Category: Uncategorized

  • ავარია სამტრედიაში – ვითარება ადგილზე

    ავარია სამტრედიაში – ვითარება ადგილზე

    ავარია სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

    არიან მძიმედ დაშავებულები.

    მათი ცნობით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    „პრაიმტაიმი“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.

  • „მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან

    „მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

    როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

    „შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.

    საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

    დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა – გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

  • “სერიოზული წყაროდან მომიტანეს ინფორმაცია…” – გია ხუხაშვილის ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    “ზუგდიდში ერთ-ერთი შეხვედრის წინ მომიტანეს ინფორმაცია საკმაოდ სერიოზული წყაროდან, რომ “ქილერები” იყვნენ დაქირავებული და ბიძინას მოკვლას აპირებდნენ. ის მაინც ჩავიდა…“ – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

  • ვაიმეე ვანგამ რაც თქვაა სწორია 😦😦😦

    ვაიმეე ვანგამ რაც თქვაა სწორია 😦😦😦

    ლეგენდარული ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ხშირად მართლდებოდა. ასევე, მან გააკეთა რამდენიმე შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის. ვანგა ხედავდა მნიშვნელოვან გლობალურ მოვლენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მომხდარა. მან იწინასწარმეტყველა მსოფლიო ცვლილებები 2025–2026 წლებში, — წერს Wionews. მისი თქმით, მომავალში მოხდება:

    დიდი ომი, რომელიც შეცვლის მსოფლიო დინამიკას;
    კონტაქტი უცხოპლანეტელებთან;
    ახალი სტიქიური უბედურებები.
    მთავარი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის ეხება მესამე მსოფლიო ომს.

    გამოცემა აღნიშნავს, რომ გლობალური დაძაბულობა ახლა რეკორდულად მაღალ დონეზეა. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კვლავ გრძელდება, ისრაელი ჩართულია რამდენიმე კონფლიქტში, ხოლო ჩინეთის შესაძლო თავდასხმა ტაივანზე ახლოვდება. ამგვარად, სიტუაცია მძიმდება.

    ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2026 წელს ეს ყველაფერი შეიძლება გაერთიანდეს და პროვოცირება მოახდინოს მესამე მსოფლიო ომის.

    უცხოპლანეტელებთან კონტაქტი

    ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს მოხდება ადამიანების ოფიციალური კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. მისი თქმით, 2026 წლის ნოემბერში დედამიწაზე დიდი კოსმოსური ხომალდი ჩამოვა. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა უცხოპლანეტელებთან. თუმცა ეს წინასწარმეტყველება ბევრს არარეალურად მიაჩნია.

    სტიქიური უბედურებები და კლიმატი

    ვანგას მიხედვით, 2026 წელს კლიმატის ცვლილება დიდ ზიანს მიაყენებს მსოფლიოს. გაიზრდება მიწისძვრებისა და ვულკანის ამოფრქვევების რაოდენობა. მისი მიმდევრების მტკიცებით, სტიქიური უბედურებები დედამიწის ზედაპირის 7–8%-ს შეცვლის, ეკოსისტემებს დაანგრევს და მსოფლიო შოკში ჩააგდებს.

    ხელოვნური ინტელექტი (AI)

    ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ ადამიანების კონტროლს დაიწყებს. ის მოიცავს სამუშაო ადგილებს, იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე და გავლენას მოახდენს ყოველდღიურ რუტინულ საქმეებზეც კი.

    საინტერესოა, რომ ფრანგმა ასტროლოგმა ნოსტრადასტრამმაც მსგავსი შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებები გააკეთა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს დაიპყრობს მსოფლიოს.

  • მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

    2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

    2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.

  • ასტროლოგიურად იშვიათი მოვლენა ხდება – ზოდიაქოს 4 ნიშანი დიდ ცვლილებებს იგრძნობს

    ასტროლოგიურად იშვიათი მოვლენა ხდება – ზოდიაქოს 4 ნიშანი დიდ ცვლილებებს იგრძნობს

    ვენერა უერთდება ცვლილებებისა და გარღვევების პლანეტას ურანს კუროს ნიშანში. ეს იშვიათი ასტროლოგიური თანხვედრა აერთიანებს სიყვარულს, ფულსა და სიამოვნების მოულოდნელ ცვლილებებს.

    ამ პერიოდში შესაძლოა ამოქმედდეს ის რაც დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო.

    ასევე შეიძლება ის, რაც მიუწვდომელი გეგონა, უცებ გამოჩნდეს. ურანის გავლენით ცხოვრება ხშირად სწრაფად და მოულოდნელად იცვლება.

    ვენერა კუროში გვახსენებს, რომ უნდა შევანელოთ ტემპი და დავაკვირდეთ რა გვკვებავს და რა გვართმევს ენერგიას – იქნება ეს ურთიერთობა თუ სამსახური. მაგალითად: არის თუ არა ეს ურთიერთობა უსაფრთხო? სამართლიანად გიხდიან თუ არა შენი შრომისთვის?

