Category: Uncategorized

  • ეს არის ის, რასაც ელოდით‼️‼️შოკისმომგვრელი ამბავი პენსიონერებისთვის  😮😮🛑 ვრცლად ნახეთ კომენტარში👇

    ეს არის ის, რასაც ელოდით‼️‼️შოკისმომგვრელი ამბავი პენსიონერებისთვის 😮😮🛑 ვრცლად ნახეთ კომენტარში👇

    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა.

    მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

    „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე.

    სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.

    ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

    წყარო: ​primetime.ge

  • საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს.

    მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის.

    „ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, სახელწოდებით: „საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“, რომელიც არამართებულად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს.

    განვმარტავთ, რომ აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის და ჩვენთვის უცნობია, ვინ მართავს მას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • როგორ გამოიყურებოდა ბერი ნიკოლოზის ცხედარი, როცა ბინაში სამართალდამცავები შევიდნენ – ბოლო პერიოდში დახმარებას თავად ბერიც წერილობით ითხოვდა?.. (+ფოტო)

    როგორ გამოიყურებოდა ბერი ნიკოლოზის ცხედარი, როცა ბინაში სამართალდამცავები შევიდნენ – ბოლო პერიოდში დახმარებას თავად ბერიც წერილობით ითხოვდა?.. (+ფოტო)

    ბერ ნიკოლოზს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მედიკოსებს მის ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    ირკვევა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ინგა ბოლოთაური დაუკავშირდა და უთხრა, რომ ადგილზე პროვოკატორები იყვნენ მობილიზებულები და დახმარება ითხოვა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დახმარებას თავად ბერი ნიკოლოზიც წერილობით ითხოვდა. ადგილობრივის განცხადებით, ბერი ნიკოლოზი ბოლოს 9 აპრილს გამოჩნდა და შეუძლოდ გამოიყურებოდა.

    “9 აპრილს გამოვიდა, ცუდად გამოიყურებოდა. ისეთი ქაოსი იყო, ყველას ჭკუას ურევდნენ, მამაოს რა უნდა ექნა? ხალხსაც ჭკუას ურევდნენ, იქ ვინც იდგა. ესენი მართლა ამათმა საქციელებმა აცვეს ჯვარს ეს მამაო, ასეთ დღეში ჩააგდეს”, – ამბობს ადგილობრივი.

  • პაციენტების სიკვდილი, დაუდგენელი ეფექტურობა და გაუგებრობა დიუშენის სინდრომის მედიკამენტების ირგვლივ

    პაციენტების სიკვდილი, დაუდგენელი ეფექტურობა და გაუგებრობა დიუშენის სინდრომის მედიკამენტების ირგვლივ

    მშობლების აქციებს ადევნებს თვალს, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებს ითხოვენ. ესენია: ELEVIDYS, Givinostat (Duvyzat) და Exon Skipping (Eteplirsen).

    დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის მემკვიდრული (გენეტიკური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად დასუსტებას. იგი გამოწვეულია დისტროფინის ცილის არარსებობით, რის შედეგადაც კუნთის უჯრედები ნელ-ნელა ზიანდება და იშლება. დაავადება ძირითადად ბიჭებში ვლინდება და იწყება ბავშვობაში, თანდათან ამძიმებს მოძრაობას, სუნთქვასა და გულის მუშაობას.

    თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი წამლის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) გვერდზე სხვადასხვა მონაცემებს ვკითხულობთ:

    ELEVIDYS (გენური თერაპია) – ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა. 2025 წელს დაფიქსირდა მინიმუმ 2–3 სიკვდილი, მიზეზი: ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ერთ შემთხვევაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. საქმეს FDA იძიებდა, რის შემდეგაც, სააგენტომ მედიკამენტთან დაკავშირებით დაამატა ყველაზე ძლიერი გაფრთხილება (black box warning). შედეგად, 2025 წლის ნოემბერში, FDA-მ განაცხადა, რომ „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც აღარ შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული, აღარ შეუძლიათ ერთჯერადი გენური თერაპიის მიღება. გარდა ამისა, პრეპარატის ჩვენება ამჟამად მხოლოდ ამბულატორიულ DMD პაციენტებს მოიცავს, რომელთა ასაკი მინიმუმ 4 წელია”. ასევე, გაჩნდა გენურ თერაპიაზე დაწესებული ახალი გაფრთხილებებისა და შეზღუდვების გამო გულთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ შეკითხვები.

