Category: Uncategorized

  • სკანდალური აღიარება: ბოკუჩავამ პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი

    სკანდალური აღიარება: ბოკუჩავამ პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი

    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალური აღიარება – როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკუჩავამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“.

    როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „კრედიტ სუისთან“ დავა მოიგო, თუმცა, მისი ადვოკატის წერილით ირკვევა, რომ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მას „დიპ სტეიტი“ კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას გამარჯვების შემდეგ მაინც მისცემს, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაადასტურა.

    “აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, ე.წ ოფაკის სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილის,  ლონდონის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მისთვის მინიჭებული 607 მლნ დოლარის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, უზარმაზარ ფინანსურ გიგანტს გადასახდელი აქვს მილიარდ დოლარზე მეტი ბიძინა ივანიშვილისთვის.

    ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • VIDEO: სოფო ნიჟარაძისა და გიორგი ვარდოსანიძის საოცარი შესრულება – რამ გააოცა მაყურებელი

    VIDEO: სოფო ნიჟარაძისა და გიორგი ვარდოსანიძის საოცარი შესრულება – რამ გააოცა მაყურებელი

    სოფო ნიჟარაძე და გიორგი ვარდოსანიძე თეატრის მსახიობები არიან და ერთადაც მონაწილეობენ სპექტაკლ “შეყრაში”.

    მათ საოცარი პერფორმანსი შესთავაზეს მაყურებელს, თუმცა ბევრ ადამიანში ამ სპექტაკლმა უარყოფითი ემოცია გამოიწვია.

    საზოგადოებამ მათი თამამი სცენები დაიწუნა.

    ნახეთ საოცარი შესრულება:

  • ნინი ბადურაშვილმა მისი რჩეული გამოაჩინა, აი ახლა ვარ ბედნიერი , დაუჯერებელია ამას ვერავინ იფიქრებდა ნახეთ ვინ არის მისი რჩეული 😱😱(ფოტო)

    ნინი ბადურაშვილმა მისი რჩეული გამოაჩინა, აი ახლა ვარ ბედნიერი , დაუჯერებელია ამას ვერავინ იფიქრებდა ნახეთ ვინ არის მისი რჩეული 😱😱(ფოტო)

    რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ნინი ბადურაშვილი, რომელმაც გადაცემაში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

    შენ ისეთ ოჯახში დაიბადე, სადაც ყველა ვარსკვლავი იყო… გაიხსენე შენი ბავშვობაპირველი წარმატება

    ჩემმა ნათლიამ, თამრიკო ჭოხონელიძემ მიამბო, რაღაც კონცერტი იყო და მე რატომ არ ვმღერი-მეთქი, ვუთხარი, ჰოდა, გამიყვანეს სცენაზე და ვიმღერე. ასევე კარგად მახსოვს „ბასტი ბუბუს“ პერიოდი. სულ მინდოდა ამ პროფესიის არჩევა. 24 საათი მუსიკა მქონდა ჩართული. სხვა პროფესია არასდროს მნდომებია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაინც უფრო მეტად ჩემს პროფესიად სიმღერა მიმაჩნდა.

    თეატრიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. შეიძლება, რაღაც პროტესტი მქონდა, თითქოს თეატრი დედას მართმევდა. ჩემს შვილსაც არ უნდა მომღერლობა. ზოგადად, როდესაც ასეთ ოჯახში იზრდები, ყველას ჰგონია, რომ ლანგარზე გაქვს მორთმეული ყველაფერი, თუმცა ეს ასე არ არის. ბევრს ვმეცადინეობდი და რა ქულებიც მივიღე, ყველაფერი დამსახურებულად იყო. იყო, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა როლები კინოშიც. აი, ახლა, თქვენს ეთერში ვიტყვი, 25 ივლისს, ბათუმში, დახურული ჩვენება იქნება და შემდეგ თბილისშიც იქნება ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორიც მამაჩემია. მახსოვს, 13 წლის ვიყავი, რაღაც გადაღება იყო და გამომაცხადეს როგორც, ეკა კახიანის შვილი, ძალიან მეწყინა და გავბრაზდი, კულისებში ვიდექი და სწორედ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნებოდა, სადაც ჩემი ოჯახის სახელით გამომაცხადებდნენ.

    ნინი და კრიტიკა… ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?

    კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარი მაქვს ჯანსაღ კრიტიკაზე. ცხადია, მსმენელს აქვს უფლება, გაგაკრიტიკოს და შეიძლება, გაითვალისწინო მისი აზრი. ჩემთვის სხვისი აზრი მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ის ბოღმასა და ღვარძლზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.

