“არასდოს მინახავს ასეთი სადარბაზო და ახლა გაჩვენებთ, თავი ზღაპარში მგონია” – სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ვირუსულად ვრცელდება.
Category: Uncategorized
-

ვანგას უტყუარი წინასწარმეტყველება დაბადების თარიღის მიხედვით – დააკომენტარეთ თქვენი დაბადების თარიღი და გაიგეთ რა გელოდებათ წინ…
მაშ ასე! ბედის წინასწარმეტყველება დაბადების თარიღის მიხედვით:
1. ბედის ამოსაცნობად მოგიწევთ არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება.მაგალითად თუ 04.11.1979 წელს დაიბადეთ, რიცხვების დასადგენად საჭიროა შემდეგი გაანგარიშება: 0+4=4. დაბადების წლის ბოლო ორი ციფრის ჯამი კი: 7+9=16 – თქვენი ცხოვრების ინდივიდუალურ ციფრს მიუთითებს. ანუ ყოველ 16 წელში თქვენი ბედი განახლდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება;
2. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დაბადების წლის ბოლოს წინა ციფრი (ამ შემთხვევაში -7) მამის გავლენაა ხოლო ბოლო (ამ შემთხვევაში 9) დედის. რაც მაღალია ციფრი, მეტია გავლენის ზემოქმედებაც. ერთნაირი რიცხვები კი მშობლების ჰარმონიულ გავლენას ნიშნავს.
3. დაბადების წელი გაამრავლეთ რიცხვსა და თვეზე.მაგ: რიცხვია – 4, თვე -11, გამოვიდა 411, ამიტომ 411ხ1979=813369. რიცხვების შეერთებით, საბოლოოდ, მიიღებთ პირადი პოტენციალის დონეს (30). რაც უფრო მაღალია მნიშვნელობა, მეტია პოტენციალი.
4. ახლა შეადგინეთ ცხოვრების გრაფიკი რიცხვების მიხედვით.
დაბადების წელი გაამრავლეთ დღესა და თვეზე. რიცხვების მნიშვნელობა განალაგეთ აბსცისაზე, ღირებულება კი ორდინატაზე. იგრეკ ღერძზე განლაგდება – 1,2,3,4,5,6,7,8,9. იქსზე კი – 8,1,3,3,6,9. შემდეგ სიტყვებზე განალაგეთ შემდეგი წერტილები: ჯერ 2, შემდეგ Y=1 და X=8; ალბათ შენიშნეთ, რომ მეორე წერტილი ემთხვევა თქვენს 16 წლიან ციკლს. ციკლის შემდგომ პერიოდში (32 წელი) – უნდა გადადოთ გადაკვეთის წერტილი ყ=2 და ხ=1. ამგვარად უნდა გადადოთ ყველა ცხრა რიცხვი.
5. აგებულ გრაფიკზე დაინახავთ როგორ წარიმართება თქვენი ბედი.
გაიგებთ როდის მოგელით ცხოვრებაში წარმატება თუ წარუმატებლობა, ცხოვრებისეული აღმაფრენა თუ დაცემა, და ეს დაემთხვევა თქვენს ასაკს. გრაფიკზე რაც უფრო დაბლა ჩამოდის წერტილი – ცხოვრების ამ პერიოდში მით უფრო რთული პერიოდი გელით. მაგალითად თუ წერტილი 0-ზე აღმოჩნდა, დიდი საშიშროება გემუქრებათ. გრაფიკის უმაღლეს წერტილებში კი, ნაწინასწარმეტყველები გაქვთ სოციალური, კარიერული და სხვა დიდი წარმატებები.

თუ დაბადების დღის ნუმეროლოგიური კოდი არის – 1, ეს ადამიანები მოქმედებენ აქტიურად, არიან ენერგიულები და ინიციატორებო. ისინი ბავშვობიდან არ ემორჩილებიან მშობლებსა და სხვა აღმზრდელებს. მათზე დადებითად მოქმედებს ექსტრემალური სიტუაციები, ამ დროს მოსდით კარგი იდეები. ეს ადამიანები, რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში, არ უნდა გახდნენ ამაყები და ტრაბახის მოყვარულები.
თუ კოდი არის -2 ცვალებადი ხასიათის ადამიანია და ეს ძირითადად გამოწვეულია საკუთარი თავისადმი რწმენის არ ქონის გამო. გამუდმებით ეპარებათ ეჭვი და ზედმეტად განიცდიან, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევთ. სასურველია თავი აარიდონ კონფლიქტებს და ყური უგდონ ჭკვიანი ადამიანის რჩევებს.
