Category: Uncategorized

  • როგორ გავახაროთ ჯეჯილი ერთ კვირაში – მარტივი და გამოცდილი მეთოდი

    როგორ გავახაროთ ჯეჯილი ერთ კვირაში – მარტივი და გამოცდილი მეთოდი

    აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.

    ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. გთავაზობთ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და მარტივ მეთოდს. გირჩევთ, ეს პროცესი ბავშვებთან ერთად წამოიწყოთ, რადგან მცენარეების შესახებ გარკვეულ ცოდნასაც შეიძენენ და ურთიერთთანამშრომლობაშიც ჩაგეთვლებათ.
    1. აიღეთ 500 გრამი ხორბლის მარცვალი. გარეცხეთ, დაასხით ოდნავ შემთბარი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე.
    2. დილით წყალი გადაღვარეთ, ისევ გარეცხეთ, ჩაყარეთ მინის ქილაში

    და თავზე დააფარეთ. დადგით თბილ ადგილას და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.
    3. მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, გაანაწილეთ ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე. ლანგარი გამათბობელთან დადგით. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.

    გაითვალისწინეთ: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამავი პულვიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რათა არ გამოშრეს.
    დაახლოებით ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.

    ამ წესით გახარებული ჯეჯილი შეგიძლიათ გასაწურადაც გამოიყენოთ. ცნობილია, რომ ჯეჯილის წვენი იდეალური საშუალებაა გახდომისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის.

    წყარო: ​mshoblebi.ge

  • 🌧️ როდის გამოიდარებს საქართველოში – მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი

    🌧️ როდის გამოიდარებს საქართველოში – მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი

    მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ „პრაიმტაიმთან“  მეტეოროლოგი თამარ პაპაშვილი საუბრობს.

    „მომდევნო კვირაში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ რეგიონებში, მათ შორის მთიან და მაღალმთიან ზონაში.

    ჰაერის ტემპერატურა, მართალია, მოიმატებს, თუმცა მიმდინარე კვირასთან შედარებით, გარკვეულ დღეებში უფრო მაღალი იქნება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა 25 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 22 გრადუსამდე დათბეს.

    მიუხედავად ამისა, კვლავ მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი დღეები. ასევე, 30-31 მარტს და 3-4 აპრილს შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც,“ – აღნიშნა თამარ პაპაშვილმა.

  • 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი  ნახეთ კომენტარში

    27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნახეთ კომენტარში

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    მეგობრების მოწყობილ წვეულებაზე ან მივლინებაში საინტერესო ნაცნობობა გელით. თქვენი მომხიბვლელობა და მიმზიდველობა გულგრილს არავის დატოვებს. მარსი აქტივობის პიკზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტი შეიძლება სრულიად უმიზეზოდ, ცარიელ ადგილზე წარმოიშვას. შეეცადეთ, ამ დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

    ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოულოდნელმა ამბებმა შეიძლება თქვენს გეგმებსა და ზოგადად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ნუ ინერვიულებთ — ეს უსიამოვნება დიდხანს არ გაგრძელდება.

    კურო

    გაურკვევლობა უფრო მეტად გაწუხებთ, ვიდრე მწარე სიმართლე, ამიტომ, პარტნიორთან გულახდილად უნდა ისაუბროთ. მუდმივად წარსულ შეცდომებსა თუ წარუმატებლობებზე ნუ იფიქრებთ. გაცილებით მნიშვნელოვანია მომავალს უყუროთ და წინ იაროთ. პრობლემების მოსაგვარებლად და მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ.

    თუ კოლეგები ჭორებითა და ცილისწამებებით თქვენთვის სახელის გატეხას ცდილობენ, უმოქმედოდ ნუ იქნებით და თავდაცვაზე იფიქრეთ. მნიშვნელოვანი დოკუმენტების დამუშავებისას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ. ამ დღეს წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს. სულიერი წონასწორობა ქრონიკული დაავადებების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

    ტყუპები

    სიყვარულში იმედგაცრუების გადატანა გაგიჭირდებათ, თუმცა გახსოვდეთ, რომ დრო საუკეთესო მკურნალია. ნუ ეცდებით, რომ ხელმძღვანელობას და კოლეგებს საკუთარი შეხედულებები თავზე მოახვიოთ — ამ დღეს უმჯობესია ჩრდილში დარჩეთ. მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ნუ დაგეგმავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. ნუ მოტყუვდებით და ილუზიებს რეალობად ნუ მიიღებთ.

