Category: Uncategorized

  • “ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა… ეხება მომავალს 2028 წლამდე“ – გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს

    “ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა… ეხება მომავალს 2028 წლამდე“ – გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს

    ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

    „2025 წლის ჩანაწერების გაგრძელება!!! ეხება მომავალს 2028 წლამდე !! ძალიან ბევრი ლიდერია ლიკვიდირებული და უდიდესს თამაშს თამაშობენ ხალხის წინაშე… ახალი წინასწარმეტყველებით მოვედი თქვენთან!! ომები ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი!! საქართველო დაცულია!!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი. ბოლომდე ნახეთ!! გააზიარეთ!! ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა და მერე თქვენამდე მოტანა მერწმუნეთ!!! ვერტმფრენი!!!”, – წერს გოგა მანია.

  • “რაც მედიაში ვრცელდება არის სრული სიცრუე” – ექსკურსიაზე დაკარგული ბიჭის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ნოდარ კიკნაძის პირველი ინტერვიუ 12 წლის შემდეგ

    “რაც მედიაში ვრცელდება არის სრული სიცრუე” – ექსკურსიაზე დაკარგული ბიჭის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ნოდარ კიკნაძის პირველი ინტერვიუ 12 წლის შემდეგ

    საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ნოდარ კიკნაძის, სატელეფონო ჩანაწერი.
    “ჩვენც განადგურებულები ვართ, რაც მედიაში ვრცელდება არის სიცრუე” – აცხადებს 12 წლის გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე.

    აღსანიშნავია, რომ როგორც გადაცემა “შენი ამბავის” წამყვანი ავრცელებს ინფორმაციას, ამ ზარის შემდეგ ნოდარ კინაძემ ავტომოპასუხეზე დააყენა ტელეფონი და აღარ პასუხობს.

  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, აგვისტოს ბოლომდე სიყვარულს იპოვის

    ზოდიაქოს 5 ნიშანი, აგვისტოს ბოლომდე სიყვარულს იპოვის

    ზაფხულის ბოლო თვე, შესაძლოა, მოულოდნელი ნაცნობობისა და რომანტიკული თავგადასავლების პერიოდად იქცეს. აგვისტოს ბოლომდე პლანეტების განლაგება განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის ახალი გრძნობებისა და შთამბეჭდავი ნაბიჯებისთვის.

    სიყვარული ჰაერში ტრიალებს, თუმცა ვარსკვლავები გამოყოფენ 5 იღბლიან ნიშანს, რომლებსაც მეორე ნახევრის შეხვედრა ყველაზე მეტად გაუმარტივდებათ.

    ვერძი

    მზე ვერძების ბუნებრივ მომხიბვლელობას კიდევ უფრო გააძლიერებს, რის გამოც აგვისტოს ბოლომდე ისინი გარშემომყოფთა ყურადღებას მაგნიტივით მიიზიდავენ. შესაბამისად, ბედისწერით გათვალისწინებული შეხვედრის შანსიც საგრძნობლად იზრდება. განსაკუთრებით პერსპექტიულია ნაცნობობა დასვენებისას, წვეულებებსა თუ მოგზაურობის დროს. მთავარია, არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენა და საკუთარ გრძნობებზე ღიად საუბარი.

    სასწორი

    სასწორის მფარველი პლანეტა ვენერა თვის ბოლომდე განსაკუთრებით მფარველობს სიყვარულის სფეროს. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად შეხვდნენ ადამიანს, რომელთანაც მყისიერ ემოციურ სიახლოვეს იგრძნობენ. შეხვედრა სავარაუდოა მეგობრების წრეში ან რაიმე დღესასწაულზე. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ შეადარებთ ახალ სიმპათიას წარსულ გამოცდილებას.

    მორიელი

    აგვისტოს მიწურული მორიელებს შთამბეჭდავ ემოციებსა და მოულოდნელ ნაცნობობას ჰპირდება. ადამიანი, რომელიც თავდაპირველად უბრალოდ საინტერესო მოსაუბრედ მოგეჩვენებათ, მალე თქვენს გულში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. დიდი შანსია, ბედმა საერთო საქმის ან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეგახვედროთ. ნუ დაფარავთ ნამდვილ ემოციებს – გულწრფელობა თქვენი მთავარი კოზირი გახდება.

