Category: Uncategorized

  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს??…“ –გურიკას საქმეზე ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს სრულად წაკითხვა..

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს??…“ –გურიკას საქმეზე ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს სრულად წაკითხვა..

    12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

    „ახალი გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან, 12 წლის განმავლობაში აღნიშნული საქმე არავის გამოუძიებია. კი, ჩატარდა რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთებულიყო. შესაბამისად, რეალობა არ არის დადგენილი, ჭეშმარიტება არ არის დადგენილი. გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საქმეში არსებობს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არის ურთიერთგამომრიცხავი.

    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები და ჩვენ ამ ინფორმაციებს ვამოწმებთ. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, არსებობს ინფორმაციები, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „ფორმულასთან“.

    გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

  • ღმერთო, ეს რა თავზარდამცემი ამბავია, გამეგლიჯა გული”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ღმერთო, ეს რა თავზარდამცემი ამბავია, გამეგლიჯა გული”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ტრაგედია ბათუმში – მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.

    Palitravideo-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიზი მოისწრაფიშვილია და ის რეჟისორის, ნანა ახვლედიანის ქალიშვილია.

    ლიზა მოისწრაფიშვილს 11 წლის ქალიშვილი დარჩა.

    როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    “ლიზა, უფალმა მიიბარა ჩვენი უსაყვარლესი და ულამაზესი გოგოს სული. პანაშვიდი პარასკევს, 14 აგვისტოს, 17:00 სთ, გამოსვენება შაბათს, 15 აგვისტოს, 15:00სთ. მის.: ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა (ყოფილი საბჭოს ქუჩა) 19, დაკრძალვა ფერიის სასაფლაოზე,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    „ღმერთო, ეს რა თავზარდამცემი ამბავიაააა”;

    „გამეგლიჯა გული, ჩვენი ულამაზესი ლიზიკო;“ – წერენ ახლობლები.

  • მოსალოდნელია წვიმა და ღრუბლიანი ამინდი – პროგნოზი ქალების მიხედვით

    მოსალოდნელია წვიმა და ღრუბლიანი ამინდი – პროგნოზი ქალების მიხედვით

    12 აგვისტოს, საქართველოს უმეტეს ქალაქში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ზოგან კი – იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში – +32 გრადუსს, უმეტესად მზიან ამინდს ვარაუდობენ.

    ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

    გაგრა +29 – წვიმა

    სოხუმი +30 – უმეტესად ღრუბლიანი

    ზუგდიდი +30 – უმეტესად ღრუბლიანი

    მესტია +23 – უმეტესად მზიანი

    ფოთი +29 – უმეტესად ღრუბლიანი

    ბათუმი +29 – უმეტესად ღრუბლიანი

    ოზურგეთი +30 – უმეტესად ღრუბლიანი

    ქუთაისი +31 – უმეტესად ღრუბლიანი

    ამბროლაური +30 – უმეტესად ღრუბლიანი

    ახალციხე +28 – უმეტესად ღრუბლიანი

    ბორჯომი +24 – წვიმა

    ბაკურიანი +21 – წვიმა

    გორი +31 – უმეტესად ღრუბლიანი

    ცხინვალი +28 – უმეტესად მზიანი

    სტეფანწმინდა +19 – წვიმა

    გუდაური +17 – წვიმა

    თელავი +29 – უმეტესად მზიანი

    რუსთავი +32 – უმეტესად ღრუბლიანი

    თბილისი +32 – უმეტესად მზიანი

  • 2 წლის გოგო აუზში დაიხრჩო – ტრაგედია ოჩამჩირეში

    2 წლის გოგო აუზში დაიხრჩო – ტრაგედია ოჩამჩირეში

    ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, უბედურ შემთხვევას ორი წლის გოგონა ემსხვერპლა.

    შემთხვევა 10 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ერთ-ერთი გოგირდწყალბადის წყაროს მიმდებარედ მოხდა. ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში ისვენებდა.