    ნაცნობობა, რომელიც ერთი შეხედვით პერსპექტიული ჩანს, შესაძლოა მხოლოდ ილუზია აღმოჩნდეს. ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები გელით, ამიტომ თუ შესაძლებელია, ეცადეთ მთელი დღე სახლში გაატაროთ.

    კირჩხიბი

    ძალიან მძიმე დღეა. დილიდან სამსახურის საქმეებში იქნებით ჩაფლული. ახლობლებისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ, მათ კი თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შეეცადეთ, ეს სიტუაცია დროულად გამოასწოროთ. სასიყვარულო ურთიერთობებში გაუგებრობისა და უთანხმოების მიზეზი გაჩნდება. თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ და კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. გსურთ, საკუთარ ინდივიდუალურობას ხაზი გაუსვათ, თუმცა ამ დღეს წარმატების გასაღები გუნდურ მუშაობაშია. მალე დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენას შეძლებთ.

    მალე ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება — თქვენს ჰოროსკოპში მერკური დომინირებას იწყებს. დროა, მავნე ჩვევებს თავი დააღწიოთ და სასარგებლო უნარები შეიძინოთ. ეცადეთ, დღის დადებითი ენერგეტიკა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ!

    ლომი

    შანსი გაქვთ, რომ რაღაც ახალი გამოცადოთ და სიამოვნების ახალი წყაროები აღმოაჩინოთ! დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ. ოჯახს ძალიან ცოტა დროს უთმობთ, რის გამოც კამათი და კონფლიქტი ხშირია.

    დღეს თქვენი ნიშნის ბევრი წარმომადგენელი სამუშაოსგან დასვენებას მოინდომებს. ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ, რადგან სხვა შემთხვევაში დასვენების დღეები მძიმე და დატვირთული იქნება. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯები, თუმცა ამაზე ნერვიულობა არ ღირს. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ძველი ოცნებები რეალობად აქციოთ.

    ქალწული

    ნუ ინერვიულებთ თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდა — ეს დროებითია და ვნება მალე ახალი ძალით იფეთქებს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, თორემ შეიძლება ეს დღე დიდი ჩხუბით დასრულდეს. მეგობრებზე და ნაცნობებზე საკუთარი ავტორიტეტითა და ენერგიით ზეწოლას ნუ ეცდებით.

    ნუ აჩქარდებით, ზედმეტ ფაციფუცს მოერიდეთ და უბრალოდ სამუშაო ვალდებულებები დროულად შეასრულეთ. ფინანსური დოკუმენტებისა და ვალდებულებების შემოწმება არ დაგავიწყდეთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ახლა ნებისმიერი მოგზაურობა დადებით ემოციებს მოგიტანთ, ასე რომ ჩაალაგეთ ჩემოდნები და გზას გაუდექით.

    სასწორი

    გირჩევთ, საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშმით, გემრიელი და დახვეწილი კერძებით გაახაროთ და დაუვიწყარი საღამო აჩუქოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში საბუთები და საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ — უახლოეს პერიოდში შემოწმების ალბათობა არსებობს.

    მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეეცადეთ, ნაცადი გზით იაროთ და ახალი არაფერი მოიფიქროთ – ექსპერიმენტები უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეთ. რაც შეეხება კვებას, ჯანსაღი რეცეპტები მოიძიეთ და ნახევარფაბრიკატებს ერიდეთ, რათა მთელი დღის განმავლობაში ენერგია შეინარჩუნოთ.

    მორიელი

    ერთობლივი შემოქმედება შთაგონებას გაგიღვიძებთ და ურთიერთობებში ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით. თვალი ადევნეთ, რომ ოჯახური ურთიერთობები რუტინად არ იქცეს. საყოფაცხოვრებო პრობლემებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ მთელი დღე წაგართვათ. ნუ მოიწყენთ და გაბრაზდებით, თუ დავალების შესრულებას ვერ ახერხებთ — ეს შეიძლება ყველას დაემართოს.