მათ დიდი პოტენციალი აქვთ და ბევრის გაკეთება შეძლიათ, როცა მარტო არ არიან. ასეთმა ადამიანებმა უფრო მეტად უნდა დააფასონ საკუთარი თავი, შეიმატონ თავდაჯერებულობა და მორიდების გარეშე ითხოვონ მხარდაჭერა, როცა სჭირდებათ.როცა კოდი 3-ია, მათ ყველაფერი ერთდროულად სურთ და პეპლის მსგავსად ერთი ყვავილიდან მეორეზე გადაინაცვლებენ; უმჯობესია სურვილები რეალობას შეუსაბამონ და შეადგინონ სია, რომლის მიხედვითაც დაიწყებენ სურვილების შესრულებას. მაშინ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
4-იანის ადამიანები – უყვართ სტაბილურობა. არიან პასუხისმგებლიანი, საიმედო და სერიოზული ადამიანები. სწორად უდგებიან ნებისმიერ წარუმატებლობას და ცხოვრებისეულ გამოცდილებად მიიჩნევენ. წარუმატებლობა უფრო აზარტულს ხდის და ბოლომდე იბრძვიან, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. აქვთ ფულის გამომუშავების უნარი.როცა კოდი 5-ია, აფასებს თავისუფლებას და უყვარს ცვლილებები. უყვართ რისკი და უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებენ. ცხოვრებაში ძალიან უმართლებთ. გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, აქვთ რამდენიმე საქმის ერთად კეთების უნარი. უყვართ მოგზაურობა და ხალხთან ურთიერთობა.
6 – თუ ამ ადამიანმა სიტყვა მოგცათ, შეუძლებელს შეძლებს მის შესასრულებლად. არიან ღირსეულები. მათთვის ყველაზე წარმატებული სფეროა – მედიცინა, პოლიტიკა და საგანმანათლებლო საქმიანობა. ახასიათებთ ადრეული ქორწინება.
7- ისინი უსმენენ შინაგან ხმას და არა ლოგიკას. მატერიალურზე მეტად სულიერი ცხოვრებით ინტერესდებიან. ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებში ნამდვილი ექსპერტები არიან.8- შეუძლიათ და მიმართავენ კიდეც თავის ძალებს მატერიალური ცხოვრებისკენ. ბიზნესში დიდ მწვერვალებს აღწევენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ ფულზე ზრუნვა წარმატებას ვერ მოუტანს. თუ სხვის მოგებაზეც იფიქრებენ, ყოვლად უზრუნველყოფილი ცხოვრება ელით. რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდონ, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ რომ, მატერიალური აუცილებლად უნდა გაუთანაბრონ სულიერს.
9- გარშემომყოფები მას ძალიან აფასებენ და ავტორიტეტულ ადამიანებად მიიჩნევენ. ქორწინებაში მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სულიერი მხარე, ვიდრე ფიზიკური სიახლოვე.
11- ამ ადამიანებს ცხოვრებაში დიდი მისია აკისრიათ. ისინი გამუდმებით იძლევიან რჩევებს და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ სიტყვას, რასაც სხვის სასარგებლოდ ამბობენ და ეს ადამიანები ხშირად მასზე გაცილებით უფროსებიც არიან.
ადამიანები, რომელთა ნუმეროლოგიური კოდი 22-ია, ყველაზე გრანდიოზული და რთული ცხოვრებისეული მისია აკისრიათ. კაცობრიუბას უძღვნიან თავს. მათი დავალებაა აუხსნან თანამედროვეებს კოსმიური ძალების შესახებ.
ანა ვერძაძე -

გია ჯაჯანიძემ სოფია სებისკვერაძეს ტუჩებში აკოცა – “ისეთი გრილი ტუჩები ჰქონდა..”- ნახეთ რა მოხდა
გადაცემა “სხვა რაკურსის”გუშინდელ ეთერში კურიოზები აჩვენეს. ერთ-ერთ ფრაგმენტში, გია ჯაჯანიძე სოფია სებისკვერაძეს გადაცემის მსვლელობის დროს ტუჩებში კოცნის სურვილში გამოუტყდა.
