Category: Uncategorized

  • ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

    ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

    ოკუპირებულ გალში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ. 38 წლის ბაჩანა ბეკვერია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, ახლობლები მის ჰოსპიტალიზაციას ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა, გზაში გარდაიცვალა.

    ცნობილი ხდება, რომ წლების წინ, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა მისი ძმა.

    „ეს რა გავიგე, რომეო საკმარისი არ იყო ამ ოჯახისთვის? სიტყვებით აუხსნელი, უსამართლო და დაუნდობელი ტრაგედიაა. როგორ მტკივა გული, გამძლეობა მოგცეთ უფალმა“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

    ბაჩანა ბეკვერიას ცხედარს აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოასვენებენ.

  • სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე

    სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე

    დამამუნჯე სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული გივიკო გურეშიძის მეუღლე მაიკო ხაბეიშვილი.

    გუშინ ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხმამდნენ, როდესაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და, საუბედუროდ, ნანგრევებში მოჰყვა კომპანიის თანამშრომელი, 30 წლის გივიკო გურეშიძე. ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. გივიკო გურეშაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მშობლები ემიგრაციაში არიან და საბერძნეთიდან  დღეს ჩამოდიან.

    როგორც ცნობილი ხდება, ობიექტს, რომელიც დაინგრა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა. სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ახორციელებდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იყო თუ არა უსაფრთხოების წესები დარღვეული, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

    “მეგა ტვ” სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს.

  • როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – სინოპტიკოსების გაფრთხილება‼

    როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – სინოპტიკოსების გაფრთხილება‼

    სინოპტიკოსების წინასწარი მონაცემებით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება.

    დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +30…+35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +32…+38 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო ზოლში შედარებით ნოტიო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

    შუადღის და საღამოს საათებში, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ადგილობრივად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება. ბარში ნალექის ალბათობა მცირეა.

    კვირის განმავლობაში ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის მოსალოდნელი. მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსახლეობას რეკომენდებულია დღის ყველაზე ცხელ პერიოდში მზის პირდაპირ სხივებს მოერიდოს.

  • რას ამბობს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე, რომელიც ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

    რას ამბობს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე, რომელიც ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

    ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

    როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან გუშინ დატოვა.

    „გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს. უდოს კომისიას მივმართე და მათი გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით, რას ვაპირებ, მომავალი გვაჩვენებს. ჯერჯერობით ოჯახთან ვარ,“ – განაცხადა ფურცხვანიძემ.

    შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მომხდარზე სასამართლოში საქმის წარმოება ორ ეპიზოდად მიმდინარეობდა. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში სასამართლომ 9 პირიდან დამნაშავედ ცნო. კერძოდ კი: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3 წლით, დევი კახოიძეს 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4 წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

  • “სამი ახალგაზრდა სიცოცხლე ერთდროეულად ჩაქრა”

    “სამი ახალგაზრდა სიცოცხლე ერთდროეულად ჩაქრა”

    ცეკვის აკადემია „დიდგორი“ მოცეკვავეებს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „შაკო, გუგა, თამო…

    ცეკვის აკადემია “დიდგორი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად კასპს, საუკუნო სასუფეველი მათ სულებს…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ცნობისთვის, კასპი-კავთისხევის გზაზე მომხდარ ავარიას 19 წლის თამო მოდრეკილაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    აგრეთვე, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის კალათბურთელი, შაკო კავთიაშვილი.

    მდინარე ქსანში, უბედურ შემთხვევას კი გუგა გურგენიშვილი ემსხვერპლა.

    12-1784199600.jpg33-1784199662.jpg

    9-1784199757.jpg

  • “ისეთი შოკისმომგვრელი ხმა ჰქონდა, იქვე მყოფი კაცი ისეთ პანიკაში ჩავარდა, ტანსაცმელი გაიხადა და ისე დარბოდა” – რას ამბობს გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

    “ისეთი შოკისმომგვრელი ხმა ჰქონდა, იქვე მყოფი კაცი ისეთ პანიკაში ჩავარდა, ტანსაცმელი გაიხადა და ისე დარბოდა” – რას ამბობს გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