    ჩემი პირველი შემფასებელი ეკაა, ის მეუბნება, მოსწონს თუ არა და მის გემოვნებას ვენდობი, თუმცა სულ ჰარმონიაში ვერ ვართ. დღევანდელი მუსიკალური ტენდენციები არ მომწონს. ჩემთვის მთავარია, სიმღერაში იყოს მელოდია, ჰარმონია, მან ჩემში სენტიმენტები უნდა აღძრას.

    მახსოვს, ჩემთან, ერთ ინტერვიუზე თქვი, მინდვრის თაგვივით მარტო ვარო, დღესაც ასეა?

    კი საოცარი სათაური იყო. არ არის ასე, მე პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ, მარტოობა მორჩა. მინდვრის თაგვივით მარტო აღარ ვარ, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგია, ერთად ვართ და ვნახოთ…

    რა გეგმები გაქვს?

    მინდა, რაღაც ახალი ვცადო. მინდა, სხვანაირი ვიყო, მუსიკაც სხვანაირი გავაკეთო. სოლოკონცერტს ჯერ არ ვგეგმავ.

    Radio Fortuna FM 106,9

  • “ორივე ივანიშვილის თამაშია” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება

    “ორივე ივანიშვილის თამაშია” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება

    ის ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ უახლოეს წარსულში. ორივე ივანიშვილის თამაშია!- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სამ­ყა­რო გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად იშ­ლე­ბა, ვიდ­რე მათ ეგო­ნათ და ზუს­ტად გან­სა­ზღვრეს, რო­დის დას­რულ­დე­ბა ის.

    • ნი­დერ­ლან­დე­ბის რად­ბო­უ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი ერთ კვინ­ვი­გინ­ტი­ლი­ონ წე­ლი­წად­ში ჩაქ­რე­ბა. ეს გა­მო­ი­სა­ხე­ბა ერთი 78 ნუ­ლით.

    რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახა­ლი გათ­ვლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე პე­რი­ო­დია, ვიდ­რე წინა პროგ­ნო­ზი.

    პრო­ცესს, რო­მე­ლიც, მათი აზ­რით, სამ­ყა­როს სიკ­ვდილს იწ­ვევს, “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ ეწო­დე­ბა. ამ დროს – შავი ხვრე­ლე­ბი თან­და­თა­ნო­ბით “ქრე­ბი­ან“ და არა­რა­ო­ბა­ში გა­და­დი­ან.

    ადრე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ფე­ნო­მე­ნი მხო­ლოდ შავი ხვრე­ლე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მსგავ­სად აორ­თქლე­ბა შე­უძ­ლი­ათ ისეთ ობი­ექ­ტებს, რო­გო­რი­ცაა ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი.

    • ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი ვარ­სკვლა­ვის სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის ბოლო ეტა­პია. მა­სი­უ­რი ვარ­სკვლა­ვე­ბი ფეთ­ქდე­ბი­ან და შემ­დეგ ნე­იტ­რო­ნულ ვარ­სკვლა­ვე­ბად გარ­და­ი­სა­ხე­ბი­ან, ხოლო მზის მსგავ­სი პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვე­ბი თეთრ ჯუ­ჯე­ბად იშ­ლე­ბა.

    ამ „მკვდარ“ ვარ­სკვლა­ვებს შე­უძ­ლი­ათ უკი­დუ­რე­სად დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იარ­სე­ბონ. თუმ­ცა, მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, რო­დე­საც ისი­ნი ძა­ლი­ან არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი ხდე­ბი­ან, თან­და­თან იფან­ტე­ბი­ან და ფეთ­ქდე­ბი­ან.

    ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვის ან თეთ­რი ჯუ­ჯის სიკ­ვდი­ლის­თვის სა­ჭი­რო დრო­ის ცოდ­ნა მეც­ნი­ე­რებს სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

    წამ­ყვა­ნი მკვლევ­რის, რად­ბუ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­ო­ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და ნა­წი­ლა­კე­ბის ას­ტრო­ფი­ზი­კის პრო­ფე­სო­რის, ჰე­ი­ნო ფალ­კეს თქმით, წინა კვლე­ვებ­ში “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

    „ამ­გვა­რად, სამ­ყა­როს სა­ბო­ლოო და­სას­რუ­ლი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე დად­გე­ბა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამას მა­ინც ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა“, – თქვა მან გან­ცხა­დე­ბა­ში.

    წყა­რო

  • თქვენს სხეულზე ხშირად ჩნდება ასეთი ჩალურჯებები?-ამას თავის მიზეზი აქვს და ეს უნდა იცოდეთ!

    თქვენს სხეულზე ხშირად ჩნდება ასეთი ჩალურჯებები?-ამას თავის მიზეზი აქვს და ეს უნდა იცოდეთ!

