Category: Uncategorized

  • „წვიმა, თოვლი და სეტყვა…“ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

    „წვიმა, თოვლი და სეტყვა…“ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

    21  აპრილს – სამშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი  8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, +8°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°.

    22  აპრილს – ოთხშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +18 +23°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით  +11, +16°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით  +6, +11°,ზოგან  +16°-მდე;

     

    23  აპრილს – ხუთშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9 +14°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით  +4, +9°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა,  მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°, ზოგან  +22°-მდე; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით  +3, +8°, ზოგან  +14°-მდე.

  • 21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები ახლობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გააკონტროლეთ ემოციები, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

    კურო

    შესაძლოა, დაუფიქრებელი მოქმედებით სერიოზული საფრთხე შეუქმნათ პირად ურთიერთობებს. რაც ნაკლებად აჰყვებით ემოციებს, მით მეტი შანსი გექნებათ თავიდან აიცილოთ გამოუსწორებელი შეცდომები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

    ტყუპები

    სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ პირად ურთიერთობებს. უარი არ თქვათ წვეულებებზე. დაისვენეთ, წინ საინტერესო ამბები გელოდებათ.

    კირჩხიბი

    გაწუხებთ, რომ ბევრი რამ თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ ვითარდება, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ მოულოდნელად ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდება.

    ლომი

    შეეცადეთ, იყოთ უფრო დიდსულოვანი ახლობლებთან, მით უმეტეს, რომ თანდათან უპირობო ლიდერი ხდებით ირგვლივ მყოფებში, გააკონტროლეთ ემოციები და თავს ნუ მოახვევთ ყველას თქვენს სურვილებსა თუ მისწრაფებებს.

    ქალწული

    ერიდეთ გადაღლას, გააკონტროლეთ ჯანმრთელობა. ნუ მიიღებთ სარისკო გადაწყვეტილებას და ეცადეთ, დაისვენოთ.

    სასწორი

    სასიკეთო დღეა, იქ სადაც სხვა დროს დიდი ძალისხმევა გჭირდებოდათ, ახლა წარმატებას მარტივად მიაღწევთ, მთავარია, ზედმეტად არ გადაიღალოთ.

    მორიელი

    საჭიროა, შეცვალოთ ტაქტიკა და ნაკლები ემოციები დახარჯოთ ოჯახში თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას. ეცადეთ, ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთოთ, მაგრამ, ამასთანავე, ერიდეთ ზედმეტად ფიზიკურ გადაღლილობას.

    მშვილდოსანი

    რაც ნაკლებად იაქტიურებთ, მით უკეთესია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მოახერხებთ გამოძრომას, ეცადეთ, არავის საქმეში ჩაერიოთ.

    თხის რქა

    თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან. გაწერეთ ბიუჯეტი. ამ ეტაპზე, ფინანსური საკითხები შესაძლოა, უფრო გართულდეს, ამიტომ, საჭიროა, იყოთ უფრო ეკონომიური და წინდახედული.

    მერწყული

    სასიამოვნო მოულოდნელობების და დიდი ხნის საოცნებო სურვილების ახდენის ალბათობა დიდია. თქვენი სიმშვიდითა და ტაქტით კი ნებისმიერ ადამიანთან იპოვით მისასვლელ გზას.

    თევზები

    ფინანსურ საკითხებში თქვენს შინაგან ხმას მოუსმინეთ და დაუგეგმავ საყიდლებს მოერიდეთ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით ეფექტურად შეძლებთ მიზნების მიღწევას.

  • ვინ იქნება მომავალი პატრიარქი – მეუფე ანტონის განცხადებამ საზოგადოება გააოგნა სრულად წაკითხვა..

    ვინ იქნება მომავალი პატრიარქი – მეუფე ანტონის განცხადებამ საზოგადოება გააოგნა სრულად წაკითხვა..

    რთული იქნება იმიტომ, რომ მე ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, პატრიარქი იყო ჩვენი, ყველას მამა და მამის წინაშე ყველანი ვიყავით შვილები და ახლა ვინც არ უნდა იქნეს მომავალი პატრიარქი ის იქნება ძმათა შორის, შვილებიდან არჩეული და შვილები, ძმები ერთმანეთს შეიძლება ცოტა, რაღაცნაირად რთული იქნება შვილებში. მამის წინაშე ვერავინ ვერ ამოიღებს ხმას და ძმის წინაშე შეიძლება უფრო მეტი ის იყოს… ამიტომ რთული ეპოქა იქნება აუცილებლად” – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ (ბულუხია)​ “TV პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა

  • საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

    ფონდის ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია. 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28 882-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137,2 მილიონი ლარი.

    თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.

  • “მატჩი მე-15 წუთზე შეწყდა …” – 21 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა, ვრცელდება მძიმე კადრები

    “მატჩი მე-15 წუთზე შეწყდა …” – 21 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა, ვრცელდება მძიმე კადრები

    ინგლისელი ფეხბურთელი ბილი ვიგარი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მოთამაშემ უდიდესი დრო არსენალის ახალგაზრდულ გუნდებში გაატარა, ბოლოს კი ინგლისის ქვედა დივიზიონის გუნდ ჩიჩესტერ სიტიში ასპარეზობდა, სწორედ აღნიშნულმა გუნდმა გაავრცელა ეს სამწუხარო ინფორმაცია.

