Category: Uncategorized

  • დამთხვევა თუ სამყაროს „ნიშანი“ – რას ნიშნავს, როდესაც საათზე ერთნაირ ციფრებს ვხედავთ

    დამთხვევა თუ სამყაროს „ნიშანი“ – რას ნიშნავს, როდესაც საათზე ერთნაირ ციფრებს ვხედავთ

    ბევრ ადამიანს ერთხელ მაინც შეუნიშნავს, რომ საათზე ხშირად ერთნაირი ან განმეორებადი ციფრები ხვდება თვალში – მაგალითად, 11:11, 22:22, 12:12 ან 15:15. ზოგიერთისთვის ეს უბრალო დამთხვევაა, სხვებისთვის კი – განსაკუთრებული გზავნილი ან ბედის მინიშნება.

    ეზოტერიკოსები და ნუმეროლოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ციფრების ხშირი დანახვა შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან იყოს დაკავშირებული.

    მათი განმარტებით:

    11:11 – ახალი შესაძლებლობებისა და სურვილების ასრულების სიმბოლოდ ითვლება. ბევრი ამ დროს სურვილის ჩაფიქრებასაც ურჩევს.

    22:22 – ჰარმონიას, ბალანსსა და მნიშვნელოვანი მიზნებისკენ სვლას უკავშირდება.
    12:12 – პიროვნული ზრდისა და პოზიტიური ცვლილებების მაუწყებლად მიიჩნევა.
    15:15 – ურთიერთობებსა და ემოციურ სფეროში სიახლეების სიმბოლოდ განიხილება.
    21:21 – წარმატებასა და დიდი გეგმების განხორციელებას უკავშირდება.

    თუმცა, ფსიქოლოგები ამ მოვლენას განსხვავებულად ხსნიან. მათი თქმით, ეს ადამიანის ტვინის ბუნებრივი თვისებაა – ის მარტივად ამჩნევს გამეორებად შაბლონებს. როდესაც რაიმეს ყურადღებას მიაქცევთ, შემდეგ გეჩვენებათ, რომ ის ყველგან და ხშირად გხვდებათ.

    ამიტომ, ერთნაირი ციფრების საათზე დანახვა მეცნიერულად ზებუნებრივ მოვლენად არ მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ასეთ მომენტებს პირადი მოტივაციის, დაფიქრებისა და პოზიტიური განწყობის წყაროდ აღიქვამს.

    საბოლოოდ, რას ნიშნავს თქვენთვის განმეორებადი ციფრები – უბრალო დამთხვევას თუ განსაკუთრებულ მინიშნებას – ეს უკვე პირადი რწმენისა და დამოკიდებულების საკითხია.

  • “ვაქვეყნებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს” – რა ჩანს კადრებში?

    “ვაქვეყნებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს” – რა ჩანს კადრებში?

    “მძღოლი, რომელმაც გორში დედა-შვილს სიცოცხლე მოუსპო, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში მარტო არ იმყოფებოდა – მასთან ერთად, წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.

  • 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიური და პროდუქტიული იქნება. სამსახურში ან სწავლაში შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და სპონტანურ ხარჯებს მოერიდეთ. საღამოს ახლობლებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

    კურო
    საკუთარ მიზნებზე კონცენტრირება წარმატებას მოგიტანთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ და საკმარისად დაისვენეთ.

    ტყუპები
    ახალი იდეები და საინტერესო შეხვედრები გელით. კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. შესაძლოა მიიღოთ სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებზე დადებითად აისახება.

    კირჩხიბი
    ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება. ოჯახური საქმეები პირველ პლანზე გადმოვა. ფინანსურ საკითხებში ზომიერება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

    ლომი
    თქვენი თავდაჯერებულობა სხვების ყურადღებას მიიპყრობს. კარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი არ არის გამორიცხული.

    ქალწული
    დეტალებზე ყურადღების გამახვილება წარმატების გასაღები იქნება. სამუშაოს ეფექტურად გაუმკლავდებით, თუმცა საკუთარ თავსაც დაუთმეთ დრო. საღამოს დასვენება ენერგიას აღგიდგენთ.

    სასწორი
    დღე ხელს უწყობს მოლაპარაკებებსა და ახალი ნაცნობობის გაჩენას. პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონია გაძლიერდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ.

    მორიელი
    ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა მოულოდნელად მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. მოერიდეთ კონფლიქტებს.

    მშვილდოსანი
    ოპტიმიზმი და ენერგია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი ცოდნის მისაღებად. ფინანსურ საკითხებში წინდახედულობა გამოიჩინეთ.

    თხის რქა
    შრომისმოყვარეობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. შესაძლებელია ხელმძღვანელობისგან დადებითი შეფასება მიიღოთ. ოჯახურ საკითხებში მოთმინება საუკეთესო გამოსავალი იქნება.

