Category: Uncategorized

  • სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება

    სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • “ნუ შემჭამეთ! არამკითხე მოამბეებო! შეიძლება არ ხართ ჩემგან მიჩვეული გაბრაზებულ ვიდეოებს…” – ზურაბ შევარდნაძის ვიდეომიმართვა

    “ნუ შემჭამეთ! არამკითხე მოამბეებო! შეიძლება არ ხართ ჩემგან მიჩვეული გაბრაზებულ ვიდეოებს…” – ზურაბ შევარდნაძის ვიდეომიმართვა

    “ნუ შემჭამეთ! არამკითხე მოამბეებო… თქვენი საქმით და ცხოვრებით დაკავდით!” – ამის შესახებ “გარდენია შევარდნაძის” მფლობელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

  • რა თქვა სასამართლო პროცესზე ელისო კილაძემ? – “ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ… წიგნს ვწერ და იქნება ძალიან სკანდალური”

    რა თქვა სასამართლო პროცესზე ელისო კილაძემ? – “ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ… წიგნს ვწერ და იქნება ძალიან სკანდალური”

    მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება. მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, – ამის შესახებ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

    პროცესის დაწყებისას საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა.

    ბერძენიშვილმა დახურვის საფუძვლად მოწმეთა უსაფრთხოება დაასახელა. კერძოდ კი, პროკურორის თქმით, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება დიდი რისკის ქვეშაა, ვინაიდან ისინი მათ შორის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან. ამასთან, მათზე შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს.

    ელისო კილაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ის აცხადებს, მდინარაძემ ისარგებლა იმით, რომ ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი და გვარის აქტიურად ჟღერდებოდა და „ისიც მიაბა“. კილაძის თქმით, მთელი სამი თვეა, მისი და ფარცხალაძის კავშირი ვერ იპოვეს.

    „პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?… რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა, ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.

    3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.

    მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე, ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების პირობებში.

    ციხეში დავალპობო ნათქვამი აქვს[მდინარაძეს], ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში…

    მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, „ფეისბუქიდან” ჩემი პოსტები წაშლილია, მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი, ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა

    რაც შეეხება „ქოლ ცენტრებს“, ორგანიზებულ ჯგუფს თქვენ აფარებთ ხელს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ, გამასამართლეთ საჯაროდ.

    მე შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ფაქტებზე, ისეთ რამეს მაბრალებენ, რასაც ვებრძოდი. „ქოლ ცენტრებით“ დაინტერესება დაიწყო ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, ის თანამდებობის პირებს ასახელებდა, მე მეორე მხარეს, კეზერაშვილს და ა.შ. ერთადერთი ბერკეტი მრჩება, სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებები ჩამოვანგრიო, მინდა პროცესი იყოს ღია.

    მეუბნებიან, რომ თაღლთი ვარ, ვიღაც გერმანელები მოვატყუე და მეუბნებიან, რომ ვარ „ფულის გამთეთრებელი“, უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე და დაასრულეთ საჯაროდ“, – განაცხადა კილაძემ.

    ამასთან, როგორც კილაძემ განაცხადა, წიგნს წერს, რომელიც „იქნება ძალიან სკანდალური”.

    „ციხე არ არის განაჩენი და იქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. არ შეგეშინდეთ, რომ მე ციხეში ვარ. ძალიან მაგარი ადამიანები არიან, რიგითი ბადრაგიდან დაწყებული, ექთნით დამთავრებული. წიგნს ვწერ და იქნება ძალიან სკანდალური”, – განაცხადა კილაძემ.

    მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ელისო კილაძის სასამართლო პროცესები სრულად დახურა.

    ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სწორედ დანარჩენი პირების საქმისგან ცალკე წარმოებად გამოიყო კილაძის საქმის წარმოება.

  • ,,წვიმა, ნალექი, ღრუბელი” – ამინდის პროგნოზი

    ,,წვიმა, ნალექი, ღრუბელი” – ამინდის პროგნოზი

    25 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც წვიმაა, +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +17 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

    ომალოშიც იწვიმებს. დღისით +11 ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

    ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში ღრუბლიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც ანალოგიური ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

  • “ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს 2 წლის შვილსო! გონზე ვერ მოვსულვარ, თუმცა ვეცდები, თანმიმდევრობით მოვყვე” – მოქალაქე ლიკა მახარაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

    “ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს 2 წლის შვილსო! გონზე ვერ მოვსულვარ, თუმცა ვეცდები, თანმიმდევრობით მოვყვე” – მოქალაქე ლიკა მახარაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

    მოქალაქე ლიკა მახარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 2 წლის შვილიშვილზე ერთ-ერთ კერძო ბაღში ფიზიკურად ძალადობდნენ.