    გასული წლის 14 ნოემბერს “როიტერი” წერდა: “აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა Sarepta Therapeutics-ის (SRPT.O) ახალი ეტიკეტირება, ხსნის ახალ ჩანართს *Elevidys* გენური თერაპიისთვის, რომელიც მოიცავს მის ყველაზე სერიოზულ უსაფრთხოების გაფრთხილებას და ზღუდავს მკურნალობის გამოყენებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის, ანუ DMD-ის მქონე მოძრავი პაციენტებისთვის.

    სააგენტომ თერაპიას დაამატა ჩარჩოში ჩასმული გაფრთხილება მას შემდეგ, რაც მკურნალობის შემდეგ ორი არაამბულატორიული პედიატრიული პაციენტი გარდაიცვალა ღვიძლის მწვავე უკმარისობით. ახალი ეტიკეტირება მთლიანად აუქმებს არაამბულატორიულ პაციენტებში გამოყენების დამტკიცებას, რაც პრეპარატს ზღუდავს ოთხი წლის და უფროსი ასაკის ამბულატორიულ პაციენტებზე“.

    დასკვნა: FDA ოფიციალურად წერს, რომ გამოყენება გრძელდება, მაგრამ დაემატა მკაცრი გაფრთხილებები (მათ შორის, ღვიძლის ფატალური დაზიანება). გამოიყენება დღესაც, თუმცა, აქვს სერიოზული რისკები და დაფიქსირებული სიკვდილიანობა.

    Givinostat (Duvyzat) – აღნიშნული მედიკამენტი ოფიციალურად FDA-მ დაამტკიცა 2024 წელს. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, აქ არ ფიქსირდება დადასტურებული სიკვდილიანობა, როგორც Elevidys-ზე.

    გვერდითი მოვლენებია: დიარეა, სისხლის ცვლილებები (თრომბოციტები), კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

    დასკვნა: FDA წერს, რომ პრეპარატი ამტკიცებს დაავადების პროგრესის შენელებას და აღწერს გვერდით მოვლენებს. ანელებს დაავადებას, არ არის კურნება. გვერდითი მოვლენები ძირითადად არა ფატალური.

    Exon Skipping (Eteplirsen) – აღნიშნული მედიკამენტი შედარებით უსაფრთხოდ ითვლება. ძირითადი პრობლემა არის არა რისკი, არამედ, სუსტი ეფექტი. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, სიკვდილი პირდაპირ ამ წამალზე არ არის დადასტურებული. წლებია, რაც აშშ-ში აღნიშნული წამალ მთავარ მედიკამენტად გამოიყენება.

    დასკვნა: მუშაობს კონკრეტულ მუტაციაზე, მიზანია დისტროფინის ნაწილობრივი აღდგენა. ითვლება უსაფრთხო მედიკამენტად, პროფილი – შედარებით კარგი.

  • ‼ ბათუმში ახლადდაგებული გზა ჩავარდა და ავტომობილი ჩაიყოლა

    ‼ ბათუმში ახლადდაგებული გზა ჩავარდა და ავტომობილი ჩაიყოლა

    ბათუმში, 26 მაისისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, ერთი კვირის წინ დაგებული გზის მონაკვეთი ჩავარდა და ავტომობილი ჩაიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები კომპანია „ბონდი 2009“-მა შეასრულა, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან დოლიძის ოჯახის საკუთრებაშია. აღნიშნული პროექტი 4.5 მილიონ ლარიან ტენდერს მოიცავს, რომლის დამკვეთიც ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურია.

    სამსახურის ხელმძღვანელის, ბაქარ ჩიტაიას განცხადებით, გზის დაზიანება წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.

    „ტვ პირველის“ ინფორმაციით, კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე პრობლემები სისტემატურად ფიქსირდება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტება არ გაკეთებულა.