    მერწყული
    კრეატიული იდეები და არასტანდარტული მიდგომები წარმატებას მოგიტანთ. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს შეგმატებთ. ახალი პროექტის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა.

    თევზებიდღე მშვიდად და სტაბილურად წარიმართება. ინტუიციას ენდეთ, განსაკუთრებით ფინანსურ და პირად საკითხებში. საღამოს დასვენება და საყვარელი ადამიანების გარემოცვა დადებით ენერგიას მოგიტანთ.

  • “დალეწილები არიან, ტანსაცმელი ვერ ჩავაცვით ვერც ბავშვს და ვერც დედას – ვის ხოცავთ ხალხო, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ, ვის ოჯახებს ამწარებთ?!” – გორში დაღუპული დედა-შვილის ნათესავი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

    “დალეწილები არიან, ტანსაცმელი ვერ ჩავაცვით ვერც ბავშვს და ვერც დედას – ვის ხოცავთ ხალხო, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ, ვის ოჯახებს ამწარებთ?!” – გორში დაღუპული დედა-შვილის ნათესავი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

    გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი დედა-შვი­ლის ნა­თე­სა­ვი, ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლი “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერ­ში მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

    “რო­გორც თვითმხილ­ვე­ლებ­მა თქვეს, მძღოლს მან­ქა­ნა­ში ეჯდა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და ორი, მას­ზე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი დე­ი­დაშ­ვი­ლი.

    ისი­ნი სას­წრა­ფოდ გა­ა­რი­და ად­გი­ლი­დან. ვი­თხოვთ მათ და­კა­ვე­ბას – ადა­მი­ა­ნის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლით უნდა აღიძ­რას მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე. გა­იქ­ცნენ და მი­ა­ტო­ვეს – იქ­ნებ ეცო­ცხლა?! რა­ტომ არ გად­მო­ვიდ­ნენ, რა­ტომ არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს დახ­მა­რე­ბა?!გა­იქ­ცა, მერე ურ­ჩი­ეს ეტყო­ბა ოჯახ­მა შუქი არ იძი­ო­სო. ერ­თმა აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი და­ფა­რა.

    ხალ­ხო, გინ­და ავ­ტო­მა­ტი გა­და­გი­კი­დი­ათ და გივ­ლი­ათ და გინ­და მთვრა­ლებს გივ­ლი­ათ. ვის ხო­ცავთ ხალ­ხო, ვის გაზ­რდილ შვი­ლებს ხო­ცავთ, ვის ოჯა­ხებს ამ­წა­რებთ?

    უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ა­ტო­ვეს და გა­იქ­ცნენ”, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლის ნა­თე­სა­ვი.

    ცნო­ბის­თვის, გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რო­მელ­საც დედა-შვი­ლი ემსხვერ­პლა, და­კა­ვე­ბულ რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით (ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

    ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს მოხ­და. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა.

    ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

  • 🔻 იყო თუ არა გორში, ავოტმობილის მძღოლი მანქანაში მარტო, რომელიც დედა-შვილს დაეჯახა? – რა ჩანს ქუჩის კამერით გადაღებულ ვიდეოში იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 იყო თუ არა გორში, ავოტმობილის მძღოლი მანქანაში მარტო, რომელიც დედა-შვილს დაეჯახა? – რა ჩანს ქუჩის კამერით გადაღებულ ვიდეოში იხილეთ კომენტარებში ⤵️

    “თვითმხილველების თქმით, მანქანაში ეჯდა ორი მცირეწლოვანი შვილი და კიდევ მასზე უგონოდ მთვრალი დეიდაშვილი – განარიდა ადგილიდან, რომ დაემალა მათი თანამონაწილეობა” – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში, გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ნათესავმა განაცხადა.

    მანამდე, ტელეკომპანია “თრიალეთმა” გამოაქვეყნა კადრები, სადაც ავარიის შემდგომი რამდენიმე წამია აღბეჭდილი. ტელეკომპანია წერს, რომ მძღოლი, რომელმაც გორში დედა-შვილს სიცოცხლე მოუსპო, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში მარტო არ იმყოფებოდა – მასთან ერთად, წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.

    “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.კადრებში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ, ავარიის გამომწვევი ავტომობილის მარჯვენა მხრიდან არასრულწლოვანი გადმოდის და ავტომობილის მარცხენა მხარისკენ მიემართება. თითქმის იმავე დროს კადრში ჩნდება შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, ხოლო რამდენიმე წამში ავტომობილის მარცხენა მხრიდან მეორე არასრულწლოვანიც გადმოდის. ორივე არასრულწლოვანი აღნიშნულ მამაკაცს მიჰყვება.მოგვიანებით, კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან სხვა პირებს, სავარაუდოდ სამართალდამცველებს, გაჰყავთ.ვიდეოჩანაწერი არ ასახავს თავად შეჯახების მომენტს და მისი გამოქვეყნების მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გარემოებების ჩვენებაა. ვიდეოში გარკვეული მონაკვეთები განზრახ არის დაბლარული,” – წერს ტელეკომპანია.