მსახიობი სოფია სებისკვერაძე არ დაიბნა და ტელეწამყვანისკენ გადაიხარა. მალევე „კრუპნი“ კადრისთვის ჯაჯანიძემ მეორე კოცნაც მოითხოვა. ტელეწამყვანი კურიოზული ეთერის დეტალებზე “პრაიმტაიმთან” საუბრობს.
– გამიგია, კაცი ასაკში რომ შედის პატარა გოგოები მოსწონსო. ადრე მიუღებელი იყო ეს ამბავი ჩემთვის, ვბრაზობდი კიდეც ამ ასაკიან კაცებზე, მაგრამ იმ გადაცემაში არ ვიცი რა დამემართა. მარწყვივით ტუჩები ჰონდა სოფიას. რომ ლაპარაკობდა, ამ მარწყვივით ტუჩებს ისე ლამაზად ამოძრავებდა, თეთრ, ბროლივით კბილებს ისე ეხებოდა ეს ულამაზესი ტუჩები, კიდევ კარგი გონზე მოვედი, ნებართვა მაინც ავიღე კოცნაზე და პირდაპირ არ ვეძგერე. ახლა უკვე იმათიც მესმის პირდაპირ რომ ეძგერებიან ხოლმე გოგონებს. მე ჩემმა მოკრძალებამ გადამარჩინა,” – ამბობს ჯაჯანიძე.
– ამ კოცნას უკუჩვენებები არ მოჰყოლია? ასეთი ლამაზი მსახიობი მარტო ხომ არ იქნებოდა, საქმე ხომ არავინ გაგირჩია?
– ვიკითხე, კაცო, მანამდე, მე მოხუცი ვარ, დებილი კი არა! რომ ეთქვა ქმარი მყავსო, ამას როგორ ვიზამდი, ხომ წამაჭრიდნენ ყველაფერს (იცინის)… რა უცნაურია, აი ახლა ამ ამბავს რომ გიყვები, ისევ ის შეგრძნებები განმიახლდა. ისეთი გრილი ტუჩები ჰქონდა…– გია, შეყვარებული ხართ, მგონი… ხომ არ გაგრძელდა მიმოწერა ამ გადაცემის შემდეგ?
– არა, ყველაზე დიდი და ამაღელვებელი ის არის, რომ ის ერთი კოცნა დარჩა. ესაა ცხოვრება, მოვიდა, გაიშრიალა და გაფრინდა. დღესაც რომ ვხედავ სითბო ჩამეღვრება ხოლმე გულში. -

ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ გადახტა ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში ცოლ-ქმრის გადასარჩენად
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც მდინარე აჭარისწყალში, ორი უცხოელი ტურისტი – ცოლ-ქმარი ჩავარდა.
შემთხვევის დროს მათ დასახმარებლად ადგილობრივი მცხოვრებლები მივიდნენ.
მოქალაქეებმა ორივე ტურისტი საკუთარი ძალებით წყლიდან ამოიყვანეს და ნაპირზე უსაფრთხოდ გადაიყვანეს.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მოქალაქე ლალი ხიმშიაშვილი წერს, რომ ტურისტების გადარჩენაში მისი მეუღლე, რეზი ხაბაძე, მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, ხაბაძე ხიდიდან წყალში გადახტა და ტურისტი ქალი გადაარჩინა.
“რა გმირი ქმარი მყავს, ისე გადახტა, არც კი დაფიქრებულა“, – წერს ლალი ხიმშიაშვილი.
-

„ეს შეიძლება ფატალური შეცდომა გახდეს…“ – რის შესახებ გვაფრთხილებს ტრავმატოლოგი
მოტომედიკი და ტრავმატოლოგი დავით კაცაძე სოციალურ ქსელში საყურადღებო მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას უცხო სხეულით დაზიანებისას არასწორი ქმედებების საფრთხეზე აფრთხილებს.
„ამ მამაკაცს სახის არეში დიდი ზომის ლურსმანი ჰქონდა ჩარჭობილი. საბედნიეროდ, შემთხვევის ადგილზე მისმა ახლობლებმა მისი ამოღება არ სცადეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ბევრს ჰგონია, რომ ასეთი უცხო სხეული დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ. სინამდვილეში, ეს შეიძლება ფატალური შეცდომა იყოს.
უცხო სხეული ზოგჯერ დაზიანებულ სისხლძარღვს აწვება და დროებით ამცირებს ან აჩერებს სისხლდენას. მისი დაუფიქრებელმა ამოღებამ შეიძლება რამდენიმე წამში სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს.