    აღნიშნულ დაპირისპირებაში თამაში მე-15 წუთზე შეწყდა, რადგან 21 წლის ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო და შემთხვევის შედეგად ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ფეხბურთელს ოპერაციაც ჩაუტარდა, სამწუხაროდ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

    იხილეთ ფოტო

  • ახლახან, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დეტალები

    ახლახან, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დეტალები

    იაპონიაში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

    BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრა სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ის დაშორებით, 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

    NHK-ის ინფორმაციით, იაპონიის სეისმური ინტენსივობის შკალაზე, ყველაზე ძლიერად დაზარალებულ ტერიტორიებზე(0-დან 7-მდე) ბიძგების ძალამ 5+-ს მიაღწია.

    სააგენტომ ცუნამის გაფრთხილება ივატეს პრეფექტურაში, ასევე, ჰოკაიდოსა და აომორის პრეფექტურის ნაწილებში გამოაცხადა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება ასევე გავრცელდა მიათისა და ფუკუშიმას პრეფექტურებში.

  • სკოლის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა: 7 ბავშვი დაიღუპა

    სკოლის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა: 7 ბავშვი დაიღუპა

    სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 7 მოსწავლე დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შემთხვევა ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მოხდა.

    სააგენტოს ინფორმაციით, ათობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ინციდენტის დროს კლასში დაახლოებით 25-დან 30-მდე მოსწავლე იმყოფებოდა.

    სამართალდამცველები სახურავის ჩამონგრევის მიზეზად ძლიერ წვიმებს ასახელებენ.

  • აი ეს სჭირდა სიკვდილამდე – ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები – რა მდგომარეობაში იყო ბერი ნიკოლოზი?

    აი ეს სჭირდა სიკვდილამდე – ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები – რა მდგომარეობაში იყო ბერი ნიკოლოზი?

    ,,ეს არის მკვლელების მამხილებელი ვიდეო, სექტამ არ შეუშვა ექიმი ბერ ნიკოლოზთან რომელიც უკიდურესად დუძლურებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჯერ კიდევ შეიძლებოდა ბერის გადარჩენა”, – წერს სოციალურ ქსელში ინგა ბოლოთაური.

     

  • გოგა მანიას წინასწარმეტყველება ახდა – „იგი გაფანატებული ხალხის მსხვერპლი აღმოჩნდა“

    გოგა მანიას წინასწარმეტყველება ახდა – „იგი გაფანატებული ხალხის მსხვერპლი აღმოჩნდა“

    მრავალწლიანი მდუმარებისა და განდეგილობის შემდეგ, ნარიმან მაქარაშვილი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, სადარბაზოსთან კი მისი მრევლი შეიკრიბა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ვიდეომიმართვაში ცნობილი ქართველი ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე  გოგა მანია საუბრობდა, რომ ხედავდა სასულიერო პირის გარდაცვალებას, რომელსაც საკუთარი, ე.წ. მრევლი ჰყავდა. 

    აი რას ამბობდა გოგა მანია 2025 წლის 11 ნოემბერს:

    „მმართველ პოლიტიკოსს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, შესაძლოა კლინიკაში გადაიყვანონ.

    გარდაიცვლება ყოფილი პოლიტიკოსი; ამ ამბავს საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.

    გარდაიცვლება ე.წ. კანონიერი ქურდი; გარდაიცვლება მთავარი სასულიერო ფიგურა. ასევე იქნება სასულიერო პირის გარდაიცვლება (რომელსაც ჰყავს თავისი მრევლი)“, – აღნიშნავდა გოგა მანია თავის წინასწარმეტყველებაში.

  • რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ 1 წლის წინ ბერ ნიკოლოზზე რომელიც ახდა.

    რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ 1 წლის წინ ბერ ნიკოლოზზე რომელიც ახდა.

    მრავალწლიანი მდუმარებისა და განდეგილობის შემდეგ, ნარიმან მაქარაშვილი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, სადარბაზოსთან კი მისი მრევლი შეიკრიბა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ვიდეომიმართვაში ცნობილი ქართველი ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე  გოგა მანია საუბრობდა, რომ ხედავდა სასულიერო პირის გარდაცვალებას, რომელსაც საკუთარი, ე.წ. მრევლი ჰყავდა. 

    აი რას ამბობდა გოგა მანია 2025 წლის 11 ნოემბერს:

    „მმართველ პოლიტიკოსს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, შესაძლოა კლინიკაში გადაიყვანონ.

    გარდაიცვლება ყოფილი პოლიტიკოსი; ამ ამბავს საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.

    გარდაიცვლება ე.წ. კანონიერი ქურდი; გარდაიცვლება მთავარი სასულიერო ფიგურა. ასევე იქნება სასულიერო პირის გარდაიცვლება (რომელსაც ჰყავს თავისი მრევლი)“, – აღნიშნავდა გოგა მანია თავის წინასწარმეტყველებაში.