ანრი ჯოხაძე საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს სადაც ნინო კუზანოვა ამბობს, რომ ტიკ-ტოკი კარგია თუმცა გათავებას ვერ ასწრებს. საინტერესოა რას გულისხმობდა ექიმი?

ანრი ჯოხაძე საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს სადაც ნინო კუზანოვა ამბობს, რომ ტიკ-ტოკი კარგია თუმცა გათავებას ვერ ასწრებს. საინტერესოა რას გულისხმობდა ექიმი?

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. საგამოძიებო მოქმედებები ქალაქის ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს, პერიმეტრი კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
“პირველების” ინფრომაციით, არასრულწლოვანი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მძიმე პერიოდზე ‘შენი ამბავი თაიასთან” საუბრობს.

ჟურნალისტი, მაია ასათიანი, ბოლო დროს ტელეეკრანებზე აღარ ჩანს.
ამჯერად, ცნობილი ხდება, რომ მაიამ საკუთარი თავის მოვლის ხაზი გამოუშვა, სახელად M110BEAUTY.
“ახალ ისტორიას ვიწყებ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დაახლოებით ისეთი, პირველი გადაცემა რომ გავიდა ეთერში.”- ამბობს მაია ასათიანი.

მოტოციკლით ავარიას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში Marketer ge ავრცელებს
“ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, საქართველოს შემოქმედებითმა ინდუსტრიამ და მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული მარკეტერი. ადამიანი, რომლის სახელსაც უამრავი გაბედული და შთამაგონებელი პროექტი უკავშირდება. ვასკა იყო საკომუნიკაციო სააგენტო Supermarket-ის და ღვინის ბრენდ ჟუჟუნას თანადამფუძნებელი. კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებული და ჟიურის წევრი. ვასკა იყო ადამიანი, რომლის შთაგონებით თაობები უნდა აღზრდილიყო. მარკეტერის გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს” | ნათქვამია Marketer. ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტარხუნა შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. შეიცავს რკინასა და მანგანუმს, რაც აღემატება დღიური ნორმის რაოდენობას.
რაციონში მისი დამატება ამცირებს რკინადეფიციტური ანემიისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ტარხუნის წყალობით შენარჩუნებულია ჰემოგლობინის ნორმალური დონე. მანგანუმი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და მონაწილეობს უმეტეს მეტაბოლურ პროცესში. თუმცა ტარხუნას აქვს თავისი უარყოფითი თვისებები. დიდი დოზით მიღება არაფრის ვარგა, მათ შორის არც ამ არომატული სანელებლის.
მისი მიღება ეკრძალებათ ორსულებს (ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და აბორტის პროვოცირებას ახდენს), მეძუძურ დედებს, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, უჩივით გასტრიტს, კუჭის მჟავიანობასა და წყლულებს, ალერგიული ხართ მცენარეებზე…
რა სახით უნდა მივიღოთ ტარხუნა? შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ როგორც ექიმი ამბობს, მისი ცოცხლად მიღება მავნეა…
ექიმი ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე (ჯაბა ექიმი გირჩევთ) პროდუქტებთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებს და რჩევებს აქვეყნებს ხოლმე. ამჯერად ექიმი ტარხუნის უარყოფით თვისებებზე წერს.
ჯაბა ტყემალაძე: ტარხუნა აბზინდას სახეობაა, მაგრამ აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. ეს მცენარე შეიცავს ფენოლ მეთილხავიკოლს, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშად ითვლება. ამ ნივთიერების გამოყენებისას აღინიშნება ზრდის ჰორმონის აქტივობა და ნეოპლაზიების განვითარება. ამიტომ, ტარხუნამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი თერმული დამუშავება, როგორც ჩაქაფულის დამზადების რეცეპტში. დაბალ ცეცხლზე 2-საათიანი ჩაშუშვის პროცესში თითქმის ყველა მავნე ნივთიერება აორთქლდება.
უმმა ტარხუნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კენჭის ჩამოყალიბება, გააღიზიანოს კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი. მისი ტოქსიკური ნივთიერებები ააქტიურებს ორგანიზმის დიურეზულ თვისებებს და თუ თირკმელებში დიდი კენჭია, პროვოცირებას უკეთებს მის დაძვრას.
ეს სანელებელი მკაცრად არ შეიძლება ორსულ და მეძუძურ ქალებისთვის, თუნდაც მცირე რაოდენობით. მეთილხავიკოლის გარდა ტარხუნა შეიცავს კიდევ ერთ საშიშ ნივთიერებას – ტუიონს. ის უარყოფითად მოქმედებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან უბრალოდ სპონტანური აბორტი. გარდა ამისა, ტუიონი უარყოფითად მოქმედებს დედის რძის გამომუშავებაზე.ნედლმა ტარხუნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება გონების დაკარგვა და კრუნჩხვები.

“გარდენია შევარდნაძის” თანამშრომელი ზურა ჩალათაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“17 წელია გარდენიაში ვმუშაობ, ფაქტობრივად აქ გავიზარდე. ზურაბ შევარდნაძემ საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა (იქ ზურა განსაკუთრებულად უყვართ), გვერდით დამიყენა, მასწავლა, მიმითითა, ამიხსნა და არასდროს დაზარებია პირადი მაგალითის, გამოცდილების უშურველად გაზიარება. ამ სწავლაში იყო რა თქმა უნდა შენიშვნა და კრიტიკა, იყო შექება და დიდი მადლობა – ასე იოლადაც არ გაუვლია ამ ყველაფერს, მაგრამ არც ერთხელ შეურაცხჰყოფა!!!!! ვიმეორებ,არც ერთხელ!!!!!
რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი! ამ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ესეც გაივლის, მომავალში რაც იქნება ისიც! ისევ დაზამთრდება და ისევ მოვა გაზაფხული! მოდით, პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია!!! ზურა შევარდნაძე მემაყება რომ ჩემი მასწავლებელი გქვიათ! გაგიმარჯოთ,” – წერს ზურა ჩალათაშვილი.