Category: Uncategorized

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

    „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 ივნისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 ივნისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • 4 ცვლილება, რომელიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდება

    4 ცვლილება, რომელიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდება

    დღეიდან, 2026 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.

    ცვლილებები შეეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებს და ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.

    „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, ამ ცვლილებების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც 2026 წლის ივნისშია დაგეგმილი.

    1. საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი

    2026 წლის 1-ლი ივნისიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყება. ეს ფუნქცია შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

    ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ამოცანა იქნება ასევე საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

    მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება

    მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება ამოქმედდება.

    კერძოდ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. რაც შეეხება არაგეგმურ გამოცდას, მისი ჩაბარების შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ შაბათ დღეს ექნებათ.

    ამასთან, 2026 წლის 15 ივნისიდან იგეგმება მართვის მოწმობის გამოცდის წესებთან დაკავშირებული ცვლილებების ამოქმედებაც. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, ახალი წესები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდებს შეეხება.

    კერძოდ, ბრძანების მიხედვით, B და B1 კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი 30 წუთში მინიმუმ 25 სწორ პასუხს გასცემს. მანამდე, სავალდებულო 27 სწორი პასუხი იყო.

    ასევე, იცვლება პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესიც. ახალი რეგულაციით, თუ კანდიდატი გარკვეულ მოთხოვნას პირველად არასათანადოდ შეასრულებს, გამომცდელს შეეძლება მას დამატებითი შესაძლებლობა მისცეს შეცდომის გამოსასწორებლად.

    გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების დასაშვები ზღვარი იზრდება. თუ მანამდე კანდიდატს გამოცდაზე მხოლოდ 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა, ახლა 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის შემთხვევაში ჩაიჭრება.

    როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილებები ასევე ეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რიგების დაჯავშნას. ბრძანების მიხედვით, მომსახურების სააგენტო სპეციალური ალგორითმით განსაზღვრავს კანდიდატებისთვის ადგილების განაწილებას, რათა რიგები უფრო თანაბრად გადანაწილდეს.

    გარკვეული პირები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ

    2026 წლის 1-ელი ივნისიდან ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ ისარგებლებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ იანვარში მიიღო.

    „2026 წლის 1-ელი ივ­ნი­სი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად, გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ყო­ველ­თაო ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის გეგ­მუ­რი ამბულატო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რეგისტრაციის მო­დუ­ლი­დან იმ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ 6 თვე და მეტი ვა­დით უწყვე­ტად.

    მო­სარ­გებ­ლის ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა „სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ზე გა­დას­ვლის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბელ ზო­გი­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 21 თე­ბერ­ვლის №36 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პროგ­რა­მის 23-ე მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად,“ – ნათქვამია დადგენილებაში.

    სავალდებულო ხდება გიდების სერტიფიცირება

    2026 წლის ივნისიდან გიდების სერტიფიცირების ვალდებულება ამოქმედდება. ამ წესის დარღვევისთვის, გარკვეული ჯარიმებიცაა გათვალისწინებული.

    კერძოდ, ვალდებულება შეეხება იმ პირებს, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებენ.

    წყარო:

  • სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხები ახალი მეთოდით გა­და­მოწ­მდე­ბიან – მინისტრის განცხადება

    სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხები ახალი მეთოდით გა­და­მოწ­მდე­ბიან – მინისტრის განცხადება

    ვცდილობთ, ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები იყოს – მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საუბრისას განაცხადა.

    როგორც მინისტრმა აღნიშნა, კრიტერიუმების დიდი ერთობლიობაა, რაც დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება.

    “ნებისმიერი ქვეყნის მდგომარეობა გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ის, რაც რელევანტური იყო, რომ კრიტერიუმად მიგვეჩნია, რათა შეგვეფასებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ის კრიტერიუმები და მდგომარეობა დროთა განმავლობაში მოითხოვს გადახედვას. გადაიხედება, რა უნდა იყოს მიჩნეული იმ კრიტერიუმად, რომლის მეშვეობითაც დავადგენთ ვის აქვს სოციალური შეჭირვება და ვის – არა.

