Category: Uncategorized

  • პატარა ხრიკები, რომ კვერცხი არ დასკდეს და ის ერთ ფერში შეიღებოს

    პატარა ხრიკები, რომ კვერცხი არ დასკდეს და ის ერთ ფერში შეიღებოს

    წითელ პარასკევს, მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეს, მართლმადიდებლურ ოჯახებში, კვერცხი წითლად იღებება. წითელი კვერცხი სიმბოლოა იმისა, რომ ქრისტე აღსდგა.

    გადახედეთ ამ პატარა და მნიშვნელოვან ხრიკებს, რომ შეღებვისას კვერცხი არ დასკდეს და მან კარგი ფერი მიიღოს.

    კვერცხი შეღებვამდე ერთი საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. გარეცხეთ და დადეთ, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს. დასკდომის რისკი ასევე მცირდება, თუ კვერცხს შეღებვამდე, ცივ წყალში რამდენიმე საათით მოათავსებთ. საღებავი რომ ერთ ფერში მოეკიდოს, მანამდე კვერცხი გამდინარე წყალში გარეცხეთ.

    ქვაბის ძირზე ვალაგებთ წინასწარ დაგროვილ ხახვის ფურცლებს. ენდრო (სააღდგომო კვერცხების შესაღებად, ის ყველაზე უსაფრთხო და ჯანსაღი საშუალებაა) დაჩეჩქვამდე კარგად უნდა გაირეცხოს. შემდეგ შეახვიეთ მარლაში, შეკარით და ჩადეთ ქვაბში. თუ ენდრო ფხვნილის სახით გაქვთ, პირდაპირ ჩაყარეთ შემდეგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ.

    მეტად მკვეთრი ფერის მისაცემად, ჭარხალსაც თუ აპირებთ, ისიც კარგად გარეცხეთ, გაჭერით სამ-ოთხ ნაჭრად და ჩაალაგეთ ქვაბში.

    შემდეგ დაასხით წყალი, ადუღეთ 20-30 წუთი და გააგრილეთ. ცივ ნახარშში მოათავსეთ კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი, 2 სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. ძმარი წითელ ფერს კიდევ უფრო ამუქებს.

  • “ხალხო აქ რა ხდება, ეს როგორ გაბედეთ?” – ნახეთ რა მოხდა პირდაპირ ეთერში

    “ხალხო აქ რა ხდება, ეს როგორ გაბედეთ?” – ნახეთ რა მოხდა პირდაპირ ეთერში

    „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინიკო გიგაურს ხელი სთხოვეს.

    რჩეულმა ნინიკოს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.

    ნინიკოსთვის აღნიშნული მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.

    ჟურნალისტი მომხდარს განსაკუთრებული ემოციით შეხვდა.

  • პენსიის გაცემის პროცესი შეიცვალა – რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ პენსიის დარიცხვა

    პენსიის გაცემის პროცესი შეიცვალა – რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ პენსიის დარიცხვა

    ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა.

    „ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.

    ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

    წყარო: ​bpn.ge

  • ცნობილი სპორტსმენი გარდაიცვლება. საზოგადოებას მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად იყვნენ – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

    ცნობილი სპორტსმენი გარდაიცვლება. საზოგადოებას მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად იყვნენ – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს.

    მისი თქმით, საქართველოში მიწისძვრები მოიმატებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    „ცნობილი სპორტსმენი გარდაიცვლება უახლოეს პერიოდში. საზოგადოებას მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად იყვნენ ლიფტებთან. მიწისძვრები მოხდება მიყოლებით და ასევე სვანეთის ტრაგედიას ვხედავ, რომელიც წყალთანაა დაკავშირებული.

    სასტუმროში გარდაცვლილ პიროვნებას იპოვიან.

    წლის ბოლომდე, საქართველოში დიდი პრობლემები იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და აუცილებლად დააფასეთ ერთმანეთი. უდიდესი ძალები იცავენ ახლა საქართველოს“,- ამბობს გოგა მანია.

  • “ახლა ნახეთ, რა ამბავი ატყდება ამაზე, მაგრამ ბევრს ვიცინებ” – რა თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ პირდაპირ ეთერში?

    “ახლა ნახეთ, რა ამბავი ატყდება ამაზე, მაგრამ ბევრს ვიცინებ” – რა თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ პირდაპირ ეთერში?

    https://video.ambebi.ge/files-6/2026/01-30/tamriko-2-595826.mp4
    “ქოცი” რომ გქვია, სირცხვილია. ახლა ნახეთ, რა ამბავი ატყდება ამაზე, მაგრამ ბევრს ვიცინებ” – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ “TV პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
  • “ნახევარი საათია გათიშულია” – „მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

    “ნახევარი საათია გათიშულია” – „მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

    „მაგთი“ შეფერხებით მუშაობს.

    უკვე 15 წუთზე მეტია „მაგთის“ ინტერნეტ კავშირი შეწყვეტილია.

    კომპანიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

  • გარდაიცვალა 4 წლამდე ბავშვი, რომელიც მშობლებმა სცემეს. სად მოხდა საზარელი შემთხვევა?

    გარდაიცვალა 4 წლამდე ბავშვი, რომელიც მშობლებმა სცემეს. სად მოხდა საზარელი შემთხვევა?

    ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში გარდაიცვალა 4 წლამდე ბავშვი, რომელსაც მშობლებმა სცემეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბავშვთა უფლებადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 4 წლამდე გოგო კლინიკაში სახესა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით 7 აპრილს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.

    მთავარი

  • “გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ “ნაცებს”, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი” – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    “გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ “ნაცებს”, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი” – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    რეჟისორი რობერ სტურუას მისი სპექტაკლის – “ვეფხისტყაოსნის” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, “ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ!

    გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ “ნაცებს”, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!)

    როცა ავთანდილი თინათინმა იხმო:

    “გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”

    აკაკიმ თქვა, რომ – 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”!

    დღეს როგორაა საქმე – სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები (შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”.

    127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი:

    “გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა – შიშველ ტანზე!”

    გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!!” – წერს რობერტ სტურუა.

  • 🔻 საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი და რამდენი ბალი შეადგინა?

    🔻 საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი და რამდენი ბალი შეადგინა?

    🔻 საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა | დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ორივე მიწისძვრა ქალაქ ახმეტასთან დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა 09:12 წუთზე დაფიქსირდა – მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 2 კილომეტრი. მეორე მიწისძვრა 1 წუთში, 09:13 საათზე დაფიქსირდა – მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 14 კილომეტრი.