    როდესაც რომელიმე კიდურს რაიმეს მტკივნეულად მივარტყამთ, მაშინვე გვიჩნდება იმ ადგილას ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინი თავისით წარმოიქმნებიან და ვერაფრით ვიხსენებთ რა დროს დავიზიანეთ.
    ჩალურჯება-ეს არის კასეტური სისხლი, რომელიც გამოწვეულია შიდა სისხლდენით.
    ამ სტატიაში გეტყვით ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება გაჩნდეს უმიზეზოდ თქვენს სხეულზე ჩალურჯებები.

    image

    1. ინფექცია

    სისხლში დაგროვილმა ჭარბმა ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები.

    2. კვებითი ხარვეზები

    როდესაც არასწორად ვიკვებებით ჩვენი ორგანიზმი განიცდის B, C, A, D ვიტამინებისა ან ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას. სწორედ ამ დროს ჩნდება სხეულზე სისხლჩაქცევები.

    3.ასაკი

    ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი უფრო თხელი ხდება, ამიტომ დამცავი ფენა, რომელიც კაპილალებს დაზიანებისგან იცავს სუსტება, რაც ასევე იწვევს სისხლჩაქცევებს.

    image

    4. სისხლ-ძარღვთა დაავადებები

    ზოგიერთმა ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, წითელი მგლურა, ციროზი, ლეიკემია და მრავალი სხვა, შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები.

    5. ფიზიკური დატვირთვა

    ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ყველაზე დიდი სიმძიმე კუნთებს აწვება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების მუშაობის დარღვევა და გაჩნდეს სისხლჩაქცევები.

    image

    6. დიაბეტი

    დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ხშირად აქვს სხეულზე მუქი ლაქები, მაგრამ ესენი სისხლჩაქცები არ არის, ეს ლაქები ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობიდან გამომდინარე ჩნდება.

  • “- შენ ხომ “ეკაჩავე” და “ებლატავე? – შეხედეთ ამ მოღალატეს, აბსოლუტური ნაძირალა” – სააკაშვილი და ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: მათი გაშველება მანდატურებს მოუწიათ

    “- შენ ხომ “ეკაჩავე” და “ებლატავე? – შეხედეთ ამ მოღალატეს, აბსოლუტური ნაძირალა” – სააკაშვილი და ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: მათი გაშველება მანდატურებს მოუწიათ

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

    სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი ამ წუთებშიც აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ.

    თავდაპირველად პროცესი და სააკაშვილის მხრიდან კითხვების დასმა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

    „მინდა მოგმართოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომელსაც არ ვცნობ, მაგრამ ამას საზოგადოებასთან მისამართად ვიყენებ. დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია.

    ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია.

    ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?“ – მიმართა მას სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო.

    „როცა უკვე საქართველოში იყო, ის რუსეთიდან დევნილი იყო, ეს ხომ შენც კარგად იცი?”,- მიმართა ყოფილმა პრემიერმა ყოფილ პრეზიდენტს.

    „არა, მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?“ – ჰკითხა სააკაშვილმა მას.

    „შეიძლება. თუ „ეფესბეს“ აგენტი იყო, რატომ იყო თბილისში?“ – უპასუხა მან სააკაშვილს. ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა: „პატარკაციშვილი რომ რუსეთთან იყო დაკავშირებული, ყველამ ვიცოდით“, რის შემდეგაც, მას სააკაშვილმა ჰკითხა, „ტვ იმედი“ შეიქმნა თუ არა რუსული ფულით, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ „შეიძლება კი“.

    ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა მას კვლავ ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.

    „ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“ – ჰკითხა მას კვლავ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ არ იცოდა.

    „პუტინთან იყავი თუ არა რუსეთთან შეხვედრაზე?“ – ჰკითხა ნოღაიდელს სააკაშვილმა, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იყო, „რათა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მოეწესრიგებინა“.

    „მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო?“ – მიმართა სააკაშვილმა ნოღაიდელს, რაზეც მან კვლავ კითხვით უპასუხა.

    „შენ ხომ „ეკაჩავე“ და „ებლატავე?“ – მიმართა ნოღაიდელმა სააკაშვილს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

    „შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება.

    ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

  • მითხრეს, ბაჩომ შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა და უცებ კიბიდან ჩამოვარდა და თბილისშია საავადმყოფოშიო – ლიკა კუჭუხიძე

    მითხრეს, ბაჩომ შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა და უცებ კიბიდან ჩამოვარდა და თბილისშია საავადმყოფოშიო – ლიკა კუჭუხიძე

    სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.

    ლიკამ იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ლიკამ გადაცემაში ის მომენტი გაიხსენა, როცა ხელოვნური კომიდან გამოვიდა და მომხდარი შესახებ შეიტყო.

