“ბათუმში მოვდივართ” – წერს მოქალაქე marigarshaulishvili ინსტაგრამზე და ვიდეოს ავრცელებს.
Category: Uncategorized
-

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა.
ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა.
დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
-

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ენერგიული დღეა. მნიშვნელოვანი საქმეები დილით დაგეგმეთ, საღამოს კი დასვენებას დაუთმეთ დრო.
კურო
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ახლობლებთან გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.
ტყუპები
ახალი იდეები წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
კირჩხიბი
ემოციების მართვა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოჯახური საქმეები დადებითად განვითარდება.
ლომი
ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გამოიყენეთ ეს შანსი საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
ქალწული
დეტალებზე კონცენტრაცია წარმატების გასაღებია. სამუშაოში მოთმინება შედეგს მოგიტანთ.
სასწორი
კარგი დღეა პარტნიორული ურთიერთობებისთვის. კომპრომისი საუკეთესო გამოსავალი იქნება.
მორიელი
ინტუიციას ენდეთ. მოულოდნელი შესაძლებლობა შეიძლება თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდეს.
მშვილდოსანი
აქტიურობა და ოპტიმიზმი წარმატებას მოგიტანთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო პერსპექტივებს გააჩენს.
თხის რქა
მიზნებზე კონცენტრირდით და ზედმეტ პასუხისმგებლობებს ნუ აიღებთ. საღამო დასვენებისთვის გამოიყენეთ.
მერწყული
შემოქმედებითი იდეები მხარდაჭერას მიიღებს. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.
თევზები
საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ. სიმშვიდე და მოთმინება დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
-

სოციალურ ქსელში ვრცელდება თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები
20:20 / 19-07-2026
სოციალურ ქსელში ვრცელდება თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები.
კადრებს ქორწილში მყოფი პირი აქვეყნებს.
“გადააზიარეთ!
ალბათ, ყველამ ნახეთ გუშინდელი გავრცელებული ვიდეო, მაგრამ რეალური სიმართლე კადრს მიღმა დარჩა.
ამ ვიდეოში კი ნათლად ჩანს, რა ხდებოდა სინამდვილეში: როგორ ყვირიან ზემოდან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტურისტები, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას სუფრის წევრებს და ცდილობენ ქორწილის ჩაშლას.
სანამ ეს ბიჭი მათთან ავიდოდა, მათ აპარატურას ალკოჰოლი გადაასხეს და ქვემოთ მყოფ ხალხს აფურთხებდნენ.
პატრული უკვე გამოძახებული იყო, თუმცა სიტუაციის დასამშვიდებლად ასულ ბიჭს თავადვე დაესხნენ თავს ფიზიკურად (ყელში ეძგერნენ და მკერდში ჩაარტყეს). ბიჭის საპასუხო რეაქცია იყო მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვა აფექტის მდგომარეობაში!” – წერს თელავში, ქორწილში ინციდენტის შემსწრე პირი და ვიდეოს აქვეყნებს.
- ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
-

დედოფლისწყაროში მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა
ქალაქ დედოფლისწყაროში კორპუსის მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა – შემთხვევა დღეს დილით, ჰერეთის ქუჩაზე მოხდა.
მცირეწლოვანი პოლიტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, საჭირო გახდა თავის არეში სპეციალიზებული კვლევის ჩატარება, რის გამოც ბავშვი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
-