    თხის რქა

    თხის რქებისთვის ეს პერიოდი პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების ხანაა. როგორც წესი, ამ ნიშნის წარმომადგენლები გრძნობების გამოხატვისას სიფრთხილეს იჩენენ, თუმცა აგვისტოს ბოლო დღეები მათ უფრო გახსნილებს გახდის. მაღალია ნაცნობობის ალბათობა სამსახურის, სწავლის ან კორპორაციული ღონისძიების დროს. თუ ყველაფრის გაკონტროლების სურვილს გვერდზე გადადებთ, რომანტიკული თავგადასავალი თავად გიპოვით.

    თევზები

    ნეპტუნი თევზების ბუნებრივ მგრძნობელობას გააძლიერებს, რისი წყალობითაც უშეცდომოდ იცნობთ ადამიანს, ვისთანაც განსაკუთრებული სულიერი კავშირი შეგექმნებათ. თვის ბოლომდე შესაძლებელია შეხვედრა, რომელიც სწრაფად გადაიზარდება ლამაზ რომანში. ყველაზე დიდი შანსია გაიცნოთ ვინმე შემოქმედებით გარემოში, სეირნობისას ან საერთო ჰობის მეშვეობით. მთავარია, ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ თავში და მისცეთ გრძნობებს ბუნებრივად განვითარების საშუალება.

    წყარო: 

  • “გვსურს, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ” – შსს განცხადებას ავრცელებს

    “გვსურს, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ” – შსს განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

    “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ.

    პირველ რიგში განვმარტავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ არსებულ გარემოებებს:

    მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.

    საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.

    აღნიშნული პირები, სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.

    ასევე, დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი, შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.

    მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.

    აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა.

    ასევე, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.

    საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.

    ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება.

    გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი.

    მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქმის შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით,  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამია, სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.

    „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ.

    პირველ რიგში განვმარტავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ არსებულ გარემოებებს:მ იმდინარე წლის 7 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

    გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.

    საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.

    აღნიშნული პირები, სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.ასევე, დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი, შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.

    მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.

    აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა.

    ასევე, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.

    საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

    შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება.

    გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი.

    მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქმის შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • რა მისწერა ნია იმნაძის ბიძამ ეკა კუპატაძეს? – გიგა ავალიანის დედა “სქრინს” აქვეყნებს

    რა მისწერა ნია იმნაძის ბიძამ ეკა კუპატაძეს? – გიგა ავალიანის დედა “სქრინს” აქვეყნებს

    “ვი­საც ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი გაქვთ, 2-3 დღის შემ­დეგ ჩავ­წერ პა­ტა­რა ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ავ­ხსნი დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს, რა კი­თხვებ­საც წა­ვა­წყდე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში” – ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

    მისი თქმით, ნია იმ­ნა­ძის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და ად­ვო­კა­ტი არის მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი.

    გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ასე­ვე წერს, რომ 24 იან­ვრის ღა­მეს თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ძმამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­წე­რა. ეკა კუ­პა­ტა­ძე ე.წ. სქ­რინს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ნია იმ­ნა­ძის ბიძა ამ­ბობს, რომ ნიამ გი­გა­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

    “ვი­საც ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი გაქვთ, 2-3 დღის შემ­დეგ ჩავ­წერ პა­ტა­რა ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ავ­ხსნი დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს, რა კი­თხვებ­საც წა­ვა­წყდე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. და­მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­ზე სრულ­ყო­ფი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო ამ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს!

    დღეს, “ფე­ის­ბუ­ქის:” ალ­გო­რით­მმა რამ­დენ­ჯერ­მე ამო­აგ­დო “მთა­ვა­რი”-ის გვერ­დზე 24 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის პოს­ტი. (ვდებ სქ­რინს.)

