Category: Uncategorized

  • ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია:‼️‼️ უკვე ცნობილია როგორც ოფიციალური უქმე დღეები, ასევე ზამთრის, გაზაფხულისა და სააღდგომო არდადეგების განრიგი, ოფიციალური უქმე დღეები, როდესაც მოსწავლეები არ ისწავლიან

    ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია:‼️‼️ უკვე ცნობილია როგორც ოფიციალური უქმე დღეები, ასევე ზამთრის, გაზაფხულისა და სააღდგომო არდადეგების განრიგი, ოფიციალური უქმე დღეები, როდესაც მოსწავლეები არ ისწავლიან

    2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.

    უკვე ცნობილია როგორც ოფიციალური უქმე დღეები, ასევე ზამთრის, გაზაფხულისა და სააღდგომო არდადეგების განრიგი.
    ოფიციალური უქმე დღეები, როდესაც მოსწავლეები არ ისწავლიან, ასეთია:

    14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა;
    23 ნოემბერი – გიორგობა;
    7 იანვარი – შობა;
    19 იანვარი – ნათლისღება;
    3 მარტი – დედის დღე;
    8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
    9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
    9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
    12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე;
    17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე;
    26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

    ზამთრის არდადეგები 2026 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2027 წლის 15 იანვრამდეგაგრძელდება.

    გაზაფხულის არდადეგები კი 2027 წლის 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით იქნება.

  • დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად – ექიმის რეკომენდაცია ✅✅✅

    დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად – ექიმის რეკომენდაცია ✅✅✅

    კვლევებზე დაყრდნობით, დერმატოლოგი ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

    მისი თქმით, ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.   ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან – 73%, პოლი-გაუჯერებელი – 11%, გაჯერებული ცხიმები – 14%.

    „არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.

    ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა “ძლიერი შეწვა”.

    მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“

  • აგვისტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

    აგვისტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

    აგვისტოში საქართველოში, მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში.

    სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა აგვისტოს განმავლობაში საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე მცირედით მაღალი იქნება.

    დაბლობ და ბარის რაიონებში დღის საათებში ტემპერატურა ძირითადად +33…+38 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, ხოლო ყველაზე ცხელ დღეებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +39…+41 გრადუსამდეც მოიმატებს.

    თბილისში აგვისტოს უმეტეს დღეებში მოსალოდნელია მზიანი და მშრალი ამინდი. დღის ტემპერატურა ძირითადად +35…+38 გრადუსი იქნება, ხოლო ცალკეულ დღეებში შესაძლოა +40 გრადუსსაც მიაღწიოს.

    დასავლეთ საქართველოში ჰაერი შედარებით ნოტიო იქნება. შავი ზღვის სანაპიროზე ტემპერატურა +30…+33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო სიცხე უფრო მძაფრად იგრძნობა.

    მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მატება, ადგილობრივი ხასიათის წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაც.

  • ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, ვისაც აგვისტოში დიდი იღბალი ელოდება

    ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, ვისაც აგვისტოში დიდი იღბალი ელოდება

    ასტროლოგების პროგნოზით, აგვისტო ძლიერი ასტროლოგიური ენერგიით იწყება და რამდენიმე ზოდიაქოსთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს მოიტანს. ვარსკვლავების განლაგების მიხედვით, ყველაზე იღბლიანები ამ თვეში ლომი, კურო, მშვილდოსანი და მერწყული იქნებიან.

    ლომისთვის აგვისტო წარმატების, აღიარებისა და ახალი გამარჯვებების თვეა. კარიერაში შესაძლოა მნიშვნელოვანი წინსვლა ან დიდი ხნის ნანატრი შეთავაზება მიიღოს.

    კუროს ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ახალი შემოსავლის წყაროც შეიძლება გამოუჩნდეს. ასევე ხელსაყრელი პერიოდია უძრავ ქონებასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისთვის.

    მშვილდოსანს საინტერესო მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა ან ცხოვრების შეცვლის შანსი ელოდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარი ინტუიციის ხმას უნდა მოუსმინონ, რადგან სწორედ ის მიიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე.