    ცნობისთვის გორ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს ტრაგედია დატრიალდა. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

  • გარდაიცვალა გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი მომღერალი

    გარდაიცვალა გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი მომღერალი

    ხონის კულტურის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მომღერალი და არტისტი გიოლი ცხადაძე. იგი იგი წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ოპერის სოლისტი, მაგრამ საზოგადოებას განსაკუთრებით ანსამბლ “ერისიონში” მოღვაწეობით დაამახსოვრდა.

    „დიდი დანაკლისი განიცადა ქართულმა კულტურამ. გარდაიცვალა მომღერალი გიული ცხადაძე. მისი სახელი, მისი სცენური სიდიადე და ემოცია, რომელსაც თითოეულ მაყურებელს უტოვებდა, სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

    ანსამბლ ,,ერისიონის” სცენაზე მისი გამოჩენა ყოველთვის განსაკუთრებულ დღესასწაულს ჰგავდა. იგი იყო არა მხოლოდ გამორჩეული არტისტი, არამედ ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭითა და შრომით მრავალი თაობა შთააგონა.

    თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისთვისაც გიული ცხადაძე ძვირფასი იყო“, – აღნიშნულია ხონის კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებულ წერილში.

    თავის დროზე გიული ცხადაძემ წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია. იგი წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი და არა ერთი საინტერესო სახე შექმნა სხვადასხვა ოპერებში, გამოირჩეოდა ძალიან სასიამოვნო ხმით. მსმენელთათვის დაუვიწყარია მისი მოღვაწეობა როგორც ოპერის თეატრში, ასევე ანსამბლში.

  • “არავინ გაბედოს” შემსუბუქება”, არავინ გაგვიბედოს! გიგა ავალიანის დედა მოგონებად დაგრჩებათ!” – დაღუპული დედა-შვილის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

    “არავინ გაბედოს” შემსუბუქება”, არავინ გაგვიბედოს! გიგა ავალიანის დედა მოგონებად დაგრჩებათ!” – დაღუპული დედა-შვილის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

    გორში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ქვეითი დედა-შვილის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში, იმ პირის შესახებ წერს, რომელიც საჭერს მართავდა:

    “არავინ გაბედოს” შემსუბუქება”…არავინ გაგვიბედოს! გიგა ავალიანის დედა მოგონებად დაგრჩებათ! უვადოდ უნდა ჩაჯდეს ეს გარეწარი ციხეში, იქ უნდა დალპეს! ანას და მართას სიკვდილი იყოს ბოლო წვეთი… გაამკაცრეთ კანონი! დაიხოცა ქვეყანა! ეს არის რეზო ელიზბარაშვილი!” – წერს ოჯახის ახლობელი.

    ცნობისთვის გორ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს ტრაგედია დატრიალდა. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

  • 🔻 ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც, გორში, ავტომობილს მართავდა და ქვეითი დედა-შვილს დაეჯახა

    🔻 ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც, გორში, ავტომობილს მართავდა და ქვეითი დედა-შვილს დაეჯახა

    ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც, გორში, ავტომობილს მართავდა და ქვეითი დედა-შვილს დაეჯახა – ის რევაზ ელიზბარაშვილია.

    ცნობისთვის გორ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს ტრაგედია დატრიალდა. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

  • გაირკვა მძღოლის ვინაობა, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა და ორივე იმსხვერპლა – ბიზნესმენი აღმოჩნდა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის 3-ჯერ იყო დაჯარიმებული.

    გაირკვა მძღოლის ვინაობა, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა და ორივე იმსხვერპლა – ბიზნესმენი აღმოჩნდა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის 3-ჯერ იყო დაჯარიმებული.

    ტვ. პირველის ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, 25 წლის რევაზ ელიზაბარაშვილია. ბიზნესმენი იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.

    დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები კი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ 35 წლის კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ.

    ამასთან, რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელიც აღწერს რა ხდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ, როდესაც 35 წლის ბიზნესმენი სავარაუდოდ,  მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და დედა-შვილს შეეჯახა.

    დღესვე ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელიც საჭეს მართავდა, მანამდე ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარის გამო სამჯერ იყო დაჯარიმებული.

    მძიმე ავარია გორის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, მიღებული დაზიანებებით დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა. 35 წლის კაცს ბრალს დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი

    პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს, მანქანა დაეჯახა. პარტიის ინფორმაციით, ის სკუტერით გადაადგილდებოდა.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ კოალიციის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

    ზურა ჯაფარიძე ამ დროისთვის კლინიკა „მედიქლაბში“ იმყოფება. ას გამოკვლევები უტარდება.

    პარტიის ცნობით, პოლიტიკოსს მცირე სახის დაზიანებები აღენიშნება.