Category: Uncategorized

  • დღეს განსაკუთრებული დღეა! 30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    დღეს განსაკუთრებული დღეა! 30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიური და ენერგიული იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ახალი პროექტების დასაწყებად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება. საღამო ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

    ტყუპები
    კომუნიკაცია თქვენი მთავარი ძალა იქნება. წარმატებას მიაღწევთ მოლაპარაკებებსა და საქმიან შეხვედრებზე. სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელობა საუკეთესო გამოსავალია.

    კირჩხიბი
    ემოციური დღე გელით, თუმცა ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება მიაქციეთ.

    ლომი
    თქვენი შარმი და თავდაჯერებულობა ბევრ კარს გაგიღებთ. კარიერულ სფეროში შესაძლოა მნიშვნელოვანი შანსი გამოჩნდეს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.

    ქალწული
    დღე იდეალურია დაგეგმვისა და დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. მცირე დეტალებიც კი დიდ გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ფინანსებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

    სასწორი
    ურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობა გექნებათ. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვისაც. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.

    მორიელი
    შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მომავალ გეგმებზე გავლენას მოახდენს. ენდეთ საკუთარ გამოცდილებას და ნუ აჰყვებით სხვის რჩევებს დაუფიქრებლად.

    მშვილდოსანი
    მოგზაურობის, სწავლისა და ახალი გამოცდილების დღეა. ენერგია საკმარისი გექნებათ ყველა დაგეგმილი საქმის შესასრულებლად. პოზიტიური განწყობა წარმატებას მოგიტანთ.

    თხის რქა
    სამუშაოსთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები გაიზრდება, თუმცა თქვენი შრომა დაფასდება. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    მერწყული
    შემოქმედებითი იდეები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად ან ძველი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. მოულოდნელი სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

    თევზებიდღეს საკუთარ შინაგან ხმას უნდა მოუსმინოთ. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ. საღამოს დასვენება და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება საუკეთესო არჩევანი იქნება.

  • „ის, რაც აქამდე არ იცოდით… შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ“ – გოგა მანიას გაფრთხილება

    „ის, რაც აქამდე არ იცოდით… შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ“ – გოგა მანიას გაფრთხილება

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:

    „ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით… შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.

    ნახეთ, ვიდეო:

  • „მდინარემ ჩაითრია, ვერაფერი ვუშველეთ…“ – ქუთაისში, 30 წლის კაცი ტრაგიკულად დაიღუპა

    „მდინარემ ჩაითრია, ვერაფერი ვუშველეთ…“ – ქუთაისში, 30 წლის კაცი ტრაგიკულად დაიღუპა

    მდინარე წყალწითელაში 30 წლის ავთო ცაავა დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისივე მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

    „აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად გთხოვთ, იცოდეთ, ეს წყალია სიკვდილის წყალი (წყალწითელა). არასდროს ამომივა გონებიდან ეს, რაც მოხდა. 30 წლის ბიჭი ჩაითრია მდინარემ, საშინელე

  • თვის მთავარი ფავორიტები – ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2026 წლის აგვისტო სიახლესა და წარმატებას მოუტანს

    ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც 2026 წლის აგვისტო დადებითი ცვლილებებით ჩაივლის. პროგნოზი ეხება განწყობას, ურთიერთობებსა და ახალ შესაძლებლობებს.

    ვინ მოხვდა მთავარ იღბლიანთა სიაში:

    ლომი

    ლომებისთვის აგვისტო შთაგონებისა და თავდაჯერებულობის დაბრუნების თვე გახდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები მეტ ყურადღებასა და სასიამოვნო სიახლეებს მიიღებენ. ისინი საკუთარ ძლიერ მხარეებს უკეთ გამოავლენენ.

    ვარსკვლავები ლომებს ახალ შესაძლებლობებზე უარის თქმას არ ურჩევენ. სწორედ აქტიურობა და ღიაობა მოუტანს მათ მეტ ბედნიერ მომენტს.

    სასწორი

    სასწორები აგვისტოში სამუშაოს, დასვენებასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს საბოლოოდ იპოვიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები მეტ სიმშვიდესა და სითბოს იგრძნობენ. მათ ყოველი დღით ტკბობის სურვილი გაუჩნდებათ.

    სასიამოვნო შეხვედრები და ახლობლების მხარდაჭერა სასწორებს ზედმეტი დარდის დავიწყებაში დაეხმარება.

    მერწყული

    მერწყულებისთვის აგვისტო ახალი იდეების, შთამბეჭდავი მოვლენებისა და მოულოდნელი შესაძლებლობების პერიოდად იქცევა. მათი არასტანდარტული აზროვნება რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას ხელს შეუწყობს.

    ამ ნიშნის წარმომადგენლები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ და ახალი მიზნებისკენ სწრაფვის სურვილი გაუჩნდებათ.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსნები აგვისტოში სტაბილურობასა და მიღწეული შედეგებით კმაყოფილებას იგრძნობენ. დაძაბული პერიოდის შემდეგ ისინი საკუთარი თავისთვის, ახლობლებისა და სასიამოვნო საქმეებისთვის მეტ დროს გამონახავენ და ახალ, სასიამოვნო თავგადასავლებში ჩაერთვებიან.

