Category: Uncategorized

  • 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე ენერგიული და შედეგიანი იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და გადაწყვეტილებების მისაღებად. პირად ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინეთ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან კარგი ამბავი გელოდებათ.

    ტყუპები
    კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. წარმატებით მოაგვარებთ მოლაპარაკებებსა და სამუშაო საკითხებს. სიყვარულში გულწრფელობა საუკეთესო არჩევანია.

    კირჩხიბი
    ემოციური დღეა, თუმცა ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაისვენეთ, თუ გადაღლას იგრძნობთ.

    ლომი
    შესაძლოა, საინტერესო შესაძლებლობა ან ახალი შეთავაზება მიიღოთ. თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა სხვების აზრის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.

    ქალწული
    დროა დაგროვილი საქმეები მოაწესრიგოთ. დეტალებზე ყურადღების გამახვილება სასურველ შედეგს მოგიტანთ. ოჯახში სასიამოვნო ატმოსფერო იქნება.

    სასწორი
    დღე ხელს უწყობს ახალი ნაცნობობის გაჩენას და ურთიერთობების გაღრმავებას. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.

    მორიელი
    შეიძლება მნიშვნელოვანი საუბარი ან სიახლე გელოდეთ. არ აჰყვეთ ემოციებს – სიმშვიდე საუკეთესო გამოსავალი იქნება. საღამოს დასვენება ენერგიას აღგიდგენთ.

    მშვილდოსანი
    კარგი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის. ოპტიმიზმი ბევრ კარს გაგიღებთ.

    თხის რქა
    სამუშაოსა და კარიერაში წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. პასუხისმგებლობით შესრულებული საქმე დაფასდება. ახლობლის რჩევა გამოგადგებათ.

    მერწყული
    დღე მოულოდნელ სიახლეებსა და საინტერესო იდეებს მოიტანს. არ შეგეშინდეთ ცვლილებების – ისინი მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება.

    თევზები

    ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერი იქნება. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და პირადი საკითხების მოსაგვარებლად. საღამოს მშვიდ გარემოში დასვენება სასარგებლო იქნება.

  • „დედა დაიღუპა, 3 წლის წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა…“ – დაკავებულია მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა

    „დედა დაიღუპა, 3 წლის წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა…“ – დაკავებულია მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

    ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.

    სამართალდამცველებმა დააკავეს მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ორივე დაიღუპა…” – უმძიმესი ამბის დეტალები გორში მომხდარ ავარიაზე

    “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ორივე დაიღუპა…” – უმძიმესი ამბის დეტალები გორში მომხდარ ავარიაზე

    დაიღუპა დედა-შვილი, რომელსაც გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგა აფციაური ავრცელებს და წერს: “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში [გორში]. ჭავჭავაძის გამზირზე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. ორივე დაიღუპა… მართლა არ მესმის, ამ გზას რატომ ვკეტავთ კონცერტებისთვის, როცა უამრავი სხვა ლოკაცია გვაქვს”

    შემთხვევა გორში ცოტა ხნის წინ მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანის შეჯახების შედეგად ქვეითად მიმავალი დედა-შვილი დაშავდა და ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს

    Palitravideo დეტალების დაზუსტებას შსს-ში ცდილობს

  • სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ კოსმოსში – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

    სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ კოსმოსში – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

    სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ კოსმოსში – ჯეიმს ვების ტელესკოპმა აღმოაჩინა პლანეტა, რომელმაც საკუთარი ვარსკვლავის სიკვდილს გაუძლო და ხელახლა გათბა!

    რა ბედი ელის მზის სისტემას, როდესაც 5 მილიარდ წელიწადში ჩვენი მზე ბირთვულ საწვავს ამოწურავს, წითელ გიგანტად გაიბერება და ბოლოს მკვდარ, ულტრამკვრივ ბირთვად — თეთრ ჯუჯად კოლაფსირდება? ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ გიგანტური პლანეტებისთვის ვარსკვლავის სიკვდილი დასასრული სულაც არ არის.

    გაიცანით WD 1856b — პლანეტა ფენიქსი!

    ჩვენგან 82 სინათლის წლის მანძილზე მდებარე გიგანტური ეგზოპლანეტა WD 1856b გარს უვლის ხნიერ თეთრ ჯუჯას. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) მიერ ჩატარებულმა ატმოსფერულმა ანალიზმა ასტრონომები სრულ შოკში ჩააგდო — პლანეტაზე რადიკალურად განსხვავებული ფიზიკური სურათი დაფიქსირდა:
    იუპიტერის მსგავსი ზომისა და ორბიტის გამო, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პლანეტის ტემპერატურა უკიდურესად დაბალი, -113°C იქნებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის +126°C-მდეა გაცხელებული!

    მიუხედავად იმისა, რომ ზომით იუპიტერზე ოდნავ პატარაა, WD 1856b მასზე შვიდჯერ უფრო მძიმე (მასიური) აღმოჩნდა.