    ეს პერიოდი განსაკუთრებით დადებითი გავლენის მომტანი იქნება 4 ზოდიაქოს ნიშნისთვის: ლომი, კურო, ვერძი და მშვილდოსანი, რომლებსაც მოულოდნელი შესაძლებლობები, ფინანსური წინსვლა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება ელის.

  • ვინ არის სალომე ჭაჭუას რჩეული ? – მოცეკვავე მის ფოტოებს აქვეყნებს

    ვინ არის სალომე ჭაჭუას რჩეული ? – მოცეკვავე მის ფოტოებს აქვეყნებს

    ცოტა ხნის წინ ქართველმა მოცეკვავემ, სალომე ჭაჭუამ გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც სანდრო დაარქვეს: “ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის”, – დაწერა მან.

    სალომე ჭაჭუას პირველი შვილი 2026 წლის 28 მარტს შეეძინა. გასულ შემოდგომას, ნოემბერში სალომემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ოთხი სეზონის შემდეგ, ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებს” პირადი მიზეზების გამო ტოვებდა, ეს მიზეზები კი არ დაუკონკრეტებია.

    “ძალიან ვამაყობ, რომ სამჯერ გავედი ფინალში და ვინ იცის – იქნებ ერთ დღეს დავბრუნდე, რომ საბოლოოდ ავწიო ეს ბრჭყვიალა თასი… სასურველია ისეთ ცნობილ ადამიანთან ერთად, რომლებსაც არ ადარდებთ ზედმეტი რეპეტიციები!”, – წერდა მაშინ სალომე ჭაჭუა.

    სალომე ჭაჭუა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იშვიათად ჩნდებოდა კამერების წინ, პირად ცხოვრებაზე კი არასდროს საუბრობდა. სალომეს არც ახლა, სასიხარულო სიახლის შემდეგ უსაუბრია პირადი ცხოვრების დეტალებზე – მან მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები ისეთი რაკურსით გააზიარა, სადაც სახე დაფარულია.

  • მალამო ჩემი დიდი ბებიის რეცეპტის მიხედვით, რომელიც უებარია სხეულისთვის. მოსამზადებლად იოლია

    მალამო ჩემი დიდი ბებიის რეცეპტის მიხედვით, რომელიც უებარია სხეულისთვის. მოსამზადებლად იოლია

    შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ბალზამის რეცეპტს. რეცეპტი უძველესია და იგი თაობიდან თაობებს გადაეცემა. მოსამზადებლად უმარტივესი ნატურალური საშუალება, ქიმიური მედიკამენტების გარეშე, მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

    საჭირო ინგრედიენტები:

    • 400 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთიც)
    • 1 ცალი სოფლის კვერცხი
    • ფუტკრის ცვილი (აუცილებლად ნატურალური) 60 გრ

    მომზადებისა და გამოყენების წესები:

    გაითვალისწინეთ, თუ ბალზამს შინაგანი გზით იყენებთ სამკურნალოდ, აუცილებლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, ხოლო გარეგანი მკურნალობისას_ ნებისმიერი მცენარეული ზეთი.

    მოხარშეთ კვერცხი. დაგჭირდებათ მხოლოდ გული.

    ზეითუნის ზეთს დაამატეთ დაქუცმაცებული ცვილი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცვილის გადნობის შემდეგ შეურიეთ დაჭყლეტილი კვერცხის გულის მცირე ნაწილი. თუ ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდა, გადმოდგით ცეცხლიდან და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ დარჩენილი კვერცხის გული. შემდეგ გაწურეთ ბადის საშუალებით და გადაიტანეთ მინის ქილაში. გაგრილებამდე შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე, თორემ ცვილი ქილის ძირზე დაილექება.

    ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგ დაავადებათა სამკურნალოდ:

    1. ჰაიმორიტი

    ბალზამის მცირე მასა გაადნეთ ჩაის კოვზზე და თითო-თითო წვეთი, დღეში ორჯერ, ერთი საათის ინტერვალით, ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში. ბალზამი გაგათავისუფლებთ ჩირქისგან. შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ.

    2. ჩირქოვანი ოტიტი

    ბამბის პატარა ტამპონი გააჯერეთ ბალზამით და კომპრესი ჩაიდეთ ყურში. ბალზამს გამოაქვს ჩირქი. ამ გზით შეგიძლიათ უმკურნალოთ ყურის ყველა სახის ინფექციას.

    3. ყელის ტკივილი, ტონზილიტი

    ბალზამი წაისვით კისერზე, ქვედა ყბის ქვეშ. შემოიხვიეთ თბილი ქსოვილი და დაიტოვეთ მთელი ღამე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში რამდენჯერმე.

    4. ბრონქიტი, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი, წყლულები

    ბალზამის ნახევარი ჩ. კ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შინაგანი გზით გამოყენებისას ბალზამს ამზადებთ ზეითუნის ზეთით.