    კრიტერიუმების დიდი ერთობლიობაა, დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება. არსებობს ფორმულა, რომლითაც ხდება დაანგარიშება. ვცდილობთ, ეს ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები იყოს. არ იყოს დამოკიდებული სუბიექტურ ფაქტორსა და შეფასებაზე. ასეთია მეთოდოლოგია დღეს, თუმცა განახლება სჭირდება, რათა დროის ადეკვატური იყოს.ვმუშაობთ და სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით“,- განაცხადა მინისტრმა.

  • 🔻 მარტვილში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ახლობელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

    🔻 მარტვილში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ახლობელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

    მარტვილში ავარიის შედეგად დაღუპულები ნიკა ფაილოძე და ლევან ბერიშვილი არიან.

    ავარია სოფელ გაჭედილთან მოხდა. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

    დაღუპული ლევან ბერიშვილის ბიძაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:

    “თავი ძალიან, ძალიან ცუდ სიზმარში მგონია ჩემო ბიძაშვილო, ჩემო ძმაო… სად არ უნდა გაიაროთ ყველა იტყვის ლევანი, თუ რა თბილი, მოსიყვარულე, სიცოცხლით სავსე, კეთილი იყავი… შენი ძმა საკმარისი არ იყო?? ვერასდროს წარმოვიდგენდი ლევა შენ თუ ასე გაგვიმეტებდი ჩემო თბილო, ტკბილო და ბუნჩულა ბიჭო… რატომ, რატოომ??? დედას შვილი როგორ უნდა უკვდებოდეს?! – რა უქენით დედ-მამას ბიჭო, ორი შვილი, ორი ბიჭი…

    10 წელიც არ გვეყო მიხოს სიკვდილს, რომ შევგუებოდით და ახლა შენ! შენი ცოლ-შვილი, შენი რვათვის დამიანე რატომ დააობლე? სად არის სამართალი, სად როცა ასეთი ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, უბოროტო, სიყვარულით სავსე ახალგაზრდები მიწისთვის რომ იზრდებიან. ძმები, ლომივით ბიჭები… ღმერთოო, ეს რა გვჭირს ხალხნოო და როგორ უნდა ცხოვრობდე ამ ქვეყნად მაშინ, ეს რომ არ დაიმსახუროო.”

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    31 მაისს, დილის 5 საათსა 21 წუთზე, ბაღდათის რაიონში სოფელ ალისმერეთში, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

  • მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის… – გარემოსდაცვითი ექსპერტი

    მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის… – გარემოსდაცვითი ექსპერტი

    გა­რე­მოს­დაც­ვი­თი შე­ფა­სე­ბის ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა გვი­ლა­ვა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ცხელ ზაფხულს უნდა ველოდოთ.

    „ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა ბოლო 15-20 წე­ლია, სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა მუდ­მი­ვად იმა­ტებს. მთლი­ა­ნად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ათას­წლე­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­თი სწრა­ფი დათ­ბო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა – ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წელი წინა წლის რე­კორდს ამ­ყა­რებს. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ წელს რე­კორ­დი არ მო­იხ­სნას, მაგ­რამ სა­ერ­თო დი­ნა­მი­კა ზრდა­დია. ეს სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის.“ – ამბობს მამუკა გვილავა „ამბები გე“-სთან ინტერვიუში.

  • რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად გაეცა პასუხი კითხვაზე

    რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად გაეცა პასუხი კითხვაზე

    “არა, არ შემიძლია საუბარი…” – ასე უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად ეპასუხა კითხვაზე, როგორი არის მისი ემოცია გამარჯვების და ზედიზედ მეორედ, ჩემპიონობის მოპოვების შდეგ.

    ცნობისთვოს, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში პარი სენ-ჟერ­მენ­მა ლონ­დო­ნის “არ­სე­ნა­ლი” და­ა­მარ­ცხა და ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას როლი მო­ე­დან­ზე გარ­დამ­ტე­ხი იყო.

