სასულიერო პირის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის. კადრები შემთხვევით გადაიღეს და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.




სასულიერო პირის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის. კადრები შემთხვევით გადაიღეს და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.




2018 წლის 4 ივლისს ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრი მოკლეს.
საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაურია.
მას გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავიsუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობაური ბრალს არ აღიარებს.
კობაურის ოჯახი და ადვოკატი, რომელთაც პროკურატურის ვერსიის დღემდე არ სჯერათ, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავდნენ, თუმცა საჭირო ფინანსების უქონლობის გამო ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
სმიტების მკვლელობის საქმის მთავარი დეტალები, რომლებიც თავდაყირა აყენებს მალხაზ კობაურის პირველ აღიარებით ჩვენებას -რა აღმოაჩინეს სმიტების ფოტოაპარატში რომელიც გადამალული იყო, ოფიციალურად მალე გახდება ცნობილი.
ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ისაუბრა.
“ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ”, – განაცხადა კობაურმა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. შეტყობინების ავტორმა 112-ს უთხრა, რომ დაკარგულები ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. შეტყობინების ავტორმა 112-ს უთხრა, რომ დაკარგულები ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
ცოლ-ქმრის ცხედარი 6 ივლისს, შაბათს იპოვნეს, მათი შვილის ცხედარი კი მომდევნო დღეს. ქალის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარიც. თუმცა მცხეთის სასამართლოში ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა. მალხაზ ბექაურის თქმით, მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ, სინამდვილეში კი თვითონ არ არის მკვლელი.

