Category: Uncategorized

  • „წვიმა და ელჭექი…“ – როდიდან უარესდება ამინდი

    „წვიმა და ელჭექი…“ – როდიდან უარესდება ამინდი

    18  აპრილს – შაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დღის ბოლოს სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +13, +18°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2,+7°;  დღისით  +15, +20°, მთაში ღამით  -2, +3°, დღისით +14, +19°;  მაღალმთაში ღამით -5, 0°;  დღისით  +7,+12°.

    19  აპრილს – კვირას

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით  +7, +12°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5,+10°;  დღისით  +13, +18°, ზოგან +22°-მდე; მთაში ღამით  +2, +7°, დღისით +13, +18°;  მაღალმთაში ღამით -1, +4°;  დღისით  +7,+12°.

  • ეს ყველა პენსიონერმა უნდა იცოდეს! – იქნება ცვლილებები

    ეს ყველა პენსიონერმა უნდა იცოდეს! – იქნება ცვლილებები

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • ⭕ „როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე…“ – საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

    ⭕ „როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე…“ – საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

    საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

    სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

    „გარდაიცვალა ემიგრანტი ათენში ირმა ოდილაძე სამძიმარს ვუცხადებთ მეუღლეს, შვილს, ახლობლებს, ათენის ემიგრანტებს, აპოკლისტიკებს და მეგობრებს.

    უფალმა ნათელი არ მოაკლოს მის სულს. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს.
    თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე.

    ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით…“, – წერია სამწუხარო ინფორმაციაში.

  • ‼️ როგორი ამინდი იქნება 21 აპრილამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    ‼️ როგორი ამინდი იქნება 21 აპრილამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

    თბილისში 18 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 აპრილს +8, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ნინი ქარსელაძე დედასთან, ხათუნა ჟორდანიასთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს ავრცელებს

    ნინი ქარსელაძე დედასთან, ხათუნა ჟორდანიასთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს ავრცელებს

    ნინი ქარსელაძე დედის, ხათუნა ჟორდანიას ფოტოს აზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    როგორც მომღერალი წერს, დედა-შვილმა კიდევ ერთი ომი მოიგეს.

    „ჩვენმა სიყვარულმა ისევ გაიმარჯვა. ჩვენ კიდევ ერთი ომი მოვიგეთ. შენ ჩემი პირადი მზე ხარ და სულ ასე უნდა იცინო“, – წერს ნინი ქარსელაძე.

  • სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება.

    სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება.

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • „წვიმა და ელჭექი, თოვლჭყაპი…“ – ამინდი უარესდება!

    „წვიმა და ელჭექი, თოვლჭყაპი…“ – ამინდი უარესდება!

    17  აპრილს – პარასკევს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +3, +8°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით  -3, +2°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +10, +15°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +12, +17°;  მაღალმთაში ღამით -10, -5°,  დღისით +5, +10°.

    18  აპრილს – შაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დღის ბოლოს სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +13, +18°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2,+7°;  დღისით  +15, +20°, მთაში ღამით  -2, +3°, დღისით +14, +19°;  მაღალმთაში ღამით -5, 0°;  დღისით  +7,+12°.

    19  აპრილს – კვირას 

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით  +7, +12°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5,+10°;  დღისით  +13, +18°, ზოგან +22°-მდე; მთაში ღამით  +2, +7°, დღისით +13, +18°;  მაღალმთაში ღამით -1, +4°;  დღისით  +7,+12°.

  • ,,12 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა…“ – დააკავეს მძღოლი, რომელიც მოპედს დაეჯახა

    ,,12 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა…“ – დააკავეს მძღოლი, რომელიც მოპედს დაეჯახა

    შსს-ს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

    გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომანქანის მართვას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ასევე დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებას.

    ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სოფელ ტირძნისში მანქანა მოპედს დაეჯახა. მოპედს 12 წლის მოზარდი მართავდა. ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი მკურნალობის და რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოსაძიებლად ახლობლებმა საზოგადოებას დასახმარებლად მიმართეს.

  • თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა – ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა – ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    “ის რაც მე შემეხო [გალობის აკრძალვა მისი პოზიციის გამო] ახლა მეცინება, რადგან რაც დრო გავიდა, ამატეს და ამატეს “ღირსეული საქციელი“, რომელიც საპატრიარქოს კი არა, ნებისმიერ ადამიანს არ ეკადრება, მაგრამ მათგან წამოსული ხო საერთოდ. სად ხართ, სულ მინდა ვკითხო, სად არიან ის ადამიანები, საპატრიარქოდან, ანაფორები რომ აცვიათ და უსამართლობისთვის, რომ ხალხს ალპობენ ციხეში, სად ხართ?!” – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ “TV პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    17 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც მზეა, +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხეში დღე მშრალია, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი 2 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -6 დაფიქსირდება.

    ბორჯომშიც მზიანი ამინდია, +16 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

    უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

    მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.

    ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +4 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

    უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.