    იფიქრეთ მცირე ინვესტიციებზე ან შენაძენებზე, რომლებიც სიამოვნებასა და სიხარულს მოგიტანთ. გონებრივადდ ნუ გადაიტვირთებით — სატურნი ამ დღეს აზროვნების პროცესებს აფერხებს. სჯობს ჩვეული საქმით დაკავდეთ, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

    მშვილდოსანი

    თქვენს პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებების დროა. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა შეიძლება მეორე ნახევარი მეგობრების წრეში იპოვონ. ემოციები აკონტროლეთ, რომ უხეში ნათქვამით გული არავის ატკინოთ. გახსოვდეთ, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და მისი უკან წაღება შეუძლებელია.

    მუშაობის დროს სირთულეები შეიძლება აჩქარების, შეუთანხმებლობის ან გადაჭარბებული პრეტენზიების გამო წარმოიშვას. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ ფინანსურ საკითხებს უფრო ყურადღებით მიუდექით. კარგი იქნება თუ ამ დღეს ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდებით.

    თხისრქა

    გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების ნამდვილი ფასი გაიგოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები გამოცადოთ და დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში სწორი გზა აირჩიეთ.

    პარტნიორთან ურთიერთობაში არსებული ჰარმონიის მიუხედავად, შეეცადეთ საერთო საქმიანობა იპოვოთ. ეს პერიოდი აქტივობისკენ არ განაწყობს, თუმცა რამდენიმე საქმის დასრულება მაინც მოგიწევთ. შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ფული დახარჯოთ, თუმცა ეს თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. იუპიტერისა და სატურნის კვინკონსი მიანიშნებს, რომ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

    მერწყული

    ეს დღე მნიშვნელოვან ფიზიკურ და სულიერ რესურსს მოითხოვს. ყველაფერს, რაც ახლა ხდება, ისე მიუდექით, როგორც თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების გამოცდას. რომანტიკული პაემანი სხვა დღისთვის გადადეთ — დღეს განმარტოება და დასვენება გჭირდებათ.

    ამ დღეს უყურადღებობისა და შეცდომების ალბათობა მაღალია. მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა და გაუცხოება. შესაძლოა, დღეს რამდენიმე ახალი პროფესიული ნაცნობობა გააბათ, რომელიც მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება.

    თევზები

    საყვარელი ადამიანის სურვილებსა და საჭიროებებს ნუ დაივიწყებთ. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, დროთა განმავლობაში თქვენს ურთიერთობას აუცილებლად ბზარი გაუჩნდება. პირად ინფორმაციას ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ნუ გაანდობთ, რადგან ამ დღეს ჭორების გავრცელების რისკი არსებობს, რაც მომავალში დაგაზიანებთ.

    ახლა სჯობს უფროსობისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებითი მოვალეობებით დაგტვირთავენ. მოერიდეთ გარემოს ნეგატიურ გავლენას — შენობა ხშირად გაანიავეთ, ჰაერის გამწმენდი შეიძინეთ ან დეკორატიული მცენარეები გაამრავლეთ.

  • ტრაგედია ქუთაისში – ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

    ტრაგედია ქუთაისში – ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

    ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში 33 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

    ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

  • სამწუხარო ინფორმაცია – ქართველი მწერალი და ჟურნალისტი გარდაიცვალა

    სამწუხარო ინფორმაცია – ქართველი მწერალი და ჟურნალისტი გარდაიცვალა

    ამირან ბუტურიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
    7 მარტს ასე მოგვმართა მეგობრებს, ნაცნობებს, კოლეგებს, ახლობლებს:
    „მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობთ ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში, რაც უდიდესი დახმარებაა.
    იმედს არ გაგიცრუებთ.
    ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“
    გია პაპუაშვილი
    _________________
    პირველად დამარცხდა ცხოვრებაში ეს უღალატო, ღირსებით სავსე ადამიანი, დამარცხდა სიკვდილთან ჭიდილში…
    70 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და ჟურნალისტი
    გია პაპუაშვილი
    (1955-2026)
    ______________
    პანაშვიდები: 27, 28 მარტი (პარასკევი და შაბათი).
    გამოსვენება: კვირას, 29 მარტს, 14:00 საათზე.
    მისამართი: დიღომი 9, ნიკოლოზ ბერაძის მეორე ჩიხი, მეორე სახლი („თბილისი მოლის“ უკან).