ასეთ დროს პირველადი დახმარების მთავარი პრინციპია:არ ამოიღოთ უცხო სხეული.
დაასტაბილურეთ იგი, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ შესაბამის კლინიკაში“,- წერს ექიმი.
-

როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში – სინოპტიკოსის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი დოდო გვაზავა „პრაიმტაიმთან“ შავი ზღვის სანაპიროსა და საქართველოს სხვა რეგიონებში აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში მოსალოდნელ ამინდზე საუბრობს.
სინოპტიკოსის ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 32-33 გრადუსს მიაღწევს.
„21, 22 და 23 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარის ტერიტორიაზე, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 32-33 გრადუსს მიაღწევს.
24 აგვისტოდან ამინდი შეიცვლება. 24-25 აგვისტოს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი ნალექი, შესაძლოა, 27-დან 29 აგვისტოს ჩათვლით აღინიშნოს. დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
არ არის გამორიცხული, 27, 28 და 29 აგვისტოს, ზღვაზე ტალღების სიმაღლეც გაიზარდოს. 30 აგვისტოდან პროცესების ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა 30-31 აგვისტოს ამინდი ჯერ კიდევ არამდგრადი იქნება და სრულ გამოდარებას არ ველოდებით“, – ამბობს დოდო გვაზავა.
მისივე განმარტებით, არსებული გლობალური პროგნოზების მიხედვით, 1-3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა კვლავ 31-33 გრადუსამდე მოიმატებს. ეს განსაკუთრებით ბათუმის ტერიტორიას ეხება.
თუმცა სინოპტიკოსი აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პროგნოზში გარკვეული ცვლილებები შესაძლებელია:
„ჯერ არამდგრადი სიტუაცია იკვეთება და ვნახოთ, რამდენად გამართლდება 11-დღიანი გლობალური რუკების პროგნოზი.“
დასავლეთ საქართველო
დასავლეთ საქართველოში ამინდი დაახლოებით შავი ზღვის სანაპიროს მსგავსი იქნება.
21-23 აგვისტოს უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ამასთან, კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში, შესაძლოა, პერიოდულად აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს.
24 აგვისტოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლაა მოსალოდნელი. შედეგად, დასავლეთ საქართველოს მთიან და მთაგორიან რაიონებში ხანმოკლე წვიმები იქნება. ცალკეულ პერიოდებში ნალექი, შესაძლოა, ზომიერი ან ზომიერზე ძლიერი იყოს.
ამინდის გაუმჯობესება თვის ბოლოს, დაახლოებით 31 აგვისტოდან არის მოსალოდნელი. 1 სექტემბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველო
დოდო გვაზავას განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი ცვლილება ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან მიმდინარე პროცესები უფრო მეტად ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე იმოქმედებს.
აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ მაღალი იქნება და 30-34 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
თუმცა 24-28 აგვისტოს აქაც შესაძლებელია არამდგრადი ამინდი, ხანმოკლე წვიმა და ცალკეულ ადგილებში შედარებით ძლიერი ნალექი.
სინოპტიკოსის განმარტებით, საქართველოს ამინდზე გავლენას ახდენს ქვეყნის ჩრდილოეთით მიმდინარე ატმოსფერული პროცესებიც. ატლანტის ოკეანიდან ევროპის მიმართულებით კვლავ გადაადგილდება შედარებით ცივი ჰაერის მასებთან დაკავშირებული ციკლონები, რის გამოც, თვის ბოლოს პროგნოზი, შესაძლოა, გარკვეულწილად შეიცვალოს.
როგორი იქნება სექტემბრის დასაწყისი
არსებული მონაცემებით, სექტემბრის პირველი დღეები უმეტესად უნალექო და თბილი იქნება, თუმცა ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა კვლავ არ გამოირიცხება.
შავი ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით ბათუმში, 1-3 სექტემბერს ტემპერატურა, შესაძლოა, კვლავ 31-33 გრადუსამდე გაიზარდოს.
-

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
21 აგვისტო აქტიურობას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოგთხოვთ. სამსახურში შესაძლოა ახალი დავალება ან საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს. პირად ურთიერთობებში კი გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.
