სვანი მიდის მივლინებაში და თავის შვილს აბარებს:
– შვილო დედაშენთან რამდენი კაციც მოვა
იმდენი ლურსმანი დაარჭე კარებსო.
2 თვეში მამა ბრუნდება, კარებზეა 2 ლურსმანი და შვილს ეკითხება
– რა არის შვილო მარტო 2 კაცი მოვიდაო?
– რას ამბობ მამა 2 კარები უკვე გამოვცვალეო
Category: Uncategorized
-

სვანი მიდის მივლინებაში და თავის შვილს აბარებს: – შვილო დედაშენთან რამდენი კაციც მოვა იმდენი ლურსმანი დაარჭე კარებსო. 2 თვეში მამა ბრუნდება და…
-

ვაიმეე…🥹… გასკდა გული….😢🙏 ვრცლად ნახეთ კომენტარში👇 👇👇
ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.
„გემუდარები, შემიბრალე, გამოჩნდი და დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება უშენოდ არაფერი მიხარია, დეე!!!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი წერს.
ცნობისთვის,ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
-

თუ სახსრების განკურნება გსურთ, მიირთვით 1 ს.კ. ეს ნარევი ყოველდღიურად
ცხოვრების არაჯანსაღი სტილის შედეგად ჩვენი სახსრები საკმაოდ ხშირად ზიანდება. ასაკის მატებისა და დაბერების პროცესის პარალელურად ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო რთულ სახეს იღებს და მწვავდება, რის შედეგადაც გადაადგილებაც კი გვიჭირს. თუ თქვენ სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ნუ გადადებთ მკურნალობას მომავლისთვის, რათა თავიდან აირიდოთ სავალალო შედეგები.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ აბსოლიტურად ნატურალურ და საცორად ეფექტურ საშუალებას, რომელიც სახსრების გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ეს ბუნებრივი რეცეპტი არაჩვეულებრივია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც პოლიართრიტისგან, ართროზისგან და სახსრებში მარილების დაგროვებისგან იტანჯებიან. მოცემულ საშუალებას ”გრეჩკოს რეცეპტის” სახელწოდებით ვიცნობთ, რადგან ის შეიმუშავა საბჭოთა კავშირის კოსმონავტმა, გეორგი გრეჩკომ.

ნაყენი სახსრებისა და ძვლების გასაჯანსაღებლად
თქვენ დაგჭირდებათ 4 ინგრედიენტი:
- 7 კვერცხი
- 10 ლიმონი
- 50-70 მლ კონიაკი
- 1,5 ს.კ. თაფლი

ინსტრუქცია:
1. სასურველია რეცეპტისთვის სოფლის ნატურალური კვერცხის გამოყენება, რომელსლაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს თეთრი ნაჭუჭი. კარგად გარეცხეთ შვიდივე კვერცხი, გაამშრალეთ და მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში.
2. გამოწურეთ წვენი 10 საშუალო ზომის ლიმონისგან და ჩაასხით ის ქილაში. შეინახეთ ჭურჭელი მაცივარში იქამდე, სანამ კვერცხის ნაჭუჭი მთლიანად არ გაიხსნება ლიმონის წვენში (ამისათვის დაახლოებით 3 დღეა საჭირო).
3. როდესაც კვერცხის ნაჭუჭისგან მხოლოდ თეთრი გარსი დარჩება, კარგად ათქვიფეთ მასა და გადაწურეთ ის ახალ ჭურჭელში სპეციალური ბადის ან რამდენიე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით.
4. მიღებულ ბლანტ სითხეში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით კონიაკი და ნატურალური თაფლი. კარგად მოურიეთ ხის კოვზის გამოყენებით და ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. შეინახეთ ის მაცივარში.