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის

    ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის

    2026 წლის აპრილში მრავალი ადამიანისთვის მოვლენები, თითქოს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ბუნებრივად დალაგდება. ცხოვრებისეული ტემპი საგრძნობლად დაჩქარდება. ერთი შეხედვით, შემთხვევითი შეხვედრები კი, სინამდვილეში, სავსებით კანონზომიერი აღმოჩნდება. ის იდეებიც კი, რომლებიც აქამდე ზედაპირულად გეჩვენებოდათ, მოულოდნელად რეალიზების რეალურ შანსს მოიპოვებს.

    საგაზაფხულო პერიოდში შინაგანი ტრანსფორმაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა – თავდაჯერებულობა მატულობს, რთული გადაწყვეტილებები გაცილებით იოლად მიიღება, ყოველდღიური შფოთვა კი მეორეხარისხოვანი ხდება. ეს არა მკვეთრ, ნახტომისებურ ცვლილებას, არამედ იმ სასიამოვნო შეგრძნებას ჰგავს, როდესაც ადამიანი საკუთარ, საჭირო კალაპოტს საბოლოოდ პოულობს.

    ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის კი 2026 წლის აპრილი განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდება:

    ვერძი

    ვერძებისთვის აპრილში ყველაფერი უფრო სწრაფად და, რაც მთავარია, სასურველი მიმართულებით ამოძრავდება. თვეობით შეჩერებული საკითხები ერთი საუბრით ან შეტყობინებით მოულოდნელად მოგვარდება. ენერგიის მოზღვავება არა ქაოსური, არამედ მკაფიო და მიზანმიმართული იქნება. მოქმედების სურვილი და კონკრეტული გზები კი ნათლად გამოიკვეთება.
    მოულოდნელი წინადადებები და შეთავაზებები გელით, როგორც სამსახურებრივი, ისე პირადი პროექტების სახით, რის გამოც ჯობს, გადაწყვეტილებები სამომავლოდ აღარ გადადოთ. ამ პერიოდში გადადგმული მცირე ნაბიჯებიც კი სწრაფ შედეგს გამოიღებს.
    ამასთანავე, სიტუაციაზე კონტროლის განცდა გაძლიერდება და საკუთარი თავით კმაყოფილების გრძნობა მოიმატებს. იღბალი უფრო ეფექტურად იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ყველაფრის ტოტალურ კონტროლს არ შეეცდებით. ხანდახან ყველაზე მომგებიანი სცენარი სპონტანურ გადაწყვეტილებაზე – გამგზავრებაზე, საინტერესო ნაცნობობაზე ან რაიმე ახლის გამოცდაზე დათანხმება იქნება. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოძრაობასთანაა დაკავშირებული, თქვენზე დადებითად აისახება. ურთიერთობებში კი სასიამოვნო განახლება, მეტი გულწრფელობა ან მნიშვნელოვანი ნაცნობობაა მოსალოდნელი.

    ტყუპები

    ტყუპებს აპრილში მრავალი ახალი ნაცნობობა ელოდება. შემთხვევითმა დიალოგებმა თუ მიმოწერებმა შესაძლოა, მოულოდნელი შესაძლებლობები გამოკვეთოს. ეს სულაც არ გულისხმობს გლობალურ ცვლილებებს. ხშირად ერთი ნაცნობობა რამდენიმე სასარგებლო კავშირსა თუ იდეას ბადებს. თქვენ უფრო ხშირად აღმოჩნდებით საჭირო დროს საჭირო ადგილას და რეალურ შედეგსაც დაინახავთ.
    მნიშვნელოვანია, რომ რუტინაში არ ჩაეფლოთ და მოწვევები, შეთავაზებები არ უგულებელყოთ, რადგან ნამდვილი იღბალი სწორედ მოძრაობისა და კომუნიკაციის გზით მოვა. ნებისმიერი ფორმატი, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენაა შესაძლებელი – სამუშაო შეხვედრებიდან დაწყებული, წვეულებებითა თუ კოლაბორაციებით დასრულებული, წარმატებით იმუშავებს.
    კარიერაშიც მოულოდნელი შემობრუნება და ისეთი შემოთავაზებაა მოსალოდნელი, რომელზეც ადრე არც კი გიფიქრიათ. ფინანსები ძირითადად ახალი იდეებისა და პროექტების მეშვეობით გაიზრდება. თვის მთავარი უპირატესობა კი იმის განცდა იქნება, რომ ცხოვრება კვლავ საინტერესო და დატვირთული გახდა.

