Category: Uncategorized
-

მარტვილში, კარანტინია გამოცხადებული
მარტვილში, სოფელ ბანძაში ძაღლს, რომელმაც 3 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – გამოცხადებულია კარანტინი | ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი ონისე ჯანაშია ავრცელებს:
“მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა8 აპრილს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს 14 აპრილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი.
დაკბენილია 3 ადამიანიტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია.
თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა დაგკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის სამსახურს!” | წერს ჯანაშია -

ძალიან მაგარი ამბავი მოხდა – რას წერს მიხეილ სააკაშვილი
“ძალიან მაგარი ამბავი მოხდა. გუშინ, როცა ჩვენთან და უკრაინაში აღდგომას აღვნიშნავდით, როგორც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, ივანიშვილს და ოცნებას “გარდაეცვალათ” მამა, ვიქტორ ორბანის სახით.ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა. ზიზღის პლაკატები, “კაცი-კაცია და ქალი-ქალია”,
აღვირახსნილი კორუფცია, ანტი ევროპული რიტორიკა, შავი პიარის კონსულტანტები ისრაელიდან, ომით დაშინება. გუშინ, ყველაფერმა ამან არ უშველა და მან კრახი განიცადა უნგრეთში.”ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!”ეს ხმა უკვე ისმის და მის გასაგონად მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად ბევრი
მსგავსებისა არსებობს მთავარი განსხვავება – უნგრეთში საარჩევნო დღეს გაყალბებები არ ხდება და იქ არ არიან პოლიტ პატიმრები.ორბანი მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იყო და რჩება პოლიტიკოსად. ჩვენთან საქმე გვაქვს კლასიკურ კრიმინალთან, მაგრამ ბოლო მაინც ერთი ექნებათ. ვუსამძიმრებ მათ საერთო პატრონს
პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს და ქართველებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.რუსეთმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში. ყველგან სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
-

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.
აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს იმ ქართველებს, ვინც 1978 წლის 14 აპრილს წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი
1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას.
ვულოცავთ დედა ენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს!” – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
-

10 წლის გოგონა მამამ და დედინაცვალმა მოკლეს, შემდეგ კი 5 შვილთან ერთად გაიქცნენ – დეტალები
სამხრეთ ინგლისში, ჰორსელში მცხოვრები 10 წლის გოგონა, სარა შარიფი, აგვისტოში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
- ბრალდებულები არიან სარას მამა ურფან შარიფი, მისი დედინაცვალი ბეინაშ ბატული და ბიძა ფაისალ მალიკი, რომლებიც პაკისტანში გაფრინდნენ ერთი დღით ადრე, სანამ ბავშვს იპოვიდნენ, დანარჩენ ხუთ შვილთან ერთად.
პაკისტანში ჩასვლის შემდეგ, მამამ დარეკა სასწრაფო დახმარების ნომერზე ინგლისში და სარას დაკარგვის შესახებ განაცხადა. პოლიცია სახლში შევიდა, სადაც გოგონას უსიცოცხლო ცხედარი იპოვეს.

გაკვეთამ დაადგინა, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. აქედან გამომდინარე, არსებობს ეჭვი, რომ პატარა გოგონას მუდმივად სცემდნენ, რასაც შეეძლო მისი სიკვდილი გამოეწვია. მისი სხეული სისხლჩაქცევებით იყო დაფარული, ჰქონდა თავის ტრავმული დაზიანება, ადამიანის ნაკბენის კვალი და მრავლობითი მოტეხილობა.

ოლდ ბეილის ნაფიცმა მსაჯულებმა სარას დედინაცვალი და მამა დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, ბიძას ბავშვის სიკვდილის გამოწვევა ედება ბრალად – სასამართლომ მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სარა შარიფი დაიბადა 2013 წლის 11 იანვარს Wexham Park Hospital-ში, სლაუში. მისი მამა დიდ ბრიტანეთში ჩასული პაკისტანიდან სასწავლებლად ჩავიდა. 2009 წელს პოლონელი ოლგა დომინი გაიცნო და იქორწინა.