    ეს თვე მათ სიმყუდროვის განცდასა და მომავლის რწმენას აჩუქებს, რაც, რა თქმა უნდა, სამომავლო წარმატებებისთვის დიდი მოტივაცია გახდება.

  • ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია – რას ამბობს ქეთი დოლიძე

    ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია – რას ამბობს ქეთი დოლიძე

    რე­ჟი­ო­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე სტუმ­რად იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის” გა­და­ცე­მა­ში “ნო­ეს­თან”. რად­გან ბევ­რს ახ­სოვს მისი ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: “რას აკე­თებს ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე და­ბუ­დე­ბუ­ლი ხალ­ხი, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბი­ან სოფ­ლებ­ში?!“, წამ­ყვან­მა “ჩა­მო­სუ­ლებ­თან” და­კავ­ში­რე­ბით ჰკი­თხა, რა­ზე­დაც რე­ჟი­სორ­მა ასე უპა­სუ­ხა:

    “გა­სა­გე­ბია, რა­ტო­მაც არის აქ, მაგ­რამ კერ­ძოდ, ვინც სოფ­ლი­დან არის ჩა­მო­სუ­ლი, მე მათ მი­მართ მაქვს პრე­ტენ­ზია. გუ­რი­ა­ში ჩემი ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი­დან არა­ვინ ჩა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში, არა­ვინ. ყვე­ლას ხომ ვერ გა­მოკ­ვე­ბავს თბი­ლი­სი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა თბი­ლის­ში იყოს. შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად ხის­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ მირ­ჩევ­ნია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უჭირს თა­ვის კარ-მი­და­მო­ში, სჯობს გა­უ­ჭირ­დეს, ვიდ­რე ხი­დის ქვეშ იჯ­დეს და თვე­ო­ბით ელო­დოს, რომ ვი­ღაც წა­იყ­ვანს სან­ტექ­ნი­კის გა­სა­კე­თებ­ლად…”

    წამ­ყვა­ნი ასე­ვე ძა­ლა­დო­ბის თე­მას შე­ე­ხო და ქეთი დო­ლი­ძეს ბესო ზან­გურ­სა და ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს შო­რის მომ­ხდარ სკან­დალ­ზე, გა­მოთ­ქმუ­ლი აზრი გა­ახ­სე­ნა, იმ­ჟა­მად ქეთი დო­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: “ძა­ლა­დო­ბა­ზე თუ რამე გინ­და თქვა, 11 წელი არ უნდა ელო­დო 5000 ლა­რი­ან კონ­ვერტს! წერ­ტი­ლი! აბა, ახლა მეც ჩამ­ქო­ლეთ!”

    რა­ზეც ქეთი დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და:

    “მასე არ მით­ქვამს, რომ “ელო­დო”. მე ვთქვი, რომ ძა­ლა­დო­ბა არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. რას ლა­პა­რა­კობ, ჩემს ქმარს რომ ჩემ­თვის ოდეს­მე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სი­ტყვა ეთ­ქვა, მა­გას მო­ვით­მენ­დი?! რომ თქვას ადა­მი­ან­მა, – ასე იყო, ვით­მენ­დი და მეტს ვე­ღარ მო­ვით­მე­ნო, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ რო­დე­საც ამას ახ­ლავს ხუთი ათას­ლა­რი­ა­ნი კონ­ვერ­ტი, მე ამა­ზე მაქვს რე­აქ­ცია, თო­რემ არც ის ოჯა­ხი და არც გო­გო­ნე­ბი არი­ან ფუ­ლის ხა­მე­ბი. მი­თუ­მე­ტეს, როცა ყო­ფილ ქმარ­თან გყავს შვი­დი წლის შვი­ლი, უნდა იფიქ­რო იმა­ზეც, მე­ო­რე დღეს ბავ­შვი სკო­ლა­ში რომ მივა, მა­მა­მი­სი რო­გორ გა­მოჩ­ნდე­ბა მე­გობ­რე­ბის თვალ­ში. ძა­ლა­დო­ბას ით­მე­ნენ სუ­ლე­ლი ქა­ლე­ბი…”

  • ქალი, რომელმაც “კლინიკური სიკვდილის“ დროს ჯოჯოხეთი მოინახულა, იქ ნანახ საზარელ სცენებს აღწერს

    ქალი, რომელმაც “კლინიკური სიკვდილის“ დროს ჯოჯოხეთი მოინახულა, იქ ნანახ საზარელ სცენებს აღწერს

    ამერიკაში ცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ 11 წუთიანი კლინიკური სიკვდილის დროს, სამოთხე და ჯოჯოხეთი ნახა.

    კანზასში მცხოვრები შარლოტა ჰოლმსი 2019 წელს თავის კარდიოლოგს, გეგმურ შემოწმებაზე სტუმრობდა , როდესაც მისი არტერიული წნევა მოულოდნელად მკვეთრად გაიზარდა. ექიმებს სჯეროდათ, რომ მას ჰქონდა ან ინსულტი, ან გულის შეტევა; ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და შეუერთეს ინტრავენური გადასხმა.