    „ერთი თვე ვიყავი ხელოვნურად დაძინებული, იმის გამო რომ ტკივილები არ მეგრძნო. პირველი, თვალები რომ გავახილე, ვიკითხე ბაჩო სად არის თქო, ზოგი ექთანი მეუბნებოდა რომ ავარიაში მოვხდი და არ მახსოვდა, ზოგი მეუბნებოდა რომ წავიქეცი. რომ ვიკითხე ბაჩოზე სად არის თქო…მითხრეს, შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა, კიბეებზე ჩამორბოდა და წაიქცა და ფეხი მოიტეხა და თბილისშიაო.  თითქოს მჯეროდა და თითქოს არც მჯეროდა რასაც მეუბნებოდნენ. ვთხოვდი, ხმა გამაგონეთ, ბაჩოს სურათი გადაუღეთ და მაჩვენეთ. არ შეიძლეობაო, რეანიმაციაშია და იქ ტელეფონის შეტანა არ შეიძლებაო. მერე როცა უკვე ხერხემალზეც გამიკეთეს ოპერაცია, ექიმმა მითხრა, რომ ბაჩო აღარ არისო. ვერ დავიჯერე. ისეთი ენერგიული, ისეთი სასწაული იყო რომ მეთქი, რანაირად შეიძლება აღარ იყოს თქო და მერე მითხრეს ავარიის ამბავიც, რომელიც არ მახსოვდა. ამ დროს კარი იღება და შემოდის ჩემი დედამთილი, სულ შავებში ჩაცმული და მეუბნება, რომ ლიკუნია ჩვენი ბაჩო აღარ არისო. აი იქ დამთავრდა ყველაფერი და ყველაფერი ჩაქრა. არ ვიცი როგორ გადავიტანე, ალბათ ბაჩომ და ღმერთმა მომცა ძალა, რომ ეს გადამეტანა. “ – ამბობს ლიკა კუჭიხიძე ნოესთან.

  • 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი – დღე ენერგიული და აქტიური იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, მაგრამ ემოციების კონტროლი მნიშვნელოვანია.

    კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებებს. პირად ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

    ტყუპები – კომუნიკაციის დღეა. სასარგებლო კონტაქტებს დაამყარებთ. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის და იდეების გაზიარებისთვის.

    კირჩხიბი – ოჯახური თემები წინა პლანზე გადმოვა. ახლობლებთან მეტი დრო გაატარეთ, ეს ენერგიას შეგმატებთ.

    ლომი – დღე გთავაზობთ შესაძლებლობებს, მაგრამ ყურადღება დეტალებზე გაამახვილეთ. კარიერულ საკითხებში პროგრესი მოსალოდნელია.

    ქალწული – ორგანიზებულობა წარმატებას მოგიტანთ. დღის სწორად დაგეგმვა დაგეხმარებათ სტრესის თავიდან აცილებაში.

    სასწორი – ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. კომპრომისის პოვნა წარმატების გასაღებია.

    მორიელი  – ინტუიცია ძლიერია, ენდეთ საკუთარ გრძნობებს. საიდუმლო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია.

    მშვილდოსანი – მოგზაურობის ან ახალი გამოცდილების სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დროა სწავლისთვის და განვითარებისთვის.

    თხის რქა – კარიერაში სტაბილურობაა მოსალოდნელი. ნუ მოერიდებით პასუხისმგებლობის აღებას.

    მერწყული – ახალი იდეები წარმატებას მოგიტანთ. იყავით გახსნილი სიახლეების მიმართ.

    თევზები – ემოციური დღეა, მოუსმინეთ საკუთარ თავს. შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება.

  • ინფორმაცია მძღოლებისთვის – 1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება

    ინფორმაცია მძღოლებისთვის – 1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება

    პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.

    საკანონმდებლო ცვლილებებით მთელ რიგ სამართალდარღვევებზე სანქციები იზრდება:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

    “დრიფტი“, რომელსაც ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას – 6 თვის ვადით.

    საგზაო მოძრაობის წესების განმეორებით დარღვევა, რომელსაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა მოჰყვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას.

    500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

    ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით.

    ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დგინდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე 30 ქულა შეუმცირდება.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით ახალი ამკრძალავი ნიშანი − “გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ შემოდის. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

    ახლებურად განისაზღვრება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები. კერძოდ, “BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

    საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ “BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. უწყების ინფორმაციით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს.

    “2025 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა – 8 191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. სიჩქარის გადაჭარბებისთვის მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა. ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სიჩქარის გადაჭარბება სიხშირით მე-3 ადგილზე იყო. ეს სტატისტიკაა მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    ცვლილებები 2026 წლის 1-ელ მაისს ამოქმედდება.

    წუარო: ipn.ge