    მერწყულისთვის აგვისტო ახალი დასაწყისების თვე იქნება. შესაძლოა მიიღოს ისეთი შეთავაზება, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს.

    ამ ოთხი ზოდიაქოსთვის განსაკუთრებით იღბლიანი იქნება თვის მეორე ნახევარი. სწორედ ამ პერიოდში ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ როგორც ფინანსურ, ისე პირად წარმატებას. ასტროლოგები მათ ურჩევენ, არ შეუშინდნენ ცვლილებებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და თამამად გადადგან ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ.

    გახსოვდეთ, ასტროლოგიური პროგნოზი შესაძლებლობებზე მიუთითებს, თუმცა წარმატების მთავარი საფუძველი მაინც თქვენი გადაწყვეტილებები, შრომა და მონდომებაა. აგვისტო შეიძლება სწორედ ის თვე აღმოჩნდეს, რომელიც ახალი და წარმატებული ეტაპის დასაწყისად იქცევა.

  • 5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული დღე გელით. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ.

    კურო

    ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გადაიტანეთ. მცირე ცვლილებაც კი მომავალში სასარგებლო შედეგს მოგიტანთ.

    ტყუპები

    კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. საინტერესო შეხვედრები და ახალი იდეები წარმატების შანსს გაზრდის.

    კირჩხიბი

    ემოციური ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

    ლომი

    თქვენი თავდაჯერებულობა გარშემომყოფებს შთააგონებს. კარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

    ქალწული

    დეტალებზე ყურადღება წარმატებას მოგიტანთ. დაწყებული საქმეების დასრულება ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.

    სასწორი

    ურთიერთობებში ჰარმონია მთავარი თემაა. კომპრომისი დაგეხმარებათ გაუგებრობების მარტივად მოგვარებაში.

    მორიელი

    ინტუიციას ენდეთ. შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

    მშვილდოსანი 

    ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღების სურვილი გაგიძლიერდებათ. სპონტანურმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა სასიამოვნო შედეგი მოგიტანოთ.

    თხის რქა

    შრომა და დისციპლინა დღეს განსაკუთრებით დაფასდება. მოთმინება მიზნის მიღწევის მთავარი გასაღებია.

    მერწყული

    კრეატიული იდეები წარმატების საფუძველი გახდება. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებული მიდგომების.

    თევზები

    ინტუიცია და სიფრთხილე სწორ გზას გაჩვენებთ. დღის ბოლოს სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრაა მოსალოდნელი.

  • „მცირე რაოდენობის წყლის გადაყლაპვაც კი შეიძლება სერიოზული ინფექციის წყაროდ იქცეს“ – ივანე ჩხაიძის საგანგებო გაფრთხილება

    „მცირე რაოდენობის წყლის გადაყლაპვაც კი შეიძლება სერიოზული ინფექციის წყაროდ იქცეს“ – ივანე ჩხაიძის საგანგებო გაფრთხილება

    იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ნაწლავური ინფექციების გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკი სწორედ აუზებთან არის დაკავშირებული.

    გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრისას ჩხაიძემ განმარტა, რომ დიარეაგადატანილი ადამიანი გამოჯანმრთელების შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვებისთვის ინფექციის გავრცელების წყაროდ რჩება.

    „ინფექციის რისკის თვალსაზრისით, აუზი და აუზის წყალი უპირობო ლიდერია. როდესაც დიარეის მქონე ადამიანი გამოჯანმრთელდება და თავს კარგად იგრძნობს, შესაძლოა აუზზე წავიდეს, თუმცა დიარეის დასრულებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ის მაინც გადამდებია,“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

    მისივე თქმით, დამატებით პრობლემას ისიც ქმნის, რომ აუზში ჩასვლამდე შხაპის მიღების წესს ბევრი არ იცავს.

