Category: Uncategorized

  • 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ წინ დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავალი გელით, თუმცა, ყურადღებით იყავით, რათა ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ. მაღაზიაში წასვლამდე სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები მოძებნეთ – ეს ფულის დაზოგვასა და კვების მენიუს გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. საქმე, რომელშიც ახლა ძალისხმევას ჩადებთ, მომავალში აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს და წარმატებას მოგიტანთ.

    უმჯობესია საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენა სხვა დროისთვის გადადოთ — ამ დღის შენაძენი თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. ამ კვირაში სასუნთქი სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ გაციებას მოერიდეთ.

    კურო

    ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში ძალიან გაუმართლებთ. ახლა მთავარია, ასობით ადამიანს შორის საკუთარი ბედი ამოიცნოთ. შეიძლება რომანტიკული ბუნების და მგრძნობიარობის გამო გარშემო მყოფების დაცინვის ობიექტად იქცეთ, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით!

    ახალი პროექტის დაწყებამდე ინფორმაცია გულმოდგინედ გადაამოწმეთ. კარგი დღეა ახალი პროფესიის ათვისებისთვის. მოსალოდნელია ხელფასის მომატება ან კარიერული წინსვლა. არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის, სწავლის ან ახალი საქმის წამოწყებისთვის. ახლობელმა ადამიანმა ან მეგობარმა შესაძლოა გული გატკინოთ. ყურადღება არ მოადუნოთ — ვარსკვლავები თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საფრთხეზეც მიგვანიშნებენ.

    ტყუპები

    დღეს თქვენი ვნება სულის სიღრმიდან მოდის, ამიტომ სიყვარულის გამოხატვა ნუ მოგერიდებათ. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და სასიამოვნო მოგონებები შექმნათ. ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების საჭიროებების მიმართ, რომ თქვენი სახლი ბედნიერებისა და სიყვარულის ადგილად იქცეს.

    პერსპექტიული დროა ადამიანებისთვის, რომლებიც გონებრივ შრომას ეწევიან. თუ ფიზიკურად მუშაობთ, გირჩევთ მომავალი საქმეებისთვის ძალები დაზოგოთ. ფინანსური მდგომარეობის მხრივ სასიამოვნო ცვლილებები გელით – ხშირად სირთულეების მიღმა ახალი შესაძლებლობები იმალება.

    კირჩხიბი

    ამ დღეს საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს. იქნებ დროა ურთიერთობის დაკანონებაზე იფიქროთ? ზოგი კირჩხიბის ოჯახში დიდი ხანია პრობლემები დაგროვდა, რომლებიც სასწრაფო მოგვარებას ითხოვს.

    საშუალო ასაკის მამაკაცისგან საფრთხე გემუქრებათ. სავარაუდოდ, ის თქვენზე ნაწყენია და არცთუ ისე პატიოსანი გზებით შურისძიებას ცდილობს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნერვიულობა და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება. ეცადეთ, ეს დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატაროთ. ბუნებაში დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

    ლომი

    ამ დღეს სასიამოვნო და უსიამოვნო ამბები ერთმანეთს ენაცვლება, წარმატება კი წარუმატებლობას. მოვლენების დაჩქარებას აზრი არ აქვს – ზოგჯერ გარემოებები ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული არაა. ასტროლოგები გირჩევენ, ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ, რადგან შეიძლება სადავო სიტუაცია შეიქმნას გაუთვალისწინებელი შედეგებით. ემოციები აკონტროლეთ — ცივი გონება თქვენი საუკეთესო მრჩეველი იქნება.

    ამ დღეს დიპლომატიური უნარების გამოჩენა მოგიწევთ, რაც დაგეხმარებათ კონფლიქტი აიცილოთ ან არსებული კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. თქვენი შრომისუნარიანობა შესაძლოა გაორმაგდეს, რაც თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, შესაძლოა, ამ დღეს თავი შეგახსენოთ. ეცადეთ ემოციურად და ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ.