    მისივე თქმით, საქმეში პოლიცია ჩაერთო, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, როგორ ცემს ძიძა ბავშვს.

    როგორც ბავშვის ბებია ამბობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და “აღმოჩნდა, რომ სხვა მშობლებსაც ჰქონდათ ეჭვები, რადგან სხვა ბავშვებსაც უფიქსირდებოდათ დაზიანებები”.

    “ახლა დავჯექი, გონზე ჯერ ვერ მოვსულვარ, თუმცა ვეცდები, თანმიმდევრობით მოვყვე… ეს გამაოგნებელი ამბავი ჩემს შვილიშვილს, დაჩის, ეხება. დაჩი 2 წლის არის და უკვე 9 თვეა დადის ბაღში (ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი – ABC). თითქმის ერთი თვეა ბავშვი ბაღიდან მოდის დაზიანებებით. (აქ, ფოტოებში, დაჩის პირველი და ბოლო, მე-6 დაზიანებებია ნაჩვენები, თუმცა დედამისს ყველა დაზიანების ფოტო ჰქონდა და მიაწოდა გამოძიებას).

    როცა პირველად შეამჩნია ქრისტიმ, მაშინვე დაურეკა ბაღის დირექტორს – ანი ჯოლბორდს და ყოველი მომდევნო შემთხვევის დროს ატყობინებდა და სთხოვდა, ენახა კამერები და გაერკვია, რატომ მოდიოდა ბავშვი ბაღიდან დაზიანებებით! ამ ქალბატონის მხრიდან მოვისმინეთ ათასი ვერსია, რომ იქნებ ბავშვები ჩხუბობდნენ, იქნებ შემთხვევით ეცემოდა, იქნებ, თავს იზიანებდა სათამაშოთი ( ერთსა და იმავე ადგილს – კისერს – სისტემატურად) იქნებ…. იქნებ… იქნებ… ერთ-ერთი იქნები ისიც იყო, სახლში ხომ არ ემართებაო, ანუ თქვენ ხართ დამნაშავეო და ჩვენ გვაბრალებთო

    ქალბატონმა საბავშვო ბაღის დირექტორმა არასოდეს შეიწუხა თავი, რომ კამერები ენახა (ან იქნებ ნახა კიდევაც! მისგან აღარაფერი გამიკვირდება!).

    ხოდა ბოლოს, ხუთშაბათს, ბავშვი ისევ დაზიანებით წამოიყვანა ქრისტიმ ბაღიდან. გამოყვანამდე ანი ჯოლბორდმა ჩაუგდო ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს დაჩის სათამაშო მარტორქა და მიაყოლა განმარტება, რომ ამ მარტორქით ბავშვმა თავი დაიზიანა და ვერ ართმევენ, რადგან ტირის. (მისი მოკლე ჭკუით ჩვენ დავიჯერებდით, რომ ბავშვი მთელი თვის განმავლობაში კისრის არეში ირჭობდა რეზინის მარტორქას და სისხლს იდენდა). ნუ, რა თქმა უნდა, ქრისტიმ კვლავ მოითხოვა კამერების შემოწმება. ამჯერად კი იყო სრულიად გამაოგნებელი პასუხი, რომ ნაკაწრების გამო კამერებს ვერ შეამოწმებდნენ და, საერთოდაც, ძალიან დაიღალა მისი პრეტენზიებით, ესაუბრა დამფუძნებლებს და გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ მისთვის ხელშეკრულება, ბავშვს ნუღარ მოიყვან და დარჩენილი დღეების თანხას უკან გადმოგირიცხავთო!

    არ ვიცი, ვერაფრით ვხვდები, რატომ აძლევდა თავად მცირეწლოვანი შვილების დედა თავს მსგავსი სითავხედის უფლებას!!!

    აღშფოთებულმა დაჩის დედამ 112-ში დარეკა იმის გასარკვევად, ვინ დაეხმარებოდა კამერების ნახვაში, 112-მა შეატყობინა შესაბამის ორგანოებს. ქრისტის დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა პოლიციაში მისვლა. ქრისტი კი შეპირდა, მაგრამ იმ დღეს თავი შეიკავა, შეეცადა დამფუძნებლებისთვის მიეწვდინა ხმა, რომ ისინი მაინც დახმარებოდნენ კამერების ნახვაში. დახმარებით არავინ დახმარებიან, მაგრამ გაიგო, რომ ანი ჯოლბორდი ავრცელებდა ხმას, თითქოს დაჩი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი იყო და თვითონ იყენებდა დაზიანებებს, რაც სიცრუეა, თუმცა ესეც რომ იყოს, მით უარესი მისთვის. ამდენს აშკარად ვერ ხვდება, როგორც ჩანს, არა აქვს სათანადო განათლება და განწყობა, რომ ბაგა-ბაღს მართავდეს!