    პროფესიონალები მის დასახმარებლად ჩქარობდნენ, თუმცა გონების გათიშვის შემდეგ, ჰოლმსმა ლამაზი ყვავილების დანახვისა და მათი სურნელის შეგრძნება დაიწყო. მისი ქმარი, დენი, მის გვერდით იყო მთელი ამ განსაცდელის დროს და სჯეროდა, რომ ის იმ დროს „ამ ქვეყნად არ იყო“.

    • სამოთხე

    „The 700 Club“-თან ინტერვიუში ჰოლმსმა გაიხსენა: „ირგვლივ სილამაზეს ვათვალიერებდი. ვხედავდი ხეებს, ბალახს და ყველაფერი მუსიკის რიტმში ირხეოდა, რადგან სამოთხეში ყველაფერი ღმერთს სცემს თაყვანს“.

    გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტში ჰოლმსის გული სულ 11 წუთით გაჩერდა და ის კლინიკურად მკვდრად გამოცხადდა.

    ქალმა თქვა, რომ მას არ შეეძლო აღეწერა, როგორი იყო სამოთხე: „ეს იმაზე მილიონჯერ მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი წარმოდგენაა“.

    ჰოლმსი ამტკიცებდა, რომ როდესაც ანგელოზებმა ის სამოთხეში შეიყვანეს, მას „შიში არ უგრძვნია, მხოლოდ სიხარული“. შემდეგ დაიწყო ნაცნობი სახეების ამოცნობა – ესენი იყვნენ მისი გარდაცვლილი ოჯახის წევრები. ის ამბობდა, რომ არცერთი მათგანი არ გამოიყურებოდა ავადმყოფად ან მოხუცად; ისინი 30-იან წლებში მყოფებს ჰგავდნენ.

    • ჯოჯოხეთი

    ჯოჯოხეთი, რაც ჰოლმსმა შემდეგ აღწერა, საშინლად ჟღერს.

    „დავიხედე დაბლა და ვიგრძენი სუნი, ლპობადი ხორცის სუნი – აი, რას ჰგავდა ეს… და შემდეგ ყვირილი. სამოთხის სილამაზის ნახვის შემდეგ, ჯოჯოხეთის ხილვის კონტრასტი თითქმის აუტანელია“, – იხსენებს ის

    ძალინა მალე ჰოლმსი სიცოცხლეს დაუბრუნდა. მან თქვა, რომ გრძნობდა, როგორ იზიდავდა მისი სხეული სულს.

    წყარო

  • ვაიი ვაიიი, ინციდენტი სქესის გაგების ცერემონიის დროს

    ვაიი ვაიიი, ინციდენტი სქესის გაგების ცერემონიის დროს

    https://video.ambebi.ge/files-6/2026/06-15/chaishlili-tseremonia-604263.mp4
    ინციდენტი სქესის გაგების ცერემონიის დროს. მამაკაცი ცხენიდან გადმოვრდა. როგორც ვიდეოს ავტორი კომენტარებში წერს, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
  • ავარიას ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

    ავარიას ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

    ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰანსარდი, დუბლინში, ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ის 56 წლის იყო.

    „ოსკარის“ მფლობელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ოთხშაბათს, დილით ადრე, სტრობერი ბედსის მახლობლად მომხდარ ავარიაში დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ინციდენტში სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა ჩართული.

    პოლიცია ადასტურებს, რომ კაცს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. მას დარჩა მეუღლე და 4 წლის შვილი.

    ჰანსარდი დუბლინის ქუჩის მუსიკოსების წრეში მოღვაწეობდა, 1989 წელს კი ჯგუფი The Frames ჩამოაყალიბა, რომელმაც ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლაივ-ბენდის რეპუტაცია მოიპოვა. მსოფლიო პოპულარობა კი მას ფილმმა „ერთხელ“ მოუტანა, რომელშიც მან მარკეტა ირგლოვასთან ერთად მთავარი როლი შეასრულა და საუნდტრეკი დაწერა. მათმა დუეტმა Falling Slowly ოსკარი მოიპოვა.

  • საქართველოში ამინდი იცვლება

    საქართველოში ამინდი იცვლება

    უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქში, უმეტესად მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღეს ტემპერატურა დაახლოებით 29°C-მდე მოიმატებს, ქარი კი დღის განმავლობაში თანდათან შესუსტდება.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 ივლისს შენარჩუნდება თბილი ამინდი და ჰაერის ტემპერატურა 28°C-მდე იქნება. 31 ივლისს დილის საათებში დასავლეთ საქართველოში, ადგილობრივად მოსალოდნელია ხანმოკლე ჭექა-ქუხილი, თუმცა დღის ძირითადი ნაწილი მოღრუბლული და თბილი იქნება.

    კვირის ბოლოს სიცხე კიდევ უფრო გაძლიერდება. 1-3 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 33-34°C-მდე აიწევს.

    უახლოესი დღეების პროგნოზი მიუთითებს, რომ ცხელი და უმეტესად მზიანი ამინდი მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.