    ამავე ტენდერის ფარგლებში „ბონდი 2009“-მა სამუშაოები სხვა ქუჩებზეც შეასრულა, მათ შორის მამია ვარშანიძის ქუჩაზე, სადაც, ადგილობრივების თქმით, ტროტუარი უსწორ-მასწოროდ არის დაგებული და მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

  • ვრცელდება მრევლის პირველი კადრები, როცა ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი ნახეს

    ვრცელდება მრევლის პირველი კადრები, როცა ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი ნახეს

    თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაკარაშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 19 აპრილს იპოვეს.

    მრევლის ინფორმაციით, ბერის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსიდან უკვე გადაასვენეს და ამ დროისთვის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია დასვენებული. ცხედრის გადასვენების პროცესს ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. შეკრებილი მოქალაქეები ბერის ცხედართან მიახლოებას ითხოვდნენ.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ბერი ნიკოლოზ მაკარაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. მისი მიმდევრები ხშირად იკრიბებოდნენ საცხოვრებელთან და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბერისგან კურთხევის მისაღებად სადარბაზოში დღის განმავლობაში ელოდებოდნენ.

    რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც მრევლისა და მაშველების ბინაში შესვლის პირველი კადრები.

     

  • პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა… – უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე.

    პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა… – უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე.

    მიტროპოლიტი იოსები შემოქმედელი ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმ მღვდელმსახურება.

    იოსები შემოქმედელი ბერი ნიკოლოზის შესახებ აქამდე უცნობ ამბავს ჰყვება.

    „სურს გამოვეხმაურო ბერ მამა ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლი აქტიურ პროპაგანდას ეწევა მთელს საქართველოში.

    მე როგორც გურიის ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს) ალბათ ყველა სასულიერო პირზე კარგად ვიცნობ, რამეთუ მე და ის დიდი ხნის მანძილზე ვმსახურობდით სვეტიცხოველში.

    მსურს გაგიზიაროთ და გავიხსენო ის მცირე მოგონება, წლები, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი ერთად ვმსახურობდით სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში.

    1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაკურთხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მორჩილად, ხოლო წინამძღვრად პატრიარქის მიერ დადგენილ იქნა დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი), იგივე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.

    1991 წელს, ერთი წლის შემდეგ ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა ნარიმან მაქარაშვილმა, იგივე ბერმა ნიკოლოზმა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე, თუმცა ჩემი შეხედულებით ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლური რელიგიებისა; კერძოდ, ბუდიზმის, კრიშნაიზმის და სხვა. მე იმედი მქონდა, რომ გაივლიდა წლები და იგი კარგად განისწავლებოდა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, თუმცა, როგოც ჩანს, მან რაღაც ახალი მოძღვრება შექმნა და იგი დღითიდღე ყალიბდება, როგორც ახალი სექტა.

    იგი ხშირად აცდენდა წირვა-ლოცვებს და მე როგორც წინამძღვარს სვეტიცხოვლისა, მიწევდა მის მაგივრად წირვის ჩატარება. თავიდანვე მამა ნიკოლოზი დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ასკეტური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიღებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და მე ეს მომწონს, მაგრამ მისი ასკეტიზმი უფროდაუფრო ემსგავსებოდა ფანატიზმს, ხიბლს, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: მსურს გავიხსენო ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას შეუჩერა მღვდელმსახურება:

    მამა ნიკოლოზი ხშირად მიმართავდა უკიდურეს ფორმას ასკეტიზმისა, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენე, უმეტესად ახასიათებს აღმოსავლურ რელიგიებს: შიმშილი, წყლის არმიღება და სხვა. მე, როგორც იმდროისთვს არქიმანდრიტი, წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, ვეკითხებოდი მას, თუ რატომ შიმშილობდა იგი. მისი პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ ფეხით წყალზე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვშიმშილობო (რათა სასწაულმოქმედი გავხდეო), ანუ ეძიებდა და ითხოვდა ღმერთისგან სასწაულის კეთების უნარს… ერთ დღეს სვეტიცხოველში ჩამობრძანდა კათოლიკოს- პატრიარქი ილია II, შეწუხებული მამა ნიკოლოზის გამო. პატრიარქმა მამაოს სთხოვა, შეეჭამა მცირეოდენი საჭმელი, რომელიც მისმა უწმინდესობამ თავისი ხელით გაუმზადა .მამა ნიკოლოზმა კი მტკიცე უარი უთხრა პატრიარქს მის მიწოდებულ დახეხილ სტაფილოზე: არა თქვენო უწმინდესობავ, მე შიმშილით ჭეშმარიტება უნდა გავარღვიოო. ბევრი საუბრის, ბევრი თხოვნის, ბევრი შეგონების მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა მაინც არ შეასრულა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა და მუდარა. მახსოვს მისი უწმინდესობის დამწუხრებული, სევდიანი სახე. იგი ვერაფერს გახდა და წავიდა მწუხარე. მეორე დღეს, ალბათ, დიდი ფიქრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ჩამოეხსნა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე, სანამ მე შემოქმედელი ეპისკოპოსი გავხდებოდი, ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობდით. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მე ალბათ უფრო ვემორჩილებოდი მას, ვიდრე იგი მე. მას აშკარად ეტყობოდა ხიბლი და თავის თავზე დიდი წარმოდგენა. შემდგომ, როდესაც ეპისკოპოსი გავხდი, ხშირად ვნახულობდი მას, ხშირდ ვჩუქნიდი თაფლს და სხვა, ასევე ვთხოვდი, წამოსულიყო ჩემთან ეპარქიაში და მისი სურვილისამებრ გავუშვებდი მონასტერში, მივხედავდი და ყოველმხრივ შევუწყობდი ხელს, თუმცა მან თბილისში დარჩენა არჩია. ერთ დღეს კი, ჩვეულებისამებრ, მე და ოთარ ნიკოლაიშვილი ვესტუმრეთ მას. მან დაიწყო საუბარი წმინდა სამების დოგმატზე და თქვა, რომ თუ იესო ქრისტე განკაცდა, რატომ არ შეიძლება მამა ღმერთი განკაცდესო, ხოდა მე ვარ ის მამა ღმერთიო. ესეთი მკრეხელობა და მწვალებლობა, სიმართლე გითხრათ, ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე.

    რამდენიმე წლის უკან მცხეთაში მივედით ისევ ოთარ ნიკოლაიშვილი და მე, მასთან, ნათხოვარ ბინაში. მივართვით თაფლი, თაფლზე მადლობა გადაგვიხადა, მაგრამ ჩვენ სახლში არ შეგვიშვა. ამის შემდეგ მე გადავწყვიტე აღარ მომენახულებია იგი არასოდეს, რადგანაც უფრო და უფრო მძიმე ცოდვაში არ ჩამეგდო. სამწუხარო იყო ჩემთვის კიდევ ის ფაქტი ,რომ მამა გაბრიელის წესის აგებაზე ის არ მოვიდა. მე მახსოვს მამა გაბრიელის სიტყვები მის მიმართ თქმული: მამა ნიკოლოზს ურჩობისთვის ღმერთმა გონება ახადაო. ამას დამემოწმება მამა გაბრიელის მომვლელი, მონაზონი დედა პარასკევა.

    დიდი პატივისცემის მიუხედავად მინდა მივმართო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ასევე მამა ნიკოლოზის თაყვანისმცემლებს: ხიბლს და თავისი თავის აღიარებას დიდ სულიერ მამად, ამპარტავნებამდე მივყავართ, რომლითაც ეშმაკი, ნათლის ანგელოზი, დაეცა. ხოლო უფალი ღმერთი იესო ქრისტე ნათელი მაგალითია თავმდაბლობის, მორჩილების და სიყვარულის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალა და მადლი ჭეშმარიტი სარწმუნოების, სრულიად საქართველოს, მამა ნიკოლოზს და ყოველ ადამიანს, ამინ“,- იხსენებს იოსები შემოქმედელი.

  • 20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი – ენერგია საკმარისი გაქვს, მაგრამ სიჩქარე შეანელე. მოუსმინე სხვებსაც, თორემ შესაძლოა გაუგებრობაში აღმოჩნდე.

    კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს. კარგი დღეა მცირე გეგმებისთვის.

    ტყუპები – კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა დღეს. სასარგებლო შეხვედრები და საინტერესო საუბრები გელის.