    ხოდა მეორე დილას რომ გამომძიებელმა კვლავ დაურეკა ქრისტის (განსაკუთრებული მადლობა მას ამ დაჟინებისთვს!), ქრისტი მივიდა პოლიციაში. მათ სასწრაფოდ მოახდინეს რეაგირება – შევიდნენ ბაღში, ამოიღეს კამერები და ნახეს ბავშვზე ძალადობის კადრები!!!

    ქრისტიმ მითხრა, ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს შვილსო! როგორ ტირის ორი წლის ბავშვი და არავინ შველის!!! წარმოგიდგენიათ ხალხო?!!!

    იმ ბაღში ხომ მუშაობენ სხვა ძიძები, დამლაგებლები, მზარეულები, მეთოდისტი, ალბათ ფსიქოლგიც და ა.შ. …

    ეს კონკრეტული ფაქტი სამზარეულოში, კამერების წინ ხდება და ბავშვს არავინ ესარჩლება, ამ მხეცისგან არავინ იცავს!!! ვიშორებ თავიდან ფიქრებს, რა ხდებოდა მოფარებულ ადგილებში ამ 9 თვის განმავლობაში, რამხელა სტრესში ყავდათ ბავშვები!!!

    ახლა მიმდინარეობს მოკვლევა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ორი კვირის ჩანაწერი აქვთ (მეტს ეტყობა არ ინახავენ), სწავლობენ მასალებს. აღმოჩნდა, რომ სხვა მშობლებსაც ჰქონდათ ეჭვები, სხვა ბავშვებსაც უფიქსირდებოდათ დაზიანებები. მოკლედ, საქმე აღძრულია და სწავლობენ მტკიცებულებებს. ჩვენ ამას ვერც კი წარმოვიდგენდით!

    დაჩი არ ლაპარაკობს და უკვე ორი თვეა მეტყველების თერაპევტთან დაჰყავს ქრისტის. მე ვეუბნებოდი, რატომ ჩქარობ, ბავშვი ჯერ მხოლოდ ორწლინახევრისაა, ბიძამისმაც სამი წლისამ დაიწყო ლაპარაკითქო. მაინც მიიყვანა. ალბათ, ეს ფაქტი გამოიყენა ანი ჯოლბორდმა იმ სიცრუის მოგონებისთვის, რომ ბავშვი სპეციალური საჭიროებისაა და თავსაც იზიანებს და, სავარაუდოდ, სხვა ბავშვებსაცო!!!

    იმ კონკრეტულ ძიძაზე აღარაფერს ვწერ, სახელსაც კი არ ვახსენებ მისას, უსახელო უსახური არსებაა ის და თავისას მიიღებს! ეხლა ცრემლებად იღვრება თურმე და პატიებას ითხოვს, არაადეკვატურობას და ფსიქიკურ აშლილობას თამაშობს. მათი მოგონილი სიცრუის სცენებს რომ დგამდნენ ეგ და ანი ჯოლბორდი და ტყუილებს ავრცელებდნენ, მაშინ ხომ იყო ადეკვატური და დალაგებული გაიძვერა ორივე!!!

    კიდევ რა გამოაშკარავდება და ვინ იქნება ამ ყველაფერი გარეული, დრო და გამოძიება გვიჩვენებს! რაც ვიცით, უკვე შემზარავია – ბავშვს კისრით ათრევდა ეს მხეცი, თან ისე უჭერდა ფრჩხილებს, რომ სისხლი სდიოდა!!!

    ბაღიდან ჯერ არავინ შეგვხმიანებია, არავის მოუკითხავს ბავშვი, არავის გამოუხატავს თანაგრძნობა და წუხილი, პასუხისმგებლობა, რომ ორი წლის ბავშვი ცხრა თვეა მათი უყურადღებობის გამო ძალადობის მსხვერპლია!!!

    გუშინ დავიწყე გამოსვლა შოკიდან და ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციაზე, მის დამფუძნებლებზე და თანამშრომლებზე. გამაოგნებელია, რომ ასეთ “პრესტიჟულ” და გაპიარებულ ორგანიზაციაში, რომელიც რამდენიმე ფილიალითაა თბილისში წარმოდგენილი, არ აღმოჩნდა არც ერთი პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის უნარის მქონე თანამშრომელი, ადამიანი!!!

