Category: Uncategorized
-

რეგულაცია, რომელიც კვების ობიექტებში ამოქმედდა – დეტალები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
„პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით, სამინისტრო განმარტავს:
2026 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება; ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის; ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის პირველი თებერვლიდან აიკრძალება: პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-

“დაუჯერებელი სასწაულია” – წაჩხურის მონასტრის სასწაული – „ამბავი, რომელიც, შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს…“
„აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა!.. უშვილო წყვილებს ხელში
ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ ტაძარში, მათი რიცხვი 10-15 ათასამდეც აღწევს.მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია, სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ და ნაკურთხ აკვანs შინ მიაბრძანებენ, ეს უფრო ძველი
ტრადიციული რიტუალია, აკვნების კურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს.ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში, გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო.
ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა…
სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია“.
-

რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს – ასტროლოგის პროგნოზი
ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი, სოციალურ ქსელში, 17 აპრილის ახალმთვარეობის შესახებ წერს და გვიზიარებს თუ რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.
„17 აპრილს წლის ყველაზე აქტიური და ცეცხლოვანი ახალმთვარეობაა ვერძის ზოდიაქოში, სადაც მზისა და მთვარის გარდა კიდევ 5 პლანეტა იყრის თავს. ეს არის ძალიან ძლიერი, კონცენტრირებული იმპულსი, რომელიც გვაიძულებს დავიწყოთ, გავბედოთ და გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავთ.
ამ დღეზე დეტალურად უკვე დავწერ. ახლა გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასცენდენტის მიხედვით. ანუ ამ ანალიზს ვკითხულობთ ჩვენი ასცენდენტის ნიშნის შესაბამისად. როგორ გავიგოთ სად გვყავს ასცენდენტი? ვაგებთ რუკას, რისთვისაც დაბადების დროის ცოდნაა საჭიროა და ვუყურებთ, რა ზოდიაქო ხვდება პირველ სახლში. შესაბამისად, ამ ნიშანში გვაქვს ასცენდენტი.ეს მიმოხილვა საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და დაახლოებით გვეუბნება, რომელ სფეროზე იმოქმედებს ეს კონკრეტული ახალმთვარეობა ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა ამ სურათს მნიშვნელოვნად ცვლის ის, თუ რა ასპექტს აკეთებს ეს ტრანზიტი ჩვენს ნატალურ პლანეტებთან და ა.შ.
ვერძი
საუკეთესო დროა საკუთარი „მე“-ს წარმოჩენისთვის. თქვენ ყურადღების ცენტრში ექცევით, ეს ენერგია პირდაპირ თქვენში კონცენტრირდება. პირველ სახლში 7 პლანეტის შეკრება ნიშნავს, რომ იწყება სრულიად ახალი ეტაპი — იდენტობის თვითგამოხატვის მიმართულებით. ეს არის დრო, როცა თავად ხართ ცვლილების ინიციატორი.
კურო
მეთორმეტე სახლში ასეთი კონცენტრაცია იძლევა შინაგან დონეზე „გადატვირთვას“. პროცესები განვითარდება ღრმა ფსიქოლოგიურ და ქვეცნობიერ დონეზე. ეს არ არის გარეგნულად აქტიური პერიოდი, მაგრამ შინაგანადთ მიმდინარეობს ძლიერი პროცესები. შესაძლოა ძველი ციკლების დასრულება, ქვეცნობიერი ბლოკების გაცნობიერება და მომზადება ახალი ეტაპისთვის.
ტყუპები
მეთერთმეტე სახლში ეს არის მიზნების და მომავლის გადაწერის მომენტი. შეიძლება სრულიად ახალი ხედვა გაგიჩნდეთ — რა საზოგადოებრივ წრეებში გინდათ ყოფნა, რა მიმართულებით გინდათ განვითარება. ეს არის სოციალური ველის გააქტიურება, ახალი ჯგუფების, რომლებთანაც იდეოლოგიური კავშირი გაქვთ.
კირჩხიბი
მეათე სახლში 7 პლანეტა ნიშნავს, რომ კარიერული მიმართულებით არის ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს ახალი პასუხისმგებლობები, ან ახალი პროფესიული გზა – გახდეთ უფრო ხილული საზოგადოებისთვის.
ლომი
მეცხრე სახლში ეს არის ცნობიერების გაფართოება, მაგრამ არა თეორიულად — პრაქტიკაში. შეიძლება დაიწყოთ სწავლა, იმოგზაუროთ, გაეცნოთ ახალ კულტურებს. შესაძლოა ეს იყოს ხედვის რადიკალური ცვლილება.
ქალწული
მერვე სახლში ეს არის ღრმა ტრანსფორმაცია. აქ ზედაპირული არაფერი ხდება. ფინანსურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ დონეებზე იწყება ცვლილება, რომელიც შიგნიდან გარდაგქმნით. შესაძლოა ძველი დამოკიდებულებები დასრულდეს.
სასწორი
მეშვიდე სახლში მთავარი თემა პარტნიორული ურთიერთობებია — პირადი თუ საქმიანი. შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს ახალ პარტნიორულ კავშირებს, მიიღოთ ახალი საქმიანი შემოთავაზება, ახალი პასუხისმგებლობებით. მაგრამ ვერძის ენერგია აქ გთხოვთ — არ დაიკარგოთ სხვაში, შეინარჩუნეთ საკუთარი პოზიცია.
მორიელი
მეექვსე სახლში ეს არის ყოველდღიურობის გადალაგება. სამუშაო, რეჟიმი, ჯანმრთელობა — ყველაფერი ითხოვს ახალ სტრუქტურას. შეიძლება ეს იყოს ახალი სამსახურიც.
მშვილდოსანი
მეხუთე სახლში ეს არის ძლიერი შემოქმედებითი და ემოციური მუხტი. შესაძლოა ახალი სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი. სიყვარული, შემოქმედებითი თვითგამოხატვა, სიამოვნება — ყველაფერი აქტიურდება. შეიძლება დაიწყოთ რაღაც, რაც გიყვართ, რაც გულიდან მოდის და თქვენთვის ძალიან ცოცხალია.
თხის რქა
მეოთხე სახლში ეს არის ფუნდამენტის ცვლილება. სახლი, ოჯახი, შინაგანი უსაფრთხოება — აქ იწყება ახალი ეტაპი. შეიძლება შეიცვალოს თქვენი საფუძველი, რაზეც დგახართ. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ახალ საცხოვრებელთან ან უძრავი ქონების შეძენასთან.
მერწყული
მესამე სახლში ეს არის აზროვნებისა და კომუნიკაციის გააქტიურება. ახალი იდეები, საუბრები, პროექტები — თქვენ იწყებთ მოძრაობას. ეს არის გონებრივი სტარტი.
თევზები
მეორე სახლში ეს ეხება ფასეულობებს და ფინანსებს. შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს ახალ შემოსავლის წყაროს ან სრულიად სხვანაირად შეხედოთ საკუთარ ღირებულებას. აქ იწყება მატერიალური რეალობის ახალი ეტაპი.
ახალმთვარეობამდე მნიშვნელოვანია შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, რა გვაქვს გასაშვები, რათა სივრცე ახალს დავუთმოთ. ამიტომ ეს დღეები იდეალურია როგორც ფიზიკური, ისე შინაგანი სივრცის გასუფთავებისთვის — ნივთების, ფიქრების, ეჭვების და დამოკიდებულებების, რომლებიც ხელს გვიშლის სიახლისკენ სვლაში.
წარმატებებს გისურვებთ!“, – წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში. -

