Category: Uncategorized

  • 🔻”ამ მღვდლებს სა­თი­თა­ოდ მო­ე­თხო­ვე­ბა პა­სუ­ხი ასე­თი უღ­მერ­თო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლის­თვის – პატ­რი­არქ ილია II-ის დროს, ასე­თი რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻”ამ მღვდლებს სა­თი­თა­ოდ მო­ე­თხო­ვე­ბა პა­სუ­ხი ასე­თი უღ­მერ­თო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლის­თვის – პატ­რი­არქ ილია II-ის დროს, ასე­თი რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    “ამ მღვდლებს სა­თი­თა­ოდ მო­ე­თხო­ვე­ბათ პა­სუ­ხი ასე­თი უღ­მერ­თო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლის­თვის,” – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ეხ­მა­უ­რე­ბა ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის, ზაალ ლა­ტა­რი­ას გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცის, რომ მას მისი გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ­ცერ­თმა ტა­ძარ­მა მის­ცა.

    მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, პატ­რი­არქ ილია II-ის დროს, ასე­თი რამ არ მოხ­დე­ბო­და.

    “ჩემი სო­ლი­და­რო­ბა ზაალ ლა­ტა­რი­ას და მის ოჯახს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნურ ნა­წილს, ასე­თი გმი­რე­ბის მი­მართ მხო­ლოდ ბოღ­მა, შური და მი­უ­ღებ­ლო­ბა ამოძ­რა­ვებს. სირ­ცხვი­ლი იმ ანა­ფო­რა­ში გა­მო­წყო­ბილ ჯო­ჯო­ხე­თის მო­ცი­ქუ­ლებს, რომ­ლე­ბიც მისი შვი­ლის ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მოს­ვე­ნე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან. ამ მღვდლებს სა­თი­თა­ოდ მო­ე­თხო­ვე­ბა პა­სუ­ხი ასე­თი უღ­მერ­თო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლის­თვის. პატ­რი­არქ ილია II-ის დროს, ასე­თი რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და,” – წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

  • “გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო აგარანის მამულის ვიდეო-კამერის ჩანაწერს”

    “გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო აგარანის მამულის ვიდეო-კამერის ჩანაწერს”

    ადვოკატი ლაშა კაპანაძე კახეთში, ქორწილში მომხდარის ვიდეოს აქვეყნებს.

    “გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო აგარანის მამულის ვიდეო-კამერის ჩანაწერს. ჩანაწერში ვხედავთ, რომ 18.07.2026 წელს კამერის დროით 20:15:20 საათზე, ქორწილის სტუმრების ყურადღებას იქცევს მათ ზემოთ მყოფი რუსიდამსვენებლების ქმედება. სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა ტურისტებმა მეფე-დედოფლის მისამართით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა) და შემდგომ სხვადასხვა პროვოკაციული შეძახილი.

    იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა სტუმრებმა არ მიაქციეს სათანადო ყურადღება, ამაზე გაღიზიანებულმა რუსმა ტურისტებმა მე-3 სართულიდან დაიწყეს გაურკვეველი სითხეების გადმოსხმა.ვიდეო-კამერის ჩანაწერში, კამერის დროით 20:16:34 საათზე ნათლად ჩანს, რომ მომღერალ ალექსანდრე (ელგუჯა)მრელაშვილს და ქორწილის ორგანიზატორს მარიამ ომანაძეს გადაესხათ ზემოდან გადმოსხმული გაურკვეველი სითხე, რომელიც ასევე ჩაისხა ალექსანდრე მრელაშვილის წინ მდგარ მუსიკალურ აპარატში, რამაც გამოიწვია აპარატის დაზიანება.

    სწორედ ზემოთ დაფიქსირებულიმომენტიდან იწყება რუსების მხრიდან პროვოკაცია. აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირია უცხო ქყეყნის, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქეების მიერ წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით მოქმედების ფაქტი, კერძოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში აკეთებენ დაზღვევას, ხოლო სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აწყობენ დანაშაულის პროვოკაციას, თავიანთ მახეში აგებენ მსხვერპლს, რომელსაც უბიძგებენ დანაშაულის ჩადენისკენ, რათა სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვონ დაზარალებულის სტატუსი და ამის შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას, დაზღვევისგან აინაზღაურონ დიდი ოდენობით თანხები.,” – წერს ადვოკატი ლაშა კაპანაძე და კახეთში, ქორწილში მომხდარის ვიდეოს აქვეყნებს.

    ცნობისთვის, 18 ივლისს თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა. ქორწილის მიმდინარეობისას, დამსვენებელმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძემ ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

  • ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზევე დაიღუპ‼

    ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზევე დაიღუპ‼

    ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზევე დაიღუპა | ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

     

  • როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს

    როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს

    სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

    გარ­დაც­ვლი­ლის მამა ზაალ ლა­ტა­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დღის წინ დაბ­რუნ­და. გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა.