    23-24 იან­ვარს აღვწერ დე­ტა­ლუ­რად: 23 იან­ვრის სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე პო­ლი­ცია თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად შე­ვი­და ყვე­ლა ოჯახ­ში, ჩხრე­კის მიზ­ნით. (სა­ღა­მოს იმი­ტომ, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი სახ­ლში ყო­ფი­ლი­ყო და არა იმი­ტომ, რომ “არაშ­რუ­ლჭ­ლოვ­ნე­ბის” ოჯა­ხე­ბი და­ე­ბულ(ь)ინ­გე­ბი­ნათ.)

    რა თქმა უნდა, ნავ­რო­ზაშ­ვი­ლებ­მა ის­ტე­რი­კე­ბი ატე­ხეს და პო­ლი­ცი­ას კარი არ გა­უ­ღეს ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე. (არც ერთ სხვა ოჯახ­ში მსგავ­სი სცე­ნე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა.) ად­ვო­კა­ტის მობ­რძა­ნე­ბამ ჩხრე­კის პრო­ცე­სის და­წყე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა და დამ­თავ­რდა, როცა უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო 24 იან­ვა­რი. (თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილ­მა მო­ას­წრო თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის გა­და­მალ­ვა.)

    ნავ­რო­ზაშ­ვი­ლებ­მა იგ­რძნეს, რომ საფრ­თხე რე­ა­ლუ­რი იყო, თან ამ დროს ჩი­ქო­ვა­ნის დედა უკვე შიმ­შო­ლობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. ჩხრე­კის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ცოტა ხან­ში, 24 იან­ვრის ღა­მის 3:51 სთ-ზე, თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ძმა ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი მიგ­ზავ­ნის მე­სიჯს. (ვდებ სქ­რინს.) მე ვერ ვნა­ხე მე­სი­ჯი, რად­გან ჩა­ვარ­და “სპა­მებ­ში”.

    ამის შემ­დეგ, ის­ტე­რი­ჩკა დე­დი­კომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, იმა­ვე ღა­მეს, როცა სახ­ლში ნამ­დვი­ლი წი­ო­კი ჰქონ­დათ, “იპო­ვა” არაშ­რუ­ლჭ­ლო­ვა­ნი შვი­ლი­კოს წე­რი­ლი მა­თე­მა­ტი­კის რვე­ულ­ში და აპოს­ტა. (გახ­სოვთ ალ­ბათ ის “წე­რი­ლი”, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­ვო­კა­ტის კარ­ნა­ხით იყო და­წე­რი­ლი და აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­სა­მარ­თლომ ეს წე­რი­ლი არ მი­ი­ღო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად.) სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიხ­ვდა, რომ წე­რი­ლი იყო სხვი­სი კარ­ნა­ხით და­წე­რი­ლი და თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილ­მა კი­დევ “აჯა­ხა” პოს­ტი, სა­დაც ეწე­რა ის, რა­საც მთა­ვა­რის გვერ­დზე გვიტ­რი­ა­ლებს დღეს ფე­ის­ბუ­ქის ალ­გო­რით­მი.

    თქვე­ნი ეგოს და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი ვი­საც გაქვთ, აქ არ გაქვთ კი­თხვა, რა­ტომ მიმ­ტკი­ცებს მე ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, რომ ნი­ა­კო უდა­ნა­შა­უ­ლოა და იმავდრო­უ­ლად (იმა­ვე დღეს) რა­ტომ პოს­ტა­ობს თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, რომ ეკამ იცის ნი­ა­კოს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბაო?

    გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის მე­ო­რე მე­სი­ჯის თა­რიღ­საც. ეს არის დღე, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ანუ, ოღონდ იმ­ნა­ძე გა­დარ­ჩეს და წყალს წა­უ­ღია გა­ბაშ­ვი­ლი და ჩი­ქო­ვა­ნიო. (რი­კა­ძის ოჯა­ხი სა­ნაგ­ვე­ზე ცოტა ადრე მო­ის­რო­ლეს.)ახ­ლაც, როცა მე­რაბ მაი ამ­ბო­ბენ, რომ ნი­ა­კო უდა­ნა­შა­უ­ლოა. ე.ი. მათი გეგ­მით ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ბაშ­ვილს მი­ა­წო­და მა­ლა­ნი­ამ და წყალს წა­უ­ღია მა­ლა­ნი­ე­ბი, ოღონდ “ნი­ა­კო” გა­მო­აძ­ვრი­ნონ.