    „როგორც კი დიარეაგადატანილი ადამიანი, შხაპის მიღების გარეშე, აუზში ჩავა, მის გარშემო მყოფი ადამიანებიც რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან. წყლის მცირე რაოდენობის გადაყლაპვაც კი შესაძლოა ნაწლავური ინფექციის გადაცემის მიზეზი გახდეს,“ – ამბობს ექიმი.

    პროფესორის განმარტებით, ამ მხრივ მდინარე და ზღვა შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან წყალი მუდმივად მოძრაობს და დიდი მოცულობის გამო ინფექციის გავრცელების რისკი მცირდება.

    ჩხაიძე ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქლორი ყველა ბაქტერიას ანადგურებს, სრულად სწორი არ არის.

    „ხშირად ამბობენ, რომ აუზში ქლორირებული წყალია, თუმცა ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ზოგიერთი მიკროორგანიზმი ქლორირებულ წყალშიც გარკვეული დროის განმავლობაში ცოცხლობს. ამიტომ მხოლოდ ქლორზე იმედის დამყარება საკმარისი არ არის,“ – განმარტავს ივანე ჩხაიძე.

     

  • გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს აფრთხილებს

    გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს აფრთხილებს

    ექიმი გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს ანტიბიოტიკების თვითნებური მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

    მისი განმარტებით, ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება და მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს.

    ღოღობერიძის თქმით, ანტიბიოტიკების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მედიკამენტის მიმართ ბაქტერიების მდგრადობა (რეზისტენტობა) გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, მომავალში ინფექციების მკურნალობა გაცილებით რთული ხდება, რადგან პრეპარატი აღარ მოქმედებს ისე ეფექტურად, როგორც საჭიროა.

    ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკებს კონკრეტულ პაციენტებში სერიოზული გვერდითი მოვლენების გამოწვევაც შეუძლიათ, ამიტომ მათი მიღება მხოლოდ ექიმის შეფასებისა და რეკომენდაციის საფუძველზე უნდა მოხდეს.

  • 🔻რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ურეკიდან? – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ურეკიდან? – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    “ამაზე ვინმე თუა პასუხისმგებელი, ან რამდენად აქვთ უფლება ასე მოიქცნენ, ან ვის უნდა მივმართო? მაშველებს უკვე მივმართე, მაგრამ სულ ფეხზე კიდიათ!!! პ.ს. პოსტის დადებიდან რამოდენიმე წუთში მოხდა რეაგირება, მოსული იყო პატრულიც და საზღვაო პოლიციაც, იმედია შედეგიც იქნება,” – წერს მოქალაქე, მაკა ვასაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს ურეკიდან ავრცელებს.

  • 🔻 რა უთხრა სამძიმარზე მისულ ნანუკა ჟორჟოლიანს გარდაცვლილი ლანა ლატარიას დედამ – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 რა უთხრა სამძიმარზე მისულ ნანუკა ჟორჟოლიანს გარდაცვლილი ლანა ლატარიას დედამ – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ქართველი მებრძოლის, ზაალ ლატარიას ქალიშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა.

    ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ლანა ლატარიას დედის დანაბარებს ავრცელებს:

    “მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. რა კარგია რომ მოხვედი ნანუკა, მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა” – მომატირა პანაშვიდზე მისულს, ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიას მეუღლემ, რომელიც ემიგრაციიდან ჩამოვიდა შვილის დასატირებლად.

    “ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა. კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა. გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო. გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ. მატირონ შვილი. მამამის ატირონ შვილი.”

    მთხოვა ყველასთვის მადლობა გადმომეცა, ვინც იზიარებთ მათ მწუხარებას.ძალიან მძიმე სანახავია, მებრძოლი, გაუტეხელი კაცის ცრემლები,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • მა­მა­კაცს, რო­მელ­საც დაბა ჩაქვში მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა 35 წლის გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეა

    მა­მა­კაცს, რო­მელ­საც დაბა ჩაქვში მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა 35 წლის გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეა

    მა­მა­კაცს, რო­მელ­საც დაბა ჩაქვში მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა 35 წლის გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეა.

    შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და. მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

    ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

    რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.