    ცხოვრებაში პირველად დავწერე ამ სიგრძე პოსტი. მაქსიმალურად შევეცადე კორექტული, თანმიმდევრული და ლაკონური ყოფილიყო ჩემი სათქმელი და ნერვები და ემოციები მომეთოკა” – წერს ლიკა მახარაშვილი.

    ფოტოზე გამოსახულია ბავშვის დედა ქრისტინე ლომიძე.

  • 25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი – ენერგია მაღალია, მაგრამ ნუ იჩქარებ გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.

    კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გჭირდება. შეიძლება მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს.

    ტყუპები – კომუნიკაცია გეხმარება ბევრ პრობლემის მოგვარებაში. კარგი დღეა შეხვედრებისთვის.

    კირჩხიბი – ემოციურად მგრძნობიარე დღეა, თუმცა ოჯახური მხარდაჭერა დაგამშვიდებს.

    ლომი – ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები. კარგი დროა საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

    ქალწული – დეტალებზე ფოკუსირება წარმატებას მოგიტანს. ნუ გადაიტვირთავ თავს.

    სასწორი – ურთიერთობებში ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა.

    მორიელი – ინტუიცია ძლიერია. ენდე შენს შეგრძნებებს, განსაკუთრებით სამსახურში.

    მშვილდოსანი – მოგზაურობის ან ახალი გამოცდილების სურვილი გაიზრდება. კარგი დღეა დაგეგმვისთვის.

    თხის რქა – კარიერულ საკითხებში პროგრესი შესაძლებელია, თუ დისციპლინას შეინარჩუნებ.

    მერწყული – ახალი იდეები და ინსპირაცია გექნება, თუმცა ნუ გაფანტავ ენერგიას ტყუილუბრალოდ.

    თევზები – შემოქმედებითი და ემოციური დღეა. კარგი დროა ხელოვნებისთვის ან დასვენებისთვის.

  • „გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ…” – რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად

    „გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ…” – რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად

    მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.

    „26 მაისი სარკისებური თარიღი დოვლათის მოსაზიდად
    თუ ბოლო დროს ფული თითქოს თითებს შუა გეცლებათ, ხარჯები იზრდება, ვალები გაწვებათ, ხოლო იღბალი ჯიუტად უვლის გვერდს თქვენს სახლს – 26 მაისს შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი პრაქტიკა ზღურბლის გასაწმენდად და ფულადი ნაკადის გასახსნელად.

    რა უნდა გააკეთოთ 26 მაისს ძილის წინ?  
    აიღეთ ცოტაოდენი მარილი და დაყარეთ თხელ ხაზად ზღურბლთან. ამ პრაქტიკაში მარილი მუშაობს, როგორც გაწმენდის სიმბოლო. მას მიაქვს მძიმე ენერგია, სტაგნაცია, ფინანსური დაბრკოლებები, შფოთვა და ყველაფერი, რაც არ უშვებს კეთილდღეობას თქვენს სახლში.
    ამის შემდეგ მშვიდად დაიძინეთ.

    ხოლო დილით გადაგავეთ მარილი ცოცხით და წარმოთქვით სარიტუალო სიტყვები:
    „მარილო თეთრო, მარილო სუფთა, ყველაფერი მძიმე ჩემი სახლიდან წაიღე.
    ვალები, გაჭირვება, სიღარიბე და სტაგნაცია ზღურბლს მიღმა გააყოლე.
    როგორც ამ მარილს ვგვი ზღურბლიდან, ისე სიღარიბესა და უიღბლობას ვაძევებ სახლიდან.
    გზას ფულს ვუხსნი, დოვლათსა და კეთილდღეობას სახლში ვუხმობ.
    დაე, ყოველივე ბოროტი წავიდეს, დაე, ყოველივე კეთილი მოვიდეს.
    ჩემი სახლი – დაცული, ჩემი საფულე – მოგებით,
    ჩემი გზა – სიმდიდრისკენ.
    ასე იყოს. ჭეშმარიტად“.

    ამის შემდეგ გაიტანეთ მარილი სახლიდან და გადააგდეთ თქვენი საცხოვრებლისგან შორს.დაე, ამ მარილთან ერთად თქვენი სივრციდან წავიდეს ვალები, შფოთვა, სიღარიბე, სხვისი შური, კონფლიქტები და ყველაფერი, რაც კეტავს თქვენს ფულად გზას. ხოლო თქვენს სახლში შემოვიდეს დოვლათი, დაცვა, იღბალი, სიმშვიდე, ახალი შესაძლებლობები და ადვილი ფული”,- წერს იოსელიანი.