    ქალწული

    მარტოხელა ქალწულებმა უნდა იფიქრონ, რა უშლით ხელს მეორე ნახევრის პოვნაში. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენს იმიჯში ან ჩვევებში რაღაც ისეთია, რაც თქვენს ბედს აფრთხობს. წარმატების გასაღები ურთიერთგაგებაა, თუმცა არსებული წინააღმდეგობის დასაძლევად გონივრული კომპრომისის პოვნა უნდა ისწავლოთ.

    რისკი რომელსაც გეგმავთ, შესაძლოა გამართლებული აღმოჩნდეს. ენდეთ, საკუთარ თავსა და ინტუიციას და წარმატებაც არ დააყოვნებს. იფიქრეთ თქვენი გატაცების შემოსავლის წყაროდ ქცევაზე და ყველაზე უჩვეულო ვარიანტებზეც კი უარს ნუ იტყვით. დაპირებებს ნუ გასცემთ და ნუ შეიძენთ ნივთებს კრედიტით ან განვადებით.

    დაძაბული სამუშაო განრიგი ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. უძილობამ, სტრესმა და კვების რეჟიმის დარღვევამ შესაძლოა ქრონიკულ დაღლილობამდე მიგიყვანოთ.

    სასწორი

    ამ დღეს ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა ამ კვირაში თქვენთვის მიუღწეველი მწვერვალები არ არსებობს. ნებისმიერ საქმეში პირველ ადგილზე ოჯახური ინტერესები დააყენეთ. საოჯახო საქმეებში ოჯახის წევრები დაიხმაროთ — მხიარული განწყობა ერთობლივ საქმიანობას განსაკუთრებით საინტერესოს გახდის.

    ამ დღეს ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი იმუშავეთ და რაც მთავარია, ცუდზე ნუ იფიქრებთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ – ეს მთელი დღის მანძილზე მხნეობითა და ენერგიით აგავსებთ!

    მორიელი

    უახლოეს ხანებში საინტერესო ადამიანების გარემოცვაში სასიამოვნო დროსტარება გელით. უახლოეს დღეებში საკუთარ თავზე დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ – უმჯობესია, ჯერ დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. ოჯახში მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა. გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან აგრესიამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ ეცადეთ წყენა დაივიწყოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

    თქვენი ძალები უსასრულო არ არის, ამიტომ ყველაფრის ერთდროულად კეთებას სჯობს, ყურადღება ერთ ამოცანაზე გაამახვილოთ. ზოგ მორიელს ფინანსური მოგება, საჩუქარი ან მაცდური შემოთავაზება ელის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, რადგან ჭარბმა ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლოა ზიანი მოგიტანოთ.

    მშვილდოსანი

    თქვენით დაინტერესდება ადამიანი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გაიცანით. დაოჯახებულებს მეუღლესთან უთანხმოება ელით. მიზეზი შეიძლება ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ან ნათესავებთან გაფუჭებული ურთიერთობა იყოს.

    ამ დღეს საქმიან ქაღალდებთან მუშაობა შეიძლება გართულდეს. ნუ მისცემთ კოლეგებს უფლებას, რომ საქმეში ხელი შეგიშალონ ან თქვენს განწყობაში ემოციური არასტაბილურობა შემოიტანონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიქრები და ემოციები ჯანმრთელობაზე აისახება, ამიტომ ეცადეთ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და წონასწორობის დასაცავად სტრესის მართვის მეთოდები გამოიყენოთ.

    თხის რქა

    ამ დღეს ურთიერთობები ნელა, მაგრამ სტაბილურად განვითარდება. მზად იყავით ცვლილებებისთვის და ემოციების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერითა და სიყვარულით ყველა სირთულეს ადვილად გადალახავთ. სამსახურში ექსპერიმენტების ჩატარებას მოერიდეთ და მხოლოდ გამოცდილი ხერხებით იმოქმედეთ.

    შრომისმოყვარეობისა და მონდომების მიუხედავად, უამრავი წინააღმდეგობა გელით, მაგრამ კოლეგების დახმარებით სირთულეებს დაძლევთ. ფინანსური მდგომარეობის დროებითი გაუარესებაა მოსალოდნელი, თუმცა ნუ ინერვიულებთ – ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მანამდე კი ხარჯები მინიმუმამდე შეამცირეთ.