    მორიელი

    მორიელებისთვის აპრილი შინაგანი გარდაქმნის პერიოდი იქნება, რაც მოულოდნელად ყოველდღიურობაზეც მოახდენს გავლენას. ის, რაც ადრე ეჭვებს იწვევდა, ახლა ბევრად ცხადი გახდება. საით წახვიდეთ, ვისთან დარჩეთ და რაზე თქვათ უარი – მნიშვნელოვან შეკითხვებზე საკუთარ თავს თავად გასცემთ პასუხებს. გაჩნდება შეგრძნება, რომ ზედმეტი ტვირთის ტარება საბოლოოდ შეწყვიტეთ, რაც ახალი შესაძლებლობებისთვის ადგილს გამოათავისუფლებს.
    ამ თვეში იღბალი საკუთარ თავთან გულწრფელობის მეშვეობით გაამართლებს. რაც ნაკლები იქნება კომპრომისი საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ, მით უკეთესად დალაგდება გარემოებები. სამუშაო პროცესში შესაძლოა, შეიქმნას სიტუაციები, სადაც მოულოდნელ მოგებას ნახავთ, მაშინაც კი, თუ თავდაპირველად ყველაფერი საეჭვოდ გამოიყურებოდა.
    ურთიერთობებში კავშირის გაღრმავების ან იმის მშვიდად გაშვების შანსი მოგეცემათ, რაც დიდი ხანია, აღარ ფუნქციონირებს. ფინანსური თვალსაზრისით, თვე შესაძლოა, წარმატებული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ ნაბიჯის გადადგმას გაბედავთ, რომელსაც ადრე სამომავლოდ ინახავდით. მთავარი ბონუსი კი შინაგანი ძალის მოზღვავება იქნება, რაც უფრო თავდაჯერებულსა და მშვიდს გაგხდით. ეს კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სხვა დანარჩენ სიკეთეებს თავისთავად მიიზიდავს.

    წყარო: ​beaumonde.ge

  • აირჩიე ქვა, რომელმაც პირველმა „დაგიძახა“ და წაიკითხე, რას გეუბნება ის… დევს 12 ქვა აირჩიე ერთი და დაწერე

    აირჩიე ქვა, რომელმაც პირველმა „დაგიძახა“ და წაიკითხე, რას გეუბნება ის… დევს 12 ქვა აირჩიე ერთი და დაწერე

    1. მთის ბროლი — შენი ენერგია ახლა სიწმინდეს და სიმშვიდეს ითხოვს. სული კვლავ ნათელ ფოკუსს ეძებს.
    2. ფლუორიტი — გონება გადატვირთულია. საჭიროა ენერგეტიკულ დეტოქსს, წესრიგის და ფოკუსის დაბრუნება.
    3. ლაზურიტი — შენთვის ახლა მნიშვნელოვანია სიმართლე და გულწრფელი გარემო. დროა თქვა ის, რასაც გრძნობ.
    4. ობსიდიანი— შენი ენერგია დაცვას, და სტრესისგან გათავისუფლებას ითხოვს. უსაფრთხოება პირველი პრიორიტეტია.
    5. ამაზონიტი — გჭირდება სიმშვიდე კომუნიკაციაში. დროულია თქვა ის, რაც გულში გაქვს, მაგრამ ნაზად და ჰარმონიულად.
    6. ლაბრადორიტი — ტრანსფორმაცია დაიწყო. შენში ახალი ძალა იღვიძებს, რომელსაც მხოლოდ ნდობა სჭირდება.
    7. ვარდისფერი კვარცი — გეძახის სიყვარული. პირველ რიგში — საკუთარი თავის მიმართ ნაზი დამოკიდებულება და ემოციური ბალანსი.
    8. აქატი — სტაბილურობა, თავდაჯერება და ნელი, მაგრამ მყარი პროგრესი. ყველაფერი თავის დროზე დალაგდება.
    9. აპატიტი — მოტივაციის ასამაღლებლად იდეალური დროა. შენი სხეულიც და გონებაც ახლებურ ენერგიას ეძებს.
    10. სოდალიტი — აზრები უნდა დალაგდეს. გჭირდება ლოგიკური გადაწყვეტილებები და გაწონასწორებული ხედვა.
    11. ამეთვისტო — შენი სული სიმშვიდეს, შინაგან სიბრძნეს და ზედმეტი ფიქრებიდან გათავისუფლებას ითხოვს.
    12. ონიქსი — ახლა ძალა, შინაგანი სიმტკიცე და ნებისყოფა გჭირდება. შენს წინ გამოწვევებია, მაგრამ შენ უფრო ძლიერი ხარ.
  • გია ხუხაშვილი მეუფე შიოს მიმართავს – “არავინ ისეთ ზიანს არ აყენებს ქართულ ეკლესიას როგორც… ინფორმაცია ახლახანს ვრცელდება

