Category: Uncategorized

  • ზოდიაქოს ამ 5 ნიშნისთვის აგვისტო წლის ყველაზე ბედნიერი თვე გახდება – ასტროლოგები ასახელებენ

    ზოდიაქოს ამ 5 ნიშნისთვის აგვისტო წლის ყველაზე ბედნიერი თვე გახდება – ასტროლოგები ასახელებენ

    ზოდიაქოს ამ 5 ნიშნისთვის აგვისტო წლის ყველაზე ბედნიერი თვე გახდება:

    ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

    აგვისტო ლომების ტრიუმფის თვეა. თქვენი ენერგია, ქარიზმა და თავდაჯერებულობა პიკს მიაღწევს, რაც გარშემომყოფთა ყურადღებასა და აღფრთოვანებას მიიპყრობს.

    რას ელოდოთ? წინ გელით ფინანსური წარმატება, კარიერული დაწინაურება და პირადი ამბიციების სრული რეალიზება. სიყვარულშიც ნამდვილი ჰარმონია და ვნება გელით.

    რჩევა: ირწმუნეთ საკუთარი ძალების და ნუ მოერიდებით ყურადღების ცენტრში ყოფნას.

    მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

    მშვილდოსნებისთვის აგვისტო ახალი ჰორიზონტებისა და საინტერესო თავგადასავლების თვედ იქცევა.

    რას ელოდოთ? მოსალოდნელია დაუვიწყარი მოგზაურობა, სასარგებლო ნაცნობობა და ახალი პერსპექტიული იდეების დაბადება. იღბალი თან სდევს როგორც სწავლასა და თვითგანვითარებას, ისე პირადი ურთიერთობების გაღრმავებას.

    რჩევა: იყავით ღია სიახლეებისა და მოულოდნელი შეთავაზებებისთვის – ისინი დიდი წარმატების საწინდარია.

    ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

    ცეცხლოვანი ვერძებისთვის აგვისტო მოიტანს ენერგიის მოზღვავებას, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ.

    რას ელოდოთ? ყველა პროექტი თუ წამოწყება, რომელიც აქამდე შეფერხებული იყო, სწრაფად დაიწყებს განვითარებას. მარტოხელა ვერძებს აქვთ შანსი შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათ ცხოვრებას სრულიად შეცვლის.

    რჩევა: იმოქმედეთ გაბედულად და ნუ გადადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს…სრულად

  • 🔻არასრულწლოვანზე, რომელიც ბათუმში მატარებელმა იმსხვერპლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻არასრულწლოვანზე, რომელიც ბათუმში მატარებელმა იმსხვერპლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ახალგაზრდა გოგონას შეეჯახა.

    Ambebi.ge-ს ინფორმაციით, 16 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

    შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა.

    როგორც Ambebi.ge-ის წყარო უყვება, გოგონა სანდრა შარაშიძეა. ის ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ტრაფედია დატრიალდა.”მწვანე კონცხზე ცხობრობდნენ და ზღვაზე იყო გადასული ბავშვი. უკან რომ ბრუნდებოდა სავარაუდოდ მაგ დროს მოხდა ეს უბედურება. სანდრა ერქვა. გოგონას დედამ გაიგო უკვე. მარტო იყო როგორც ვიცი, როდესაც ეს უბედურება მოხდა,” – უყვება წყარო Ambebi.ge-ის.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ამ დროისთვის მატარებელი ვეღარ გადაადგილდება, მგზავრები კი ვაგონებში რჩებიან.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • 🔻 ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

    🔻 ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

    🔻 ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა | ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

    🔴 მთავარი დამატებით დეტალებს არკვევს.

  • ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

    ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

    სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

    სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა.

    როგორც სოფო ბიბილაშვილი “პირველებთან” ამბობს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამორიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.

    გურამ დადიანიძის დედის თქმით, ასევე შემოწმდა ჭაც, სადაც საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

    იმედია ცოცხალია და ვიპოვნი – ამბობს სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილზე.

    ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი. 

    ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის”, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.  

    სამძებრო სამუშაოები დასრულდა, მაგრამ არ სრულდება გამოძიება. პოლიციის განყოფილებაში ეტაპობრივად იკითხებიან საქმის ოქროს მოწმეები, ის ადამიანები, რომლებმაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს.

    17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

  • სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

    სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

    სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა.

    როგორც სოფო ბიბილაშვილი “პირველებთან” ამბობს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამორიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.