    ალერგიული თხის რქები ეგზოტიკურ, სანელებლებით უხვად შეზავებულ კერძებს უნდა ერიდონ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დასვენების დრო აუცილებლად გამონახეთ.

    მერწყული

    ეცადეთ პარტნიორის თვალსაზრისი და უკმაყოფილების მიზეზი გაიგოთ. ფინანსების ნაკლებობა შესაძლოა ოჯახში უთანხმოების და საყვედურების მიზეზი გახდეს, ამიტომ პრობლემის მოგვარება ან სახლში დაძაბულ გარემოსთან შეგუება მოგიწევთ.

    გირჩევთ, სამსახურში მიზანდასახულობა და საქმიანი ალღო გამოავლინოთ — ეს თქვენს ხელმძღვანელობაზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ბუნებასთან კავშირი თქვენს შეგრძნებებსა და განწყობასა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

    თევზები

    ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. თუ უფროსი მივლინებაში გაგიშვებთ, პირველ რიგში, ბილეთები იყიდეთ და სასტუმრო დაჯავშნეთ. ურთიერთობების გარკვევას მოერიდეთ — ამ დღეს უმნიშვნელო კამათიც კი შესაძლოა დიდ სკანდალში გადაიზარდოს. თავისუფალი დრო მეგობრულ ურთიერთობებსა და ახალ ნაცნობობას დაუთმეთ.

    ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის გრძნობების გამოხატვა და ახლობლებთან გულახდილი საუბარი მნიშვნელოვანია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დროა გეგმური გამოკვლევები ჩაიტაროთ.

  • „ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას” – ქართველი ქირურგი

    „ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას” – ქართველი ქირურგი

    ზოგადი ქირურგი, ლაპაროსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ოთარ კეპულაძე  პაციენტის სხეულიდან ამოღებული კენჭების ფოტოს აქვეყნებს:

    „ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ გეგმური გამოკვლევები” – წერს კეპულაძე.

    როგორც ექიმმა მოგვიანებით კომენტარში განმარტა, კენჭები ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შედეგად ამოიღეს.

     

  • ⭕️🥳 “გილოცავთ ყველას” – ნახეთ რა საჩუქარი გველოდება მერიისგან,

    ⭕️🥳 “გილოცავთ ყველას” – ნახეთ რა საჩუქარი გველოდება მერიისგან,

    ვინ მიიღებს საჩუქრებს თბილისის მერიისგან? – “ნობათების დარიგება დაწყებულია, კვირის ბოლომდე ყველა მიიღებს, სულ გაიცემა 40 000-მდე სასაჩუქრე კალათა”.

  • სკანდალური აღიარება: ბოკუჩავამ პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი

    სკანდალური აღიარება: ბოკუჩავამ პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი

    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალური აღიარება – როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკუჩავამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“.

    როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „კრედიტ სუისთან“ დავა მოიგო, თუმცა, მისი ადვოკატის წერილით ირკვევა, რომ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მას „დიპ სტეიტი“ კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას გამარჯვების შემდეგ მაინც მისცემს, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაადასტურა.

    “აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, ე.წ ოფაკის სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილის,  ლონდონის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მისთვის მინიჭებული 607 მლნ დოლარის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, უზარმაზარ ფინანსურ გიგანტს გადასახდელი აქვს მილიარდ დოლარზე მეტი ბიძინა ივანიშვილისთვის.

    ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • VIDEO: სოფო ნიჟარაძისა და გიორგი ვარდოსანიძის საოცარი შესრულება – რამ გააოცა მაყურებელი

    VIDEO: სოფო ნიჟარაძისა და გიორგი ვარდოსანიძის საოცარი შესრულება – რამ გააოცა მაყურებელი

    სოფო ნიჟარაძე და გიორგი ვარდოსანიძე თეატრის მსახიობები არიან და ერთადაც მონაწილეობენ სპექტაკლ “შეყრაში”.