    გია ხუხაშვილი მეუფე შიოს მიმართავს – “არავინ ისეთ ზიანს არ აყენებს ქართულ ეკლესიას როგორც… ინფორმაცია ახლახანს ვრცელდება

    პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მეუფე შიოს მიმართავს და წერს:

    “ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მეუფე შიო მოუწოდებს თავის განსაკუთრებით “გულმხურვალე” მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ამ აგრესიული, მე ვიტყოდი, აღვირახსნილი კამპანიისგან. ახლა არავინ ისეთ ზიანს არ აყენებს ქართულ ეკლესიას და პირადად მასაც, ვიდრე ეს ხალხი,”- წერს გია ხუხაშვილი.

  • “ეს ამბავი წუხელ, ძალიან გვიან გავიგე” – რა თქვა სასამართლოსთან, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ?

    “ეს ამბავი წუხელ, ძალიან გვიან გავიგე” – რა თქვა სასამართლოსთან, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ?

    მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა! – ქვას ქვაზე დავადუღებ! – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მან სასამართლო სხდომაზე ბოლო სიტყვა უნდა წარმოთქვას, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.

    სხდომაზე იმყოფებიან ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანები და ადვოკატები. საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იხილავს.

    „მაშინ, როცა გგონია, რომ არაფერი გაგვაკვირვებს მკვლელების მხრიდან, ასე არ არის. მათ ყოველ ჯერზე შეუძლიათ ჩემი გაკვირვებაც კი.

    მე დღეს უნდა დავკითხულიყავი, როგორც მოწმე და მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს.

    მე სულ ბოლოს უნდა მეთქვა სიტყვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის. ეს ამბავი წუხელ ძალიან გვიან გავიგე. ამიტომ, ვითხოვე მოვსულიყავი დღეს. მოვედი და მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა!

    გთხოვთ ჟურნალისტებს, ყველა ადვოკატი ჩაწერთ, აბსოლუტურად ყველა! ჰკითხეთ, არ აინტერესებდათ იმ პირის გამოკითხვა და მოსმენა, ვინც მათ კიკინიან ბავშვებს „შეკვეთით იჭერს“, არ აინტერესებთ ჩემი მოსმენა? ნია იმნაძის მოსმენა არ გაინტერესებდათ?! ნია იმნაძე არის გოგონა, ვინც ჩემი შვილი მიწაში ჩააწვინა და ვინც ეს არასრულწლოვანები ციხეში გაუშვა. გოგონას, რომელსაც ჩემი შვილი თურმე სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი ჰქონია თურმე სათქმელი სასამართლო პროცესზე. ყველა ადვოკატს ჰკითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი ნია იმნაძის და სხვ დანარჩენების. მადლობა თანამბრძოლისთვის. ქვას ქვაზე დავადუღებ!- განაცხადა ეკა კუპატაძემ.

    მან სასამართლო პროცესზე, თავისი შვილის, გიგა ავალიანის წიგნები მიიტანა, რითაც როგორც თავად ამბობს, სურს, წარმოაჩინოს „ვინ იყო მისი შვილი და როგორი შვილი მოუკლეს”.