Category: Uncategorized

  • მნიშვნელოვანი სიახლე: რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის

    მნიშვნელოვანი სიახლე: რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის

    2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან, უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.

    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.

    როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.

    პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი, 1 213 804 ლარია.

    ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის არის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.

    რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130 500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2 653 678 ლარს შეადგენს.

  • “რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში?!” – რა უპასუხა სოფო ნიჟარაძემ ამ კომენტარს

    “რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში?!” – რა უპასუხა სოფო ნიჟარაძემ ამ კომენტარს

    პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალურია. ის საკმაოდ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს.

    ერთ-ერთ ფოტოზე გამომწერმა დაუწერა კომენტარი: ”beautiful, რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში???” – რაზეც სოფომ სიცილის სმაილიკებით უპასუხა.

  • „49 წელია ეს ამბავი მაწუხებს, არსად მომიყოლია… რას ამხელს ლელა წურწუმია

    „49 წელია ეს ამბავი მაწუხებს, არსად მომიყოლია… რას ამხელს ლელა წურწუმია

    მომღერალი ლელა წურწუმია ბავშვობაში, ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარ ინციდენტს 49 წლის შემდეგ იხსენებს.  ამბავი მან „შენი დილის“ ეთერში პირველად მიჰყვა და მისი თქმით, მხრებიდან დიდი ლოდი მოიშორა.

    ლელა წურწუმიამ ახალგაზრდებსაც მიმართა.

    „54 წლის ვარ და ეს ისტორია ხშირად მახსენდება, როცა განმარტოებული, ან ჩემს ფიქრებთან ვარ მარტო, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს. ალბათ ამიტომ გადავწყვიტე ამის მოყოლა, არსად არასდროს მომიყოლია…

    1974 წელი იყო, 5 წლის ვიყავი. ბებიამ სასეირნოდ წამიყვანა და შემდეგ აფთიაქში შევედით. შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, სანამ მისი რიგი მოვიდოდა, ჯიბეში ჩაიყო ხელი და რომ ამოსწია,  ქაღალდის 1-მანეთიანი ამოუვარდა.

    იქვე ახალგაზრდა კაცი იდგა, ნელ-ნელა წამოვიდა და ამ ფულს ფეხი დაადგა, ისე, რომ აღარ ჩანდა. მოვიდა იმ ბიჭის რიგი, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ფული არ დახვდა. დაიწყო ძებნა… თქვა, ნამდვილად მქონდა, არ ვიცი სად წავიდაო და ძებნა გააგრძელა. მე იმ კაცს ვუყურებდი, 5 წლის…. მან იცოდა, რომ დავინახე, წარმოიდგინეთ, როგორი განსაცდელის წინაშე იყო, ვაიდა, ამ ბავშვმა არ თქვას, რომ ფეხი დავაბიჯეო. ეს ბიჭი ძალიან შეწუხებული იყო. რაიონიდან ვარ ჩამოსული, ეს ბოლო ფული იყო, ბავშვი მყავს, მისთვის მინდა ეს წამალი და არ ვიცი, სად წავიდაო. მართლა გამშრალი ვუყურებდი, თვალებიც აუცრემლიანდა და გავიდა…

    ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, შემეშინდა, თან ძალიან შემრცხვა. სხვათაშორის, ეს გრძნობა დღემდე მაწუხებს, საშინლად განვიცდი. ის ერთი მანეთი მისთვის ალბათ, მთელი ცხოვრება იყო.

    მას შემდეგ ჩემი ცხოვრების წესად გავიხადე, როდესაც ვხედავ უსამართლობას, არ ვიცი, რამდენად გამომდის, ვცდილობ, ხმა ამოვიღო. საშინლად ვერ ვიტან უსამართლობას, მეზიზღება. როცა ვინმე სიიდან ამოუგდიათ, მითქვამს, თუ ეს ადამიანი არ იმღერებს, მე კონცერტზე არ გამოვალ-თქო.

    განსაკუთრებით მინდა, რომ ახალგაზრდებო, თქვენ მოგმართოთ: თუკი რამე უსამართლობას ნახავთ, აუცილებლად ამოიღეთ ხმა. ეს ისევ თქვენ გამოგადგებათ, ჩვენს ქვეყანას გამოადგება და ყოველი შემთხვევისთვის, ამდენი წელიწადი გულში და გონებაში სინანულად მაინც არ დაგრჩებათ.

    არ ვიცი, რამდენად დაგაფიქრებთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე 49 წელია ეს მაწუხებს. ძალიან კარგია, რომ საშუალება მომეცა და ეს ლოდი მოვიხსენი მხრებიდან,“ – ამბობს ლელა წურწუმია.

  • ცნობილია კვარაცხელიას შეფასება ბაიერნის წინააღმდეგ

    ცნობილია კვარაცხელიას შეფასება ბაიერნის წინააღმდეგ

    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარიზში საოცარი მატჩი შედგა.

    პარი სენ-ჟერმენისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩი 5:4 დასრულდა.

    ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 84 წუთი გაატარა და პსჟ-ს რიგებში საუკეთესო იყო.

    ქართველმა ვარსკვლავმა ორი გოლი გაუტანა მანუელ ნოიერს და მაღალი ქულაც დაიმსახურა.

    სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 8.4 ქულით შეაფასა.

  • ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს

    ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს

    მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა.  ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

    სამართალდამცველებმა 10 წლის ბავშვი დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ადგილზე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული! კიდე ერთი ძლიერი ავარია მოხდა,დაღუპულია ერთი ადამიანი, ვრცელდება კადრები ადგილიდან

    ადგილზე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული! კიდე ერთი ძლიერი ავარია მოხდა,დაღუპულია ერთი ადამიანი, ვრცელდება კადრები ადგილიდან

    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.

    დაღუპულია შალე ბებია.

    არსებული ინფორმაციით, სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    “ჩემი უბანი გლოვობს. არ შემეძლო ამ უწესიერესი, თავმდაბალო, პატიოსანი ბიჭისთვის გვერდი არ დამეთმო… მტკივა, ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდელის მერე… ნათელი სასუფეველი შენს სულს შალე…

    ძალიან მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს წუხელ მუხურს. ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა… სიტყვები უძლურია… ძალიან ვწუხვარ, ძალიან…

    შალეეე!ეს რა თავზარი დაგვეცა ბიჭო! ჩემს მამიდაშვილებს რა ვუთხრა…

    თვალწინ მიდგას შენი სახე შალე…

    ღმერთო, რა ცუდად დაიწყო ეს წელი, უფლის სასუფეველი ამ ბავშვს. ვწუხვარ ძალიან. სანუგეშო სიტყვები უბრალოდ არაფრის მთქმელია” – წერენ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

  • 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მშვიდად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იაქტიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.

    კურო

    იყავით ფრთხილად, ნუ გათქვამთ და  ნურავის გაანდობთ სხვის საიდუმლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენივე დაუდევრობით, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ.

    ტყუპები

    იყავით ყურადღებით და შეეცადეთ, ამოიცნოთ სამყაროს მინიშნებები, გაიაზრეთ სიზმრები და იქნებ საჭირო პასუხებს მიაგნოთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, სწორად მოქმედებისათვის.

    კირჩხიბი

    ეს არის აღმოჩენების, აღმაფრენისა და მეტად მნიშვნელოვანი მზადების პერიოდი. დატკბით ცხოვრებით და მოემზადეთ ახალი გამოწვევებისთვის.

    ლომი

    24 საათი დღე-ღამეში არაა საკმარისი იმისათვის, რომ საქმეებიც მოასწროთ და ცოტაოდენი დასვენებაც. გონებამახვილობა და სისწრაფე, აი, რა გჭირდებათ.

    ქალწული

    ნურავის დაადანაშაულებთ, მოთმინებით აღიჭურვეთ და გონივრულად დაალაგეთ მნიშვნელოვანი საქმეები, გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი და წინდახედულად იმოქმედეთ. დასვენება არ დაგავიწყდეთ.

    სასწორი

    გელით დაუგეგმავი შეხვედრები და უარი არ თქვათ. ზომიერი ტაქტიკით, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.

    მორიელი

    უდარდელად ჩაივლის დღევანდელი დღე. სიმშვიდეა შინ და გარეთ. შესაძლოა, ცოტა გაკვირვებულიც კი დარჩეთ  ოჯახური იდილიით.

    მშვილდოსანი

    შესაძლოა, სასიყვარულო საქმეებში პრობლემებმა იჩინოს თავი, აღიჭურვეთ მოთმინებით და უფრო გულისხმიერი იყავით. დაელოდეთ უკეთეს მომენტს და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

    თხის რქა

    არის ალბათობა, შთამბეჭდავად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის ორიგინალური თვისებები, არასტანდარტული აზროვნება და სათანადო შექებაც დაიმსახუროთ. ახლა თქვენი ფრაზაა, – ცხოვრება მშვენიერია.

    მერწყული

    გათავისუფლდით ყოველგვარი უსარგებლოსგან, დაამყარეთ წესრიგი თქვენს გარშემო, მოიშორეთ აბეზარი ფიქრები, მოიშორეთ ყოველი ძველმანი და უსარგებლო რამ თქვენი სივრციდან, თქვენი გონებიდან, თქვენი პირადი თუ საერთოდაც ცხოვრებიდან.

    თევზები

    ბავშვივით გალაღდით და მსუბუქი ნაბიჯებით მიჰყევით ყოველდღიურობას, ახლა თქვენი დროა, თუმცა, გარშემო ისეთი სიმშვიდეა, რომ შეიძლება, რაიმე საინტერესო მოიგონოთ ირგვლივ მყოფთა გასახალისებლად.

  • ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფ. შემოქმედის საბავშვო ბაღის აღმზრდელის მარინა არობელიძის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, სოფელს, მთელ ოზურგეთს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

    როგორც ცნობილია, 19 წლის გიორგი ჭანუყვაძე ავარიას ემსხვერპლა.

  • 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – რა ხდება ამ წუთებში მარნეულში

    10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – რა ხდება ამ წუთებში მარნეულში

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა. ველოსიპედით მოძრავ 10 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

    როგორც ცნობილია, ავტომობილის მძღოლმა ბავშვი მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    კლინიკასთან ამ წუთებში ბავშვის ახლობლები არიან შეკრებილნი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მარნეულში ვითარება დაძაბულია.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.