მიღების წესი:
ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით 1 ს.კ. ნარევი და დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი. ეს არაჩვეულებრივი გზაა ორგანიზმის კალციუმით მოსამარაგებლად.
კვერცხის ნაჭუჭი – კალციუმისა და ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო დაახლოებით 30 მინერალის არაჩვეულებრივი წყარო. რაც შეეხება ლიმონს, ის მდიდარია C ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვანია შემაერთებელი ქსოვილების სწორი ფორმირებისთვის.
მკურნალობის კურსი გააგრძელეთ ნარევის ამოწურვამდე. ერთი სრული კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ რამდენიმე თვით შესვენების გაკეთება.
-

12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ადვოკატი მისი გაუჩინარების ახალ, შოკისმომგვრელ ვერსიაზე ალაპარაკდა!
12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.
„ახალი გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან, 12 წლის განმავლობაში აღნიშნული საქმე არავის გამოუძიებია. კი, ჩატარდა რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთებულიყო. შესაბამისად, რეალობა არ არის დადგენილი, ჭეშმარიტება არ არის დადგენილი. გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საქმეში არსებობს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არის ურთიერთგამომრიცხავი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები და ჩვენ ამ ინფორმაციებს ვამოწმებთ. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, არსებობს ინფორმაციები, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „ფორმულასთან“.
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
-

რას წერს ოჯახის მეგობარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი და მოდელი ლიზი მოისწრაფიშვილია. იგი ცნობილი ქართველი კინოოპერატორის ლომერ ახვლედიანის შვილიშვილია.
სოციალურ ქსელში მას მწუხარებით ემშვიდობებიან:
„რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო…
მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის… რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად…
ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა… სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამ ტკივილს როგორმე უნდა გაუძლოთ“, – წერს ოჯახის მეგობარი ნანა სარიშვილი.
როგორც კომენტარებში წერენ, გოგონა ავად იყო და სამკურნალოდ თურქეთში აპირებდნენ წაყვანას, თუმცა ტრაგედია მანამდე დატრიალდა.
-

ბარიატრიული ოპერაცია: სიმართლე, რომელსაც არ გეუბნებიან! – არუნ ხათრი მიმართვას ავრცელებს
ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი მორიგ რჩევას გვიზიარებს, რომელიც ბარიატრიულ ოპერაციას ეხება.
„ბოდიშს გიხდით, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ბარიატრიულ ოპერაციას იკეთებთ გონებრივად სუსტები ხართ. 3-4 თვის დისციპლინა სჭირდება და მთელი ცხოვრება შემდეგ მოტივირებული იქნებით. დისციპლინა ნიშნავს, რომ შეგიძლია შიმშილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დღე არაფერი უნდა ჭამო.
დღეს თითქოს მოდაში შემოვიდა, მოიჭერი კუჭი, გახდი და გალამაზდი. ეს არ არის კოსმეტიკა. ამ ოპერაციის შემდეგ ადამიანი სხვანაირი ხდება. ცოტა მეტი ჭამა მოგივიდა და გული აგერევა. უნდა მიეცეთ მოტივაცია ადამიანებს, რათა ყველაფერი მოაწესრიგონ საჭმლით, რომელიც მათ სამზარეულოშია“, – ამბობს არუნ ხათრი.
-

“არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება, მაგრამ ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა, ამიტომ დუმილი არ შეიძლება…“ – ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს:
“არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება. მაგრამ როდესაც ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა – ოღონდ არა სრული სახით, არამედ ჩვენი ოჯახის „მანიპულაციის“ მტკიცებულებად – დუმილი არ შეიძლება.
როდესაც გულიდან წამოსული, სრულიად გულწრფელი ემოციაც კი, რომელიც არაფერზე ყოფილა გათვლილი, გარდა მისდამი ადამიანური თანაგრძნობისა, რომელიც არ დამიწერია იმისთვის, რომ ოდესმე ვინმეს საჯაროდ ენახა – დღეს ნიასა და ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენება; და ამავდროულად საჯაროდ გვესმის, თითქოს ერთი „ვწუხვარ“-ც კი არავის გვითქვამს, მაშინ ადამიანებმა თავად ნახონ, რეალურად რა მივწერე ქალბატონ ეკას ჯერ კიდევ იანვარში.
მე საქართველოში ბავშვობიდან აღარ ვცხოვრობ და იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მოქმედებები მიმდინარეობდა ნიას სახლში. ჩემი სიტყვები იყო ერთი ადამიანის გულწრფელი თანაგრძნობა მეორე ადამიანის წარმოუდგენელი ტკივილის მიმართ – და მეტი არაფერი.
მე მივწერე:
„ძალიან მეცოდებით, გული მეგლიჯება, რა გავაკეთო, რა შემიძლია, ნეტავ შემეძლოს რამე.“
და მის ქვეშ:
„გამლანძღეთ თუ გინდათ, ყველაფერი დამიძახეთ, ყველაფერს გაპატიებთ, უბრალოდ ნუ მაიძულებთ, რომ ნია მკვლელად აღვიქვა. არავინ გებრძვით თქვენ.“
მაგრამ რატომღაც, როდესაც ჩემი პირადი მიმოწერა საზოგადოებას წარუდგინეს, სწორედ ეს მეორე შეტყობინება იქნა ამოჭრილი.
სწორედ ის სიტყვები გაქრა, რომლებიც ჯერ კიდევ იანვარში დავწერე:
„არავინ გებრძვით თქვენ.“
ორივე სქრინშოთს ვდებ და ადამიანებმა თავად შეადარონ სრული მიმოწერა საჯაროდ გავრცელებულ ვერსიას – და დასკვნებიც თავად გამოიტანონ.
ნია თვეების განმავლობაში საზოგადოებას წარუდგინეს როგორც „მკვლელი“, „დამკვეთი“, „ორგანიზატორი“. ფეხქვეშ გაითელა 16 წლის ბავშვის აბსოლიტურად ყველა უფლება და უმძიმესი, ათთვიანი საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად მის მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილი შეიქმნა.
ამ ყველაფრის შემდეგ კი ახლა თითქოს მთელი ოჯახი „მანიპულატორები“ ვართ. როდესაც ჩემი სრულიად გულწფელი ემოციაც კი ჩვენს წინაღმდეგ გამოიყენება, ამოაჭრილი ვერსით.
გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა და მისი ოჯახის ტკივილს ვერაფერი გააქრობს. არ ყოფილა დღე, გიგაზე არ მეფიქროს. როგორც პირველივე დღიდან გულწრფელად ვუთანაგრძნობდი ქალბატონ ეკას, ასევე ვუთანაგრძნობ დღესაც.
მაგრამ ნია იმნაძის სიცოცხლეც ფასდაუდებელია – ისევე, როგორც ყველა ადამიანის.
ჩვენ არაფერს ვითხოვთ სიმართლის გარდა. არც იმას ვითხოვთ, რომ ვინმემ ბრმად დაიჯეროს რაიმე.
სწორედ პირიქით:
ნუ დაუჯერებთ ბრმად ნურავის. ნახეთ ყველაფერი საკუთარი თვალით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.
საზოგადოებას არ ეკუთვნის არც ჩვენი სასურველი სიმართლე და არც სხვისი სასურველი სიმართლე.
რადგან სიმართლე არც ერთი ოჯახის საკუთრება არ არის.
საზოგადოებას ეკუთვნის მხოლოდ მიუკერძოებელი და ჭეშმარიტი სიმართლე” – წერს ლუკას ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში.
-

🔻 “ის სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი და ერთ-ერთი გამორჩეული სახე” – “აჭარის ტელევიზია” სამძიმრის წერილს ავრცელებს
“აჭარის ტელევიზია” სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლიზი მოისწრაფიშვილის გარდაცვალების გამო, ის სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი, და ერთ-ერთი გამორჩეული სახე.
ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დედას, ჩვენს კოლეგას ნანა ახვლედიანს, ლიზას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ მათ უსაზღვრო მწუხარებას, თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვუსურვებთ ძალას ამ მძიმე ტკივილის გადასატანად.
ლიზას ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში”, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
ცნობისთვის, ლიზა მოისწრაფიშვილი ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ის ცნობილი რეჟისორის, ნანა ახვლედიანის შვილი იყო.
ლიზას 11 წლის გოგონა დარჩა.