    გურამ დადიანიძის დედის თქმით, ასევე შემოწმდა ჭაც, სადაც საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

    იმედია ცოცხალია და ვიპოვნი – ამბობს სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილზე.

    ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი. 

    ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის”, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.  

    სამძებრო სამუშაოები დასრულდა, მაგრამ არ სრულდება გამოძიება. პოლიციის განყოფილებაში ეტაპობრივად იკითხებიან საქმის ოქროს მოწმეები, ის ადამიანები, რომლებმაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს.

    17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

  • 🟥„ბათუმელების“ ინფორმაციით, 16 წლის გოგო დაიღუპა მატარებელის შეჯახების შედეგად ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან

    🟥„ბათუმელების“ ინფორმაციით, 16 წლის გოგო დაიღუპა მატარებელის შეჯახების შედეგად ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან

    ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა.

    შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა.

    შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

  • ამინდი უარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    ამინდი უარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

    13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • „მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ – მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

    „მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ – მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

    დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ასტრონომიული დღეა. ერთ დღეს რამდენიმე საინტერესო მოვლენა ემთხვევა ერთმანეთს: მზის სრული დაბნელება + პლანეტების განლაგება + პერსეიდების პიკი. ამასთან დაკავშირებით, საკუთარ რეკომენდაციას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აქვეყნებს.

    „მნიშვნელოვანი გაფრთხილება!

    ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა (საქართველოს დროით 22:38 საათზე,
    ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და მზის დაბნელება (საქართველოს დროით 21:47 საათზე, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით)!

    ამ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოიმატებს ემოციური ფონი, დაძაბულობა და შინაგანი შფოთვა. გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა ენერგია შეინარჩუნოთ: მოერიდეთ ტოქსიკურ გარემოს: როგორც კი იგრძნობთ დაძაბულობას, აგრესიას, ან შეამჩნევთ ნეგატიური ენერგიებს და ინფორმაციას – ეგრევე გაერიდეთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, სიმშვიდე დაგირღვიონ. კვება – მსუბუქი. დღეს გამორიცხეთ თამბაქო, ალკოჰოლი. ყავა ( შეამცირეთ მაინც).

    არ ვარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, ყიდვა-გაყიდვა მსხვილი შენაძენების გაკეთება, სესხის აღება, ახალი ვალდებულების აღება.

    მოერიდეთ მზის სხივებს (თუ მაინც გიწევთ გარეთ ყოფნა დაიფარეთ ქუდი, გაიკეთეთ მზისგან დამცავი
    მუქი სათვალე.

    დღეს მზის სხივებს ნეგატიური გამოსხივება აქვს (სვარკისმიერი), რომელიც გაგრძელდება „დაბნელების დერეფნის“ განმავლობაში ანუ მთვარის დაბნელებამდე (28 აგვისტო, 08:14 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და სავსემთვარეობამდე ( 28 აგვისტო, 08:20 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) !!!

    დაიცავით პირადი საზღვრები: უბრალოდ მოცილდით იმ ადამიანებსა ან გარემოს, რომელიც დამღლელია და შფოთვას იწვევს.

    როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს შინაგანი გაღიზიანების დროს?

    თუ იგრძენით, რომ შინაგანად მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ, გაჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ, გააკეთეთ ეს რამდენჯერმე, შემდეგ გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები: „მე ვუშვებ, ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!” კარგია მონაცვლეობითი შხაპის მიღება. გაატარეთ დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში და ლოცვაში. ნუ გადაიღლით თავს ემოციური და ფიზიკური აქტივობით მაინცდამაინც დღეს! დაიცავით საკუთარი ენერგიები, მერწმუნეთ ის კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!“ – წერს ცაგარელი.

  • “ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, სათქმელი რთულად მეთქვა” – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

    “ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, სათქმელი რთულად მეთქვა” – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

    არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

    მისივე თქმით, როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი.

    „ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე სათქმელი რთულად მეთქვა, 3 ლიტერატურული არქეტიპის და ერთი მითიურ-ისტორიული პარადიგმის გამოყენებით.

    როგორც ახლა უყვართ თქმა, “ხალხურად” მომდევნო დღეებში განვმარტავ, განვავრცობ, შემოგთავაზებთ. ახლა კი ვისაც დრო და სურვილი გექნებათ, ეს ჩახლართული ტექსტი წაიკითხეთ იმის გასაგებად, როგორ ვუყურებ ვითარებას:

    ჰამლეტი: რეფლექსია, ანალიზი, სკეპტიციზმი და ეგოიზმი, რომელიც კლავს მოქმედებას. შედეგი: ოფელიას, ანუ არა იდეალური, არამედ რეალური ქალის სიკვდილი, როგორც მთავარი ღირებულებითი ორიენტირის. რეფლექსიურ თვითტკბობას (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.