    სასულიერო პირი, ექვთიმე სარალიძე, რომელიც ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების ტაძარში მსახურობს სოციალურ ქსელში წერს:

    “ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ : 599887223 მღვდელი ექვთიმე სარალიძე”.

    ჩვენ დავუკავშირდით მამა ექვთიმეს, როგორც ის ამბობს მისი მიზანია ჭირისუფალს გვერდით დაუდგეს და ანუგეშოს. მისი თქმით, ლანა ლატარაიას ოჯახიდან ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია.

  • როგორ ეხმაურება დედა სიდონია ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს

    როგორ ეხმაურება დედა სიდონია ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს

    სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

    გარ­დაც­ვლი­ლის მამა ზაალ ლა­ტა­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დღის წინ დაბ­რუნ­და. გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა.

    ამ სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა დედა სი­დო­ნია:

    “ახ­ლობ­ლის ტაძ­რი­დან გას­ვე­ნე­ბა მგლო­ვი­ა­რეს ტან­ჯვას უმ­სუ­ბუ­ქებს. მას სჯე­რა, რომ ტა­ძარ­ში აღ­ვლე­ნი­ლი ლოც­ვა შეს­მე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, უფა­ლი შეს­ვე­ნე­ბულს ცოდ­ვებს შე­უნ­დობს და თა­ვის წი­აღ­ში და­უმ­კვიდ­რებს. ამი­ტომ, რო­დე­საც სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მარ­თე­ბუ­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის გას­ვე­ნე­ბა ტაძ­რი­დან არ მოხ­დეს, ეს მგლო­ვი­ა­რეს ისე­თი თა­ნალ­მო­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლით უნდა ავუხ­სნათ, რომ მან ჩვე­ნი ზრუნ­ვა იგ­რძნოს და მის გულ­ში შფოთ­ვა არ და­ი­ბა­დოს.

    ვფიქ­რობ, უარ­საც უფრო მშვი­დად მი­ი­ღებ­დნენ, თა­ნად­გო­მა, სიყ­ვა­რუ­ლი და გულ­წრფე­ლი წუ­ხი­ლი რომ ეგ­რძნოთ.არ ვიცი, ამ შემ­თხვე­ვა­ში რა მოხ­და, მაგ­რამ, რად­გან მგლო­ვი­ა­რემ ასე­თი წყე­ნა და შფო­თი გა­მო­ხა­ტა, არაა გვი­ა­ნი, მისი გუ­ლის ტკი­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ.ბო­ლომ­დე უნდა ვე­ცა­დოთ, ვიზ­რუ­ნოთ ადა­მი­ა­ნის სულ­ზე და არ დავ­ტო­ვოთ იგი შფოთ­ვა­სა და ტკი­ვილ­ში.

    ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე დიდი მსა­ხუ­რე­ბა სწო­რედ ის არის, რომ ადა­მი­ა­ნის გულს მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რძნო­ბით.ამაღ­ლე­ბუ­ლია არა ის, ვინც მხო­ლოდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს, არა­მედ ის, ვინც სიყ­ვა­რუ­ლით ეძებს გზას მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის ნუ­გე­ში­სა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის. წეს­მა ადა­მი­ა­ნის გული არ უნდა დაჩ­რდი­ლოს!„შა­ბა­თი კა­ცი­სათ­ვის შე­იქ­მნა და არა კაცი შა­ბა­თი­სათ­ვის“ (მარკ. 2:27). ეს არ ნიშ­ნავს წე­სის გა­უქ­მე­ბას; ნიშ­ნავს, რომ ღვთის მცნე­ბებ­სა და სა­ეკ­ლე­სიო წე­სებს სა­ბო­ლოო მიზ­ნად ადა­მი­ა­ნის ღმერ­თთან მი­ახ­ლო­ე­ბა აქვს.თუ წე­სის დაც­ვა ადა­მი­ანს ტკი­ვილს აყე­ნებს, ამის ახ­სნა უნდა მოხ­დეს სიყ­ვა­რუ­ლით, სიფრ­თხი­ლით და თა­ნაგ­რძნო­ბით.ახლა, იმ გო­გო­ნას სულს სიმ­შვი­დე და ლოც­ვა სჭირ­დე­ბა” – წერს დედა სი­დო­ნია.

  • ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან” – რას წერს ზაალ ლატარია გარდაცვლილ ქალიშვილზე

    ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან” – რას წერს ზაალ ლატარია გარდაცვლილ ქალიშვილზე

    ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…” – წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია, რომელსაც 26 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა.