„არ შემეძლო ეს არ დამეწერა…“ 😱😱 რა მოხდა დაკრძალვის დღეს იხილეთ კომენტარში 👇👇👇
გორში ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილების ნათესავი, ირმა ამბარდნიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ტაძარში გამოსვენებისას სასულიერო პირმა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ხმამაღალი გლოვა და დატირება აუკრძალა.
“დღეს ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ… მადლობა მთელ საქართველოს თანადგომისთვის, მაგრამ რომ არ დამეწერა, ბოღმისგან ვიხრჩობი…
საკათედრო ტაძარში დავასვენეთ ორი მიცვალებული… რა თქმა უნდა, დედა შვილს, შვილიშვილს დასტირის და აჩუმებს… რომელ საუკუნეში არ იყო დატირება ტაძრებში, მაინტერესებს. ერეკლე მეფეს დასტიროდნენ მარტო სვეტიცხოველში? საიდან ხართ ეს ამდენი შტერი და თავხედი ანაფორიანი? ვაჟა- ფშაველა არ დაიტირეს თუ დატირებაც აგვიკრძალეთ?
წყევლა მაწყევარისა აივლიდა და ჩაივლიდა! იმას თავის უბედურებაც ეყოფა, ვლოცულობო მისი სულისთვისო – შოკი მივიღე, მკვლელისთვის ლოცულობს? ხატზე გადაცემა რომ იყო არა თუ დამნაშავის, არამედ მთელი გვარის, ლენჩო მღვდელო, უწიგნურო პირველად გაიგე? ქართული კინო მაინც არ გინახავს თუ წიგნები არ წაგიკითხავს? ლომისის ხატს რომ გადასცეს გვარი და თანამონაწილეები გოგოს მოტაცების გამო, დღემდე არ გამომდის მეხსიერებიდან და მთას არ ამოუღია ხმა! გვარს არ უშვებდნენ ლომისაში ხალხო, გვარს! საკლავს არ აკვლეინებდნენ და სანთელს არ ანთებინებდნენ! აი, ის იყო ეკლესიაც, დეკანოზიც და ადათ – წესიც!
დღეს საერთოდ წირვა ჩემი ჭკუის დარიგებას უძღვნა! ინტერნეტსივრცეში პოსტების წერას! სატელევიზიო ინტერვიუებს! ეტყობა, რეზო ელიბარაშვილის ფულებს იჩხრიალებდა ცოდვების მოსანანიებელს!
მღვდელი რომ ხარ, დიახ, ყველას უნდა მოუწოდო, რომ არ შერჩება სხვისი ოჯახების გამწარება და შავებში ჩაცმულ დედას, გამწარებულს არ უნდა გაუბედო, არ დაიტირო შვილიო და არც არავინ იწყევლებოდა იქ!
ჩემი საბერძნეთიდან ჩამოსულ დეიდაშვილს, დიმიტრის მივუბრუნდი და ვუთხარი – დიმიტრი, მე რომ მოვკვდები, მთელმა საქართველომ რომ სვეტიცხოველში მოითხოვოს ჩემი დასვენება, არ დამასვენო მეთქი! – გარეთ გამოვედი…
მე ვერ გავაცოცხლებ ანას და მართას, მაგრამ გამოდი ეკლესია და შენ დაწყევლე! ხატზე გადაეცი მთვრალი და ნარკომანი მძღოლი და ნუ შეუნდობ შესაწირის გამო ცოდვებს! შენ აღკვეთე ეს უსამართლობა 500 ადამიანი რომ მოკვდა, გასულ წელს და მათ შორის 28 ბავშვი!
მე ვიბრძოლებ, რომ ჩემი მართა ბოლო ბავშვი იყოს მკვდარი ლოთი, ნარკომანი, თავში ავარდნილი გოიმების გამო! ყველამ თავ-პირში უნდა გირტყათ. ვინც დრიფტაობთ და სოფლებში ხალხი თავისი სახლის კართან ვერ დამჯდარა თქვენი შიშით!
ხამებო და არასწორო ხალხო!” – წერს ირმა ამბარდნიშვილი.
ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. კლინიკაში კი მოგვიანებით ბავშვიც გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დააკავეს მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
-

“გადმოასხეს ჯერ ღვინო მერე შარდი ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს…”