    მათ საოცარი პერფორმანსი შესთავაზეს მაყურებელს, თუმცა ბევრ ადამიანში ამ სპექტაკლმა უარყოფითი ემოცია გამოიწვია.

    საზოგადოებამ მათი თამამი სცენები დაიწუნა.

    ნახეთ საოცარი შესრულება:

  • ნინი ბადურაშვილმა მისი რჩეული გამოაჩინა, აი ახლა ვარ ბედნიერი , დაუჯერებელია ამას ვერავინ იფიქრებდა ნახეთ ვინ არის მისი რჩეული 😱😱(ფოტო)

    ნინი ბადურაშვილმა მისი რჩეული გამოაჩინა, აი ახლა ვარ ბედნიერი , დაუჯერებელია ამას ვერავინ იფიქრებდა ნახეთ ვინ არის მისი რჩეული 😱😱(ფოტო)

    რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ნინი ბადურაშვილი, რომელმაც გადაცემაში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

    შენ ისეთ ოჯახში დაიბადე, სადაც ყველა ვარსკვლავი იყო… გაიხსენე შენი ბავშვობაპირველი წარმატება

    ჩემმა ნათლიამ, თამრიკო ჭოხონელიძემ მიამბო, რაღაც კონცერტი იყო და მე რატომ არ ვმღერი-მეთქი, ვუთხარი, ჰოდა, გამიყვანეს სცენაზე და ვიმღერე. ასევე კარგად მახსოვს „ბასტი ბუბუს“ პერიოდი. სულ მინდოდა ამ პროფესიის არჩევა. 24 საათი მუსიკა მქონდა ჩართული. სხვა პროფესია არასდროს მნდომებია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაინც უფრო მეტად ჩემს პროფესიად სიმღერა მიმაჩნდა.

    თეატრიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. შეიძლება, რაღაც პროტესტი მქონდა, თითქოს თეატრი დედას მართმევდა. ჩემს შვილსაც არ უნდა მომღერლობა. ზოგადად, როდესაც ასეთ ოჯახში იზრდები, ყველას ჰგონია, რომ ლანგარზე გაქვს მორთმეული ყველაფერი, თუმცა ეს ასე არ არის. ბევრს ვმეცადინეობდი და რა ქულებიც მივიღე, ყველაფერი დამსახურებულად იყო. იყო, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა როლები კინოშიც. აი, ახლა, თქვენს ეთერში ვიტყვი, 25 ივლისს, ბათუმში, დახურული ჩვენება იქნება და შემდეგ თბილისშიც იქნება ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორიც მამაჩემია. მახსოვს, 13 წლის ვიყავი, რაღაც გადაღება იყო და გამომაცხადეს როგორც, ეკა კახიანის შვილი, ძალიან მეწყინა და გავბრაზდი, კულისებში ვიდექი და სწორედ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნებოდა, სადაც ჩემი ოჯახის სახელით გამომაცხადებდნენ.

    ნინი და კრიტიკა… ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?

    კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარი მაქვს ჯანსაღ კრიტიკაზე. ცხადია, მსმენელს აქვს უფლება, გაგაკრიტიკოს და შეიძლება, გაითვალისწინო მისი აზრი. ჩემთვის სხვისი აზრი მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ის ბოღმასა და ღვარძლზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.

    ჩემი პირველი შემფასებელი ეკაა, ის მეუბნება, მოსწონს თუ არა და მის გემოვნებას ვენდობი, თუმცა სულ ჰარმონიაში ვერ ვართ. დღევანდელი მუსიკალური ტენდენციები არ მომწონს. ჩემთვის მთავარია, სიმღერაში იყოს მელოდია, ჰარმონია, მან ჩემში სენტიმენტები უნდა აღძრას.

    მახსოვს, ჩემთან, ერთ ინტერვიუზე თქვი, მინდვრის თაგვივით მარტო ვარო, დღესაც ასეა?

    კი საოცარი სათაური იყო. არ არის ასე, მე პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ, მარტოობა მორჩა. მინდვრის თაგვივით მარტო აღარ ვარ, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგია, ერთად ვართ და ვნახოთ…

    რა გეგმები გაქვს?

