Category: Uncategorized

  • როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორის,  შმაგი ჭიოკაძის ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შმაგი ჭიოკაძის თქმით, ერთ ახალგაზრდას კლინიკაში შეყვანის დროს მარცხენა მხარის არეში ჰქონდა ღია ჭრილობა, მეორეს კი, მარცხენა მტევნის არეში. ორივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, არიან კონტაქტურები და რეაბილიტაციის გავლის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევთ კლინიკაში დარჩენა.

    „22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენთან შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა – ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს  – მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

    ჯერჯერობით დარჩებიან კლინიკაში, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჭრილობაა, ცეცხლსასროლით, თუ არაცეცხლსასროლით, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. შესაბამისად, დაველოდოთ. კონტაქტურები არიან, კარგად არიან. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პერიოდს, ვნახოთ, რამდენი ხანიც დასჭირდებათ“, – განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

    შეგახსენებთ, პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

    შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

  • 🔻 ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

    🔻 ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

    🔻 ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა | ინფორმაციას ამის შესახებ იმედი ავრცელებს.
    🔴 ცოტა ხნის წინ ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 1 ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.
  • 🔻 გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

    🔻 გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

    🔻 გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა | ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. “მთავარი” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
    🔴 ცოტა ხნის წინ ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 1 ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები. დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
  • 💬🔻 “ამ წამს ვერაზე  სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!!  დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!”

    💬🔻 “ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!! დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!”

    💬🔻 “ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!!
    დასისხლიანებული ეყარნენ
    სიცილის გამო!!!” | წერს მოქალაქე თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.
    🔴 გავრცელებული ინფორმაციით, სროლა შანიძის ქუჩაზე მოხდა.
    🔴 “მთავარი” დეტალებს შსს-ში არკვევს.
  • უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში – სად გამოიდარებს და სად არის მოსალოდნელი წვიმა

    უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში – სად გამოიდარებს და სად არის მოსალოდნელი წვიმა

    საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად ზაფხულისთვის დამახასიათებელი თბილი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც არის მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, 22-24 ივლისს ძირითადად უნალექო და მზიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33…+34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +20…+22 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    დასავლეთ საქართველოში ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, თუმცა ხანგრძლივი ნალექები არ არის პროგნოზირებული. სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა +29…+31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო შიდა რაიონებში +32…+34 გრადუსამდე მოიმატებს.

    კვირის ბოლოს სიცხე კიდევ უფრო გაძლიერდება. ქვეყნის დაბლობ რაიონებში ტემპერატურა ადგილობრივად +35…+36 გრადუსსაც მიაღწევს, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მზის პირდაპირ სხივებს მოერიდონ, მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებსა და ხანდაზმულებს მიაქციონ.

  • დაშავებულია 6 ადამიანი – ახალი დეტალები იმერეთში მომხდარ ავარიაზე

    დაშავებულია 6 ადამიანი – ახალი დეტალები იმერეთში მომხდარ ავარიაზე

    ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

    ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

  • „საქართველოში მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა… დავინახე, ადამიანების გვამები, რომელებიც ზღვაში ჩადიოდა…კაშხლის ჩამონგრევის საფრთხეა, შეამოწმეთ ყველა კაშხალი, რაც კი საქართველოშია“ 😱😱🥹 ესპანელი მედიუმის საგანგაშო გაფრთხილება

    „საქართველოში მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა… დავინახე, ადამიანების გვამები, რომელებიც ზღვაში ჩადიოდა…კაშხლის ჩამონგრევის საფრთხეა, შეამოწმეთ ყველა კაშხალი, რაც კი საქართველოშია“ 😱😱🥹 ესპანელი მედიუმის საგანგაშო გაფრთხილება

    მედიუმი ხოსე დეივ კორტეზი საკუთარი ხილვის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, იქნება დიდი მიწისძვრა და ასევე, საქართველოში არსებული ერთ-ერთი კაშხლის ნგრევა.

    „საქართველოში კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. დიდი მიწისძვრა იქნება.

    კაშხალი, რომელზეც ვსაუბრობ და მთხოვთ, კონკრეტულად ვთქვა, რომელია, ხალხო, მე მქონდა ხილვა… კაშხლის სახელი რომ დამენახა, ვიტყოდი. მე დავინახე ძალიან დიდი კაშხალი, რომელიც ორად გაიყო, ჩამოიშალა და ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა. დავინახე, ადამიანების გვამები, რომელიც ზღვაში ჩადიოდა. დავინახე ადამიანები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ და წონასწორობას ვერ იკავებდნენ, რადგან იყო მიწისძვრა და დიდი წყლის ტალღა მოდიოდა. კარგად შეამოწმეთ.

    რომ მოხდეს ეს ყველაფერი, ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება. დროულად იმოქმედეთ, შეამოწმეთ აბსოლუტურად ყველა კაშხალი, რაც კი საქართველოშია,“ – ამბობს მედიუმი.

  • ხვალ ხუთშაბათს სურვილების ასრულების დღეა ზოდიაქოს მხოლოდ ამ 3 ნიშანს ეხება ეს – მიხეილ ცაგარელი , 😱😱 ხარ თუ არა სიაში ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

    ხვალ ხუთშაბათს სურვილების ასრულების დღეა ზოდიაქოს მხოლოდ ამ 3 ნიშანს ეხება ეს – მიხეილ ცაგარელი , 😱😱 ხარ თუ არა სიაში ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

    ტყუპები

     

    2026 წელი ტყუპებს აჩუქებს აქტიურ ცვლილებებს და ახალ შთაბეჭდილებებს. ასტროლოგების აზრით, მათი წარმატების საწინდარი გახდება კომუნიკაციის კარგი უნარი: ახალი ნაცნობობა შეიძლება პოზიტიურად აისახოს კარიერულ ზრდასა და პირად ცხოვრებაზეც. შესაძლოა ბევრი იმოგზაურონ, როგორც სამსახურებრივად, ისე შვებულების დროს ან ჩვეული გარემო რადიკალურად შეიცვალონ. მთავარია – ისწავლონ ენერგიის სწორად განაწილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ფუჭად დახარჯავენ.

    ლომი

     

    ლომებს ელით ნათელი და საინტერესო, მოვლენებით და გარდატეხებით სავსე 2026 წელი. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ახალ წელს გაუჩნდებათ შანსი საკუთარი თავი წარმოაჩინონ ახალ სფეროებში. ლომები შეძლებენ გახდნენ ლიდერები, მიიპყრონ ყურადღება საკუთარი იდეების და პროექტების მიმართ. თუმცა, ვარსკვლავების რჩევაა, ემოციები კარგად აკონტროლონ: ფეთქებადმა ხასიათმა შეიძლება გააფუჭოს ყველაზე პერსპექტიურლი წამოწყებებიც კი…

    სასწორი

     

    სასწორებს 2026 წელს ელით პროფესიული განვითარება და ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობების მოწესრიგება. ასტროლოგები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებით იქნება შესაძლებელი დიდი წარმატების მიღწევა. მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება კომპრომისების მოძებნის და სიტუაციის დაბალანსების შესაძლებლობა. ოჯახში შეიძლება გაჩნდეს ახალი მოვალეობები, რომლებიც სასწორებს დაეხმარება საყვარელ ადამიანებთან კავშირის გამყარებაში.