„ამ დღის შემდეგ ბევრის ცხოვრება ძველებური აღარ იქნება…“ – ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 17 აპრილიდან ბევრი რამ შეიცვლება.
„დღე, რომლის შემდეგაც ბევრის ცხოვრება ძველებური აღარ იქნება.
შეიძლება არ გჯეროდეთ ასტროლოგიის, მაგრამ ასეთ პერიოდებს ისინიც კი გრძნობენ, ვინც ამ სფეროთი არასდროს დაინტერესებულა.ახლა თითქოს შიგნიდან რაღაც „იხრახნება“.ზოგს ყველაფრის მკვეთრად შეცვლა უნდა.ზოგი ფეთქდება. ზოგი კი ხვდება: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.და ეს მხოლოდ დასაწყისია.
17 აპრილისთვის მთელი ენერგია ერთ წერტილში იყრის თავს : სტარტის, იმპულსისა და პირველი ნაბიჯის ნიშანში. ხოლო უმთვარობის (ახალი მთვარის) დღეს, თითქოს „გაშვების“ ღილაკს აჭერენ თითს. ამის შემდეგ პროცესები ძალიან სწრაფად დაიწყებს განვითარებას.ეს არის გადაწყვეტილებების დრო, რომელთა შემდეგაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს: წამოხვიდეთ სამსახურიდან თუ დარჩეთ?დაასრულოთ ურთიერთობა თუ კვლავ მოითმინოთ?დაიწყოთ საკუთარი საქმე თუ ისევ გადადოთ?
ეს ის პერიოდია, როცა უნდა გესმოდეთ ,რომ ენერგია არ დაიცდის. თუ არაფერს აკეთებთ, ის „მინუსში“ გადადის: ჩნდება გაღიზიანება, კონფლიქტები, შინაგანი წნეხი. მაგრამ თუ ამ ენერგიას დაიჭერთ, ის პირდაპირ ახალ რეალობაში „გამოგიტყორცნით“.
ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი პერიოდთაგანია, როცა მომავალი ძალიან სწრაფად ფორმირდება.რასაც ახლა აირჩევთ, მომდევნო თვეების განმავლობაში გაიშლება.რა არის მნიშვნელოვანი, ნუ გაართულებთ. უბრალოდ უპასუხეთ საკუთარ თავს: სად და როგორ აღარ მინდა ყოფნა? და მეორე კითხვა: სად მინდა წასვლა სინამდვილეში?„საჭიროა“-ს გარეშე. „როგორ არის სწორი“-ს გარეშე. მხოლოდ ისე, როგორც მე მინდა. როგორც ჩემთვის იქნება კარგი.და ჩაწერეთ.
რადგან ახლა თქვენი ფიქრები ძალიან სწრაფად იქცევა მოქმედებად, ხოლო მოქმედებები რეალობად. ეს ახალი მთვარე არის საკუთარი თავის არჩევის სიმამაცეზე. გაბედეთ, იარეთ წინ, წამოდექით დივნიდან , სამყარო კარს გიღებთ, შედით მასში!მთვარის პირველ დღეს ვფიქრობთ და ვგეგმავთ, ხოლო მეორე და მესამე დღეს – ვმოქმედებთ. გადაამოწმეთ მთვარის კალენდარი თქვენი ქალაქის დროით“
-

