Category: Uncategorized

  • დედამიწას მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეკორდული სიცხე ელოდება – გაერო

    დედამიწას მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეკორდული სიცხე ელოდება – გაერო

    2026-2030 წლებში საშუალო წლიური ტემპერატურა 1850-1900 წლების საშუალო მაჩვენებელზე, შესაძლოა, 1,3 – 1,9 გრადუსით მაღლა ავიდეს. ამის შესახებ საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

    ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით დედამიწის საშუალო ტემპერატურის 1,5 გრადუსით მაღლა აწევა არის პარიზის კლიმატური სამიტის მიერ 2015 წელს დაწესებული ზღვარი.

    მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის ახალი რეკორდი 2027 წელს დაფიქსირდება. ეს ელ-ნინიოს ეფექტს უკავშირდება. ელ-ნინიო არის კლიმატური მოვლენა, რომელიც წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ტემპერატურის მკვეთრ მატებას იწვევს. ამ რეგიონში ტემპერატურის ზრდა მთელ მსოფლიოში კლიმატის სერიოზულ ცვლილებას იწვევს.

  • წვიმა, ელჭექი, თოვლჭყაპი! – საქართველოში ამინდი უარესდება

    წვიმა, ელჭექი, თოვლჭყაპი! – საქართველოში ამინდი უარესდება

    30 მაისს – შაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +5, +10°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, ღამით დროგამოშვებით 30მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20° მთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°;  მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +5,+10°;

    31მაისს – კვირას

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +3 +8°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +7, +12°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23° მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°;  მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +8,+13°;

  • “შოკში ვარ, ხალხო! მსგავსს არ შევსწრებივარ ” – კახეთიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება

    “შოკში ვარ, ხალხო! მსგავსს არ შევსწრებივარ ” – კახეთიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება

    სიღნაღის მუნიციპალიტეტეტში, სოფელ ძველი ანაგაში ძლიერი სეტყვა მოვიდა. კადრებს სოციალურ ქსელში ეკა გეგეშიძე ავრცელებს.

    “რამდენს იკლებს გლეხი მთელი წლის მანძილზე და 5 წუთში ნადგურდება… შოკში ვარ ხალხო. მართლა მსგავსს არ შევსწრებივარ”.

  • ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    საქართველოს  ტერიტორიაზე

    კლიმატური მონაცემებით საქართველოში  ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ 3-5°C-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +20, +23°C, მთიან რაიონებში +16, +21°C, მაღალმთიან ზონაში  +10, +15°C-ის ფარგლებშია.

    ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და საქართველოს მთიან ზოლში +24, +29°C–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +20, +23°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +16, +21°C-ს შეადგენს.

    მეტეოროლოგიური დაკვირვებით ივნისში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +37, +41°C-ს, მთიან რაიონებში+32, +39°C, მაღალმთიან ზონაში +27, +33°C-ს აღწევს.

    ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე, აღმოსავლეთის ბარში +14, +18°C, ქვეყნის მთიან რაიონებში +11, +16°C-ის, ხოლო მაღალმთიან ზონაში +7, +11°C-ის ფარგლებში მერყეობს.

    ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +7, + 11°C, შიდა ქართლში +1, +3°C, ქვემო ქართლსადა კახეთში +6, +9°C,  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +2, +7°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 0, +4°C-ს შეადგენს. მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა 0°C,  -6°C-მდე იკლებს.

    ქვეყნის დაბლობში, ბარსა და მთიან რაიონებში ყინვა არ აღინიშნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში წაყინვები საშუალოდ 1-2 დღეს აღინიშნება.

    ივნისის თვეში შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 100-200 მმ-ს, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 60-160 მმ-ს შეადგენს.

    საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-16 დღეს შეადგენს.

    ივნისში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 150-190 მმ-ს აღწევს, ხოლო სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე 30-50 მმ-ს არ აღემატება.

    ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 200-500 მმ-ს, აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებშიდასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში 10-50 მმ-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 2-15 მმ-ს არ აღემატებოდეს.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21 +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C- მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

    კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +22, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +31, +34°C- მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთიან რაიონებში +19, +20°C, მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 10C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +11, +8°C-მდე, მაღალმთაში +6, +3°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +26, +29°C-მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32 ,+35°C-მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

    კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +30, +33°C- მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +18, +19°C , მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +6, +3°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +4, +1°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C-მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

  • დედამიწის ბირთვმა წყნარი ოკეანის ქვეშ მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა – რას ნიშნავს ეს ჩვენთვის

    დედამიწის ბირთვმა წყნარი ოკეანის ქვეშ მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა – რას ნიშნავს ეს ჩვენთვის

    მეცნიერებმა დედამიწის გარე ბირთვში უჩვეულო ფენომენი აღმოაჩინეს – თხევადი ლითონის უზარმაზარმა ნაკადმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა. კვლევის მიხედვით, რომელიც Earth.com-მა გაავრცელა, ეკვატორული წყნარი ოკეანის ქვეშ გამდნარი რკინის მასა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ სწრაფად გადაადგილდა.