    კოსმოსური პარადოქსი: თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელსაც ის უვლის გარშემო, 4,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ მუდმივად ცივდება. ეს ნიშნავს, რომ მკვდარ დედავარსკვლავს პლანეტის ასე გათბობა არ შეეძლო. ასტრონომების ვარაუდით, საქმეში მეზობელი ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავი ჩაერია — მისმა მოქცევითმა გრავიტაციამ პლანეტა შორი ორბიტიდან ვარსკვლავთან ახლოს გადმოსწია და ხელახლა გაათბო.

    რა ელის დედამიწას?
    როდესაც მზე გაიბერება, მერკურისა და ვენერას გარანტირებულად შთანთქავს. იუპიტერი და სატურნი აუცილებლად გადარჩებიან, ხოლო დედამიწის ბედი ბეწვზე ჰკიდია. ეს აღმოჩენა აჩვენებს, რომ გარე პლანეტებს შეუძლიათ დაიწყონ „მეორე სიცოცხლე“, შეცვალონ ატმოსფერული ქიმია და ხელახლა გათბნენ.
    როგორც ასტრონომი რაიან მაკდონალდი აღნიშნავს, მეცნიერთა უდიდესი ოცნება სასიცოცხლო ზონაში მყოფი კლდოვანი პლანეტის პოვნაა — რა იქნება იმაზე პოეტური, ვიდრე სიცოცხლის ძებნა მკვდარი ვარსკვლავის გარშემო?

  • ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა, თამარ ჟიჟილაშვილი.

    სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ მძიმე დანაკლისის გამო და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი გარდაცვალება დიდი ტკივილია.

    ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და ამ მძიმე წუთებში გისურვებთ გამძლეობას.

    ნათელში იყოს მისი სული“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება

    სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • ამინდი ისევ გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    ამინდი ისევ გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:

    უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ⭕ ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა – დაღუპულია 18 წლის ბიჭი

    ⭕ ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა – დაღუპულია 18 წლის ბიჭი

    ყვა­რელ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 18 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა 11 ივ­ლისს მოხ­და. “მთა­ვა­რის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილი­ას ტბი­დან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც კი­დევ 5 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. მათ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

    • და­ღუ­პუ­ლი ლაშა კირ­ვა­ლი­ძეა.

    შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • ავტომობილი, რომელშიც 6 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა, არის მსხვერპლი – ავტოსაგზაო შემთხვევა ყვა­რელ­ში

    ავტომობილი, რომელშიც 6 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა, არის მსხვერპლი – ავტოსაგზაო შემთხვევა ყვა­რელ­ში

    ყვა­რელ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 18 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა 11 ივ­ლისს მოხ­და.

    “მთა­ვა­რი არხის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილი­ას ტბი­დან მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც კი­დევ 5 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. მათ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

    და­ღუ­პუ­ლი ლაშა კირ­ვა­ლი­ძეა.

    შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად

    რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად

    ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რატომ უქრებათ ქალებს ასაკის მატებასტან ერთად აქტიური სექსუალური ცხოვრების სურვილი. მათი სიტყვებით, ზოგიერთი თანამედროვე ქალი საერთოდ კარგავს ინტერესს. ექსპერტებმა დააზუსტეს, რომ გარდგა ჰორმონალური მიზეზებისა, გავლენას ახდენს სხვა მიზეზებიც.

    ექსპერტები ცდილობდნენ იმ სირთულეების გაგებას, რაც ქალს აქვს მენოპაუზის შემდეგ. გაირკვა, რომ ქალები სასურველობის შეგრძნებას კარგავენ, განიცდიან თავდაუჯერებლობას, აქვთ სტრესი, ხასიათის ცვლილება და ურთიერთობებში კრიზისი.

    ამაში ზუსტად რომ დარწმუნებულიყვნენ, მეცნიერება კვლევა ჩაატარეს, რაშიც 4500 მდე შუახნის ასაკის ქალმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა თითქმის ნახევარს სექსუალური ცხოვრება ჰქონდა. კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა თქვა, რომ სექსი უკვე რეგულარულად აღარ ჰქონდა და მაშინაც ნაკლებ სიამოვნებას იღებდა. ზოგს საერთოდ დისკომფორტის შეგრძნებას უჩენდა.

    მთავარ მიზეზად კი მკვლევარები პარტნიორის არყოლას ასახელებენ. მათი დასკვნებით, უმეტესობა გამოკითხულთაგან ქვრივი იყო. ამასთანავე მიზეზებად დასახელდა : ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერექციული დისფუნქცია, ფიზიკური ფორმები და მედიკამენტების მიღება.

    გამოკითხვის ბოლოს, მხოლოდ 3%-მა იასაუბრა პოზიტიურ სექსუალურ გამოცდილებებზე. ექვს პროცენტმა კი გადაწყვიტა სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.