    “როგორც თვითმხილველებმა თქვეს, მანქანაში იჯდა ორი მცირეწლოვანი და კიდევ ორი, მასზე უგონოდ მთვრალი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დეიდაშვილები. ისინი სასწრაფოდ გაარიდა ადგილიდან, რომ დაემალა მათი თანამონაწილეობა. ვითხოვთ, სანამ უცხოეთში გადავლენ, მათ დაკავებას. განსაცდელში მიტოვების მუხლით უნდა აღიძრას მათი საქმე. მიატოვეს, რატომ არ გადმოვიდნენ და დახმარება აღმოუჩინეს, იქნებ ეცოცხლათ? ეტყობა ურჩიეს და ერთმა აიღო თავზე პასუხისმგებლობა და დეიდაშვილები დაფარა. მათზეც უნდა გავრცელდეს ციხე, ვინც მთვრალს ჩაუჯდება. გინდა ავტომატი გადაგიკიდებიათ ზურგზე და გინდა მთვრალებს გივლიათ. ვის ხოცავთ, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ?” – ამის შესახებ გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ნათესავმა, ირმა ამბარდნიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

  • კერძო საბავშვო ბაღში ორი ჩვილი გარდაიცვალა – რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში იმყოფებიან მძიმეა

    კერძო საბავშვო ბაღში ორი ჩვილი გარდაიცვალა – რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში იმყოფებიან მძიმეა

    ტრაგედია იერუსალიმში: საბავშვო ბაღში ორი ჩვილი გარდაიცვალა, ათეულობით ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    დღეს იერუსალიმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ქალაქის ერთ-ერთ უბანში მდებარე კერძო საბავშვო ბაღში ორი ჩვილი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით ბავშვი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების გამო საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

    ტრაგიკული შემთხვევა მოხდა იერუსალიმის რომემას უბანში მოქმედ კერძო საბავშვო ბაღში. არსებული ინფორმაციით, ბაღში მყოფ ბავშვებს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების დიდი რაოდენობა მივიდა.

    ბავშვები დაუყოვნებლივ იქნენ ევაკუირებული და გადაყვანილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ორი ჩვილი – რამდენიმე თვის ასაკის – გარდაიცვალა.

    სასწრაფო სამსახურების ცნობით, რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენები კი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

    თავდაპირველი ვერსიით, ინციდენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მავნე აირის ან სხვა სახიფათო გარემო ფაქტორის ზემოქმედებასთან, თუმცა ოფიციალური უწყებები ხაზს უსვამენ, რომ გამოძიება ჯერ მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნები გაკეთებული არ არის.

    პოლიციის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ საბავშვო ბაღი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

    მომხდარმა ტრაგედიამ ისრაელის საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. პოლიტიკოსები, ექსპერტები და მშობლების ორგანიზაციები საუბრობენ საბავშვო დაწესებულებებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კერძო ბაღების შემთხვევაში. ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ შემოიფარგლოს მხოლოდ გამოძიებით და მიიღოს პრევენციული ზომები, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული.

    გამოძიება გრძელდება. საზოგადოება ელოდება ოფიციალურ დასკვნებს და პასუხებს კითხვაზე – როგორ მოხდა, რომ საბავშვო ბაღში ბავშვების სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

  • ავარია ბათუმში – ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

    ავარია ბათუმში – ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

    ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში.

    ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.

    „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “მის ოჯახს ვიცნობთ, ვმეგობრობდით, მაგრამ დაგვღუპა… მამამისს უთქვამს, მკვდარიც რომ მომიყვანოთ, სახლში არ შევიყვანო” – რას ამბობს გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

    “მის ოჯახს ვიცნობთ, ვმეგობრობდით, მაგრამ დაგვღუპა… მამამისს უთქვამს, მკვდარიც რომ მომიყვანოთ, სახლში არ შევიყვანო” – რას ამბობს გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

    “მის ოჯახს ვიცნობთ, ვმეგობრობდით, მაგრამ დაგვღუპა… თავისი ოჯახიც დაღუპა… მამამისს უთქვამს, მკვდარიც რომ მომიყვანოთ, სახლში არ შევიყვანო” – ამის შესახებ გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ნათესავმა, ირმა ამბარდნიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

  • ცნობილია, ქუთაისში, მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

    ცნობილია, ქუთაისში, მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

    ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდა გივიკო გურეშიძეა. უბედური შემთხვევა გუშინ, 15 ივლისს მოხდა. იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

    ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.