12 აგვისტოს, საქართველოს დროით 21:36, ხოლო GMT დროით 17:36 საათზე მოხდება მზის სრული დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ასეთი დაბნელება ცვლის ქვეყნებისა და ადამიანების ბედს. ამ თარიღს ემთხვევა ასევე ახალმთვარეობა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პერიოდად
მიიჩნევა და „ლომის კარიბჭის“ დასასრულად. ეს პერიოდი გავლენას ახდენს ადამიანების ემოციებზე, იდენტობასა და ცხოვრებისეული მიზნების გადაფასებაზე“, – ამის შესახებ ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ზოდიაქოს ნიშანში დაბნელება დიდი ხანია არ გვქონია და ეს პერიოდი, ყველა ადამიანში გააჩენს კითხვას: რა როლის შესრულება აღარ გვსურს? ლომის ნიშანი სიმბოლურად გამოხატავს სცენას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, აპლოდისმენტების მისაღებად ადის და ეს დაბნელება, პირველ რიგში
გვაჩვენებს სხვაობას ჩვენს დღევანდელ სახესა და იმ როლს შორის, რომელშიც ინერციით ვაგრძელებთ ყოფნას. ასეთ დროს, საკუთარ თავთან ჩნდება კითხვა: ხომ არ გახდა ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება და როლი ჩვენთვის ძალიან მწირი, ვინაიდან ჩვენ ვიზრდებით, იცვლება ფასეულობები, მიზნები, ვიღებთ ახალ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, თუმცა, გარეგნულად ეს ცვლილებები თავიდან შესაძლოა არ გამოჩნდეს, რადგან ვაგრძლებთ ჩვეულ რიტმში ცხოვრებას, ისევ ვხვდებით და ვსაუბრობთ ნაცნობებთან, დავდივართ ძველ ადგილებში, ანუ ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იგივე ემოციები, რომლებსაც ვიღებდით წარსულში, მაგრამ ამ ემოციებში უკვე იგრძნობა სიყალბე და გარდაუვლად დგება ის დრო, როდესაც ჩვენს შინაგან მე-სა და გარე სახეს შორის ჩნდება ნაპრალი, რომელსაც ვეღარ ვამთელებთ, რომელ ბზარსაც ძალიან მკვეთრად წარმოაჩენს დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში.
ლომი არის ინდივიდუალიზმის, პირადი სივრცისა და არჩევანის სიმბოლო. ის დგას კირჩხიბსა და ქალწულის ნიშნებს შორის, სადაც კირჩხიბი არის ჩვენი სახლის, ოჯახისა და ნათესავების, ხოლო ქალწული ერთობლივი ყოველდღიურობის, რუტინისა და საქმის მაჩვენებელი და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლომი ის ინდივიდია, რომელიც არა მხოლოდ სცენასთან და საჯაროობასთან ასოცირდება; არამედ ის გვაძლევს უფლებას ვიყოთ ის, რაც ვართ სინამდვილეში და არა ისეთი, როგორიც სხვისთვის იქნება კომფორტული. ცხოვრება არასოდეს არ დგას ერთ ადგილას და ერთხელაც მოდის ის მომენტი, როდესაც ჩნდება ძალიან სერიოზული დისბალანსი იმ ჩვენს ახალ ვერსიასა და იმ იმიჯს შორის, რომელსაც ჩვევის გამო
კვლავ ვატარებთ და ეს დაბნელება კი არ ანგრევს, არამედ გვაჩვენებს, სად და რაში ვზღუდავთ საკუთარ თავს და ცხოვრების, რომელ სფეროში ვთანხმდებით მინიმუმს. ამ პერიოდში, ყველა ინდივიდუალურად დაინახავს საკუთარ ნაკლს, უკუქმედებას, რაც ზოგისთვის შესაძლოა იყოს დაკავშირებული სამსახურთან, საქმიან და პირად ურთიერთობებთან, ან თვითპრეზენტაციასთან. გადატანითი მნიშვნელობით, ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა დავადოთ ახალი ფასი, მივანიჭოთ ახალი სიმაღლე, რაც ჩვენს დღევანდელ დონესთან იქნება შესაბამისობაში. ლომის ზოდიაქო ასოცირდება “ეგო”-სთან, სიამაყესთან, თუმცა, ნამდვილი ლომი არ მოითხოვს აღფრთოვანებას, ის უბრალოდ არ მალავს თავის ბრწყინვალებას და ეს დაბნელება, გვიბიძგებს,
ვუჩვენოთ სამყაროს ჩვენი შინაგანი სინათლე. ამ პერიოდში, დასრულდება ჩვენი ცხოვრების ერთი ისტორია და მას ჩაანაცვლებს უფრო ნამდვილი, უშიშარი და მედიდური მომავალი. დაბნელების ციკლში ბევრი ადამიანი მიხვდება, რომ დროა უარი ვთქვათ ზოგადად მიღებულ შაბლონებზე, სტანდარტულ აზროვნებაზე, დროა გამოვამჟღავნოთ საკუთარი ინდივიდუალიზმი და შეხედულება. ლომის მმართველი ორგანოა გული და მართებული იქნება დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს: შეგვიძლია თუ არა ნამდვილი სიყვარული, რადგან ეს პერიოდი, შეამოწმებს ჩვენს წესიერებასა და გულწრფელობას ურთიერთობებში. ასეთ დროს, ადამიანები ასრულებენ დუმილს, გამოდიან სხვებზე მორგებული როლებიდან და ღიად იწყებენ საუბარს იმაზე, რაც გულში აქვთ. ეს დაბნელება სვამს კითხვას: მზად ვართ თუ არა მივიღოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ვართ სინამდვილეში და მზად ვართ, თუ არა ხელახლა გავაღვივოთ ცხოვრებისადმი ინტერესი.

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
გურამ სუჯაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ.
„სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით. მათ შორის, ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით და არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით“, – აღნიშნა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილზე უწყების 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე.
უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
შსს-ს წერს, რომ საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