    ზაალ ლატარია, საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

    რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ზაალ ლა­ტა­რია ტრა­გე­დი­ის დროს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დი­ო­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მან ნა­თე­სა­ვე­ბის­გან შე­ი­ტყო.

    “ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე… შვი­ლი აღარ მყავს” -ეს სი­ტყვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თველ სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო.

    როგორც Palitravideo-ს წყარო უყვება ლანა სეფსისით გარდაიცვალა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

    “ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა… მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა… დედა გერმანიაშია ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში,” – უყვება Palitravideo-ს წყარო.

  • პენსიების რამდენი ლარით გაზრდაა მოსალოდნელი 2027 წლიდან? – ცნობილია წინასწარი მონაცემები

    პენსიების რამდენი ლარით გაზრდაა მოსალოდნელი 2027 წლიდან? – ცნობილია წინასწარი მონაცემები

    2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემები იძლევა.

    სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს და დღეს, 3 აგვისტოს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის (2025 წლის 4 კვარტალი და 2026 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% 6,2%-ია, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი – აგვისტო 2026 წელი) საშუალო ინფლაცია, დიდი ვარაუდით, იქნება მინიმუმ 5,0 %.

    მაშასადამე, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5,5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით ანუ 20 ლარით გაიზრდება), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარი.

    აქედან გამომდინარე, 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 555 ლარი.

    ცხადია, ხელისუფლებას, შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია პენსიები უფრო მეტადაც გაზარდოს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900 ათასამდე პენსიონერია, თითოეული მაღგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის – 100 მილიონ ლარამდე და ა.შ.

    წყარო: აიპრესი

  • დასახელდა მიზეზი თუ რატომ უთხრა ეკლესიამ უარი ზაალ ლატარიას გარდაცვლილი შვილის ტაძარში დასვენებაზე – რა გაირკვა საკითხის ირგვლივ?

    დასახელდა მიზეზი თუ რატომ უთხრა ეკლესიამ უარი ზაალ ლატარიას გარდაცვლილი შვილის ტაძარში დასვენებაზე – რა გაირკვა საკითხის ირგვლივ?

    ილია ჭიღლაძე გამოეხმაურა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ეკლესიაში დასვენების საკითხს, როდესაც ზუგდიდის ეპარქიამ უარი განაცხადა საეკლესიო მსახურებაზე:

    “იცით, რომ ეკლესიას და რელიგიას უკვე არავითარ მნიშვნელობას და ღირებულებას აღარ ვანიჭებ; მაგრამ კანონიკური კუთხით ზუგდიდის ეპარქია მართალია ლატარიას საკითხზე და როცა უარს გეუბნება ეკლესია საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით, არაა საჭირო ზედმეტი ხმაურის ატეხვა და უარესი მითქმა-მოთქმის გამოწვევა ისევ მიცვალებულის ღირსებისათვის”, – დაწერა ილია ჭიღლაძემ.

    კომენტარებში ამასთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია გაიმართა. ადამიანები ითხოვდნენ პასუხს თუ რატომ არის ეპარქიის გადაწყვეტილება სწორი, რასაც მოგვიანებით კომენტარებშივე ისევ ილია ჭიღლაძემ გასცა პასუხი:

    “საეკლესიო სამართლით პირი, რომელიც აბორტს ემსხვერპლება, საეკლესიო წესი არ სრულდება მასზე, მით უფრო ეკლესიიდან გასვენება. მიზეზი სეფსისი აბორტის გამო.

    თუ მოუნანიებელი კვდება მკვლელი, მასაც არ ეკუთვნის საეკლესიო მსახურება”, – დაწერა კომენტარებში ილია ჭიღლაძემ.

  • აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი სრულად – ვისთვის იქნება ზაფხული წარმატებული

    აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი სრულად – ვისთვის იქნება ზაფხული წარმატებული

    ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
    აგვისტო ენერგიული და მოქმედებით სავსე თვე იქნება. სამსახურში ან პირად პროექტებში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბრები ურთიერთობას გააძლიერებს, ხოლო მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით.

    კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
    თვის მთავარი თემა სტაბილურობა და ოჯახი იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ საცხოვრებელთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ფინანსური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება. ჯანმრთელობისთვის დასვენებასა და სრულფასოვან ძილს მეტი ყურადღება დაუთმეთ.

    ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
    კომუნიკაცია და ახალი იდეები წარმატებას მოგიტანთ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობისთვის და საქმიანი შეხვედრებისთვის. ფრთხილად იყავით დაპირებების გაცემისას — მხოლოდ ის ივალდებულეთ, რის შესრულებასაც შეძლებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.

    კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
    ფინანსური საკითხები პირველ პლანზე გადმოვა. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა ან კარიერული წინსვლა. ემოციურად უფრო მშვიდი გახდებით და ძველი გაუგებრობების მოგვარებას შეძლებთ. თვის ბოლოს სასიამოვნო საჩუქარი ან კარგი ამბავი გელოდებათ.

    ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
    ეს თქვენი დროა. თავდაჯერებულობა და ქარიზმა ნებისმიერ სფეროში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი მიზნების დასასახად, სამსახურში ინიციატივის გამოსავლენად და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. სიყვარულში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით.

    ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
    აგვისტო დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და მომავალი გეგმების ჩამოყალიბებაში. შესაძლოა, წარსულიდან დაბრუნებულმა საკითხმა კვლავ შეგახსენოთ თავი. თვის ბოლოს ენერგია საგრძნობლად მოიმატებს და ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდება.

    სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
    მეგობრები და კოლექტიური საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შესაძლოა, ახალი თანამშრომლობა დაიწყოთ, რომელიც მომავალში წარმატებას მოგიტანთ. სიყვარულში მეტი გახსნილობა ურთიერთობას გაამყარებს. ფინანსურად სტაბილური თვეა.

    მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
    კარიერული წინსვლის კარგი შანსები გექნებათ. თქვენი შრომა დაფასდება, თუმცა კონკურენციაც გაიზრდება. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. პირად ურთიერთობებში კომპრომისი საუკეთესო გამოსავალი იქნება.

    მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
    აგვისტო ახალი გამოცდილებისა და ცოდნის თვეა. მოგზაურობა, სწავლა ან ახალი პროექტი წარმატებით განვითარდება. ფინანსური საკითხები ეტაპობრივად დალაგდება. სიყვარულში მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

    თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
    შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფინანსური ან იურიდიული საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. ურთიერთობებში გულწრფელობა ყველაზე დიდ შედეგს მოგიტანთ. ჯანმრთელობის კუთხით გადაღლას მოერიდეთ.

    მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
    ურთიერთობები აგვისტოს მთავარი თემა იქნება. შესაძლოა, ახალი პარტნიორობა დაიწყოს ან არსებული კავშირი ახალ ეტაპზე გადავიდეს. სამსახურში გუნდური მუშაობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. თვის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

    თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)ყურადღება ყოველდღიურ საქმეებსა და ჯანმრთელობაზე გადაიტანეთ. კარგი პერიოდია ახალი ჩვევების დასანერგად და სამუშაო პროცესის ორგანიზებისთვის. ფინანსურად ზომიერი, მაგრამ სტაბილური თვეა. სიყვარულში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს — ეს ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

  • 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიური იქნება. კარგი დროა ახალი იდეების განხორციელებისთვის, თუმცა სჯობს არ იჩქარო და სხვების აზრიც გაითვალისწინო.

    კურო
    შეიძლება ყურადღება ფინანსებსა და სტაბილურობის საკითხებზე გადაიტანო. დაგეგმვა და პრაქტიკული მიდგომა წარმატებას მოგიტანს.

    ტყუპები
    კომუნიკაციისა და ახალი კავშირების დღეა. საინტერესო საუბარმა შესაძლოა ახალი შესაძლებლობა მოგიტანოს.

    კირჩხიბი
    ემოციური ფონი შეიძლება გაძლიერდეს. მოუსმინე საკუთარ ინტუიციას და დრო დაუთმე დასვენებას.

    ლომი
    შენი დღეა — თავდაჯერებულობა და შემოქმედებითი ენერგია გაძლიერდება. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

    ქალწული
    დეტალებზე ყურადღება წარმატების გასაღები იქნება. კარგი დღეა სამუშაოს მოწესრიგებისა და გეგმების დასახვისთვის.

    სასწორი
    ურთიერთობები და პარტნიორობა წინა პლანზე წამოვა. შეთანხმებების მიღწევა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.

    მორიელი
    შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების სურვილი გაგიჩნდეს. ენდე ინტუიციას, მაგრამ ფაქტებიც გადაამოწმე.

    მშვილდოსანი
    ახალი იდეები და ცვლილებების სურვილი გაძლიერდება. კარგი დროა სწავლისა და ახალი გამოცდილებისთვის.

    თხის რქა
    კონცენტრაცია და დისციპლინა დაგეხმარება მიზნების მიღწევაში. მცირე ნაბიჯები დიდ შედეგამდე მიგიყვანს.

    მერწყული
    მოულოდნელი იდეები ან საინტერესო შეხვედრებია შესაძლებელი. იყავი გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის.

    თევზებიინტუიცია გაძლიერდება. კარგი დღეა შემოქმედებისთვის, ემოციური ბალანსისა და საკუთარ სურვილებზე ფიქრისთვის.