,,კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო ავარდა ერთი ბიჭი, სავარაუდოდ მთვრალი, დაარტყა რუს ქალს ეს ქალები ამბობენ ახლა რუსულად ლაპარაკის გამო იძალადაო და ვიდეოს კომენტარებში რუსები თაგავენ კახა კალაძეს გვიშველეო არ ვამართლებ იმ ბიჭს, არ შეიძლება ქალის ცემა, რაც არ უნდა დააშავოს. უბრალოდ კახა მაინტერესებს რას იზამს.” – წერს ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.
„ეს გენოციდი უკვე მომბეზრდა. რატომ აქვს ვინმეს უფლება, სხვა ადამიანი საკუთარი ენის გამო აწამოს? “- წერს ინციდენტის მონაწილე ქალი და არგუმენტად იშველიებს, რომ თავად უკრაინაში დაიბადა, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს და ამავე ენაზე საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ მასთან ერთად უკრაინელი ქალები იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე რუსულად საუბრობენ და დაბადების დღის აღსანიშნავად ყველანი აქ, საქართველოში შეიკრიბნენ.
ამავე ქალის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენებები პოლიციის განყოფილებაში უკვე მისცეს, მთავარი დეტალებს შსს-სთან არკვევს. -

მალე, მოხდება… სამწუხაროდ ეს გარდაუვალია…. ვრცელდება ახალი წინასწარმეტყველება რომლის პირველი ნაწილი ახდა
ეზოთერიკოსი, გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ის დაცულია.
„ერთი რამ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ დაბადება, ისევ აქ დავიბადებოდი, რადგან ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე დაცულია. საქართველო ძალიან მაღალ ვიბრაციებზე დგას ენერგეტიკულად. თუ მოიძიებთ, წინა თვის ინტერვიუებში პირდაპირ ვსაუბრობდი მესამე მსოფლიო ომზე, რუსეთი რომ ძალის დაკარგვას დაიწყებს, პირდაპირ ევროპის ქვეყნებზე გადავა შეტევაზე-მეთქი.
– თქვით, საბრძოლო კუთხით, ჩვენი ქვეყანა დაცულიაო. თუმცა, გეოგრაფიულად სეისმოლოგიურ ზონაშია. ეკოლოგიურად რაიმე საფრთხე ხომ არ არის მოსალოდნელი?
– შიდა ნგრევები – მეწყერები, წყლის მოვარდნები, მიწისძვრები საქართველოში იქნება. ჩვენთან არა, მაგრამ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 5-6 თვეში, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ვხედავ“,- ამბობს გოგა.
-

ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს
ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“სამშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. ნატა დეტალურად უპასუხებს დასმულ ყველა კითხვას. აღიდგენს ყველა მნიშვნელოვან ფაქტს.
ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რათა სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს ამ უმძიმეს საქმეზე! ყველა კითხვას პასუხი გაეცემა მტკიცებულებებით და არა ჭორებით. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!
P.S. დაუშვებელია, ნატა ვიბლიანის ტრაგედია ვიღაცამ კუთხური შუღლის გასაღვივებლად გამოიყენოს! ვხედავ, რომ დამნაშავეების სათანადო დასჯით ყველაზე მეტად სწორედ სვანები არიან დაინტერესებულნი!
ნატას ტრაგედია არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ან სოფლის, არამედ- მთელი ქვეყნის ტრაგედია. ყველას გასაგონად, კიდევ გავიმეორებ – სასტიკი დანაშაულის ჩამდენები პასუხს აგებენ მხოლოდ სამართლებრივად! ძალიან მკაცრად!” – წერს ტარიელ კაკაბაძე.
ბოლო დღეებში ნატა ვიბლიანის გარშემო ატეხილი ხმაური არ წყდება. შეგახსენებთ, რომ ქალი ბრალს რამდენიმე მამაკაცს სდებს, რომლებმაც ბავშვობაში გააუპატიურეს და ამბობს, რომ 14 წლის ასაკში იმშობიარა.
-

„არ შემეძლო ეს არ დამეწერა…“ – რა მოხდა დაკრძალვის დღეს