    თავ­და­პირ­ვე­ლად “არ­სე­ნა­ლი” 1-0-ს იგებ­და და პა­რი­ზე­ლებს ლონ­დო­ნე­ლე­ბის დაც­ვის გარ­ღვე­ვა უჭირ­დათ, თუმ­ცა მე­ო­რე ტა­იმ­ში, ხვი­ჩამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბის შე­დე­გად, 11-მეტ­რი­ა­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, უს­მან დემ­ბე­ლემ კი პე­ნალ­ტი ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა. ან­გა­რი­ში გა­თა­ნაბრდა და სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ­დე მი­ვი­და, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბა პსჟ-მ მო­ი­პო­ვა.

  • რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?

    რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?

    პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია – ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო.

    ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული „პარი სენ-ჟერმენისა“ და ლონდონის „არსენალის“ მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა – პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს – 1:1 (4:3).

    ხვიჩამ მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანგარიშის გათანაბრებაში.

    სამწუხაროდ კვარაცხელია მეორე ტაიმის მიწურულს გაიყვანეს, რადგან ტრავმის გამო ფინალში ბოლომდე თამაში ვერ შეძლო.

    როგორც ცნობილია, ჩემპიონტა ლიგის ფინალში გამარჯვებული ბონუსის სახით დაახლოებით 28 მილიონს მიიღებს, ჯამში “პსჟ”-მ კი ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა სტადიის გავლისათვის დაახლოებით 100 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

    აღნიშნული თანხიდან რა თქმა უნდა ფეხბურთელებიც მიიღებენ გარკვეულ ბონუსებსაც.

    ხვიჩა კვარაცხელია

  • ნიცა თავაძის ვრცელი წერილი: „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ… ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები – და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას”

    ნიცა თავაძის ვრცელი წერილი: „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ… ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები – და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას”

    „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ, რამხელა ძალაა საჭირო ასეთ მომენტებამდე მისასვლელად. ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები… და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას. ახლა კი ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ხარ.

    • უქმეები ოჯახთან ერთად – ნიცა, კვარა და დამიანე: ნიცა თავაძის ოჯახური კადრები და პატარა დამიანე მამასთან ერთად

    იმის ყურება, თუ როგორ ხდები ყველაფერი ის, რისთვისაც ოდესღაც ლოცულობდი, ყველაზე ლამაზი რამაა. ყოველთვის მეამაყები. მიყვარხარ, ჩემო მარადიულო ჩემპიონო წინ კიდევ ბევრი რამაა…“ – დაწერა ნიცა თავაძემ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ.

    nitsa-tavadze

    • “საქართველოს პრინცესასთან ერთად” – ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად და ფოტოები ტრიბუნებიდან

    ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და ოჯახური ზეიმი ბუდაპეშტში 

    „პარი სენ-ჟერმენმა“ ტიტული წარმატებით დაიცვა და ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი კარიერაში უკვე მეორედ მოიგო. ბუდაპეშტში გამართულ ფინალურ დაპირისპირებას, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდნენ, ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს ფეხბურთელის მთავარი მოტივატორები – მეუღლე ნიცა თავაძე და შვილი, დამიანე. ნიცამ უნგრეთის დედაქალაქიდან პირველი ემოციური კადრები უკვე გაუზიარა გამომწერებს; წყვილმა ქართველი ვარსკვლავის მორიგი ისტორიული ტრიუმფი მოედანზე, კვლავ ერთად აღნიშნა.

    nitsa-tavadze

  • “სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა” – რას ამბობს გარემოსდაცვითი ექსპერტი

    “სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა” – რას ამბობს გარემოსდაცვითი ექსპერტი

    გა­რე­მოს­დაც­ვი­თი შე­ფა­სე­ბის ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა გვი­ლა­ვა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ცხელ ზაფხულს უნდა ველოდოთ.

    „ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა ბოლო 15-20 წე­ლია, სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა მუდ­მი­ვად იმა­ტებს. მთლი­ა­ნად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ათას­წლე­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­თი სწრა­ფი დათ­ბო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა – ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წელი წინა წლის რე­კორდს ამ­ყა­რებს. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ წელს რე­კორ­დი არ მო­იხ­სნას, მაგ­რამ სა­ერ­თო დი­ნა­მი­კა ზრდა­დია. ეს სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის.“ – ამბობს მამუკა გვილავა „ambebi.ge“-სთან ინტერვიუში.