ბათუმიდან გავრცელებული კადრები ვირუსულად გავრცელდა. როგორც კომენტარებში წერენ, ამდენი დელფინი ერთად არასდროს უნახავთ. ვიდეოს ნათია მგელაძე ავრცელებს.


ბათუმიდან გავრცელებული კადრები ვირუსულად გავრცელდა. როგორც კომენტარებში წერენ, ამდენი დელფინი ერთად არასდროს უნახავთ. ვიდეოს ნათია მგელაძე ავრცელებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის დირექტორად ნიკოლოზ ბაჭულაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი, ნიკოლოზ ბაჭულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს.
ცნობისთვის, გუშინ იმავე გვერდმა გაავრცელა ინფრორმაცია, რომ 112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა თანამდებობა დატოვა.
“ყველაფერი პოლიციის შესახებ” წერდა, რომ “არსოშვილმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და საკუთარი ნებით გადავიდა კადრების განკარგულებაში.“

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სატრანსპორტო საშუალების საგამოცდო მოედანზე შუახნის კაცმა გულის შეტევა მიიღო, რის შემდეგაც ის სასწარაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
როგორც “ქართლის ამბები” წერს, გარდაცვლილი 57 წლის კაცია, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტიდან იყო.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი დატოვა.
მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 მაისს შეუფარდა. ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ვიდეო:”ტვ პირველი”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. შესაბამისი განცხადება სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.
ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.


SOS! “სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია” – “საგანგაშო ვითარება თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, რას ამბობენ ადგილობრივები?

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ემიგრანტმა მამამ ქალიშვილს “ბოლო ზარზე” ავტომობილი აჩუქა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“მამიკოს ფერია გილოცავ სკოლის დამთავრებას. არის ოქროს მედალი ჩვენია. წინ კიდევ ბევრი წარმატება და ულამაზესი ცხოვრება გელოდება, მა. მე კიდევ მუდამ დაგეხმარები შენი ოცნებების ასრულებაში,” – წერს გოგონას მამა.



2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.
მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
მაგდა პაპიძე ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში.
„პოლიციის ფაილებში“ დეტალურადაა აღწერილი როგორ გახსნა გამოძიებამ უმძიმესი დანაშაული.


