ანკესზე და მივეშურებით აფთიაქში მათ შესაძენად და მიგვაჩნია, რომ სწორად ვიქცევით.

    რამდენს გამოგიყენებიათ შებერილობისა და მუცლის ტკივილის დროს მეზიმ–ფორტე? ვარიკოზული ვენების შემთხვევაში კი ტროქსევაზინის მალამო? ალბათ ბევრს, თუმცა არ დაფიქრებულხართ, საერთოდ გამოიღო თუ არა შედეგი მათით მკურნალობამ.

    ცრუ პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლის, ერთ–ერთი უცხოური ქვეყნის ფალსიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაკებმა გაგვიზიარეს ცრუ პრეპარატების ნუსხა, რომლებიც საერთოდ არაფერს კურნავს. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ უშედეგოდ გადაყრით ფულს და ამავდროულად, დააგვიანებთ მკურნალობას.

    10 პრეპარატი, რომლებიც არაფერს კურნავს!

    1. არბიდოლი.

    ფარმაკოლოგებმა საბჭოთა ეპოქაში გამოიგონეს ეს პრეპარატი, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ აღიარა მისი ეფექტურობა. პრეპარატის კლინიკური კვლევები ჩატარდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში და ჩინეთში. სავარაუდოდ, ანტივირუსული პრეპარატი იმუნომოდულატორულ ეფექტს წარმოადგენს. მისი დასახელებებია აგრეთვე: არპეთოლიდი, არპეფლუ, ორვიტოლ ნპ, არპეტოლი, იმუსტატი.

    2. პრობიოტიკები.

    უდანაშაულო მომხმარებლები ალბათ ფიქრობენ, რომ ყიდულობენ საჭირო ბაქტერიებს. ეს პრეპარატი სრულიად უსარგებლოა და ევროპის ქვეყნებში არც ერთი ექიმი არ უნიშნავს მას პაციენტებს.

    3. მეზიმ–ფორტე.

    ეს, ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული პრეპარატია. უბრალოდ, დამკვეთები ხელოვნურად, რეკლამის საშუალებით ახდენენ პროპაგანდას არასწორი კვებისა და რეჟიმის იდეას მიასაღონ უსარგებლო, ძვირად ღირებული პრეპარატები. ის არ კურნავს დიაბეტს, თიაქარს, პანკრეატიტსა და სხვა სერიოზულ დარღვევებს.

    4. კორვალოლი.

    ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება ფენობარბიტალია. ეს საშიში ბარბიტურატი გამოხატავს ნარკოტიკულ ეფექტს და არ არის ცნობილი, მის მუდმივ გამოყენებას შეუძლია თუ არა გამოიწვიოს სერიოზული ნევროლოგიური და შემეცნებითი დარღვევები. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ამ პრეპარატის იმპორტი აკრძალულია.

    5. ნოვო–პასიტი.

    ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის გაიფენეზინი. გაგიკვირდებათ და მას არანაირი დამამშვიდებელი ეფექტი არ გააჩნია. გაიფენეზინი ეხმარება სველ ხველას და ამოხველების პროცესს. ეს ნივთიერება არის ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების შემადგენლობაში. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნოვო–პასიტი არის ნამდვილი პლაცებო.

    6. ჰედელიქსი.

    პრეპარატი შესწავლილი იქნა აშშ–ს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში და ფარმაკოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მასში შემავალი აქტიური ნივთიერება ხველას საერთოდ არ შველის. ჰედელიქსის ყიდვას, სჯობს ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი მისცეთ ბვშვს.

    7. ტროქსევაზინი.

    ამ პრეპარატის ეფექტურობა დადასტურებულია მხოლოდ ორი რუსული კვლევით. დასავლელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მისი აქტიური ნივთიერება საერთოდ არ მოქმედებს სხეულზე.

    8. ჰომეოპათიური საშუალებები.

    (ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინის სისტემაა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი ფუძემდებელია გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი. „ჰომეოპათია“ იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით და „მსგავსების პრინციპით“, ანუ თავისი არსით ჰომეოპათია ეს არის ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ სტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს.

    ჰომეოპათია, როგორც ალტერნატივა მედიცინის დარგში, 200–ზე მეტი წელია არსებობს)

    ყველა ჰომეოპათიური პრეპარატი არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, ამიტომ უმჯობესია დაკავდეთ სპორტით და რაციონში ჩართოთ ჯანსაღი პროდუქტები, ვიდრე გადაყაროთ ფული შარლატანობაზე.

    9. გლიცინი.