    ყვე­ლა ქმე­დე­ბა­ში ჩანს მათი მა­ნი­პუ­ლა­ცია ნე­ბი­მი­ერ პი­როვ­ნე­ბა­ზე. ამ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რიც და ად­ვო­კა­ტიც, არის მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი. თუმ­ცა ვერ გა­ა­ცუ­რეს ექი­მე­ბი და მა­ლე­ვე გა­ამ­წე­სეს იზო­ლა­ტორ­ში! ვერ გა­ა­ცუ­რეს სა­სა­მარ­თლო! ნია იმ­ნა­ძეს ვე­და­ვე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით არა­ჯან­სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის და არამ­დგრა­დი ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე გა­ბაშ­ვი­ლის წა­ქე­ზე­ბას და არა მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თას!” – წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

  • „დაიმახსოვრეთ თარიღი, 12 აგვისტო!“ – ეზოტერიკოსის მიმართვა საზოგადოებას

    „დაიმახსოვრეთ თარიღი, 12 აგვისტო!“ – ეზოტერიკოსის მიმართვა საზოგადოებას

    ეზოტერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში 12 აგვისტოს შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს.

    „დაიმახსოვრეთ თარიღი – 2026 წლის 12 აგვისტო!

    2026 წლის 12 აგვისტოს ცაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა მოხდება , სრული მზის დაბნელება.

    მთვარე მთლიანად დაფარავს მზის დისკოს, რის შედეგადაც დღისით რამდენიმე წუთით ბინდი ჩამოწვება, ხოლო მზის თვალწარმტაცი კორონა – მისი გარე ატმოსფერო – თვალსაჩინო გახდება.

    სრული დაბნელების დროს: ცა მნიშვნელოვნად დაბნელდება; შესაძლოა გამოჩნდეს კაშკაშა ვარსკვლავები და ზოგიერთი პლანეტა; მზის კორონა უნიკალურ სანახაობას შექმნის.

    სრული დაბნელების ზოლი გაივლის: გრენლანდიას, ისლანდიას, ჩრდილოეთ ესპანეთს.

    ნაწილობრივი მზის დაბნელება კი ევროპის დიდ ნაწილში იქნება ხილული.

    ეს მოვლენა 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენად ითვლება და მათთვის, ვინც სრული დაბნელების ზოლში აღმოჩნდება, დაუვიწყარ სანახაობად დარჩება.

    შენიშვნა: საქართველოში 12 აგვისტოს სრული მზის დაბნელება არ იქნება ხილული. ადგილობრივი ხილვადობა დამოკიდებულია კონკრეტულ რეგიონსა და ასტრონომიულ გამოთვლებზე, ამიტომ დაკვირვებამდე გადაამოწმეთ ოფიციალური ასტრონომიული პროგნოზები.

    ბუნება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად საოცარი და შთამბეჭდავია ჩვენი სამყარო“,- წერს თამარ იოსელიანი.

  • სიახლეები, რომლებიც მოსწავლეებს 15 სექტემბერს სკოლებში დახვდებათ

    სიახლეები, რომლებიც მოსწავლეებს 15 სექტემბერს სკოლებში დახვდებათ

    2026-2027 სასწავლო წლის სიახლეებსა და იმ წესებზე, რომლებიც მოსწავლეებს 15 სექტემბრიდან სკოლებში დახვდებათ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ისაუბრა.

    მინისტრის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.

    „რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ – 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა.

    მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე. ამის გარდა, გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული.

    აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, – განაცხადა მინისტრმა 5 აგვისტოს.

    რაც შეეხება სასკოლო ფორმებების შემოღების მნიშვნელობას, გივი მიქანაძე ამბობს, რომ სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი.

    “ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე. ეს მსოფლიო პრაქტიკით არის დადგენილი“, – თქვა განათლების მინისტრმა.