კურო
დღეს სიმშვიდე და თანმიმდევრულობა თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებზე გავლენას მოახდენს. ფინანსურად კარგი დღეა ბიუჯეტის გადასახედად. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს.
ტყუპები
კომუნიკაციებით დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა მოულოდნელი ზარი, შეტყობინება ან შეხვედრა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. სამუშაო სფეროში თქვენი იდეები ყურადღებას მიიქცევს. სიყვარულში ნუ დატოვებთ მნიშვნელოვან სიტყვებს უთქმელს.
კირჩხიბი
21 აგვისტოს ემოციური ფონი შედარებით მგრძნობიარე იქნება. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ წუთიერი განწყობის საფუძველზე. ოჯახურ საკითხებში შესაძლოა სასიამოვნო სიახლე მიიღოთ. ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ.
ლომი
თქვენი თავდაჯერებულობა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. კარგი დროა საკუთარი ინიციატივების წარმოსაჩენად და ახალი ნაბიჯის გადასადგმელად. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო ყურადღება ან მოულოდნელი შეხვედრა. თუმცა ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს.
ქალწული
დღეს დეტალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. საქმეში შესაძლოა აღმოაჩინოთ ის, რაც აქამდე შეუმჩნეველი იყო და პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფინანსურად სტაბილური დღეა, თუმცა დიდი შენაძენი კარგად გათვალეთ. საღამოს დასვენება აუცილებელია.
სასწორი
ურთიერთობებში ბალანსის აღდგენის შესაძლებლობა გექნებათ. თუ ბოლო პერიოდში ვინმესთან უთანხმოება გქონდათ, დღეს შერიგებისთვის კარგი დროა. სამსახურში თანამშრომლობა უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება. მოსალოდნელია სასიამოვნო ამბავიც.
მორიელი
ინტუიცია დღეს სწორ მიმართულებას გაჩვენებთ. შესაძლოა დაფარული ინფორმაცია გაიგოთ ან სიტუაციას სრულიად სხვა თვალით შეხედოთ. პროფესიულ სფეროში ნუ იჩქარებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. სიყვარულში ძლიერი ემოციებია მოსალოდნელი.
მშვილდოსანი
ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დღეა ახალი იდეების, მოგზაურობის ან სამომავლო გეგმების დასაწყებად. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ. ფინანსებში ოპტიმიზმს სიფრთხილეც შეუთავსეთ – ყველა შესაძლებლობა ისეთი მომგებიანი არ იქნება, როგორც თავიდან ჩანს.
თხის რქა
თქვენი შრომა და პასუხისმგებლობა შედეგს გამოიღებს. სამსახურში შესაძლოა თქვენი ძალისხმევა დააფასონ ან მნიშვნელოვანი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო გამოიჩინეთ. ფინანსურად დღე ზომიერად ხელსაყრელია.
მერწყული
მოულოდნელობებით სავსე დღე შეიძლება იყოს. გეგმების შეცვლა თავიდან დისკომფორტს შეგიქმნით, თუმცა საბოლოოდ საინტერესო შესაძლებლობამდე მიგიყვანთ. ახალი ნაცნობობა ან ძველი მეგობრის გამოჩენა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ენდეთ საკუთარ იდეებს.
თევზები
დღეს ინტუიცია და შემოქმედებითი ენერგია განსაკუთრებით გაძლიერდება. კარგი დროა იმ საქმისთვის, რომელიც შთაგონებას მოითხოვს. ურთიერთობებში შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური საუბარი შედგეს. ფინანსებთან დაკავშირებით კი ზედმეტად ნუ ენდობით დაპირებებს – ფაქტები გადაამოწმეთ.