    გლიცინი საერთოდ არ წარმოადგენს რაიმეს სამკურნალო პრეპარატს, ის ფართოდ გავრცელებული ამინომჟავაა. უბრალოდ, ბიოდანამატია, რომელიც არც გავნებს, თუმცა არაფერი სარგებელი არ აქვს. ზოგადად კი, მის ეფექტურობაზე დღემდე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა.

    10. ვალიდოლი.

    ეს პრეპარატი განიხილება როგორც ეფექტური და უკიდურესად საჭირო, თუმცა გავრცელებულია მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში. გულის სერიოზული პრობლემების დროს არ იყოთ მის იმედზე, რადგან მოსალოდნელი და გარდაუვალი ინფარქტის შემთხვევაში ყოველი წუთი ძვირფასია.

    შენიშვნა: რეკლამებში ნანახ, ახლობლების მიერ რჩეულ და თქვენი ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებს სანამ მიიღებთ, ჯობს კარგად გადაამოწმოთ მისი შემადგენლობა, ეფექტურობა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ. შესაძლოა თქვენზე ასაღებენ მორიგ პლაცებო–აბს.

  • ეს არ იცოდით – რატომ გახშირდა ახალგაზრდებში გულის შეტევით გარდაცვალება

    ეს არ იცოდით – რატომ გახშირდა ახალგაზრდებში გულის შეტევით გარდაცვალება

    ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 40 წლამდე ადამიანებში გულის შეტევით გარდაცვალილთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება.  – წერს dailymail

    გულის შეტევა გამოწვეულია სისხლის ნაკადის უეცარი დაკარგვით გულის ნაწილში, ჩვეულებრივ, კორონარული არტერიის ბლოკირების გამო.

    „გულის შეევით მოყვანილი პაციენტების რაოდენობა 10-დან 20 პროცენტამდე 40 წლამდეა“, – ამბობს დოქტორი მარტინ ლოუ, ლონდონის საავადმყოფოს კონსულტანტი კარდიოლოგი.

    „აშშ-ში მონაემები აჩვენებს, რომ გულის შეტევით ყოველი მეხუთე პაციენტი 40 წლამდეა“.

    დოქტორმა ჯო მილსმა, ლივერპულის გულისა და გულმკერდის საავადმყოფოს კარდიოლოგმა დაამატა: „ჩვენ ნამდვილად შევამჩნიეთ ტენდენცია, რომ 20 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებს აქვთ გულის შეტევა, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

    „ახლა, როგორც კარდიოლოგი, არც კი შეშფოთდები, როცა 30 წელს გადაცილებულ ადამიანს დაინახავ გულის შეტევით – ეს საკმაოდ ტიპური ხდება და საშინელებაა“.

    მაშ, რა იწვევს ახალგაზრდებში გულის შეტევების მატებას?

    მრავალი ფაქტორი არის დამნაშავე, მათ შორის არასწორი კვება და სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი, ძალიან გახშირებული მეორე ტიპის დიაბეტი (რაც ასოცირდება სქელ, წებოვან სისხლთან, რაც ზრდის სისხლის შედედების რისკს და, თავის მხრივ, გულის დაავადებას). მოწევა და ალკოჰოლი, ამბობს დოქტორი ლოუ.

    სიმსუქნე ხშირად იწვევს არტერიულ წნევას, რამაც შეიძლება დამატებითი დატვირთვა მოახდინოს არტერიებზე და გულზე, ხოლო ძილის აპნოემ (ღამით სუნთქვის დარღვევა, რომელიც იწვევს სუნთქვის დროებით შეჩერებას) ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება.

    კიდევ ერთი მთავარი მიზეზი არის სტრესი, როგორც დოქტორი ლოუ განმარტავს: „ჩვენ ყველა ჩვეულებრივ სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან გულისცემის ცვლილება ზოგიერთ ადამიანში, ზოგში კი არა“. მე დავინახე გულის პრობლემების უზარმაზარი ზრდა სტრესის გამო“.

    პროფესორი თომას ლუშერი, ლონდონის სამეფო ჰოსპიტლების კარდიოლოგი ამბობს, რომ სტრესი ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც ზრდის გულისცემას და შეიძლება გამოიწვიოს ძირითადი კორონარული არტერიების შეკუმშვა.

    ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს დაფის (ცხიმისგან და ქოლესტერინისგან დამზადებული ნივთიერება, რომელიც გროვდება არტერიებში) გახეთქვა, რაც იწვევს სისხლის შედედების წარმოქმნას არტერიაში. თრომბის ზრდასთან ერთად მას შეუძლია დაბლოკოს სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს გულის შეტევა.