    „როდესაც დედა ერთ-ერთ შვილს ტანსაცმელს უცვლიდა, მეორე ბავშვი მხედველობის არედან გაქრა. გოგონას დაახლოებით ცხრა წუთის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 2 წლის გოგონა აუზში ჩავარდა, თუმცა ეს არც ერთ დამსვენებელს არ შეუმჩნევია. ბავშვი გულრიფშის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, გოგონა დღეს დილით გარდაიცვალა“, – განაცხადა პროკურორმა ინარ ტარკილმა.

  • 12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული დღე გელოდებათ. სამსახურში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ კონფლიქტის თავიდან აცილებაში.

    კურო 

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური შენაძენები გადადეთ. პირად ურთიერთობაში სასიამოვნო საუბარი ან შეხვედრაა მოსალოდნელი.

    ტყუპები 

    კომუნიკაციისთვის კარგი დღეა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

    კირჩხიბი 

    მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ოჯახს. ძველი საკითხი შეიძლება კვლავ გახდეს აქტუალური, თუმცა ამჯერად მისი საბოლოოდ მოგვარების შესაძლებლობა გექნებათ.

    ლომი 

    თქვენი ინიციატივა და თავდაჯერებულობა შედეგს მოგიტანთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია შესაძლებელი.

    ქალწული 

    საქმეების სიმრავლემ შეიძლება დაგღალოთ. სწორად გადაანაწილეთ დრო და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. ფინანსურად სტაბილური დღეა.

    სასწორი 

    ურთიერთობები დღის მთავარი თემა იქნება. გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტოხელებისთვის საინტერესო ნაცნობობაა შესაძლებელი.

    მორიელი 

    პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება დაგჭირდეთ. ინტუიციას მოუსმინეთ, თუმცა ფაქტებიც აუცილებლად გადაამოწმეთ.

    მშვილდოსანი

    ახალი იდეებისა და ცვლილებების დღეა. კარგი პერიოდია სამომავლო მოგზაურობის, სწავლის ან ახალი პროექტის დაგეგმვისთვის.

    თხის რქა 

    ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში პოზიტიური ცვლილება შეიძლება გამოჩნდეს. სამსახურში თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. საღამო დასვენებას დაუთმეთ.

    მერწყული 

    მოულოდნელი შეხვედრა ან შეტყობინება დღის გეგმებს შეგიცვლით. ცვლილებებს წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ – შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობა გაჩნდეს.

    თევზები 

    ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შემოქმედებითი საქმიანობისთვის კარგი დღეა. ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტ ეჭვიანობას და დაუფიქრებელ დასკვნებს.

  • 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ახალი ცნობები მიწისძვრის ეპიცენტრიდან

    7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ახალი ცნობები მიწისძვრის ეპიცენტრიდან

    დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უდიდესი ქალაქი კალი იყო, რომელიც ქვეყნის მთავარი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ქალაქში ნგრევა და პანიკა გამოიწვია.

    საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, აეროპორტი, კომერციული ობიექტები – მიწისძვრის შედეგად შენობების ნაწილი სრულად დაინგრა, ნაწილი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უკვე იდენტიფიცირებულია 225-მდე გარდაცვლილი და თითქმის 700 დაშავებული. მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

    გავრცელებულ კადრებში ისმის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ხმა, რომლებიც უკვე რამდენიმე საათია შველას ითხოვენ. მაშველებთან ერთად მათ გადარჩენას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ. დანგრეული შენობებიდან თითოეული ადამიანის გამოყვანას მოქალაქეები ოვაციებით ხვდებიან.

    კოლუმბიის ახლად არჩეული პრეზიდენტის, აბელარდო დელა ესპრიელასთვის ეს პირველი სერიოზული კრიზისია. სახელმწიფო მეთაურის ფიცი მან რამდენიმე დღის წინ დადო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სამხედროების მობილიზება უკვე გამოცხადებულია. მაროდიორობის თავიდან ასაცილებლად გაძლიერებულია საპოლიციო ძალებიც.

    ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 107 კილომეტრის სიღრმეში მოხდა, რასაც დამატებით კიდევ 21 საშუალო და მცირე ბიძგი მოჰყვა.