    დედამიწის გარე ბირთვი დაახლოებით 2,200 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ძირითადად გამდნარი რკინისა და ნიკელისგან შედგება. სწორედ ამ ლითონების მოძრაობა ქმნის პლანეტის მაგნიტურ ველს, რომელიც დედამიწას მზის მავნე გამოსხივებისგან იცავს.

    მკვლევრებმა 1997-2025 წლების თანამგზავრული მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ცვლილებები განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ გახდა შესამჩნევი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა დროებითი რყევა იყოს ან დედამიწის ბირთვში მიმდინარე უფრო დიდი პროცესების ნაწილი.

    სპეციალისტების თქმით, ეს მოვლენა ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და არც მიწისძვრებთან ან კლიმატის ცვლილებასთან არ არის პირდაპირ კავშირში. თუმცა, მაგნიტურ ველში ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატელიტურ კავშირზე, ავიაციის ნავიგაციასა და კოსმოსური ამინდის პროგნოზირებაზე.

  • „ქორწინების დრო გაქვთ!“ – ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

    „ქორწინების დრო გაქვთ!“ – ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

    21 ივნისამდე მზე ტყუპების ზოდიაქოშია, ამიტომ ამ პერიოდში შინაგანი მერყეობა, სულსწრაფობა, ჩვეულებრივი ამბავი იქნება 21-ის შემდეგ მზე გადავა კირჩხიბში და ეს რიცხვი არის განსაკუთრებული, საკრალურია, რადგან მზე აღწევს ზენიტს და პორტალი იხსნება.

    ამის შემდეგ იწყება ძალიან ემოციური, მგრძნობიარე, პერიოდი. 21 ივნისის შემდეგ მნიშვნელოვანი გახდება ოჯახი, სამშობლო, ტრადიციული ელემენტები წამოვა წინ, გაიზრდება ინტუიცია. დავიმახსოვროთ 2 მნიშვნელოვანი პერიოდი:

    4 რიცხვიდან 10 ივნისამდე და 17-იდან 24 ივნისამდე. ეს ორი მონაკვეთი არის ყველაზე კარგი, გექნებათ საშუალება დაიწყოთ ახალი საქმე, პროექტი, ხელშეკრულებების დადება. გამართლების და წარმატების ალბათობა იქნება მაღალი.

    ვენერა ჯერ იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, რის გამოც სიყვარულის ელემენტები არის მგრძნობიარე, რომანტიკული, თბილი, მაგრამ 13 რიცხვის შემდეგ ეს უფრო პომპეზური გახდება, როგორც კი ის ლომში გადავა. გალანტურობა მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობებში.

    მთლიანობაში ივნისი სიყვარულისთვის კარგი პერიოდია. მარსი მთელი თვე კუროში იქნება, რის გამოც მოქმედება იქნება პრინციპით: 7-ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.

    გვაქვს 2 მნიშვნელოვანი თარიღი: 15 და 30 ივნისი. 15-ში ახალმთვარეობა, 30-ში სავსემთვარეობა. იქნება მაცდუნებელი ენერგიები, ცდუნებები.

  • ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

    ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

    ვერძი
    ივნისი აქტიური და დატვირთული იქნება. თვის პირველ ნახევარში კომუნიკაცია და ახალი კონტაქტები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა ახალი პროექტების დაწყებისთვის. თვის ბოლოს ფინანსურ საკითხებზე მეტი ყურადღება დაგჭირდებათ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა გადამწყვეტი იქნება.

    კურო
    ფინანსური სტაბილურობისკენ სწრაფვა ივნისში მთავარი თემა იქნება. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებული შეთავაზება. თვის შუა პერიოდში ემოციური დაძაბულობაა მოსალოდნელი, ამიტომ დასვენება და ენერგიის სწორად გადანაწილება მნიშვნელოვანია.

    ტყუპები
    ეს თქვენი პერიოდია – ენერგია, მოტივაცია და ახალი შესაძლებლობები გაძლიერდება. ივნისი ხელს უწყობს თვითგანვითარებას, სწავლებას და სოციალური წრის გაფართოებას. პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლეებია მოსალოდნელი.

    კირჩხიბი
    თვე უფრო შინაგან პროცესებზე იქნება ორიენტირებული. შესაძლოა იგრძნოთ წარსულის გადახედვის სურვილი. თვის მეორე ნახევრიდან ენერგია მატულობს და ახალი გეგმების განხორციელების დრო დგება. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ ჯანმრთელობას.

    ლომი
    ივნისი სოციალური აქტივობებით დატვირთული იქნება. მეგობრები, ახალი ნაცნობობები და გუნდური საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. კარიერულ სფეროში შესაძლოა მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდეს. ნუ გადადებთ იდეების განხორციელებას.

    ქალწული
    კარიერა და პროფესიული განვითარება მთავარი თემა ხდება. შესაძლებელია ახალი პასუხისმგებლობების აღება ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თვის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და პირად სივრცეს.

    სასწორი
    ივნისი მოგზაურობის, სწავლისა და ახალი გამოცდილებების თვეა. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად და სამომავლო გეგმების დასაწყებად. პირად ურთიერთობებში მეტი სიცხადე და ჰარმონია შემოვა.