-

‼️“მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე”- ანანომირი “ფეისბუქ” გვერდი “ნასვამი ჩოჩორი” მიმართვას ავრცელებს
ანანომირი “ფეისბუქ” გვერდი “ნასვამი ჩოჩორი” განცხადებას ავრცელებს.„მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ოსურად სიტყვა “დადგა ჟამი”.იმის გამო, რომ ჩემი და ჩემი გუნდის კერძო საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დავადგინეთ, რომ აღნიშნული ყალბი კახა გელაშვილის გვერდი და ასევე ნამდვილი კახა გელაშვილის გვერდის IP მისამართები ერთი და იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახა გელაშვილს ნამდვილად მიუწვდება ხელი იმ ცნობილ ყალბ გვერდზე, რომელიც ასევე კახა გელაშვილის სახელით არის დარეგისტრირებული. ამ ინფორმაციას ასევე ფლობს საგამოძიებო სტრუქტურა როგორც ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილზე, რომელიც 3-4 წელია ატყუებდა გამწარებულ დედას, რომელიც ეძებდა გურამ დადიანიძის საქმეს, რომელიც არის დაახლოებული პირი ბატონ კახა გელაშვილთან.მე და ჩემს გუნდს მიგვიწვდება ხელი მხოლოდ გურამ დადიანიძის ოფიციალურ გვერდზე და ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წასულიყო. თუმცა კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა კიდევ ერთხელ დააფარონ ხელი ბატონ კახა გელაშვილს და მის შავბნელ გამოუძიებელ საქმიანობებს.დაპოსტვის შემდეგ გავაგზავნეთ ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოსტის დადებამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ ამ პოსტის დადების შესახებ. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი იყო ოჯახის დახმარება და ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწორი მიმართულებით ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არასწორი მიმართულებით ცდილობენ ამ გამოძიების წარმართვას და კიდევ ერთხელ ჩაფარცხვას. ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს არ ჰქონია ინფორმაცია ჩვენი მოქმედებების შესახებ, ასე რომ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და იმაზე მოახდინეთ რეაგირება, რა ფაქტებიც გაგაჩნიათ, ჩვენივე მოწოდებული ბატონი კახა გელაშვილის წინააღმდეგ” | ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც Facebook-გვერდი “ნასვამი ჩოჩორი” ავრცელებს
18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: “მოვიდა დრო”. ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: “დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე… პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა”. შსს-ს განცხადებას უპასუხა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, რომელმაც დაწერა: ადამიანმა Facebook-პროფილით – “ნასვამი ჩოჩორი” შემატყობინა, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: “დადგა ჟამი”… სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება “ნასვამი ჩოჩორის” უკან!!! სქრინებით ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან” -

21 აგვისტოს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
21 აგვისტოს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი” ავრცელებს.
„ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ვირსალაძის, სოფიევას და მეფე ლუარსაბ პირველის ქუჩების მოსახლეობას”,- ნათქვამია განცხადებაში.
-

“მოგიყვებით სიმართლეს” – რა მიმოწერას ასაჯაროებს ტარიელ კაკაბაძე?
დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს.
კაკაბაძე უარყოფს შსს-ს ინფორმაციას, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ გურამ დადიანიძის “ფეისბუქის” ანგარიშზე “პოსტი” უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე. ადვოკატი შსს-ს განცხადებას “უდიდეს ტყუილს” უწოდებს.
„შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი, რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე.
აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობა, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ, ჩემს დისკრედიტაციას.
შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!“, – წერს კაკაბაძე.
მოგიანებით კაკაბაძემ გაავრცელა მიმოწერის ე.წ. სქრინები და სამართალდამცველებს „ფეისბუქ“-პროფილ „ნასვამი ჩოჩორის“ უკან მდგარი პირის სასწრაფოდ დადგენისკენ მოუწოდა. კაკაბაძის თქმით, აღნიშნული ანგარიშიდან მას კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ყალბ გვერდსა და ოსურენოვან პოსტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რაც, მისივე შეფასებით, ადვოკატის მიზანმიმართულ „გაშავებას“ ისახავდა მიზნად.
„მოგიყვებით სიმართლეს:
2026 წლის 16 ავისტოს, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე – ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze მომწერა ადამიანმა “ფეისბუქ” პროფილით “ნასვამი ჩოჩორი”. მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათქვამი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პროფილზე: Tariel Kakabadze. აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის.
ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილ „ფეიკ“ გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე, შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი “დედა ცოცხალი ვარ” – დადებულია კახა გელაშვილის მიერ.
ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვფრინდი, 10 – საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. „ფეიკიდან“ შემოსულ მესიჯს, სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: “დადგა ჟამი”.
როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს.
ჩემს პოსტს დავურთავ აღნიშნული ანგარიშიდან შემოსული მესიჯის სქრინს და ასევე ჩემი პასუხის სქრინს, სადაც ვსაყვედურობ მას, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია!
სასწრაფოდ დადგინდეს, ვინ იმალება “ნასვამი ჩოჩორი”-ს უკან!!!“, – წერს კაკაბაძე.