    მინდა, რაღაც ახალი ვცადო. მინდა, სხვანაირი ვიყო, მუსიკაც სხვანაირი გავაკეთო. სოლოკონცერტს ჯერ არ ვგეგმავ.

    Radio Fortuna FM 106,9

  • “ორივე ივანიშვილის თამაშია” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება

    “ორივე ივანიშვილის თამაშია” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება

    ის ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ უახლოეს წარსულში. ორივე ივანიშვილის თამაშია!- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სამ­ყა­რო გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად იშ­ლე­ბა, ვიდ­რე მათ ეგო­ნათ და ზუს­ტად გან­სა­ზღვრეს, რო­დის დას­რულ­დე­ბა ის.

    • ნი­დერ­ლან­დე­ბის რად­ბო­უ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი ერთ კვინ­ვი­გინ­ტი­ლი­ონ წე­ლი­წად­ში ჩაქ­რე­ბა. ეს გა­მო­ი­სა­ხე­ბა ერთი 78 ნუ­ლით.

    რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახა­ლი გათ­ვლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე პე­რი­ო­დია, ვიდ­რე წინა პროგ­ნო­ზი.

    პრო­ცესს, რო­მე­ლიც, მათი აზ­რით, სამ­ყა­როს სიკ­ვდილს იწ­ვევს, “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ ეწო­დე­ბა. ამ დროს – შავი ხვრე­ლე­ბი თან­და­თა­ნო­ბით “ქრე­ბი­ან“ და არა­რა­ო­ბა­ში გა­და­დი­ან.

    ადრე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ფე­ნო­მე­ნი მხო­ლოდ შავი ხვრე­ლე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მსგავ­სად აორ­თქლე­ბა შე­უძ­ლი­ათ ისეთ ობი­ექ­ტებს, რო­გო­რი­ცაა ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი.

    • ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი ვარ­სკვლა­ვის სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის ბოლო ეტა­პია. მა­სი­უ­რი ვარ­სკვლა­ვე­ბი ფეთ­ქდე­ბი­ან და შემ­დეგ ნე­იტ­რო­ნულ ვარ­სკვლა­ვე­ბად გარ­და­ი­სა­ხე­ბი­ან, ხოლო მზის მსგავ­სი პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვე­ბი თეთრ ჯუ­ჯე­ბად იშ­ლე­ბა.

    ამ „მკვდარ“ ვარ­სკვლა­ვებს შე­უძ­ლი­ათ უკი­დუ­რე­სად დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იარ­სე­ბონ. თუმ­ცა, მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, რო­დე­საც ისი­ნი ძა­ლი­ან არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი ხდე­ბი­ან, თან­და­თან იფან­ტე­ბი­ან და ფეთ­ქდე­ბი­ან.

    ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვის ან თეთ­რი ჯუ­ჯის სიკ­ვდი­ლის­თვის სა­ჭი­რო დრო­ის ცოდ­ნა მეც­ნი­ე­რებს სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

    წამ­ყვა­ნი მკვლევ­რის, რად­ბუ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­ო­ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და ნა­წი­ლა­კე­ბის ას­ტრო­ფი­ზი­კის პრო­ფე­სო­რის, ჰე­ი­ნო ფალ­კეს თქმით, წინა კვლე­ვებ­ში “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

    „ამ­გვა­რად, სამ­ყა­როს სა­ბო­ლოო და­სას­რუ­ლი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე დად­გე­ბა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამას მა­ინც ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა“, – თქვა მან გან­ცხა­დე­ბა­ში.

    წყა­რო

  • თქვენს სხეულზე ხშირად ჩნდება ასეთი ჩალურჯებები?-ამას თავის მიზეზი აქვს და ეს უნდა იცოდეთ!

    თქვენს სხეულზე ხშირად ჩნდება ასეთი ჩალურჯებები?-ამას თავის მიზეზი აქვს და ეს უნდა იცოდეთ!