სანამ წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ძალიან ძლიერი „სუპერ-ელ-ნინიო“ ყალიბდება, ინდოეთის ოკეანეში პარალელურად ახალი ოკეანური ანომალია ძლიერდება. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც „ინდოეთის ოკეანის დადებითი დიპოლი“.
უახლესი სეზონური პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ამ ორი მოვლენის ერთობლივი ზემოქმედება მნიშვნელოვნად შეცვლის ამინდის კანონზომიერებებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 2026–2027 წლების ზამთარში, რასაც სერიოზული შედეგები ექნება შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპისთვის, წერს Libertatea.
ინდოეთის ოკეანის დიპოლი წარმოადგენს ტემპერატურულ სხვაობას ინდოეთის ოკეანის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის. დადებით ფაზაში, რომელში შესვლასაც მოვლენა ახლა იწყებს, დასავლეთით წყლები უჩვეულოდ თბება, ხოლო აღმოსავლეთით გრილდება. ეს სხვაობა მძლავრი ატმოსფერული ცირკულაციის წარმოქმნას განაპირობებს.
თბილი ჰაერი მაღლა იწევს დასავლეთის შედარებით თბილი წყლების ზემოთ, ხოლო აღმოსავლეთით, უფრო ცივ რეგიონებში, ჰაერის მასები ქვემოთ ეშვება. ეს ქმნის ტროპიკული ცირკულაციის ვრცელ უჯრედს, რომელიც ამინდზე გლობალური მასშტაბით ახდენს გავლენას.
უახლესი ანალიზი აჩვენებს, რომ ინდოეთის ოკეანის დადებითი დიპოლი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის შემოდგომის განმავლობაში და ზამთრის დასაწყისშიც შენარჩუნდება.
შემოდგომის ნალექების სეზონური პროგნოზები უკვე მიუთითებს წვიმის მნიშვნელოვან დეფიციტზე ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში და საშუალოზე მაღალ რაოდენობაზე აუზის დასავლეთით, რაც ატმოსფერული ზემოქმედების გაძლიერებას ადასტურებს, Severe Weather Europe-ის მონაცემებით.
იმავდროულად, წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ვითარდება „სუპერ-ელ-ნინიო“, რომელიც მიმდინარე მოდელების მიხედვით, შესაძლოა დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გახდეს.
ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის ანომალიებმა უკვე მიაღწია ნორმალურ საშუალო მაჩვენებელზე 4–5 გრადუსით მაღალ ნიშნულს, ხოლო ზედაპირის ქვეშ იმყოფება ძალიან თბილი „კელვინის ტალღა“ გადახრებით, რომლებიც 8 გრადუსს აღემატება. უახლესი მეტეოროლოგიური მოდელების შეფასებით, მოვლენამ შესაძლოა პიკს 3 გრადუსზე მეტი გადახრით მიაღწიოს, ხოლო ზოგიერთი სცენარით — 6 გრადუსითაც კი.
ეს უკიდურესად ძლიერი „ელ-ნინიო“ წარმოქმნის მდგარი ტალღების ატმოსფერულ მოდელს, რომელიც ხასიათდება თბილი ჰაერის აღმავლობით წყნარი ოკეანის თავზე და შედარებით ცივი ჰაერის დაშვებით ინდოეთის ოკეანის თავზე. IOD-თან კომბინაციაში, ეს მოვლენა აყალიბებს ორი ოკეანის სინქრონიზებულ სისტემას, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს მაღალტექნოლოგიურ ატმოსფერულ ნაკადებსა და შტორმების ტრაექტორიაზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
რა შედეგებია მოსალოდნელი ევროპაში?
ევროპაში „სუპერ-ელ-ნინიოსა“ და IOD-ის შერწყმა ხელს უწყობს ატლანტის ოკეანის მხრიდან უფრო ძლიერ ატმოსფერულ ცირკულაციას. პროგნოზები მიუთითებს მაღალი წნევის ზონაზე ევროპის სამხრეთითა და ხმელთაშუა ზღვის აუზში, მაშინ როდესაც ატმოსფერული წნევა უფრო დაბალი იქნება კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილოეთით.
ამ პირობებში, შეფასებების თანახმად, ევროპის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა ამ პერიოდისთვის ნორმაზე მაღალი დარჩება ატლანტიკური ჰაერის რბილი გავლენის წყალობით.
იმავდროულად, კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში მოსალოდნელია ნალექების მეტი რაოდენობა. თოვლი, ზოგადად, შემოიფარგლება ევროპის ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ცენტრალური ევროპის მაღალმთიანი ზონებით, ვინაიდან ცივ ჰაერს სამხრეთისკენ წაწევის ნაკლები შანსი ექნება.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები განმარტავენ, რომ გარკვეულმა ციკლონურმა სისტემებმა შესაძლოა გამოიწვიოს ლოკალური თოვა დაბლობ რაიონებშიც.
ძალიან მძლავრი „სუპერ-ელ-ნინიოსა“ და ინდოეთის ოკეანის დადებითი დიპოლის შერწყმა ქმნის მაღალი ინტენსივობის ტროპიკულ მექანიზმს, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ატმოსფერულ ნაკადებზე 2026–2027 წლების ზამთარში.
პროგნოზების თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკაში ამან შესაძლოა გამოიწვიოს მკვეთრი კლიმატური განსხვავება რეგიონებს შორის და უხვი თოვლის სეზონი ცენტრალურ და სამხრეთ ზონებში.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე – გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგული ბიჭის კვალი გაქრა.
საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილიც.
სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ჩავიდნენ.
“მეგობრებო, ყველა ადგილზე გადატარდება სკანერი. ასე, რომ იქამდე გაგრძელდება ძებნა, სანამ ეს ადგილი არ დათვალიერდება და ამ ხნის მანძილზე მე აქ ვარ. მადლობა ყველას” – დაწერა სოფო ბიბილაშვილმა სოციალურ ქსელში.
გვიან ღამით დაკარგული ბიჭის ოჯახის უფლებადამცველმა, ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს-ს თანამშრომლები სამუშაოებს დღეს დილით 08:00 საათიდან გააგრძელებდნენ.
ცნობისთვის, გუშინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
შსს-ს განცხადებით, საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