    მორიელი
    თვე ემოციურად ინტენსიური იქნება. ფინანსური და პარტნიორული საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა ძველი საკითხების დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება მოგიწიოთ.

    მშვილდოსანი
    ურთიერთობები ივნისის მთავარი თემა იქნება. შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. თვის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ახალი თანამშრომლობებისა და პარტნიორობებისთვის.

    თხის რქა
    ივნისი პროდუქტიული და შრომატევადი იქნება. დაგეგმილი საქმეების დასრულებას წარმატებით შეძლებთ. ჯანმრთელობასა და ენერგიის მართვას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

    მერწყული
    შემოქმედებითი და შთამაგონებელი თვე გელით. კარგი დროა ახალი იდეების, პროექტებისა და პირადი ინტერესების განვითარებისთვის. სიყვარულის თემაც აქტიურდება.

    თევზები
    ოჯახი, სახლი და ემოციური კომფორტი ივნისში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს პირად სივრცეში. თვის ბოლოს მეტი მოტივაცია და ენერგია იგრძნობა.

    ივნისი ბევრისთვის ახალი მიმართულებების, ურთიერთობების გადაფასებისა და განვითარების თვე იქნება. მთავარია, მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და არ შეგეშინდეთ ცვლილებების.

  • “კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ! ახლოს არ მიიკაროთ!” – კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებს აფრთხილებს

    “კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ! ახლოს არ მიიკაროთ!” – კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებს აფრთხილებს

    “კატეგორიულად გაფრთხილებთ, ახლოს არ მიიკაროთ რეტინოლი ორსულობის და ლაქტაციის დროს” – ამის შესახებ კოსმეტოლოგმა ნინო ხაინდრავა “კოტკასტში” განაცხადა

  • გველები თბილისში – ნახეთ სად არის მითი გავრცელების არეალი

    გველები თბილისში – ნახეთ სად არის მითი გავრცელების არეალი

    თბილისის რომელ უბნებში შეიძლება შეხვდეთ შხამიან გველებს,- ამ თემაზე ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი “დილის LIVE” საუბრობს.

    „საქართველოში შხამიანი გველები, რა თქმა უნდა, გავრცელებულები არიან. ესენი გველგესლას წარმომადგენლები, მათ შორის გიურზა გახლავთ. გველგესლებს – კავკასიურ გველგესლას, ცხვირრქოსანსა და სხვებს – ძირითადად მთის ზონებში ვხვდებით. ისინი დაბლობიდან დაწყებული დაახლოებით 3000 მეტრამდე სიმაღლეზე ბევრგან შეგვხვდება. თბილისთან ყველაზე ახლოს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გიურზაა. ​თბილისის მუნიციპალიტეტში, კოჯრის, მსხალდიდისა და წყულეთის მიმართულებით, ცხვირრქოსან გველგესლას ვხვდებით. თუმცა, ის ზონა უფრო ბუნებრივი არეალი და ველური ბუნებაა, რის გამოც იქაური ხალხი გველის არსებობას მიჩვეულია. აი, რაც შეეხება გიურზას, ეს გველი საქართველოში თავისთავად ყველაზე საშიშია. ის უფრო ჟღერადია და ყველამ იცის, რომ თუ გიურზაა, რაღაც საშიშია, ხალხს მისი ეშინია. მაგრამ, ეს მაინც ასე არ არის. გიურზა კი, შხამიანია, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს მასიური გველია, რომლის ნაკბენიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს”,- ამბობს ზანდუკელი.

  • გია ჯაჯანიძე დუმილს არღვევს – რას ამბობს ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძის შესახებ ?

    გია ჯაჯანიძე დუმილს არღვევს – რას ამბობს ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძის შესახებ ?

    ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე „ამბებთან“ ინტერვიუში ნანიკო ხაზარაძესთან მომხდარ ინციდენტს და მის გადაცემიდან წასვლას ეხმიანება. ჯაჯანიძის განცხადებით, მათ შორის ამჟამად კარგი ურთიერთობაა და მომხდარი უნებლიე შეცდომით იყო გამოწვეული. როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, ნანიკო ხაზარაძე პროექტიდან არავის გაუშვია და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო:

    „წუხელ ჩამოვფრინდი საქართველოში, არცერთი კომენტარი არ მინახავს. მე და ნანიკო ვმეგობრობთ, ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნანიკო არ გაუშვიათ, ის ვიდეოშიც ამბობს, რომ თავად წავიდა. რაც თქვენ ნახეთ, ის ვნახე მეც. არავინ არ იცის, რა მდგომარეობაში სად რას გააკეთებს ადამიანი. მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო. ვუთხარი, რომ ხუმრობის დრო არ იყო და დამთავრდა. შეიძლება იმ წუთს ორნელა რომ იყო მომერიდა, შეიძლება ავყოლოდი კიდეც, მაგრამ მეც ხომ არ გავარტყამდი?“, – აცხადებს ჯაჯანიძე.

    ცნობისთვის, ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ 24 მაისს დატოვა, ინფორმაცია ამის შესახებ მან, ვიდეომიმართვაში გააჟღერა, რომელიც თავადვე გაავრცელა.