    როდესაც რომელიმე კიდურს რაიმეს მტკივნეულად მივარტყამთ, მაშინვე გვიჩნდება იმ ადგილას ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინი თავისით წარმოიქმნებიან და ვერაფრით ვიხსენებთ რა დროს დავიზიანეთ.
    ჩალურჯება-ეს არის კასეტური სისხლი, რომელიც გამოწვეულია შიდა სისხლდენით.
    ამ სტატიაში გეტყვით ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება გაჩნდეს უმიზეზოდ თქვენს სხეულზე ჩალურჯებები.

    image

    1. ინფექცია

    სისხლში დაგროვილმა ჭარბმა ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები.

    2. კვებითი ხარვეზები

    როდესაც არასწორად ვიკვებებით ჩვენი ორგანიზმი განიცდის B, C, A, D ვიტამინებისა ან ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას. სწორედ ამ დროს ჩნდება სხეულზე სისხლჩაქცევები.

    3.ასაკი

    ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი უფრო თხელი ხდება, ამიტომ დამცავი ფენა, რომელიც კაპილალებს დაზიანებისგან იცავს სუსტება, რაც ასევე იწვევს სისხლჩაქცევებს.

    image

    4. სისხლ-ძარღვთა დაავადებები

    ზოგიერთმა ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, წითელი მგლურა, ციროზი, ლეიკემია და მრავალი სხვა, შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები.

    5. ფიზიკური დატვირთვა

    ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ყველაზე დიდი სიმძიმე კუნთებს აწვება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების მუშაობის დარღვევა და გაჩნდეს სისხლჩაქცევები.

    image

    6. დიაბეტი

    დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ხშირად აქვს სხეულზე მუქი ლაქები, მაგრამ ესენი სისხლჩაქცები არ არის, ეს ლაქები ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობიდან გამომდინარე ჩნდება.

  • “- შენ ხომ “ეკაჩავე” და “ებლატავე? – შეხედეთ ამ მოღალატეს, აბსოლუტური ნაძირალა” – სააკაშვილი და ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: მათი გაშველება მანდატურებს მოუწიათ

    “- შენ ხომ “ეკაჩავე” და “ებლატავე? – შეხედეთ ამ მოღალატეს, აბსოლუტური ნაძირალა” – სააკაშვილი და ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: მათი გაშველება მანდატურებს მოუწიათ

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

    სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი ამ წუთებშიც აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ.

    თავდაპირველად პროცესი და სააკაშვილის მხრიდან კითხვების დასმა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

    „მინდა მოგმართოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომელსაც არ ვცნობ, მაგრამ ამას საზოგადოებასთან მისამართად ვიყენებ. დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია.

    ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია.

    ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?“ – მიმართა მას სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო.

    „როცა უკვე საქართველოში იყო, ის რუსეთიდან დევნილი იყო, ეს ხომ შენც კარგად იცი?”,- მიმართა ყოფილმა პრემიერმა ყოფილ პრეზიდენტს.

    „არა, მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?“ – ჰკითხა სააკაშვილმა მას.

    „შეიძლება. თუ „ეფესბეს“ აგენტი იყო, რატომ იყო თბილისში?“ – უპასუხა მან სააკაშვილს. ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა: „პატარკაციშვილი რომ რუსეთთან იყო დაკავშირებული, ყველამ ვიცოდით“, რის შემდეგაც, მას სააკაშვილმა ჰკითხა, „ტვ იმედი“ შეიქმნა თუ არა რუსული ფულით, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ „შეიძლება კი“.

    ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა მას კვლავ ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.

    „ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“ – ჰკითხა მას კვლავ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ არ იცოდა.

    „პუტინთან იყავი თუ არა რუსეთთან შეხვედრაზე?“ – ჰკითხა ნოღაიდელს სააკაშვილმა, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იყო, „რათა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მოეწესრიგებინა“.

    „მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო?“ – მიმართა სააკაშვილმა ნოღაიდელს, რაზეც მან კვლავ კითხვით უპასუხა.

    „შენ ხომ „ეკაჩავე“ და „ებლატავე?“ – მიმართა ნოღაიდელმა სააკაშვილს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

    „შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება.

    ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.