სარას დაბადებამდეც ოჯახი პოლიციისა და ბავშვთა სამსახურებისთვის ცნობილი იყო, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 2010-დან 2012 წლებში, პოლიცია ოთხჯერ გამოიძახეს. ეს გამოწვეული იყო ოჯახში ძალადობის მზარდი შეშფოთების გამო, მათ შორის სარას ერთ-ერთი ძმის მიმართ – სასამართლოს ჩანაწერებში მოხსენებულია, როგორც “Z”.
2010 წელს სამი წლის “Z” მაღაზიაში იპოვეს. იმავე წელს შარიფი დააპატიმრეს დომინზე თავდასხმისთვის. ჩხუბის დროს მან ბავშვსაც დაარტყა. სოციალური მუშაკები ხშირად სტუმრობდნენ ოჯახს.
სარა პირველად 2014 წლის ნოემბერში გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში ხანმოკლე პერიოდით. როდესაც მისი მშობლები ოფიციალურად დაშორდნენ, მან დედასთან ერთად დაიწყო ცხოვრება, ჯერ ქალთა თავშესაფარში. შარიფს მხოლოდ ზედამხედველობითი კონტაქტის უფლება მიეცა.

- 2019 წლის ოქტომბერში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარა საცხოვრებლად მამასთან და დედინაცვალთან დაბრუნდა. მეზობლების განცხადებით, სახლიდან გამუდმებით ისმოდა ისტერიული ყვირილის ხმა.
2020 წლის დეკემბერში, დედინაცვალმა თავის დას კანდიელა საბუჰის გაუგზავნა სარას რამდენიმე სურათი მკლავებსა და სახეზე აშკარა სერიოზული დაჟეჟილობით. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ის ხშირად უგზავნიდა შეტყობინებებს თავის დებს იმის შესახებ, რომ შარიფი ბავშვს “სულელური მიზეზის” გამოც სცემდა.
სარას დედამ, ოლგა დომინმა განაცხადა, რომ ბრალდებულები “სადისტები” არიან და დასძინა: “თუმცა ეს სიტყვაც არ არის საკმარისი თქვენთვის. მე ვიტყოდი, რომ ჯალათები ხართ. ჩემი შვილი კი ანგელოზია, რომელიც ზეციდან გვიყურებს. ის აღარ განიცდის ძალადობას.”
-

გადაწყვეტილება ძალაში 11 აპრილიდან შევა – პუტინმა ახალი ბრძანება გამოსცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულთან – აღდგომასთან დაკავშირებით, ცხადდება ზავი 2026 წლის 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
„გამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციის მაგალითს მიჰყვება [სააღდგომო ზავთან დაკავშირებით]“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პუტინმა ასევე მისცა მითითება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ზავის პერიოდში შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, თუმცა მზად იყვნენ მოწინააღმდეგის პასუხისთვის.
-

სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ
14 აპრილს ქუთაისში დღისით +14 და ღამით +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
მცირე ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +14, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი –1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით 10 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით 3 ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.თბილისშიც ხანმოკლე წვიმის ფონზე მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
-

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ის, რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, დღეს უკანა პლანზე გადაიწევს და უმნიშვნელო გახდება. რთული იქნება ემოციებთან გამკლავება.
კურო
პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ცვლილებების დროა, შეგიძლიათ, დააჩქაროთ კიდეც ეს მოვლენები გონივრული და ჯანსაღი მიდგომით.
ტყუპები
დღეს, მოლაპარაკებები და პარტნიორული ურთიერთობებთან გონივრული მიდგომა სამომავლოდ წარმატების მომტანი იქნება. საღამოს, აუცილებლად მეგობრების წრეში, ან ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენეთ.
კირჩხიბი
იზრდება თქვენი გავლენის არეალი და ცნობადობა. ზომიერება და სხვათა დამშვიდების უნარი ზრდის თქვენს ავტორიტეტსა და იმიჯზეც კარგად აისახება.
ლომი
დღეს შესაძლოა იმ ძველ ურთიერთობებში, რომელიც ტვირთად გაწევთ, ხარვეზების შესწორება მოგიწიოთ, დროა, სამუდამოდ დაემშვიდობოთ წარსულს და დაისვენოთ.
ქალწული
გლობალური ცვლილებებია მოსალოდნელი, დიდია ალბათობა, დადგეთ არჩევანის წინაშე – ვის დაშორდეთ და ვის არა.
სასწორი
კარგი დღეა პირადი თუ ოჯახური სივრცის მოსაწესრიგებლად, სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. საქმიანი ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანეთ.
მორიელი
ცვლილებების დრო დადგა, კარგი იქნება, თუ ეს ცვლილებები თქვენს გეგმებში შედის, გადადეთ ყველა საქმე და ჩამოყალიბდით, კონცენტრირდით ყველაზე მნიშვნელოვანზე.
მშვილდოსანი
პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება და გულწრფელობა გჭირდებათ, მეტი სერიოზულობით მიუდექით პირად საკითხებს.
თხის რქა
ნურავის გადააბარებთ თქვენს პასუხისმგებლობას, იყავით მომთმენი და გულდასმით განიხილეთ ყოველი დეტალი, საქმეშიც და ურთიერთობაშიც.
მერწყული
უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ძველისა და ზედმეტისგან, რათა ახლის წამოწყებისთვის მოემზადოთ. დატოვეთ თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ აუცილებელი, დანარჩენისგან გათავისუფლდით.
თევზები
შესაძლოა, დღეს გაიგოთ ის, რაც დიდი ხანია გაინტერესებდათ. იყავით უფრო მეტად თავდაჯერებული და იზრუნეთ თქვენს იმიჯსა და განწყობაზე.
-

რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო – გიორგი ღოღობერიძის განმარტება
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
„ის ყურძნის მარცვლები, რომელიც პასკაშია, ცნობილია ბევრი სახელით – ზოგიერთი ქიშმიშს (თურქულად) უწოდებს, ეს ყურძნის მარცვლები საკმაოდ მდიდარია ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, მათ შორის, სამს გამოვყოფდი – საკმაოდ ბევრს შეიცავს ვიტამინ B2 – რიბოფლავინს, ასევე ვიტამინი B6, ბევრი კალიუმია მასში.
ვიტამინი B2 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება, განსაკუთრებით, ჩვენს მიტოქონდრიებს. ამის ნაკლებობა ორგანიზმში ტუჩის კუთხეების სილურჯით, ნახეთქებით გამოიხატება.
რიბოფლავინის ნაკლებობის დროს პირის ღრუს ანთებაც ემართება, სტომატიტი, ასევე, დამახასიათებელია ელექტროციტების რაოდენობა, იმ წითელი ბურთულების რაოდენობა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს. როცა ადამიანი იღებს ქიშმიშს, ფაქტობრივად, ის იღებს დღიურ ვიტამინ B2-ს დოზას.
ვიტამინი B6 გარდა მიტოქონდრიებისა, ასევე გამოიყენება თავის ტვინის მედიატორების სინთეზისთვისაც. თავის ტვინში ბევრი მედიატორია – ცელტონი, დოპამინი, აქედან ნაწილი ბედნიერების ჰორმონია. ამიტომ ქიშმიშიდან მიღებული ვიტამინი B6 ჩვენ ნამდვილად არ გვაწყენდა. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობინის სინთეზი დაიწყოს.
როცა ადამიანს ორგანიზმში ვიტამინი B6 აკლდება, ის ნიშნები ჩნდება, რაც ახლავს ვიტამინ B2-ს. ადამიანი ხდება მიდრეკილი ძილიანობისკენ.
როცა ადამიანი ხშირად იღებს ქიშმიშს, ორივე ვიტამინს მარტივად ივსებს. როგორც გითხარით, ქიშმიშში კალიუმის მაღალი ჩემცველობაა, ვისაც მაღალი წნევა აქვს, კალიუმით მდიდარი საკვები ძალიან მაგარი საშუალებაა წნევის დასაწევადაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
-

რამდენად აუცილებელია, სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ შევინახოთ ის – სასულიერო პირის განმარტება
რამდენად აუცილებელია, სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ შევინახოთ ის – ამის შესახებ სასულიერო პირი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
„ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყენება დასალევად და ოთახში მოსასხურებლად. უნდა მოვათავსოთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და მის დასალევად ჭიქაც საგანგებოდ უნდა იყოს გამოყოფილი. სასურველია, ნაკურთხი წყალი ყოველ დილით, უზმოზე, ლოცვის შემდეგ დალიოთ. ყოველთვის მიიღეთ ის ავადმყოფობის დროს“,- ამბობს სასულიერო პირი