მოკლული გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ინფორმაციით, ნია იმნაძის ტელეფონი გასუფთავებული იყო და ერთ მოწყობილობაზე შეერთების შემდეგ ბევრი რამ აღდგა (სრულად – ვერა). ასევე გასუფთავებული იყო გიორგი მალანიასა და დანარჩენების ტელეფონებიც, თან ისეთ მაღალ დონეზე, როგორადაც არასრულწლოვანი თავად ვერ მოახერხებდა.
“მათ ყველაფერი მოიშორეს – ტანსაცმელი, კეპი, ფეხსაცმელები… ანუ მტკიცებულებები გააქრეს, თუმცა მასალები აღდგა. როცა ოჯახები გაჩხრიკეს, მაშინ დამონტაჟდა ფარული მოსასმენები სახლებში, ციხეებში, მანქანებში… მათ გაშიფვრას დრო ხომ უნდოდა? ჩანაწერები ფონოსკოპიურ ექსპერტიზას გადაეცა და ამასობაში 10 თვე გავიდა.
ნია იმნაძეს არც არავინ ედავება მკვლელობის დაკვეთას, წაქეზებას – კი, ის უბიძგებს, რომ პასუხი მოსთხოვონ გიგას, დანაშაულისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი იცით, რა არის? ნია იმნაძემ იცის ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და როცა კრიმინალური სულისკვეთების ადამიანთან არჩევ ამბავს და ეუბნები რაღაცას, ეს უკვე წაქეზებაა.
მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა, რომ ეს ბიჭები უბნელ 10 -13 წლის ბავშვებს ფულს ინტენსიურად სძალავდნენ, ძალადობდნენ, გაკვეთილებზე მასწავლებლებს ატირებდნენ… იმავე სკოლაშია ნია იმნაძე და მანაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ასეთი სულისკვეთების ადამიანთან რომ საუბრობ სხვა ტონით, ეს არის წაქეზება. საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: “მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან.
დადგენილია, რომ თავდასხმას გეგმავდნენ. გიგას უთვალთვალებდნენ, მარტო რომ მოეხელთებინათ. ამ პერიოდის განმავლობაში განიხილავდნენ თავდასხმის დეტალებს, მათ შორის, ნიაც. ამის დამადასტურებელი მესიჯები არსებობს. საქმის მასალებში წერია: “მთელი ერთი კვირაა, ვეუბნები ნიაკოს, მოგიგვარებ პრობლემებს”. ეს იყო ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც მანამდე არაერთ ადამიანს დასხმია თავს. რომ არა ნია იმნაძე, გიორგი მალანია და გიორგი რიკაძე, რომელიც იმ დღეს გაბაშვილს გამოჰყვა, დღეს გიგა ცოცხალი იქნებოდა.” – ამბობს ეკა კუპატაძე.
წყარო: კვირის პალიტრა

შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ თორნიკე (დავით) სირაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.