    დონ კიხოტი: იდეალიზმი, რწმენა და თავგანწირვა, რომელიც მოკლებულია ანალიზს და ვერ აღწევს შედეგს. იდალგო ებრძვის ქარის წისქვილებს მის მიერ გამოგონილი იდეისთვის, რომლისაც თავად სჯერა და სწორედ ეს გულწრფელობა და თავდადება აშორებს რეალობას. იდეოლოგიურ ფანატიზმს (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.

    შექსპირს და სერვანტესს შევხედოთ და ვისწავლოთ, როგორ არ უნდა ვქნათ.

    იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ვქნათ, მივყვეთ რუსთაველს, ავირჩიოთ ავთანდილის არქეტიპი: რაციონალური ლიდერები და სტრატეგები. ისინი იღებენ სამშობლოსგან დავალებას (თინათინი), ფაქტებზე (და არა ილუზიებზე) დაყრდნობით სახავენ გეგმას, აერთიანებენ განსხვავებულ ჯგუფებს და იძენენ მოკავშირეებს (და არა მოკავშირეებს აქცევენ მტრებად). ამის შემდეგ კი გადადიან ეფექტურ, კოლექტიურ მოქმედებაზე ქაჯეთის ციხის (ავტორიტარული სისტემის) დასანგრევად და იმარჯვებენ, გადაარჩენენ სამშობლოს!

    ახლა კი პარადიგმა იმის გასარკვევად, არა ვინ ვიყოთ, არამედ როგორ მოვიქცეთ: გორდიას კვანძი, ავტორიტარიზმის და პროპაგანდის სიმბოლო. ლეგენდა ამბობდა: „ვინც ამ კვანძს გახსნის, აზიის მბრძანებელი გახდება“. სისტემამ (მისტიკამ, წინასწარმეტყველებამ, ანუ ჩვენს რეალობაში პროპაგანდამ) შექმნა აღქმა, რომ „გახსნა“ ნიშნავს თითებით წვალებას, ასე ვთქვათ, “აბურდულის განბურდვას”. ალექსანდრემ მშრალად შეხედა ფაქტს: კვანძი უნდა განადგურდეს, რათა ურემი გათავისუფლდეს. გაკვალული გზები ყოველთვის არ მუშაობს და მანტრასავით მათი მუდმივად გამეორება უგუნურებაა. მნიშვნელობა აქვს არა რიტუალს, არამედ მხოლოდ შედეგს: ალექსანდრემ დაკრა მახვილი და გააგრძელა გზა აზიის დასაპყრობად. და გაიმარჯვა, გახდა აზიის მბრძანებელი!

    ავტორიტარული პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს, საზოგადოებას წინ დაუდოს ასეთი „გორდიას კვანძები“: ხელოვნური, ჩახლართული ფსევდო-პრობლემები, შეთქმულების თეორიები, ცრუ დილემები, იდეოლოგიური დებატები, რათა ყურადღება გადაიტანოს მთავარისგან, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, ენერგიისგან დაგვცალოს, ორთქლი გამოგვაშვებინოს. ამ დროს კი გამოსავალი ყოველთვის ალექსანდრესეული რაციონალიზმია: უარი თქვა სისტემის მიერ შემოთავაზებულ წესებზე, შეხედო ფაქტებს ცივი გონებით და ერთი კონკრეტული, სტრატეგიული მოქმედებით გაჭრა დაწყევლილი კვანძი, გადაჭრა პრობლემა.

    ალექსანდრე გვასწავლის დამოკიდებულებას პრობლემისადმი: ნუ ითამაშებ სისტემის წესებით. ავთანდილი კი გვასწავლის გეგმაზომიერებას, მიზანმიმართულებას, დაუღალაობას, ორგანიზებას, ერთიანობის ძალას.

    ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად, საზოგადოებას სჭირდება არა იდეოლოგიური ფანატიზმი (დონკიხოტობა) ან ინტელექტუალური ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშვება (ჰამლეტობა), არამედ ცივი, ფაქტებზე დაფუძნებული სტრატეგია და ორგანიზებული, კოლექტიური მოქმედება საერთო მიზნისთვის (ავთანდილობა).

    ამიტომაც, არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!

    როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი! უნდა გავჭრათ ერთად!” – წერს გვარამია.