    ტრაგედიის ეპიცენტრში სამაშველო ჯგუფები გაგზავნა მეზობელმა ვენესუელამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დამანგრეველი მიწისძვრა თავად გადაიტანა. კოლუმბია სამძიმარს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც. მთავრობას და კოლუმბიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

  • ‼ ვინ არის ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული გოგო

    ‼ ვინ არის ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული გოგო

    ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილი ლიზა მოისწრაფიშვილია. მომხდარით შეძრწუნებულია ბათუმის სახელოვნებო საზოგადოება.

    ლიზი მოისწრაფიშვილი ცნობილი რეჟისორის, ნანა ახვლედიანის ერთადერთი შვილი იყო.

    ლიზას 11 წლის გოგონა დარჩა.

  • 🔴 ის ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილია – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴 ის ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილია – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ტრაგედია ბათუმში – მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.

    Palitravideo-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიზი მოისწრაფიშვილია და ის „აჭარის“ ტელევიზიის ჟურნალისტის, ნანა ახვლედიანის ქალიშვილია.

    ლიზა მოისწრაფიშვილს ერთი შვილი, გოგონა დარჩა.

    როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    „ღმერთო, ეს რა თავზარდამცემი ამბავიაააა”;

    „გამეგლიჯა გული, ჩვენი ულამაზესი ლიზიკო;“ – წერენ ახლობლები.

  • ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

    ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

    ტრაგედია ბათუმში – ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.

     

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

     

    გარდაცვლილს ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:

     

    “ლიზა, ძალიან მატკინე გული. ლიზას წლების უკან ვიცნობდი, ერთად ვმუშაობდით. ულამაზესი, უკეთილშობილესი გოგო იყო, სიცოცხლით სავსე… არ მემეტები მიწისთვის ნამდვილად, მაგრამ იქნებ იმიერში დამშვიდდეს შენი სული,”- წერს გარდაცვლილის ახლობელი.

    თანაგრძნობას ვუცხადებთ ლიზას ოჯახსა და ახლობლებს.

  • ბედი ახალ კარს გიხსნით – აგვისტოში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ცხოვრების რადიკალური ცვლილება ელის, ნახეთ ხართ თუ არა სიაში, ჯერ დაწერეთ ზოდიაქო და შემდეგ ნახეთ

    ბედი ახალ კარს გიხსნით – აგვისტოში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ცხოვრების რადიკალური ცვლილება ელის, ნახეთ ხართ თუ არა სიაში, ჯერ დაწერეთ ზოდიაქო და შემდეგ ნახეთ

    ვერძი
    დღე აქტიური და ენერგიული იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმების შეცვლაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

    კურო
    დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

    ტყუპები
    სამუშაო და ყოველდღიური საქმეები წარმატებით წარიმართება. თქვენი კომუნიკაციის უნარი ბევრ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. კარგი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

    კირჩხიბი
    მზე თქვენს ნიშანშია და ეს დამატებით ენერგიასა და თავდაჯერებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

    ლომი
    შესაძლოა, ცოტა დასვენება და ძალების აღდგენა დაგჭირდეთ. ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი ვალდებულებებით. საღამოს მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება.

    ქალწული
    მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაგიხსნით.

    სასწორი
    დღეს კარიერულ საკითხებში მეტი ყურადღება დაგჭირდებათ. ხელმძღვანელობის ან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. თავდაჯერებულად იმოქმედეთ.

    მორიელი
    ახალი იდეები და გეგმები დღის მთავარი თემა იქნება. კარგი დროა სწავლის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. პოზიტიური სიახლეები შორიდანაც არის მოსალოდნელი.

    მშვილდოსანი
    ფინანსური საკითხები წინა პლანზე გადმოინაცვლებს. ყურადღებით შეაფასეთ ნებისმიერი შეთავაზება. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ.

    თხის რქა
    ურთიერთობები და პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. კომპრომისი და დიპლომატია სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტებია მოსალოდნელი.

    მერწყული
    დღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევთ. ორგანიზებულობა და დისციპლინა დაგეხმარებათ დაგეგმილი საქმეების წარმატებით დასრულებაში. ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ.

    თევზებიშემოქმედებითი ენერგია და შთაგონება მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. კარგი დროა სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზიც არის მოსალოდნელი.