    5. ქალური დაავადებები: მასტიტი, საკვერცხის კისტა და ანთება

    საკვერცხის კისტის, ანთების, საშვილოსნოს ფიბრომიომის საწყის ეტაპზე სამკურნალოდ დილა-საღამოს გაიკეთეთ ბალზამით გაჯერებული ტამპონები. ხოლო მასტიტის შემთხვევაში   ბალზამით გააჯერეთ თხელი ბუნებრივი ქსოვილი და მკერდზე გაიკეთეთ კომპრესები. კომპრესები შეცვალეთ ყოველ 2 საათში ერთხელ.

    6. დამწვრობები, წყლულები, იარები, კბილის ტკივილი, სახსრების ტკივილი

    ბალზამი წაისვით დაზიანებულ უბნებზე, შეიხვიეთ ბინტით და დაიტოვეთ მთელი ღამე.

    კბილის ტკივილის შემთხვევაში ბალზამი შეიზილეთ მტკივნეულ კბილზე და ღრძილზე.

    7. ტროპიკული წყლულები, განგრენა

    დაზიანებულ ადგილებზე ყოველ 2 საათში ერთხელ გაიკეთეთ ბალზამის საფენები. შეხორცების პროცესი ძალიან სწრაფად წავა.

    8. ბუასილი

    მარლის ტამპონი გააჯერეთ ბალზამით. ტამპონი გაიკეთეთ უკან ტანში და დაიტოვეთ მთელი ღამე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ 8-10 დღე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მკურნალობა გააგრძელოთ.

    9. ბალზამი აძლიერებს ფრჩხილებს. შეიზილეთ ის ფრჩხილებზე და დაიტოვეთ მთელი ღამე.

    საუკეთესოა მწერების ნაკბენების, ჩირქოვანი გამონაყარის საწინააღმდეგოდ, ქუსლების გაუხეშებული კანის დასარბილებლად.

    გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი – სპეციალისტის განმარტება

    გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი – სპეციალისტის განმარტება

    სიკვდილის შემდეგ, სული გარკვეული დროის განმავლობაში რჩება საყვარელ ადამიანებთან თავის მშობლიურ ადგილებში.

    ქრისტიანობაში ითვლება, რომ ეს დრო გარდაცვლილს ეძლევა საკუთარი სიკვდილის გასააზრებლად და საყვარელ ადამიანებთან დასამშვიდობებლად. ზოგჯერ სულს შეუძლია ნიშნები გაუგზავნოს საყვარელ ადამიანებს და ისინი იწყებენ არამიწიერი ძალის არსებობის შეგრძნებას.

    ცხოველად დაბრუნება
    გარდაცვლილის სულს შეუძლია საკუთარი თავის შეხსენება ცხოველის, ფრინველის ან მწერის სახით დაბრუნებით. ადამიანები, როგორც წესი, იუწყებიან, რომ სასაფლაოზე ან სასაფლაოზე მიმავალ გზაზე უცნაურ ცხოველებს ხვდებიან. ისინი ამჩნევენ ციყვებს, კატებს, პეპლებს და ჩვეულებრივ მტრედებსაც კი. მათ საერთო ის აქვთ, რომ ეს არსებები უცნაურად იქცევიან. მათ შეუძლიათ დიდხანს იდგნენ და ერთ ადამიანს უყურებდნენ, მიჰყვებოდნენ გარდაცვლილის საყვარელ ადამიანებს ან სხვა გზებით ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობას.

    გაფუჭებული ელექტრონიკა
    ითვლება, რომ სულები საუკეთესოდ ურთიერთქმედებენ ელექტროენერგიასთან. ამიტომ, თუ თქვენს სახლში ნათურები რეგულარულად იწვის ან ციმციმებს, ან ელექტრომოწყობილობები თავისით ინთება და ითიშება, ეს ნიშნავს, რომ გარდაცვლილის სული ნიშნებს გიგზავნით. შესაძლოა, გარდაცვლილი დამშვიდობებას გთხოვს, ან შესაძლოა რაღაცის შესახებ გაფრთხილებდეს. ყურადღებით დააკვირდით ასეთ გამოვლინებებს.

    სიზმრები და ნიშნებიყველაზე ხშირად სულები სიზმარში საყვარელ ადამიანებთან დასაშვიდობებლად მიდიან. მათ შეიძლება ახალი ცხოვრების შესახებ მოგიყვენ, რჩევა მოგცენ ან თხოვნები გადმოგცენ. როგორც წესი, გარდაცვლილები ხშირად ჩნდებიან სიზმრებში სიკვდილის შემდეგ პირველ დღეებში – ასე ემშვიდობებიან ოჯახს ისინი და ესმით, რომ ოჯახი უშვებს მათ. თუ გარდაცვლილი დაკრძალვის შემდეგ გესიზმრებათ, შეეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ და დაიმახსოვროთ ყველაფერი, რაც თქვა.