ავტობანზე, ქარელი-აგარის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში
ავტობანზე, ქარელი-აგარის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ხაშურელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი ლომიძეა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
“როგორი კარგი და საყვარელი ბიჭი, მოუშუშებელი ტკივილი ხარ გიო…
ღმერთო, როგორი საყვარელი შვილი, როგორ მენანები გიო…
რა ცუდი ამბავი გავიგე, გიო, უფალმა გაანათლოს შენი სული…
გიო, დაჯერება არ მინდა…
რა უბედურებაა გიოო. როგორი მწარე ამბავია. ნათელი შენს უბოროტო სულს….
ღმერთო, გიო, შვილო, ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, გაძლება შენ ოჯახს“- წერენ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები.
-

ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ქარელი – აგარის მონაკვეთზე 14 აპრილს მოხდა. ქართლის ამბების ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლამდე კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
-

სოფო ნიჟარაძე საზოგადოებას მიმართავს
სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ხალხს აფრთხილებს
“მეგობრებო! მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, არ ენდოთ ფეიქ გვერდებს გათამაშებასთან დაკავშირებით, ჩემი გვერდი არაფერს არ ათამაშებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არასდროს არ ყოფილა გათამაშება, ეს იყო ტყუილი. რამდენი ვბლოკავთ გვერდს, ახალი იხსნება, რასაც მე ყოველ ჯერზე ვერ გავაკონტროლებ
– წერს მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.
-

“აუცილებლად წაიკითხეთ!” – საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და 2024-2026 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.
“მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ” – ნათქვამია ინფორმაციაში.
-

“ეს სასწაული საჩუქარია, თვალებზე ცრემლიც კი მომადგა” – რა საჩუქარი გაუკეთეს ტრაგიკულად დაღუპული შორენა ონიანის მეუღლეს გიგა ცხელიშვილს ? 👏👏👏
შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
როგორც კადრში ვხედავთ, ერთ-ერთმა გვერდმა მას შორენას და მისი პატარების ნახატი გაუგზავნა.
„ეს სასწაული საჩუქარია ჩემთვის. თვალებზე ცრემლიც კი მომადგა…დიდი მადლობა „ანნას ნახატები • Anna’s nakhateb-ს“, – წერს გიგა ცხელიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.