    კირჩხიბი – ემოციური ფონი მერყევია. ეცადე არ მიიღო გადაწყვეტილებები მხოლოდ განწყობაზე დაყრდნობით.

    ლომი – ყურადღების ცენტრში ყოფნის შანსი გაქვს. გამოიყენე ეს, მაგრამ ძალიან არ გადააჭარბო.

    ქალწული – დეტალებზე კონცენტრაცია წარმატებას მოგიტანს. კარგი დღეა სამუშაოსა და ორგანიზებისთვის.

    სასწორი – ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს მოაგვარებს.

    მორიელი – ინტუიცია ძლიერია. შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან საიდუმლო გაიგო.

    მშვილდოსანი – ახალი იდეები გაგიჩნდება. კარგი დროა სწავლისთვის ან ახალი მიმართულების დასაწყებად.

    თხის რქა – საქმეზე ფოკუსირება მოგცემს შედეგს. ეცადე არ გადაიღალო და დრო სწორად გადაანაწილო.

    მერწყული – მეგობრებთან ურთიერთობა და გუნდური საქმეები წარმატებული იქნება.

    თევზები – შემოქმედებითი ენერგია მატულობს. კარგი დროა საკუთარი გრძნობების გამოხატვისთვის.

    დღის რჩევა: არ იჩქარო — ზოგჯერ სწორ დროს ლოდინი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

  • ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის…”

    ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის…”

    ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის…”,,პირველი ხაზის” ეთერში.

    -მამაჩემის ჯანმრთელობის საკითხი უნდა იყოს ნაკლებად პოლიტიზირებული, რომ საზოგადოებაში შეიქმნას კონსესუსი, რომ ის იმსახურებს ღირსეულ მკურნალობას. შეიძლება მისი როლი პოლიტიკაში უნდა გადაიხედოს. მე ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ. ვიმოგზაურე საქართველოში, მეგობრებს შევხვდი. ხალხი მხვდება ქუჩაში და მეკითხება, მიშა როგორ არისო. ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი ან მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენსო. კი, ბევრია ასეთი, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც აფასებენ მის როლს პოლიტიკაში და უბრალოდ მისთვის უნდათ კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან ნაციონალების. მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზირდეს ცოტა.

    მისი როლი ქართულ პოლიტიკაში ცოტა გაუგებარია. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უკრაინულ ტელევიზიას უყურებს. მე მგონი, თვითონაც ხვდება, რომ იქ უფრო შეიძლება ჰქონდეს მომავალი მის კარიერას, ვიდრე აქ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ…

    მამაჩემი არც ბევრს წერს პოლიტიკაზე, აღარ ერევა პოლიტიკაში. ჩამოსვლამდე ის ამბობდა, მე ჩამოვალ, შევცლით ხელისუფლებას, დაიწყება აღმშენებლობა, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

    მე და გიული ვიყავით ევროპაში. როცა იქ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსესუსი არსებობს, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. იქ უფრო იყოფა აზრები. თუ ჩვენ მოვახერხებთ, საზოგადოების კოსოლიდაციას… მამაჩემისთვისაც იქნება კარგი, თუ მოახდენს საკუთარი თავის… ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა – ტრიუკი…

    მამაჩემი უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რამეზე, რაც არის მისი გადარჩენა, ამაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი უნდა იყოს. თუ ის გახდება პოსტპოლიტიკური ფიგურა, ეს კარგი იქნება, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა გიორგი ნიორაძის გადაცემაში.

  • რა ინფორმაციას ავრცელებს გუნდის მთავარი მწვრთნელი

    რა ინფორმაციას ავრცელებს გუნდის მთავარი მწვრთნელი

    ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, ლივერპული ევრტონს ესტუმრა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.

    აღნიშნული მატჩის 58-ე წუთზე, ლივერპულის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შეხვედრის შემდეგ, არნე სლოტმა მის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

    “გიორგი მამარდაშვილს ჭრილობა აქვს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი შეხედვით, სერიოზული არაფერი უნდა იყოს და მის მალე დაბრუნებას უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რა მოხდება” — აღნიშნა არნე სლოტმა.