  • მარნეულში ავარია მსხვერპლით დასრულდა

    მარნეულში ავარია მსხვერპლით დასრულდა

    მარნეულის მუნიციპალიტეტში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.  ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ

    “უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ

    იმერეთში პატარა ემილის გლოვობენ.

    როგორც ახლობლები წერენ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა.

    მეგა ტვ -ი იზიარებს ოჯახის მწუხარებას.

    ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს აქვეყნებენ:

     

    ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი…მოფრინდა,გულები აგვივსო სითბოთი და სიყვარულით. 4 წელი იჭიკჭიკა,იტიტინა…უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა. უფალმა გააძლიეროს შენი დედ_მამა ჩვენო თვალხატულა ემილია…

     

    21 მაისის საღამო იყო 😭😭ტელეფონის ზარმა რეალობა შემოამტვრია და ერთი წინადადებით დაგვინგრია ყველაფერი😭 იმ წამსვე მივხვდი… ცხოვრება აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორც ადრე იყო შენთან ერთად ჩემო ანგელოზო, 😭შენი სახელი ჯერ კიდევ ექოდ ისმის ჩემში, მაგრამ უშენოდ დღეები უფერულად მიედინება. როგორ შეიძლება ასე მარტივად დასრულდეს ყველაფერი? 😭როცა სიცილით ვსაუბრობდით და დღეს…მარტო ვრჩებით იმ მოგონებებთან რიმელიც დაგვიტივე, რომლებიც ვერასდროს განმეორდება. იმ დღეს არამხოლოდ წახვედი არამედ მეც დავკარგე რაღაც ჩემი ბედნიერი დღეები, რომელიც შენთან ერთად წარმომედგინა. 😭დრო კი მიდის მაგრამ მე ჯერ კიდევ იქ ვარ იმ დღეს, იმ ზარში, იმ წამში როცა ყველაფერი ერთმა სიტყვამ შეცვალა უსასრულოდ

    მიყვარხარ და მეყვაერები როგორც გეძახდი ჩემო ყიფიანების თვალო ანგელოზო ემიკო 💔💔💔💔😭😭😭😭😭 ყოველთვის მოუყვები გოჩიტოს შენზე ჩემო სიყვარულო ჩემო ანგელოზოოოოო😭😭😭😭 გამანადგურეეე და დამამუნჯეე ემიკოო😭

     

    გული და სული მეწვის პატარა ანგელოზო 😪💔 უსაშველო ტკივილიხარ ემი 💔😭რაუსამართლოა ცხოვრება სიტყვები ზედმეტია 😪 ღმერთო რატომ გაამწარე და გაანადგუმრე მისი მშობლები რატომ 😭😭უფალმა მოგცეთ ძალა ამ უსაშველო ტკივილის გადასატანად მტკივა უსაშველოდ თქვენი ტკივილი 💔😭- წერენ ახლობლები.

  • “ამის წაკითხვის შემდეგ აღარასდროს გამოვიყენებ!” ‼️‼️😱 სურსათის უვნებლობის სპეციალისტი განმარტავს, რა დიდი განსხვავებაა ვანილინსა და ვანილს შორის

    “ამის წაკითხვის შემდეგ აღარასდროს გამოვიყენებ!” ‼️‼️😱 სურსათის უვნებლობის სპეციალისტი განმარტავს, რა დიდი განსხვავებაა ვანილინსა და ვანილს შორის

    დღეს გეტყვით, რა განსხვავებაა ვანილინსა და ნამდვილ ვანილს შორის და გეტყვით იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ პროდუქტს,- ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს:

    „ნამდვილი ვანილი ვანილის ორქიდეის ნაყოფისგან მიიღება და დაახლოებით ერთი წელი სჭირდება მის დამწიფებას. ვანილი მცირე რაოდენობთ უსაფრთხოა და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

    ვანილინი კი არის ნივთიერება, რომელსაც აქვს ვანილის სუნი და ხშირ შემთხვევაში, ქიმიური გზით მიიღება. ვანილის შემცველობა კი 3%. ასევე შეიცავს ვანილის ხელოვნურ არომატიზატორს და სიმინდის სახამებელს.

    ზოგიერთ ადამიანში ვანილინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დიარეა და ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რისკის შემცველი და მოწყვლადი კატეგორია, როგორიცაა ორსულები და პატარა ბავშვები“, – ამბობს ირაკლი არაბული.